საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება
"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

მსა­ხი­ობ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლის­თვის 2023 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მისი შო­უ­ე­ბი რე­ი­ტინ­გე­ბის სა­თა­ვი­დან არ ჩა­მო­დის. დიდი მიღ­წე­ვა ჰქონ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კუ­თხი­თაც. წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი გახ­და და მი­ი­ღო აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მია.

თუმ­ცა იქამ­დე პა­ა­ტამ გან­საც­დე­ლი გა­მო­ი­ა­რა, რის გა­მოც ცხოვ­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა. ქე­ი­ფის მოყ­ვა­რულ მსა­ხი­ობს საყ­ვა­რელ მწვა­დებ­ზეც კი უა­რის თქმა მო­უ­წია. მი­ზე­ზი კი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში და­უდ­გინ­და. ახლა თავს კარ­გად გრძნობს, 20 კი­ლო­თი ნაკ­ლებს იწო­ნის და ენერ­გი­ი­თაც სავ­სეა.

- ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­მაჩ­ნდა - შა­ქა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც. თურ­ქეთ­ში მო­მი­წია წას­ვლა იმის­თვის, რომ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი და­ეს­ვათ. აღ­მო­მაჩ­ნდა დი­ვერ­კუ­ლი­ტი. ამ და­ა­ვა­დე­ბას წა­მა­ლი ვერ კურ­ნავს. თუ გინ­და, რომ კარ­გად იყო, ცხოვ­რე­ბის წესი უნდა შეც­ვა­ლო. ამის გამო ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმა მო­მი­წია, გავ­ხდი სევ­დი­ა­ნი, ხან­და­ხან რომ ვფიქ­რობ, ის ჩემი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ნი­ღა­ბი იყო.

- ბევრ მა­მა­კაცს უჭირს ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა, ექი­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად. თქვენ რა და­გეხ­მა­რათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში?

- ისეთ ტკი­ვი­ლე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, სიკ­ვდილს ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში. ათი ექი­მი მად­გა თავ­ზე და ათი­ვეს თვა­ლებ­ში იკი­თხე­ბო­და, ან გა­დარ­ჩე­ბა, ან ვე­რაო. სხვა გზა არ მქონ­და, ექი­მებს უნდა დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. რო­გორც კი მივ­ხვდი, რომ სწო­რი კვე­ბით თავს უკეთ ვგრძნობ­დი, გავ­ყე­ვი ამ ყვე­ლა­ფერს.

ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და წყა­ლი, დღეს უკვე 2 ლიტრ წყალს ვსვამ დღე­ში. სრუ­ლი­ად უარი ვთქვი ღო­რის ხორ­ცზე, ვგიჟ­დე­ბი ისე მე­ნატ­რე­ბა მწვა­დი, მაგ­რამ ამო­ვი­ღე მე­ნი­უ­დან, ასე­ვე - გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, ლუდი, რო­მელ­საც ადრე 8 ლიტ­რამ­დე ვსვამ­დი, არა­ყი, ვის­კი, კო­ნი­ა­კი... პური ასი პრო­ცენ­ტი­დან 1 პრო­ცენ­ტამ­დე და­ვიყ­ვა­ნე. ვჭამ ძი­რი­თა­დად თეთრ ხორცს. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და, ხაშ­ლა­მაც რომ ამიკ­რძა­ლეს.

- ანუ სა­ერ­თოდ აღარ ქე­ი­ფობთ?

- კი რო­გორ არა, ქე­იფ­ზეც დავ­დი­ვარ, თა­მა­დაც ვარ ხოლ­მე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ხვდე­ბა, რომ არ ვსვამ.

- გა­მო­დის, 2 წლის წინ ახა­ლი პა­ა­ტა და­ი­ბა­და

- კი ნამ­დვი­ლად. ამ ორ წელ­ში 20 კილო და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ ვერც მივ­ხვდი, ეს რო­გორ მოხ­და. ჩემი შარ­ვლე­ბი უკვე მსუ­ქან ძმა­კა­ცებს ჩა­მო­ვუ­რი­გე. ეს შა­ქა­რი მა­ინც მოქ­მე­დებს, ხან­და­ხან ძილ­ბუ­რან­ში მამ­ყო­ფებს, მაგ­რამ სხვა მხრივ, ენერ­გია მაქვს.

- ალ­ბათ, ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ოჯა­ხი მე­ტად და­ა­ფა­სეთ

- ვცდი­ლობ, ყო­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუთი ოჯახ­თან გა­ვა­ტა­რო. მაგ­რამ არც ძმა­კა­ცებს ვწყვეტ გულს, სა­მე­გობ­რო­ში ქე­ი­ფის ამ­ტე­ხი კვლავ მე ვარ.

წყა­რო: ჟურ­ნა­ლი სარ­კე

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
3

ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს

ლუბა
3

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, მხოლოდ ეკრანებიდან გიცნობთ კარგი კაცი ხართ და ძალიან მიყვარხართ ბედნიერ 2024 წელსაც გილოცავთ ბედნიერად დაესწარით ოჯახთან რთად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს, გავხდი სევდიანი... ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილის შეცვლილი ცხოვრება

მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის 2023 წელი წარმატებული იყო. ტელევიზიაში მისი შოუები რეიტინგების სათავიდან არ ჩამოდის. დიდი მიღწევა ჰქონდა სამსახიობო კუთხითაც. წლის საუკეთესო მამაკაცი გახდა და მიიღო აკაკი ხორავას სახელობის პრემია.

თუმცა იქამდე პაატამ განსაცდელი გამოიარა, რის გამოც ცხოვრების წესი შეიცვალა. ქეიფის მოყვარულ მსახიობს საყვარელ მწვადებზეც კი უარის თქმა მოუწია. მიზეზი კი სერიოზული დაავადებაა, რომელიც მას თურქეთის კლინიკაში დაუდგინდა. ახლა თავს კარგად გრძნობს, 20 კილოთი ნაკლებს იწონის და ენერგიითაც სავსეა.

- ჯანმრთელობის პრობლემები აღმომაჩნდა - შაქარი და სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ კარგად იყო, ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, გავხდი სევდიანი, ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო.

- ბევრ მამაკაცს უჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, ექიმის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. თქვენ რა დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?

- ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმი მადგა თავზე და ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან ვერაო. სხვა გზა არ მქონდა, ექიმებს უნდა დავმორჩილებოდი. როგორც კი მივხვდი, რომ სწორი კვებით თავს უკეთ ვგრძნობდი, გავყევი ამ ყველაფერს.

ძალიან შემიყვარდა წყალი, დღეს უკვე 2 ლიტრ წყალს ვსვამ დღეში. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე, ვგიჟდები ისე მენატრება მწვადი, მაგრამ ამოვიღე მენიუდან, ასევე - გაზიანი სასმელები, ლუდი, რომელსაც ადრე 8 ლიტრამდე ვსვამდი, არაყი, ვისკი, კონიაკი... პური ასი პროცენტიდან 1 პროცენტამდე დავიყვანე. ვჭამ ძირითადად თეთრ ხორცს. ყველაზე მეტად გამიკვირდა, ხაშლამაც რომ ამიკრძალეს.

- ანუ საერთოდ აღარ ქეიფობთ?

- კი როგორ არა, ქეიფზეც დავდივარ, თამადაც ვარ ხოლმე, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ არ ვსვამ.

- გამოდის, 2 წლის წინ ახალი პაატა დაიბადა

- კი ნამდვილად. ამ ორ წელში 20 კილო დავიკელი, მაგრამ ვერც მივხვდი, ეს როგორ მოხდა. ჩემი შარვლები უკვე მსუქან ძმაკაცებს ჩამოვურიგე. ეს შაქარი მაინც მოქმედებს, ხანდახან ძილბურანში მამყოფებს, მაგრამ სხვა მხრივ, ენერგია მაქვს.

- ალბათ, ამ გარემოებების გამო ოჯახი მეტად დააფასეთ

- ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წუთი ოჯახთან გავატარო. მაგრამ არც ძმაკაცებს ვწყვეტ გულს, სამეგობროში ქეიფის ამტეხი კვლავ მე ვარ.

წყარო: ჟურნალი სარკე