კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე
"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ძმამ ჯე­იმზ ჰე­ი­ვენ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ მას შემ­დეგ, რაც მისი და ბრედ პიტს და­შორ­და, ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა თა­ვის თავ­ზე აიღო.

ჯე­იმ­ზი 90who10-ის პოდ­კას­ტში ჰყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი, როცა წამ­ყვა­ნებ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმა­სა და კო­ლე­გას ჰკი­თხეს, რო­გორ უჭერ­და მხარს თა­ვის დას, როცა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მთლი­ა­ნად მის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. ჯე­იმ­ზი გა­მო­ტყდა, რომ მას ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად შეც­ვლა მო­უ­წია, რათა ოჯა­ხის­თვის მეტი დრო და­ეთ­მო.

"ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ჩემი და და დის შვი­ლე­ბი უნდა და­მეც­ვა. ცხოვ­რე­ბა ისე შე­ვიც­ვა­ლე, რომ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შემ­ძლე­ბო­და მათ გვერ­დით ყოფ­ნა და დახ­მა­რე­ბა",- დას­ძი­ნა ჯე­იმზმა.

52 წლის მსა­ხი­ობ­მა გან­მარ­ტა, რომ მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ბავ­შვე­ბის გვერ­დით იმ პე­რი­ოდ­ში ყო­ფი­ლი­ყო, როცა ისი­ნი ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნე­ბად ყა­ლიბ­დე­ბოდ­ნენ:

"ისი­ნი მალე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან და 20 წელს გა­დას­ცილ­დე­ბი­ან. როცა კი მათ­თან ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მად­ლი­ე­რე­ბას ვგრძნობ".

48 წლის ჯოლი და 60 წლის პიტი 2016 წელს 12-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გას­ცილ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმა­საც აე­ხა­და ფარ­და, რომ პიტი ალ­კოჰოლს ხში­რად სვამ­და და თვითმფრი­ნავ­ში შე­კა­მა­თე­ბი­სას ბავ­შვებ­საც კი შე­ე­ხო ხე­ლით, რა­მაც წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი.

ჯო­ლი­სა და პიტს 2021 წლის მა­ის­ში ერ­თობ­ლი­ვი მე­ურ­ვე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭათ, თუმ­ცა ერთი თვის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და მათი ბედი დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

??
3

ვითომ ამასთან უფრო მშვიდად იქნებიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე

"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე

ანჯელინა ჯოლის ძმამ ჯეიმზ ჰეივენმა გაამხილა, რომ მას შემდეგ, რაც მისი და ბრედ პიტს დაშორდა, ბავშვებზე ზრუნვა თავის თავზე აიღო.

ჯეიმზი 90who10-ის პოდკასტში ჰყავდათ მიწვეული, როცა წამყვანებმა პირადი ცხოვრების შესახებ ჰკითხეს.

ცნობილი მსახიობის ძმასა და კოლეგას ჰკითხეს, როგორ უჭერდა მხარს თავის დას, როცა მედიის და საზოგადოების ყურადღება მთლიანად მისკენ იყო მიმართული. ჯეიმზი გამოტყდა, რომ მას ცხოვრების გარკვეულწილად შეცვლა მოუწია, რათა ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი და და დის შვილები უნდა დამეცვა. ცხოვრება ისე შევიცვალე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შემძლებოდა მათ გვერდით ყოფნა და დახმარება",- დასძინა ჯეიმზმა.

52 წლის მსახიობმა განმარტა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების გვერდით იმ პერიოდში ყოფილიყო, როცა ისინი ზრდასრულ ადამიანებად ყალიბდებოდნენ:

"ისინი მალე ზრდასრული ადამიანები გახდებიან და 20 წელს გადასცილდებიან. როცა კი მათთან ყოფნის საშუალება მაქვს, მადლიერებას ვგრძნობ".

48 წლის ჯოლი და 60 წლის პიტი 2016 წელს 12-წლიანი ქორწინების შემდეგ გასცილდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით იმასაც აეხადა ფარდა, რომ პიტი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და თვითმფრინავში შეკამათებისას ბავშვებსაც კი შეეხო ხელით, რამაც წყვილის ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

ჯოლისა და პიტს 2021 წლის მაისში ერთობლივი მეურვეობა მიენიჭათ, თუმცა ერთი თვის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება გააუქმა და მათი ბედი დღემდე გაურკვეველი რჩება.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა