მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დაფინანსებას უმცირებს - რას აცხადებენ რეგიონის ე.წ. ხელისუფლებაში
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დაფინანსებას უმცირებს - რას აცხადებენ რეგიონის ე.წ. ხელისუფლებაში

რუ­სე­თი ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს და­ფი­ნან­სე­ბას უმ­ცი­რებს. ამის შე­სა­ხებ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის "თავ­მჯდო­მა­რემ", ელე­ნა ჯი­ო­ე­ვამ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2016 წლი­დან "სამ­ხრეთ ოსე­თის" სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი იყო 3 მი­ლი­არდ 609 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი, ხოლო 2024 წლის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლიო 3 მი­ლი­არდ 325 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი.

"რუ­სულ­მა მხა­რემ შე­ამ­ცი­რა და­ფი­ნან­სე­ბა 284 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით. ჩემს რუს კო­ლე­გას­თან ასე­ვე გან­ვი­ხი­ლე სა­ბი­უ­ჯე­ტო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხიც“, - ამ­ბობს ჯი­ო­ე­ვა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­მა სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა უნდა გა­უ­წი­ოს "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებს 408 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით, თუმ­ცა ჯი­ო­ე­ვას თქმით, "სამ­ხრეთ ოსეთს ჯერ არ მი­უ­ღია ეს თან­ხა“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი წყვეტს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის და­ფი­ნან­სე­ბას სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
7

სამხრეთ ოსეთის მიერ მიღებული ბიუჯეტი 2024 წლისათვის შეადგენს 8 მილიარდ რუბლს, ანუ დაახლოებით 235 მილიონ ლარს.

რუსეთის მიერ სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა შეადგენს 3 მი­ლი­არდ 325 მი­ლი­ო­ნ რუბლს, ანუ დაახლოებით 97 მილიონ ლარს, რაც მიღებული ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ია.

ჩემი პირადი მოსაზრებით 50-56 ათასიანი მოსახლეობისათვის ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. პირიქით - გადასარევია!

მაგალითისათვის ქუთაისის 130 ათასიანი მოსახლეობისათვის ბიუჯეტის მოცულობა 2023 წლისათვის შეადგენდა მხოლოდ 101 მილიონ 481 700 ლარს!!!

-/-
17

საქართველიც დამოუკიდებელია მაგრამ მიგაღებინეს ეროვნული ინტერესების დასაცავი კანონი არა.რაც აქ ნჯო მენჯოს ფულს ურიცხავენ ცხინვალის ბიუჯეტს არ ჩამოუვარდება რისთვის?რომ არა ლიბერმიბერალების ხელის შეშლა არც 2008 წლის ომი იქნებოდა და აქამდე მშვიდობიანათ რაღაცას მივაღწევდით ურთიერთობაში გახსოვთ ერგნეთის ბაზრიბა ?ხალხი თავისუფლად დადიოდა ცხინვალში ერთმანეთან ჭირშიც და ლხინშიც ნახევარ შიდა ქართლს ცხინვალის პასპორტები ჰქონდა და მანქანები ია გაფორმებული რუსეთში რომ უორობლემოდ ევლოთ და ევაჭრათ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დაფინანსებას უმცირებს - რას აცხადებენ რეგიონის ე.წ. ხელისუფლებაში

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დაფინანსებას უმცირებს - რას აცხადებენ რეგიონის ე.წ. ხელისუფლებაში

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დაფინანსებას უმცირებს. ამის შესახებ "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის ბიუჯეტისა და გადასახადების "თავმჯდომარემ", ელენა ჯიოევამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლიდან "სამხრეთ ოსეთის" სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსების ძირითადი ნაწილი იყო 3 მილიარდ 609 მილიონი რუბლი, ხოლო 2024 წლისთვის გათვალისწინებულიო 3 მილიარდ 325 მილიონი რუბლი.

"რუსულმა მხარემ შეამცირა დაფინანსება 284 მილიონი რუბლის ოდენობით. ჩემს რუს კოლეგასთან ასევე განვიხილე საბიუჯეტო ინვესტიციების მხარდაჭერის საკითხიც“, - ამბობს ჯიოევა.

მისივე თქმით, რუსეთმა სახელმწიფო დახმარება უნდა გაუწიოს "სამხრეთ ოსეთში" საინვესტიციო პროექტებს 408 მილიონი რუბლის ოდენობით, თუმცა ჯიოევას თქმით, "სამხრეთ ოსეთს ჯერ არ მიუღია ეს თანხა“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი წყვეტს ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე