მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ

ია­პო­ნი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 62-მდე გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იში­კა­ვას რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის ცნო­ბით, მი­წისძვრის შე­დე­გად 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის 20-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ამ დრო­ის­თვის 31 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი თავ­შე­საფ­რებ­ში რჩე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 1-ელ იან­ვარს იში­კა­ვას პრე­ფექ­ტუ­რა­ში მი­წისძვრე­ბის სე­რია მოხ­და. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა 7,5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ, ცუ­ნა­მის ერთ მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის ტალ­ღე­ბი გა­მო­იწ­ვია.

სახ­ლე­ბი ჩა­მო­ინ­გრა, შე­ნო­ბებს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და გზე­ბი ძლი­ე­რად და­ზი­ან­და, რაც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს.

7.6 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი იყო ნო­ტოს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი, ცენ­ტრა­ლურ ია­პო­ნი­ა­ში.

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ფუ­მიო კი­ში­დამ თქვა, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის საშ­ვე­ლად.

მან ასე­ვე თქვა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 3000 მაშ­ვე­ლი ცდი­ლობ­და ნო­ტოს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ნა­წი­ლამ­დე მის­ვლას. ვერ­ტმფრე­ნით დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ნა­ხეს ხან­ძა­რე­ბი, ასე­ვე შე­ნო­ბე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა. ნო­ტოს ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­რო­ზე ქა­ლა­ქი ვა­ჯი­მა მო­წყვე­ტი­ლია სახ­მე­ლე­თო მარ­შრუ­ტებს.

იში­კა­ვას პრე­ფექ­ტუ­რის სა­ნა­პი­რო ქა­ლაქ სუ­ზუ­ში კი, სახ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% "მთლი­ა­ნად ან თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და“,- გა­ნუ­ცხა­და მერ­მა მა­სუ­ში­რო იზუ­მი­ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა "Kyodo“-ს.

სამ­ხედ­რო­ე­ბი ური­გე­ბენ სა­სი­ცო­ცხლოდ სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტებს და ნივ­თებს - საკ­ვებს, წყალს და საბ­ნებს მათ, ვი­საც სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ 57 360 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

ძლი­ე­რი მი­წისძვრის შემ­დგო­მი ბიძ­გე­ბი 2 იან­ვარ­საც გაგ­რძელ­და. მთავ­რო­ბამ გა­აფრ­თხი­ლა ხალ­ხი, რომ "ფხიზ­ლად იყ­ვნენ", რად­გან მომ­დევ­ნო კვი­რა­შიც, შე­საძ­ლოა, გან­მე­ორ­დეს ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბის სე­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაპან ნიპონ
0

მკაფიო კადრებს არსად არ დებენ. ვერ გაიგებ სინამდვილეში რა მოხდა. გამძლეობა იაპონელ ძალიან მაგარ ხალხს

1234....
0

Მთელი გულით ვუთანაგრძნობ ამ მაგარ ხალხსა და ქვეყანას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ნახევარკუნძულზე, სადაც ეპიცენტრი იყო, რიგ ქალაქებში შესვლას მაშველები კიდევ ვერ ახერხებენ

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ცუნამის ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღები გამოიწვია.

სახლები ჩამოინგრა, შენობებს ცეცხლი გაუჩნდა და გზები ძლიერად დაზიანდა, რაც სამაშველო სამსახურის მუშაობას აფერხებს.

7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ნოტოს ნახევარკუნძული, ცენტრალურ იაპონიაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურები ყველაფერს აკეთებენ გადარჩენილების საშველად.

მან ასევე თქვა, რომ დაახლოებით 3000 მაშველი ცდილობდა ნოტოს ნახევარკუნძულის ნაწილამდე მისვლას. ვერტმფრენით დაკვირვებისას ნახეს ხანძარები, ასევე შენობებისა და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაზიანება. ნოტოს ჩრდილოეთ სანაპიროზე ქალაქი ვაჯიმა მოწყვეტილია სახმელეთო მარშრუტებს.

იშიკავას პრეფექტურის სანაპირო ქალაქ სუზუში კი, სახლების დაახლოებით 90% "მთლიანად ან თითქმის მთლიანად განადგურდა“,- განუცხადა მერმა მასუშირო იზუმიამ საინფორმაციო გამოცემა "Kyodo“-ს.

სამხედროები ურიგებენ სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქტებს და ნივთებს - საკვებს, წყალს და საბნებს მათ, ვისაც სახლების დატოვება მოუწია. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ 57 360 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ძლიერი მიწისძვრის შემდგომი ბიძგები 2 იანვარსაც გაგრძელდა. მთავრობამ გააფრთხილა ხალხი, რომ "ფხიზლად იყვნენ", რადგან მომდევნო კვირაშიც, შესაძლოა, განმეორდეს ძლიერი მიწისძვრების სერია.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა