მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები დაგროვებით პენსიაზე
რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები დაგროვებით პენსიაზე

2019 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის სის­ტე­მა მოქ­მე­დებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან­გა­რიშ­ზე მათი ხელ­ფა­სის 6% ირი­ცხე­ბა — 2%-ს თა­ვად და­საქ­მე­ბუ­ლი, 2%-ს დამ­საქ­მე­ბე­ლი, ხოლო და­ნარ­ჩენ 2%-ს სა­ხელ­მწი­ფო იხ­დის.

2023 წლის 20 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ჯა­მურ­მა სა­პენ­სიო აქ­ტი­ვებ­მა 4.3 მი­ლი­არდ ლარს მი­აღ­წია, სქე­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 1,476,780 შე­ად­გი­ნა, აქე­დან აქ­ტი­უ­რი სქე­მის მო­ნა­წი­ლე 1,297,661 ადა­მი­ა­ნია, ხოლო 2023 წელს სქე­მას და­მა­ტე­ბით 118,044 მო­ნა­წი­ლე შე­მო­უ­ერ­თდა. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად­ვე, 2023 წელს პენ­სი­ით ისარ­გებ­ლა 3,535 ადა­მი­ან­მა, შე­დე­გად პენ­სი­ის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის გა­ორ­მაგ­და და 6,929 შე­ად­გი­ნა.

სა­პენ­სიო სა­ნა­ზოგ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უამ­რა­ვი კი­თხვა ჩნდე­ბა - და­ცუ­ლია თუ არა სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბი, სა­პენ­სიო ასაკ­ში რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა პენ­სი­ის გა­ტა­ნა, რა ემარ­თე­ბა და­ნა­ზოგს პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ასე შემ­დეგ...

გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც pensions.ge-ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი:

1. ვის­თვის არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა?

დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის, ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის ნა­წილ­ში, გარ­და იმ და­საქ­მე­ბუ­ლი­სა, რო­მელ­საც კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე (2018 წლის 6 აგ­ვის­ტო) შე­უს­რულ­და 60 წელი (მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში) ან 55 წელი (ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში).

2. ვის­თვის არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა?

დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­საც კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე (2018 წლის 6 აგ­ვის­ტო) შე­უს­რულ­და 60 წელი (მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში) ან 55 წელი (ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში), ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის ნა­წილ­ში და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი­სათ­ვის, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის შე­მო­სავ­ლის ნა­წილ­ში.აგ­რეთ­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­ზღუდ­ვის სა­ფუძ­ვლით პენ­სი­ის ერ­თი­ა­ნი გა­დახ­დით და­ნიშ­ვნის გამო დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მი­დან გას­ვლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლეს უფ­ლე­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს ხე­ლახ­ლა, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, გა­წევ­რდი­ან­დეს დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში.დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­წევ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ამის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნოს მის ყვე­ლა დამ­საქ­მე­ბელს.

3. რა მო­ცუ­ლო­ბით და ვის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბი და­საქ­მე­ბუ­ლის/თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ?

დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე და­საქ­მე­ბუ­ლის სა­ხე­ლი­თა და სა­სარ­გებ­ლოდ, დამ­საქ­მე­ბე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს სა­პენ­სიო შე­ნა­ტანს და­საქ­მე­ბუ­ლის და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სის 2%+2%-ის ოდე­ნო­ბით, დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი კი ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი მისი წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის 4%-ის ოდე­ნო­ბით. ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­ზე და­მა­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე, ახორ­ცი­ე­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე და­საქ­მე­ბუ­ლის და მო­ნა­წი­ლე თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ სა­პენ­სიო შე­ნა­ტანს, და­საქ­მე­ბუ­ლის და­სა­ბეგ­რი ხელ­ფა­სის ან/და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის შე­მო­სავ­ლის 2%-ის ოდე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის ჭრილ­ში წლი­უ­რი ხელ­ფა­სის/წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის პირ­ვე­ლი 24 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში. 1%-ის ოდე­ნო­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი და­საქ­მე­ბუ­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი წლი­უ­რი ხელ­ფა­სი ან/და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი აღე­მა­ტე­ბა 24 000 ლარს. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­პენ­სიო შე­ნა­ტანს და­საქ­მე­ბუ­ლის და­სა­ბეგ­რი წლი­უ­რი ხელ­ფა­სის ან/და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლის შე­მო­სავ­ლის იმ მო­ცუ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა 60 000 ლარს.

