კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით" - მეუფე შიო
"შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით" - მეუფე შიო

შე­ვე­გე­ბოთ ქრის­ტეს შო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს და ახალ წელს არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად, არა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად, არა­მედ ში­ნა­გა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გან­წყო­ბით, იმ სი­მარ­თლით, იმ მშვი­დო­ბით და იმ სი­ხა­რუ­ლით სუ­ლიწ­მი­და­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვმად­ლა ჩვენ უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ,-ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ უფა­ლი არ გან­გვი­კი­თხავს, რად­გან მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვუყ­ვარ­ვართ.

"ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო ძმა­ნო და დანო, დღეს გახ­ლავთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ქრის­ტეს­შო­ბის წინა კვი­რა.

წმინ­და ეკ­ლე­სია ჩვენ გვამ­ზა­დებს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის და ამი­ტომ დღეს წა­კი­თხუ­ლი იყო პირ­ვე­ლი თავი მა­თეს სა­ხა­რე­ბი­დან, სა­დაც უკვე მო­თხრო­ბი­ლია იესო ქრის­ტეს შო­ბის შე­სა­ხებ.

რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო დე­და­მი­წა­ზე ამა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ უფა­ლი ღმერ­თი მო­ევ­ლი­ნა კა­ცობ­რი­ო­ბას, რო­გორც ადა­მი­ა­ნი?! იესო ქრის­ტეს შო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა ჩვენს სამ­ყა­რო­ში. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან მო­ი­ტა­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, არა­მედ ასე­ვე იმი­ტომ, რომ მან გვი­ბო­ძა ის ძალა და მად­ლი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი სწავ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამი­ე­რი­დან ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ნახ­ლდეს და ფერი იც­ვა­ლოს, იმი­ტომ რომ კა­ცობ­რი­ო­ბას მო­ე­ნი­ჭა ეს ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თოს.

აი,რა არის ეს ახა­ლი ცხოვ­რე­ბა? რა არის ის ძალა და მად­ლი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვცა უფალ­მა იესო ქრის­ტემ იმის­თვის, რომ ამ ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­როთ?

ეს გახ­ლავთ მშვი­დო­ბა, ეს გახ­ლავთ სი­მარ­თლე, ეს არის ასე­ვე სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მი­და­ში. ეს სამი ცნე­ბა სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში. შე­გახ­სე­ნებთ, უფა­ლი იესო ქრის­ტე ბრძა­ნებს: "იმ მშვი­დო­ბას კი არ გაძ­ლევთ, რო­მელ­საც იძ­ლე­ვა სო­ფე­ლი ესე, არა­მედ ჩემს მშვი­დო­ბას გაძ­ლევთ თქვენ, ჩემს მშვი­დო­ბას გი­ტო­ვებთ”.

ეს რას ნიშ­ნავს? ეს ნიშ­ნავს, რომ სხვა­ნა­ირს, გან­სა­კუთ­რე­ბულს. ეს გახ­ლავთ ის მშვი­დო­ბა, რო­მელ­ზეც შო­ბის ღა­მეს წმინ­და ან­გე­ლო­ზე­ბი გა­ლობ­დნენ ზე­ცა­ში: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა“. ეს არის მშვი­დო­ბა ღმერ­თთან, ეს არის მშვი­დო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან. აი, ეს მშვი­დო­ბა და სა­მარ­თა­ლი, სი­მარ­თლე, სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ის ამ­ხელს და ვერ ეგუ­ე­ბა ბო­რო­ტე­ბას, ის ამ­ჩნევს უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას არ სძულს ამ უსა­მარ­თლო­ბის ჩამ­დე­ნი და ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ, მე­ტიც, ინარ­ჩუ­ნებს მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ში­ნა­გან მშვი­დო­ბას და ში­ნა­გან სიყ­ვა­რულს მა­ში­ნაც კი, როცა უწევს ამ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლა და ზოგ­ჯერ მკაც­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაც კი.

აი, მხო­ლოდ ასეთ მშვი­დო­ბას და ასეთ სი­მარ­თლეს მო­აქვს სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მი­და­ში; არა უბ­რა­ლო სი­ხა­რუ­ლი, რო­მელ­საც სო­ფე­ლი ესე იძ­ლე­ვა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მი­და­ში.

ჩვენ გვაშ­ფო­თებს ხოლ­მე ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მელ­საც ხში­რად ვა­წყდე­ბით, ვი­ნა­ი­დან ის მრავ­ლად არის ამ ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვე­ნი მხი­ლე­ბა, ჩვე­ნი სი­ძულ­ვი­ლი გა­დაგ­ვაქვს ხოლ­მე ბო­რო­ტე­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის ჩამ­დენ ადა­მი­ან­ზე, მაგ­რამ ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო სწო­რი გზა და სა­მარ­თლი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მა­შინ უფა­ლი იესო ქრის­ტე დე­და­მი­წა­ზე არ მო­ვი­დო­და, იმი­ტომ რომ არ არ­სე­ბობს ქვეყ­ნად ადა­მი­ა­ნი, ვინც მე­ტად თუ ნაკ­ლე­ბად არ არის ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი, ცოდ­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ბო­რო­ტე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ჩვენ განა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვართ ბო­რო­ტე­ბი­სა და ცოდ­ვის­გან? რა თქმა უნდა, არა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უფალ­მა შე­იყ­ვა­რა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, იგი გან­კაც­და და ჯვარ­ზე ავი­და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. იმ­დე­ნად შე­იყ­ვა­ნა მან სწო­რედ ცოდ­ვი­ლი, და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც მო­ვი­და და არა მარ­თა­ლი და უცოდ­ვე­ლი, რომ თა­ვად ამ­ბობს უფა­ლი იესო ქრის­ტე: მო­ვე­დი სნე­ულ­თათ­ვის და არა მათ­თვის, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ჯან­მრთე­ლია და არ არის სნე­უ­ლი.

უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე გვამ­ხელ­და ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის­თვის, მაგ­რამ არ გან­გვი­კი­თხავ­და. ვი­ნა­ი­დან მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვუყ­ვარ­დით ჩვენ. გა­იხ­სე­ნეთ წმინ­და სა­ხა­რე­ბა. სწო­რედ ასეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულს მო­აქვს ასე­ვე ეს სა­ო­ცა­რი მშვი­დო­ბა, რო­მელ­ზეც სა­უბ­რობს უფა­ლი იესო ქრის­ტე, მშვი­დო­ბა ღმერ­თთან და მშვი­დო­ბა ადა­მი­ან­თან; და მხო­ლოდ მა­შინ მო­დის ეს სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მი­და­ში.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჩვენ ასე შე­ვე­გე­ბოთ ქრის­ტეს­შო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს და ახალ წელს არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად, არა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად, არა­მედ ში­ნა­გა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გან­წყო­ბით, იმ სი­მარ­თლით, იმ მშვი­დო­ბით და იმ სი­ხა­რუ­ლით სუ­ლიწ­მი­და­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვმად­ლა ჩვენ უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, თანა მა­მით და სუ­ლით წმინ­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

00:00 / 00:00
გიო
1

დაუბრუნეთ მამა სპირიდონს მღვდელთმსახურების უფლება,რომელიც სიმართლის გამო დასაჯეთ და მერე იქადაგეთ ჭეშმარიტებაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით" - მეუფე შიო

"შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით" - მეუფე შიო

შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ,-ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უფალი არ განგვიკითხავს, რადგან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარვართ.

"ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა.

წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ დღეს წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ.

რა უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ამაზე აღმატებული, რომ უფალი ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი?! იესო ქრისტეს შობამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს სამყაროში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიტანა სრულიად ახალი სწავლება, რომელიც ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი იყო, არამედ ასევე იმიტომ, რომ მან გვიბოძა ის ძალა და მადლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მისი სწავლების ცხოვრებაში განხორციელება. ამიერიდან ყველა ადამიანს შეუძლია განახლდეს და ფერი იცვალოს, იმიტომ რომ კაცობრიობას მოენიჭა ეს ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წარმართოს.

აი,რა არის ეს ახალი ცხოვრება? რა არის ის ძალა და მადლი, რომლებიც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ?

ეს გახლავთ მშვიდობა, ეს გახლავთ სიმართლე, ეს არის ასევე სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი ცნება სრულიად განსაკუთრებულია ქრისტიანობაში. შეგახსენებთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "იმ მშვიდობას კი არ გაძლევთ, რომელსაც იძლევა სოფელი ესე, არამედ ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გიტოვებთ”.

ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხვანაირს, განსაკუთრებულს. ეს გახლავთ ის მშვიდობა, რომელზეც შობის ღამეს წმინდა ანგელოზები გალობდნენ ზეცაში: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, ეს არის მშვიდობა ადამიანებთან. აი, ეს მშვიდობა და სამართალი, სიმართლე, სრულიად განსაკუთრებულია, ის ამხელს და ვერ ეგუება ბოროტებას, ის ამჩნევს უსამართლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ სძულს ამ უსამართლობის ჩამდენი და ბოროტების ჩამდენი ადამიანი, არამედ, მეტიც, ინარჩუნებს მასთან მიმართებაში შინაგან მშვიდობას და შინაგან სიყვარულს მაშინაც კი, როცა უწევს ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოსვლა და ზოგჯერ მკაცრი ზომების მიღებაც კი.

აი, მხოლოდ ასეთ მშვიდობას და ასეთ სიმართლეს მოაქვს სიხარული სულიწმიდაში; არა უბრალო სიხარული, რომელსაც სოფელი ესე იძლევა, არამედ სიხარული სულიწმიდაში.

ჩვენ გვაშფოთებს ხოლმე ის ბოროტება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ვინაიდან ის მრავლად არის ამ ცხოვრებაში. ჩვენი მხილება, ჩვენი სიძულვილი გადაგვაქვს ხოლმე ბოროტებისა და უსამართლობის ჩამდენ ადამიანზე, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო სწორი გზა და სამართლიანი დამოკიდებულება, მაშინ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყნად ადამიანი, ვინც მეტად თუ ნაკლებად არ არის ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მატარებელი და, შესაბამისად, ბოროტების მატარებელი. ჩვენ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფალი ვართ ბოროტებისა და ცოდვისგან? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, უფალმა შეიყვარა ყოველი ადამიანი, იგი განკაცდა და ჯვარზე ავიდა ყოველი ადამიანისთვის. იმდენად შეიყვანა მან სწორედ ცოდვილი, დაცემული ადამიანი, რომლისთვისაც მოვიდა და არა მართალი და უცოდველი, რომ თავად ამბობს უფალი იესო ქრისტე: მოვედი სნეულთათვის და არა მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჯანმრთელია და არ არის სნეული.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა. ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარდით ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ასევე ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან; და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.