საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა
ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

დღეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 91 წელი შე­უს­რულ­და.

ილია II (ერის­კა­ცო­ბა­ში — ირაკ­ლი გი­ორ­გის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი) 1933 წლის 4 იან­ვარს და­ი­ბა­და. ის 1957 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და ილია ეწო­და; 1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად; 1959 წლის 10 მა­ისს წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში მღვდელ­მო­ნაზვნად; 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის, ხოლო 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში; 1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სად; 1963-1972 წლებ­ში იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი; 1967 წელს გა­დაყ­ვა­ნილ იქნა აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ა­ში; 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში; 1977 წლის 23 დე­კემ­ბერს არ­ჩე­ულ იქნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად.

25 დე­კემ­ბერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, ილია მე­ო­რის ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ი­დან 46-ე წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ილია II-ს სა­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან

ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს ბრძო­ლა­ში თავი გა­მო­უ­ჩე­ნია ვინ­მე სნოს. მე­ფეს მისი ვაჟი მო­უ­ნათ­ლავს და ღუ­დუ­შა­უ­რი და­ურ­ქმე­ვია, მის სა­ხელ­ზე კი ციხე აუ­შე­ნე­ბია.

ღუ­დუ­შა­უ­რე­ბი ხევ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ცნო­ბი­ლი მებ­რძო­ლე­ბი ყო­ფი­ლან, მათ შო­რის სი­მა­მა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი გახ­ლდათ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ მისი შთა­მო­მა­ვა­ლია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი VII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხოვ­რობ­და. ფლობ­და ღუ­დუ­შა­ურ­თა ხე­ო­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და აჩხო­ტი და რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი: სნო, ახალ­ცი­ხე, კარ­კუ­ჩა და მთე­ლი ხე­ო­ბა. ში­ო­ლას სა­ხე­ლი რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მისი პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლო­ბი­დან ზო­გი­ერ­თმა ში­ო­ლაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი მი­ი­ღო.

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მამა, გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რი, და­ი­ბა­და და ცხოვ­რობ­და სნო­ში. დედა - ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე კი სო­ფელ სი­ო­ნი­დან გახ­ლდათ. 1927 წელს ვლა­დი­კავ­კაზ­ში დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი შე­უ­ძე­ნი­ათ და იქ გა­და­სუ­ლან. გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რის ოჯახ­თან ბევრ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს. პატ­რი­არ­ქი ვლა­დი­კავ­კაზ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან სწო­რედ მათი ოჯა­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ყა­რებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას.

პატ­რი­არ­ქი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში

ძა­უ­გის (ვლა­დი­კავ­კა­ზი) ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და, სა­დაც ქრის­ტე­შო­ბის დღეს სამი დღის ახალ­შო­ბი­ლი მო­ნათ­ლეს და მეფე ერეკ­ლეს პა­ტივ­სა­ცე­მად ირაკ­ლი და­არ­ქვეს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კი­რი­ო­ნის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, არ­ქი­მან­დრიტ­მა ტა­რას­მა (კან­დე­ლა­კი) მო­ნათ­ლა. ბავ­შვის ნათ­ლია იყო მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე (დვა­ლიშ­ვი­ლი).

არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი შემ­დეგ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა წილკ­ნის ეპის­კო­პო­სად და დაკ­რძა­ლუ­ლია სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის ეზო­ში, მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე კი ჯერ ბე­დი­ის, ხოლო შემ­დეგ მცხე­თის სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი გახ­ლდათ. ნათ­ლი­ას ნათ­ლუ­ლი ხში­რად დაჰ­ყავ­და სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ სამი წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­უ­რი ერთხე­ლაც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს შეხ­ვდა. პატ­რი­არ­ქის­გან პა­ტა­რას ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­უ­ღია.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ. ოჯა­ხი სა­ლო­ცა­ვად წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. გი­ორ­გის შინ ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე მე­ო­რე ეკ­ლე­სია მო­უ­წყვია. "მინ­და, ჩემი ბავ­შვო­ბა გა­ვიხ­სე­ნო. ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და", - იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ილია II.

პატ­რი­არ­ქის მშობ­ლე­ბი

1952 წელს ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­ურ­მა ვლა­დი­კავ­კა­ზის 22-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც ზა­გორსკში მდე­ბა­რე­ობს. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით და­ამ­თავ­რა და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პირ­ველ კურ­სზე ჩა­ი­რი­ცხა.

იმ დროს წმი­და სა­მე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იყო მო­მა­ვალ­ში მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი პი­მე­ნი. "მე სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის წლებს, როცა სტუ­დენ­ტე­ბი­ცა და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლით დავ­დი­ო­დით მა­შინ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა, ძალ­ღო­ნით აღ­სავ­სე წი­ნამ­ძღვრის მჭევ­რმე­ტყვე­ლუ­რი და ღრმა ში­ნა­არ­სის მქო­ნე ქა­და­გე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად...

... გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ ბე­რად აღ­კვე­ცის წეს­ზე დას­წრე­ბა გვიყ­ვარ­და", - იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი.

ირაკ­ლი ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან და რძალ­თან ერ­თად

აკა­დე­მი­ის ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ბე­რად შედ­გო­მა.

1957 წლის 16 აპ­რილს, 24 წლის ასაკ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ III-ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ბე­რად აღ­კვე­ცეს. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა) შე­ას­რუ­ლა და ბერს სა­ხე­ლად ილია უწო­და.

"ეს ტა­ძა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პი­რა­დად ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის გან­გე­ბი­თა და უწ­მი­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ მე­სა­მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მე­უ­ფე ზი­ნო­ბიმ ბე­რად აღ­მკვე­ცა. ამ პე­რი­ო­დის ახალ­გაზ­რდებს შო­რის მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ბერი. ასე რომ, ამ ტაძ­რი­სა და წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის, მღვდელ­მო­წა­მე გრი­გო­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მუ­დამ მი­ფა­რავს", - ასე იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ას.

იმა­ვე წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, 1959 წლის 10 მა­ისს კი წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­ა­კო­ნი ილია მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დეს ალექ­სი 1-ელის მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნაზვნად.

ჯერ კი­დევ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: "ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია" და­წე­რა, რის­თვი­საც ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე 1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოს, საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამი­ტომ მან უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად გამ­წეს­და.

და იღ­ვა­წა თით­ქმის ყვე­ლა ხა­რისხში, ხოლო აჭა­რა­ში შვი­დი წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 1967 წელს ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს. 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი - (1963-1972 წლე­ბი).

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ეფ­რემ II და ცხუმ აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სი ილია

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.

1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 390-400 წლებ­ში.

"ვიდ­რე ვცო­ცხლობ, მუ­დამ ჩემს თვალ­წინ იქ­ნე­ბა ის უხი­ლა­ვი და მა­ინც ხი­ლუ­ლი ტახ­ტი, რო­მელ­ზეც მე­უ­ფის ძლი­ერ­მა მარ­ჯვე­ნამ ამიყ­ვა­ნა. ჩემს გულ­ზე წა­რუშ­ლე­ლად წე­რია ის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი, რო­მელ­ნიც მის­მა უსა­ზღვრო მო­წყა­ლე­ბამ და­მა­კის­რა", - ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მცხე­თა, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი. ილია მე­ო­რის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია. ილია მე­ო­რე და მიტ­რო­პო­ლი­ტი გა­ი­ო­ზი

რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­დან

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი იხ­სე­ნებ­და: უწ­მინ­დეს­ზე რა­ი­მეს თქმა თან ძნე­ლია, თა­ნაც - ად­ვი­ლი. ძნე­ლია იმი­ტომ, რომ უდი­დე­სია მისი როლი ქარ­თველ­თა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. მან გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია ჩა­ი­ბა­რა, ჩა­ფერ­ფლილ სუ­ლი­ერ ღა­დარს სული უბე­რა და კო­ცო­ნი აა­გიზ­გი­ზა. უწ­მინ­დე­სის სა­ხით ჩვენ ღვთის მად­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა. მისი სი­დი­ა­დე მერე, შო­რი­დან უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა. მას­ზე სა­უ­ბა­რი ად­ვი­ლი კი იმი­ტომ არის, რომ ყვე­ლას მი­მართ სა­ოც­რად თბი­ლი და ახ­ლო­ბე­ლია. ბევ­რჯერ შე­მომ­შვე­ლე­ბია ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. ჩემ­თვის მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი­ვით არის, დე­დაც არის, მა­მაც, დაც, ძმაც, ნა­თე­სა­ვიც და ახ­ლო­ბე­ლიც. "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი" და "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა" რომ გა­და­ვი­ღე, უწ­მინ­დე­სი მე­უ­ფე­ებ­თან ერ­თად, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­ვი­და.

მე­ში­ნო­და, არ გამ­ბრა­ზე­ბო­და, "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი" რომ და­ვარ­ქვი ფილ­მს. ჩვე­ნე­ბის მერე მი­თხრა: - გო­დერ­ძი, ესე­ნი მარ­თლა სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ შენ სა­ი­დან იცი, რომ ადრე ასე ას­წავ­ლიდ­ნენ მთა­ში წერა-კი­თხვა­სო?" მე, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ. უწ­მინ­დეს­მა მა­მის მო­ნა­ყო­ლი გა­იხ­სე­ნა, თურ­მე მარ­თლა ასე ას­წავ­ლიდ­ნენ წერა-კი­თხვას...

