მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი მიწისძვრების სერია იაპონიაში: ნგრევა და ცუნამის საფრთხე - "გაიქეცი!" - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
ძლიერი მიწისძვრების სერია იაპონიაში: ნგრევა და ცუნამის საფრთხე -  "გაიქეცი!" - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

reuters-ის ცნო­ბით, 1-ლ იან­ვარს, ია­პო­ნი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბის სე­რია მოხ­და. ბოლო 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში 30-მდე მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და 3,6 -დან 7,6-მდე მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "კი­ო­დო" იუ­წყე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცუ­ნა­მის საფრ­თხე გა­მო­ა­ცხა­და ია­პო­ნი­ის მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ფუ­მიო კი­ში­დამ მო­უ­წო­და ცუ­ნა­მის საფრ­თხის ქვეშ მყოფ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია.

რო­გორც Reuters-ი, აღ­ნიშ­ნავს ძლი­ე­რი ცუ­ნა­მის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს 3 მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის ტალ­ღე­ბის საფრ­თხე, ცუ­ნა­მის საფრ­თხე ასე­ვე გა­მო­ცხად­და რუ­სე­თის ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში, ხა­ბა­როვ­სკის მხა­რე­სა და სა­ხა­ლი­ნის კუნ­ძულ­ზე. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­პო­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მაშ­ვე­ლებ­მა უკვე მი­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ არის სა­ხელ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით დან­გრე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თნენ სამ­ხედ­რო­ე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო იში­კა­ვა­ში გე­ნე­რა­ტო­რებ­ზე მუ­შა­ობს, რად­გან მი­წისძვრის შე­დე­გად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­წყვე­ტი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა. 36 ათას­ზე მეტი აბო­ნენ­ტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს ინ­ტერ­ნე­ტი.

ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის რე­აქ­ტო­რი უპ­რობ­ლე­მოდ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ში მოხ­და ნავ­თო­ბის დაღ­ვრა და და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზი­ა­ნი.

რო­გორც სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რი იუ­წყებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია უფრო ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი იმ მხა­რე­ში, სა­დაც სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სამ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დუღ­და. რეკ­ლა­მა გა­და­ახ­ვი­ეთ გა­საგ­რძე­ლებ­ლად "მა­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იყ­ვნენ მზად­ყოფ­ნა­ში შემ­დგო­მი შე­საძ­ლო მი­წისძვრე­ბის­თვის და მო­ვუ­წო­დებ ხალ­ხს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ცუ­ნა­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ტო­ვონ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“, - თქვა პრე­მი­ერ­მა კი­ში­დამ. "გა­ი­ქე­ცი!" - სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდა ყვი­თე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­როს კონ­კრე­ტულ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს სას­წრა­ფოდ და­ტო­ვონ სახ­ლე­ბი. მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა იში­კა­ვას მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ია­პო­ნურ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ANA (9202.T) უკან და­აბ­რუ­ნა თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ტო­ი­ა­მა­სა და იში­კა­ვას აე­რო­პორ­ტებ­ში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გა­ა­უქ­მა თა­ვი­სი სერ­ვი­სე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ნი­ი­გა­ტა­სა და იში­კა­ვას რე­გი­ო­ნებ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ იში­კა­ვას ერთ-ერთი აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ძლიერი მიწისძვრების სერია იაპონიაში: ნგრევა და ცუნამის საფრთხე - "გაიქეცი!" - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

ძლიერი მიწისძვრების სერია იაპონიაში: ნგრევა და ცუნამის საფრთხე -  "გაიქეცი!" - ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

reuters-ის ცნობით, 1-ლ იანვარს, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. ბოლო 3 საათის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 30-მდე მიწისძვრა დაფიქსირდა 3,6 -დან 7,6-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის. როგორც სააგენტო "კიოდო" იუწყება, ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა იაპონიის მთელი დასავლეთ სანაპიროზე.

პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მოუწოდა ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს "დაუყოვნებლივ დატოვენ საცხოვრებელი ტერიტორია.

როგორც Reuters-ი, აღნიშნავს ძლიერი ცუნამის შესახებ გაფრთხილება ნიშნავს, რომ არსებობს 3 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღების საფრთხე, ცუნამის საფრთხე ასევე გამოცხადდა რუსეთის ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკის მხარესა და სახალინის კუნძულზე. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის საავადმყოფოებში მაშველებმა უკვე მიიყვანეს პირველი დაზარალებულები, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა არ არის სახელდება.

ოფიციალური ცნობებით დანგრეულია შენობები და ინფრასტრუქტურა, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ სამხედროები. საავადმყოფო იშიკავაში გენერატორებზე მუშაობს, რადგან მიწისძვრის შედეგად ამ ტერიტორიაზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. 36 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.

იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი უპრობლემოდ მუშაობს, თუმცა ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებში მოხდა ნავთობის დაღვრა და დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ზიანი.

როგორც სეისმური სამსახური იუწყებს უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უფრო ძლიერი მიწისძვრები იმ მხარეში, სადაც სეისმური აქტივობა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დუღდა. რეკლამა გადაახვიეთ გასაგრძელებლად "მაქალაქეები უნდა იყვნენ მზადყოფნაში შემდგომი შესაძლო მიწისძვრებისთვის და მოვუწოდებ ხალხს იმ ადგილებში, სადაც ცუნამია მოსალოდნელი, რაც შეიძლება მალე დატოვონ ეს ტერიტორიები“, - თქვა პრემიერმა კიშიდამ. "გაიქეცი!" - სატელევიზიო ეკრანებზე გამოჩნდა ყვითელი გაფრთხილება, რომელიც სანაპიროს კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ურჩევს სასწრაფოდ დატოვონ სახლები. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მიმოსვლა იშიკავას მიმართულებით შეჩერებულია. იაპონურმა ავიაკომპანიამ ANA (9202.T) უკან დააბრუნა თვითმფრინავები, რომლებიც მიემართებოდნენ ტოიამასა და იშიკავას აეროპორტებში, ხოლო Japan Airlines-მა (9201.T) გააუქმა თავისი სერვისების უმეტესი ნაწილი ნიიგატასა და იშიკავას რეგიონებში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იშიკავას ერთ-ერთი აეროპორტი დაკეტილია.