4. რო­გორ შე­ვა­მოწ­მო სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გი (სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ოდე­ნო­ბა)?

დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლის სა­ხე­ლი­თა და სა­სარ­გებ­ლოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი, აი­სა­ხე­ბა მო­ნა­წი­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე. მო­ნა­წი­ლე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო გვერ­დზე.

მო­ნა­წი­ლემ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო გვერ­დზე პირ­ვე­ლა­დი წვდო­მის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია სა­პენ­სი­ოს შე­ნა­ტა­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში შემ­დე­გი ბმუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით: https://my.pensions.ge/ka/login.

მო­ნა­წი­ლის სა­პენ­სიო გვერ­დზე შე­სას­ვლე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხე­ლი წარ­მო­ად­გენს მის პი­რად ნო­მერს. მო­ნა­წი­ლის რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა აგე­ნე­რი­რებს დრო­ე­ბით პა­როლს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში ან/და უფ­ლე­ბა­მო­სილ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის გზით.

სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა შე­ვი­დეს ვებგ­ვერ­დი­დან შე­სა­ბა­მის ბმულ­ზე, მი­უ­თი­თოს მომ­ხმა­რებ­ლის სა­ხე­ლი და დრო­ე­ბი­თი პა­რო­ლი, შეც­ვა­ლოს დრო­ე­ბი­თი პა­რო­ლი ახა­ლი პა­რო­ლით. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლი­სას და­საქ­მე­ბუ­ლი ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია მი­უ­თი­თოს მისი სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი.

გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რე­გის­ტრა­ცია/ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა, მო­ნა­წი­ლე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში რე­გის­ტრა­ცია/ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის (ID ბა­რა­თის) ან ბი­ნად­რო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

5. ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის მარ­თვა­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე?

"დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი - სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, მარ­თვა­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე.

6. და­ცუ­ლია თუ არა სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბი?

სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პე­რი­ოდ­ში ამო­ნა­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, კე­თილ­სა­ი­მე­დო ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით. სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა ეფუძ­ნე­ბა ე.წ. „დაც­ვის სამი ხა­ზის“ მო­დელს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ცხა­დე­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბას, რის­კე­ბის ფლო­ბა­სა და რის­კებ­ზე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით;

ა) დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი გუ­ლის­ხმობს რის­კე­ბის ამ­ღებ­თა ხაზს - სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მათი საქ­მი­ა­ნო­ბის თან­მდევ რის­კებ­ზე. მათ, ასე­ვე, ეკის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ადეკ­ვა­ტუ­რი შიდა კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ რის­კის კონ­ტრო­ლის მიმ­დი­ნა­რე/უწყვე­ტი/ყო­ველ­დღი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი;

ბ) დაც­ვის მე­ო­რე ხაზი მო­ი­ცავს რის­კის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ხაზს - სა­ა­გენ­ტოს რის­კის მარ­თვის ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია რის­კე­ბის ამ­ღე­ბი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის­გან, წარ­მოდ­გენს დაც­ვის მე­ო­რე ხაზს. რის­კის მარ­თვის ფუნ­ქცია ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს რის­კის ამ­ღებ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს და ამოწ­მებს მათი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭო­სა (სა­ინ­ვეს­ტი­ციო რის­კებ­თან მი­მარ­თე­ბით) და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს (არა­სა­ინ­ვეს­ტი­ციო რის­კებ­თან მი­მარ­თე­ბით) მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ სა­თა­ნა­დო რის­კის აპე­ტიტ­სა და რის­კის ლი­მი­ტებ­თან;

გ) დაც­ვის მე­სა­მე ხაზი მო­ი­ცავს რის­კის მარ­წმუ­ნე­ბელ­თა ხაზს -სა­ა­გენ­ტოს შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის არის დაც­ვის მე­სა­მე ხაზი, რო­მე­ლის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წი­ნა­შე. ის ამოწ­მებს და წარ­მო­ად­გენს და­მო­უ­კი­დე­ბელ და ობი­ექ­ტურ რწმუ­ნე­ბას სა­ა­გენ­ტოს შიდა კონ­ტრო­ლის სის­ტე­მე­ბის ხა­რისხსა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს, რო­გორც დაც­ვის პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე ხა­ზის საქ­მი­ა­ნო­ბებს.

შიდა კონ­ტრო­ლის სხვა­დას­ხვა ფე­ნის გარ­და, სა­ა­გენ­ტოს ჰყავს, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­პო­ზი­ტა­რი, რო­მე­ლიც მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში არ შე­დის და მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს სა­ა­გენ­ტოს რის­კის მარ­თვის ჩარ­ჩო­ში.

7. კა­ნო­ნით რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი, რომ სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის და­ბან­დე­ბა არ მოხ­დეს არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში?

დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი და სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იმგვარ წე­სებ­სა და პი­რო­ბებს, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰო­რი­ზონ­ტის ბო­ლოს და­ნა­კარ­გე­ბის, ზა­რა­ლის მი­ღე­ბა. ამას­თან, კა­ნო­ნი ად­გენს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰო­რი­ზონტს და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლე­ბის ტი­პებ­სა და და­საშ­ვებ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ლი­მი­ტებს, რაც სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პი­რო­ბებს წარ­მო­ად­გენს. ამავდრო­უ­ლად, კა­ნო­ნი აწე­სებს სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტულ აკ­რძალ­ვებს, კერ­ძოდ, რა სა­ხის აქ­ტი­ვებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

8. რა მოს­დის სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს მო­ნა­წი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

მო­ნა­წი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თვე­ვა­ში, მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვებს შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სი­თა და პი­რო­ბე­ბით, გა­და­ე­ცე­მა მო­ნა­წი­ლის კა­ნო­ნი­ერ მემ­კვიდ­რე(ებ)ს.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს­თვის მო­ნა­წი­ლის მემ­კვიდ­რის სა­თა­ნა­დო მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ნა­წი­ლის მემ­კვიდ­რის­თვის სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა ერ­თი­ა­ნი გა­დახ­დით, ან სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის მო­ნა­წი­ლის მემ­კვიდ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე გა­და­ტა­ნის გზით.

9. სა­პენ­სიო ასაკ­ში რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა პენ­სი­ის გა­ტა­ნა?

სა­პენ­სიო ასაკ­ში პენ­სი­ის გა­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს: პროგ­რა­მუ­ლი გა­ტა­ნის გზით, რაც გუ­ლის­ხმობს მო­ნა­წი­ლის პენ­სი­ა­ზე გას­ვლის თა­რი­ღის­თვის მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი მთლი­ა­ნი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნელ დარ­ჩე­ნილ ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე გა­ყო­ფას და ყო­ველ­თვი­უ­რი პენ­სი­ის სა­ხით მი­ღე­ბას;ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბით სა­და­ზღვე­ვო ანუ­ი­ტე­ტუ­რი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის გზით, რაც გუ­ლის­ხმობს მო­ნა­წი­ლის მიერ კერ­ძო სა­პენ­სიო სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას და პენ­სი­ის მი­ღე­ბას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე;მო­ნა­წი­ლის პენ­სი­ა­ზე გას­ვლის თა­რი­ღის­თვის მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე აღ­რი­ცხუ­ლი მთლი­ა­ნი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გზით. ასე­თი მე­თო­დით, პენ­სი­ის გა­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირი გა­წევ­რი­ან­და სა­პენ­სიო სქე­მა­ში სა­პენ­სიო ასა­კამ­დე არა­უ­მე­ტეს 5 წლით ადრე.18. ვინ არის სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი?სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო (გარ­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა) ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად...წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები დაგროვებით პენსიაზე

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები დაგროვებით პენსიაზე

2019 წლიდან საქართველოში დაგროვებითი პენსიის სისტემა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშზე მათი ხელფასის 6% ირიცხება — 2%-ს თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო დანარჩენ 2%-ს სახელმწიფო იხდის.

2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1,476,780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1,297,661 ადამიანია, ხოლო 2023 წელს სქემას დამატებით 118,044 მონაწილე შემოუერთდა. ანგარიშის თანახმადვე, 2023 წელს პენსიით ისარგებლა 3,535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6,929 შეადგინა.

საპენსიო სანაზოგთან დაკავშირებით მოსახლეობაში უამრავი კითხვა ჩნდება - დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები, საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა, რა ემართება დანაზოგს პირის გარდაცვალების შემთხვევაში და ასე შემდეგ...

გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხებს, რომელიც pensions.ge-ზეა განთავსებული:

1. ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).

2. ვისთვის არის ნებაყოფლობითი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში და თვითდასაქმებულისათვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.აგრეთვე შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა, ნებაყოფლობით, გაწევრდიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში.დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

3. რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სასარგებლოდ?

დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ, დამსაქმებელი ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დარიცხული ხელფასის 2%+2%-ის ოდენობით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული კი ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანი მისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნულზე დამატებით, სახელმწიფო, ასევე, ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის და მონაწილე თვითდასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო შენატანს, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2%-ის ოდენობით, შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში. 1%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებულის მიერ მიღებული წლიური ხელფასი ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალი აღემატება 24 000 ლარს. ამასთან, სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.

4. როგორ შევამოწმო საპენსიო დანაზოგი (საპენსიო აქტივების ოდენობა)?

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის სახელითა და სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი, აისახება მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე. მონაწილე უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული საპენსიო აქტივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.

მონაწილემ ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე პირველადი წვდომისთვის, აუცილებელია, გაიაროს რეგისტრაცია საპენსიოს შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://my.pensions.ge/ka/login.

მონაწილის საპენსიო გვერდზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს. მონაწილის რეგისტრირებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო სააგენტოში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს ვებგვერდიდან შესაბამის ბმულზე, მიუთითოს მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი, შეცვალოს დროებითი პაროლი ახალი პაროლით. რეგისტრაციის გავლისას დასაქმებული ასევე ვალდებულია მიუთითოს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გარდა ზემოხსენებული რეგისტრაცია/ავტორიზაციისა, მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით.

5. ვინ არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაზე?

"დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო არის პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

6. დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები?

საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით, კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

სააგენტოს ორგანიზებული სტრუქტურა ეფუძნება ე.წ. „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას, რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით;

ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს - სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევ რისკებზე. მათ, ასევე, ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის კონტროლის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები;

ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს - სააგენტოს რისკის მართვის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოდგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის მართვის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან;

გ) დაცვის მესამე ხაზი მოიცავს რისკის მარწმუნებელთა ხაზს -სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის არის დაცვის მესამე ხაზი, რომელის ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ის ამოწმებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ და ობიექტურ რწმუნებას სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემების ხარისხსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს, როგორც დაცვის პირველ, ასევე მეორე ხაზის საქმიანობებს.

შიდა კონტროლის სხვადასხვა ფენის გარდა, სააგენტოს ჰყავს, ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ შედის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩოში.

7. კანონით რამდენად არის დაცული, რომ საპენსიო აქტივების დაბანდება არ მოხდეს არაკეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში?

დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების იმგვარ წესებსა და პირობებს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოს დანაკარგების, ზარალის მიღება. ამასთან, კანონი ადგენს საინვესტიციო პორტფელების მიმართ განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს და საინვესტიციო პორტფელების ტიპებსა და დასაშვებ საინვესტიციო ლიმიტებს, რაც საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების სახელმძღვანელო პირობებს წარმოადგენს. ამავდროულად, კანონი აწესებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ აკრძალვებს, კერძოდ, რა სახის აქტივებში ინვესტირება არის დაუშვებელი.

8. რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

9. საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს: პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.18. ვინ არის საპენსიო სააგენტოს მარეგულირებელი?სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო (გარდა საინვესტიციო საქმიანობისა) ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად...წყარო