ილია მე­ო­რე პირ­ველ წირ­ვას ატა­რებს, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი

და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ თბი­ლის­ში ერთ ახალ­გაზ­რდა ოჯახ­ში ხან­ძარ­მა იმ­სხვერ­პლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გო­გო­ნა. მშობ­ლე­ბი ხან­ძრის დროს შინ არ იყ­ვნენ. პატ­რი­არ­ქმა ეს ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო, მა­შინ­ვე მათ­თან წა­ვი­და. მან ცოლ-ქმარს სა­კუ­თა­რი სა­ხა­რე­ბა და სან­თლე­ბი აჩუ­ქა და დიდ­ხანს ესა­უბ­რა. მი­ვი­და მათ­თან მე­ო­რე დღე­საც, მე­სა­მე დღე­საც... ბო­ლოს სთხო­ვა, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მეს­ტუმ­რე­თო. მათ უა­რის თქმა ეუ­ხერ­ხუ­ლათ და მი­ვიდ­ნენ...

სა­უბ­რი­სას გა­მო­ტყდნენ, რომ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­დათ თა­ვის მოკ­ვლა. რაც პატ­რი­არ­ქმა მათ სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე­ზე მო­უ­თხრო, მისი ირ­წმუ­ნეს და მო­ი­სურ­ვეს, შვი­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შეხ­ვედ­როდ­ნენ, და ვიდ­რე იცო­ცხლებ­დნენ, მუ­დამ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის ილო­ცებ­დნენ. პატ­რი­არ­ქმა მათ სა­პატ­რი­არ­ქო­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ქმა­რი სამი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა - სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი გახ­ლდათ, მისი მე­უღ­ლე კი დღე­საც სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქივს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სამი ათე­უ­ლი წლის წინ მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­ურს სამი წლის ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. პატ­რი­არ­ქმა ბა­ტო­ნი თე­მუ­რი და მისი მე­უღ­ლე თა­ვის­თან მი­იწ­ვია. სა­უბ­რი­სას შე­ი­ტყო, რომ ბა­ტო­ნი თე­მუ­რი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას აღარ აპი­რებ­და და უთხრა: ყო­ვე­ლი კაცი იქ უნდა ემ­სა­ხუ­როს ქვე­ყა­ნას, სა­დაც უფა­ლი და­ად­გენს. განა რა უფ­ლე­ბა გაქვს, ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვო? პატ­რი­არ­ქმა ბა­ტონ თე­მურს და­ვით­ნი გა­დას­ცა და აკურ­თხა, რომ იქი­დან ფსალ­მუ­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ე­კი­თხა. ასე­ვე გა­დას­ცა დიდი სან­თე­ლი, რო­მე­ლიც ფსალ­მუ­ნე­ბის წა­კი­თხვი­სას უნდა აენ­თო. ბა­ტონ­მა თე­მურ­მა ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს და­ას­რუ­ლა ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვა და პატ­რი­არ­ქი­სე­უ­ლი სან­თე­ლიც ჩა­იღ­ვენ­თა. ბა­ტონ­მა თე­მურ­მა იგ­რძნო ღვთის სი­ტყვის ძალა და გან­მტკიც­და რწმე­ნა­ში...

უწ­მინ­დესს (მა­შინ პატ­რი­არ­ქი არ იყო) უნ­დო­და, მშობ­ლე­ბი სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. მა­შინ­დელ­მა პატ­რი­არ­ქმა უარი უთხრა, რად­გან ისი­ნი სა­სუ­ლი­ე­რო და­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ იყ­ვნენ. როცა თა­ვად გახ­და პატ­რი­არ­ქი, ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა შე­ახ­სე­ნა - მშობ­ლე­ბის ნეშ­ტე­ბი სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში ხომ არ გა­და­ვას­ვე­ნო­თო. უწ­მინ­დეს­მა მი­უ­გო, - მე პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვას ვერ და­ვარ­ღვე­ვო.

პატ­რი­არ­ქი ხში­რად იგო­ნებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სი იყო. ერთხელ თქვა: აფხა­ზე­ბის­გან გა­სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი. ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან, დიდ­ხანს ვსა­უბ­რობ­დით. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც ერთი ქილა შე­დე­დე­ბუ­ლი რძე მო­მი­ტა­ნა - მეტი არა­ფე­რი ჰქონ­და და ამით გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. მე ის აფხა­ზი ქალი დღემ­დე მახ­სოვს და მუ­დამ ვლო­ცუ­ლობ მის­თვის, მისი სი­კე­თის გამო.

უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აჭა­რა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას მიტ­რო­პო­ლი­ტი დი­მიტ­რი (ში­ო­ლაშ­ვი­ლი) აღ­ნიშ­ნავ­და ილია მე­ო­რის უდი­დეს ღვაწლს: "ეს ღვთის სას­წა­უ­ლია, ამას მხო­ლოდ ქა­და­გე­ბით ვერ ახ­სნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მა­ნე­ბი დიდ პა­ტივს სცე­მენ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს. ერთხელ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რი­დან ხო­ჯას წე­რი­ლი მი­ვი­ღე: არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ილია მე­ო­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­საც გხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეთ და ჩვენ, მუს­ლი­მა­ნებ­სა­ცო. "კვი­რის პა­ლიტ­რის" და ambebi.ge-ს არ­ქი­ვი­დან

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!-ს
5

შენ და შენნაერები ვერასდროს ვერ მიხვდებით მაგას და იცი რაა არცარის აუცილებელი რომ შეიგრძნოთ ის მადლი რასაც პატრიარქი აბრქვევს 

ასე რომ დამშვიდდი და შენი სახელით წერე ნუ გეშინია შენ ღმერთი არც დაგსჯის

გივი.
2

ჭინკები და მიშმოციქულები ამას ვერასდროს გაიგებთ. სოროსის ფონდში ახალი დახმარებაა მოსული მგონი შავი ლობიო და სიმინდია მიდით აიღეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

ილია მეორე 91 წლის გახდა - ყველაფერი პატრიარქის შესახებ: საინტერესო ამბები ილია II-ს საერო და სასულიერო ცხოვრებიდან და იშვიათი ფოტომასალა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 91 წელი შეუსრულდა.

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 46-ე წლისთავი აღინიშნა.

საინტერესო ამბები ილია II-ს საერო ცხოვრებიდან

ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია, მის სახელზე კი ციხე აუშენებია.

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და ცნობილი მებრძოლები ყოფილან, მათ შორის სიმამაცით გამორჩეული შიოლა ღუდუშაური გახლდათ და როგორც ამბობენ, სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ფლობდა ღუდუშაურთა ხეობას, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა. შიოლას სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან გახლდათ. 1927 წელს ვლადიკავკაზში დროებით საცხოვრებლად სახლი შეუძენიათ და იქ გადასულან. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას.

პატრიარქი ახალგაზრდობაში

ძაუგის (ვლადიკავკაზი) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა, სადაც ქრისტეშობის დღეს სამი დღის ახალშობილი მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. საქართველოს მომავალი პატრიარქი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასმა (კანდელაკი) მონათლა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად და დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. ნათლიას ნათლული ხშირად დაჰყავდა სამთავროს მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური ერთხელაც კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი სალოცავად წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. "მინდა, ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა", - იხსენებს პატრიარქი ილია II.

პატრიარქის მშობლები

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც ზაგორსკში მდებარეობს. სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

იმ დროს წმიდა სამების მონასტრის წინამძღვარი იყო მომავალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. "მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად...

... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა", - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი.

ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი დედმამიშვილებთან და რძალთან ერთად

აკადემიის ახალგაზრდა სტუდენტს სწორედ ამან გადააწყვეტინა ბერად შედგომა.

1957 წლის 16 აპრილს, 24 წლის ასაკში კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა.

"ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს", - ასე იხსენებს პატრიარქი ალექსანდრე ნეველის ეკლესიას.

იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წლის 10 მაისს კი წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი 1-ელის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მღვდელმონაზონმა ილიამ საკანდიდატო შრომა: "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია" დაწერა, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. ამიტომ მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

და იღვაწა თითქმის ყველა ხარისხში, ხოლო აჭარაში შვიდი წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - (1963-1972 წლები).

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ II და ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

"ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა", - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

მცხეთა, სვეტიცხოველი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ილია მეორის ინტრონიზაცია. ილია მეორე და მიტროპოლიტი გაიოზი

რამდენიმე ეპიზოდი პატრიარქის ცხოვრებიდან

გოდერძი ჩოხელი იხსენებდა: უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც. "სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა.

მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: - გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...

ილია მეორე პირველ წირვას ატარებს, 1977 წლის 25 დეკემბერი

დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ...

საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი დღესაც საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

სამი ათეული წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს. განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს დავითნი გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში...

უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

პატრიარქი ხშირად იგონებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ერთხელ თქვა: აფხაზებისგან გასაოცარ სიყვარულს ვგრძნობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, დიდხანს ვსაუბრობდით. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთი ქილა შედედებული რძე მომიტანა - მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. მე ის აფხაზი ქალი დღემდე მახსოვს და მუდამ ვლოცულობ მისთვის, მისი სიკეთის გამო.

უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: "ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ახსნი. ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო. "კვირის პალიტრის" და ambebi.ge-ს არქივიდან

იხილეთ ასევე: