საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს" - ლაზარე გრიგორიადისის დედა
"სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს" - ლაზარე გრიგორიადისის დედა

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის დედა, თამ­თა კა­ლან­და­ძე აცხა­დებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო მისი შვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს, აპი­რე­ბენ, რომ შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თონ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თამ­თა კა­ლან­და­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მისი შვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მისი შვი­ლის მი­მართ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა იმის გამო, რომ ის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის იბ­რძო­და.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც თვალს ვა­დევ­ნებთ, სა­სი­კე­თო მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს [სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მხრივ] იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად რაც ხდე­ბა, მას სა­მარ­თალ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მი­ზა­ნი არის სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა. ბევ­რჯერ გა­ვაჟ­ღე­რეთ, მივ­მარ­თავთ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო გა­ამ­ტყუ­ნებს ლა­ზა­რეს", - გა­ნა­ცხა­და თამ­თა კა­ლან­და­ძემ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ისი­ნი სკან­დი­რე­ბენ "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლა­ზა­რეს“. აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, ლა­ზა­რე უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პა­ტიმ­რო­ბი­დან. მა­თი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალს ვერ ამ­ტკი­ცებს, რად­გა­ნაც ამის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ დრომ­დე ვერ წარ­მო­ად­გი­ნა.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 2023 წლის 31 მარტს შე­ე­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 7 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, ორ­ჯერ ის­რო­ლა ე.წ. "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა 9 მარტს, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ წა­უ­კი­და ცე­ცხლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ "ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას“ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­იწ­ვა. ამ ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 39 500 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

7-8 მარ­ტის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ჯამ­ში, 6 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 5 ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
0

ლაზარეს ეკუთვნის წლის საუკეთესო ოქროს დილდოთი დაჯილდოება, მერე კი სიხარულით მოიხდის სასჯელს საქათმეშიც კი...

ვავა
0

თუ სა­სა­მარ­თლო მისი შვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს, აპი­რე­ბენ, რომ შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თონ - კი გამოცდილება პრეზიდენტს აქვს, პოლიციელის მკვლელი ხომ შეიწყალა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს" - ლაზარე გრიგორიადისის დედა

"სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს" - ლაზარე გრიგორიადისის დედა

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მისი შვილის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, აპირებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართონ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თამთა კალანდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისი შვილის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართება.

მისი განმარტებით, მისი შვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიება ტარდება იმის გამო, რომ ის ევროინტეგრაციისთვის იბრძოდა.

"იქიდან გამომდინარე, რასაც თვალს ვადევნებთ, სასიკეთო მოლოდინი არ გვაქვს [სასამართლოს გადაწყვეტილების მხრივ] იმიტომ, რომ რეალურად რაც ხდება, მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიზანი არის სადამსჯელო ღონისძიება. ბევრჯერ გავაჟღერეთ, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაამტყუნებს ლაზარეს", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სკანდირებენ "თავისუფლება ლაზარეს“. აქტივისტების თქმით, ლაზარე უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მათივე თქმით, ბრალდების მხარე ბრალს ვერ ამტკიცებს, რადგანაც ამისთვის მტკიცებულებები ამ დრომდე ვერ წარმოადგინა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.

გამოძიების ინფორმაციითვე, ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ "ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.