რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, ეს უცვლელია და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი კვლავ მზადაა, იბრძოლოს, შესაბამისად, საფრთხეა როგორც მეზობლებისთვის, ასევე, ევროპისთვის.
"ის კვლავ მზადაა იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, - აღნიშნა ბორელმა.
გასაგებია რომ ევროპის და ამერიკის ჯინაზე ყველაფრის მტკიცებას დაიწყებს ზოგი. მარა და ტყუილს რას ამბობს ბორელი რომ?! ერად მთელ მსოფლიოში აღიქმება ქვეყნის მთელი მოსახლეობა. და რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან კარელიაში მცხოვრებ ფინელებს ყაბარდოელებთან, ან დაღესტნელებს და ბურიატელებს?! აქ ანტი ევროკავშირელები სუ იმაზე წუწუნებენ, ევროპა არაა ერთიანიო. და რუსეთში როდის ჩამოყალიბდა ზევითხსენებულები ერთ ერად?! წასულია რუსეთის საქმე, რუსეთის ასეთ მდგომარეობაში გაგრძელება მხოლოდ ამერიკის და ევროპის წისქვილზე ასხავს წყალს.
ბრიტანელი ლაპარაკობს რუსეთის იმპერიაზე :))