მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“ - რა ხდებოდა სერიული მკვლელის ყოფილი მეუღლის პროცესზე, პარიზში
"გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“ - რა ხდებოდა სერიული მკვლელის ყოფილი მეუღლის პროცესზე, პარიზში

პა­რიზ­ში ცნო­ბი­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის მი­შელ ფურ­ნი­რეს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, 74 წლის მო­ნიკ ოლი­ვი­ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა. 2008 წელს ქალს უკვე მი­უ­სა­ჯეს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა და ამ­ჟა­მად ახა­ლი ბრალ­დე­ბით წარ­სდგა სა­სა­მარ­თლო­ში.

პრო­ცე­სი სამი კვი­რა გაგ­რძელ­და...

მას ბრა­ლად ედე­ბა 1990 წელს 20 წლის ბრი­ტა­ნე­ლი სტუ­დენ­ტის ჯო­ა­ნა პე­რი­შის გა­ტა­ცე­ბა და მკვლე­ლო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით 18 წლის შშმ გო­გო­ნას მარი-ან­ჯელ დო­მე­ზის გა­ტა­ცე­ბა და მკვლე­ლო­ბა და 2003 წელს 9 წლის ეს­ტელ მუ­ზა­ნის გა­ტა­ცე­ბა, რომ­ლის ცხე­და­რიც ამ დრომ­დე არ უპო­ვი­ათ. ცნო­ბი­ლია, რომ გო­გო­ნა მი­შელ ფურ­ნი­რემ მოკ­ლა.

მი­შელ ფურ­ნი­რე არის ფრან­გი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი, რო­მე­ლიც იტა­ცებ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და და კლავ­და გო­გო­ნებს საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში.

ის 2003 წელს და­ა­კა­ვეს ერთ-ერთი მსხვერ­პლის გა­ტა­ცე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და 2008 წელს შვი­დი გო­გო­ნა­სა და ქა­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის 1987-დან 2003 წლებ­ში, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

მისი უმ­ცრო­სი მსხვერ­პლი სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნი­სას 12 წლის იყო, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 22 წლის. 9 წლის ეს­ტელ მუ­ზა­ნის საქ­მე მა­შინ გა­იხ­სნა, როცა ფურ­ნი­რე უკვე ცი­ხე­ში იყო.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ფურ­ნი­რეს მე­უღ­ლე მო­ნიკ ოლი­ვიე და­ეხ­მა­რა სი­სას­ტი­კე­ე­ბის ჩა­დე­ნა­ში და ქალს იმა­ვე წელს, მი­უ­სა­ჯეს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა.

"ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლე­ბი"

ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი აგე­ბუ­ლია ბრი­ტა­ნე­ლი სტუ­დენ­ტის ჯო­ა­ნა პე­რი­შის მკვლე­ლო­ბის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ინ­გლი­სუ­რის ასის­ტენ­ტად პა­რი­ზის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ოსერ­ში. იგი 1990 წლის მა­ის­ში მოკ­ლეს.

2018 წელს ფურ­ნი­რემ მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, 2021 წელს კი ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­ულ­ში ოლი­ვი­ეს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­მო­ე­ბებს იძი­ებს.

გო­გო­ნამ ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ში გა­ნა­თავ­სა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წერ­და, რომ ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და. მი­შელ ფურ­ნი­რე რეკ­ლა­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი ქა­ლაქ­ში შე­სახ­ვედ­რად მი­იწ­ვია.

ჯო­ა­ნა პე­რი­ში ჩა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. იგი მოკ­ლეს 1990 წელს.

პე­რი­შის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, სტე­ფა­ნი პო­ტი­ეს თქმით, ჯო­ა­ნა, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის შემ­დე­გი სა­მიზ­ნე გახ­და, მო­ნიკ ოლი­ვიე კი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე.

"ჯო­ა­ნა პე­რი­ში ცო­ცხა­ლი დარ­ჩე­ბო­და, მო­ნიკ ოლი­ვიე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო იქ მისი გა­ტა­ცე­ბის დღეს“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა პო­ტი­ემ. "სწო­რედ ოლი­ვი­ეს წყა­ლო­ბით ეს გა­ტა­ცე­ბე­ბი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ბი და მკვლე­ლო­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ეს იყო მისი ცხოვ­რე­ბის აზრი. ეს იყო ორი სრულ­ყო­ფი­ლი კრი­მი­ნა­ლის ბო­რო­ტი ალი­ან­სი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ავ­სებ­დნენ".

"თქვენ გა­ა­სა­მარ­თლებთ, რად­გან ის (მო­ნიკ ოლი­ვიე) აღი­ა­რებს ყვე­ლა ფაქტს და ის არ გა­ა­სა­ჩივ­რებს თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას”, - გა­ნუ­ცხა­და ოლი­ვი­ეს ად­ვო­კატ­მა რი­ჩარდ დელ­გენ­მა, ქა­ლის ად­ვო­კატ­მა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს მი­მარ­თა, რომ მის­მა კლი­ენ­ტმა გა­და­წყვი­ტა და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნა.

დას­კვნით სი­ტყვა­ში მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ჰიუ ჟულსმა თქვა, რომ ოლი­ვიე იყო ფურ­ნი­რეს იდე­ა­ლუ­რი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი.

"ეს წყვი­ლი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლე­ბია ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ა­ში. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მათ­თვის ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო, რო­გორც სუ­პერ­მარ­კეტ­ში სი­ა­რუ­ლი“, - თქვა მან...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რათა შვილო
17

რატო გეხალისებათ ნეგატიური სტატიების გამოჭენება???? ვის რას მატებს ? ახალი რა გავიგეთ? თან მთავარ გვერდზე...ძალიან უცნაურია. ეჭვი მაქვს რედაქტორი ნაცია და სტატუსის მიღების შოკიდან ვერ გამოდის.))))

ქვეყნის გულშემატკივარი
1

ჩვენს გარდა, ჩვენს ქვეყანას, არავინ მოუვლის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“ - რა ხდებოდა სერიული მკვლელის ყოფილი მეუღლის პროცესზე, პარიზში

"გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“ - რა ხდებოდა სერიული მკვლელის ყოფილი მეუღლის პროცესზე, პარიზში

პარიზში ცნობილი სერიული მკვლელის მიშელ ფურნირეს ყოფილი მეუღლის, 74 წლის მონიკ ოლივიეს სასამართლო პროცესი სრულდება. 2008 წელს ქალს უკვე მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და ამჟამად ახალი ბრალდებით წარსდგა სასამართლოში.

პროცესი სამი კვირა გაგრძელდა...

მას ბრალად ედება 1990 წელს 20 წლის ბრიტანელი სტუდენტის ჯოანა პერიშის გატაცება და მკვლელობა, მოგვიანებით 18 წლის შშმ გოგონას მარი-ანჯელ დომეზის გატაცება და მკვლელობა და 2003 წელს 9 წლის ესტელ მუზანის გატაცება, რომლის ცხედარიც ამ დრომდე არ უპოვიათ. ცნობილია, რომ გოგონა მიშელ ფურნირემ მოკლა.

მიშელ ფურნირე არის ფრანგი სერიული მკვლელი, რომელიც იტაცებდა, აუპატიურებდა და კლავდა გოგონებს საფრანგეთსა და ბელგიაში.

ის 2003 წელს დააკავეს ერთ-ერთი მსხვერპლის გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და 2008 წელს შვიდი გოგონასა და ქალის მკვლელობისთვის 1987-დან 2003 წლებში, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მისი უმცროსი მსხვერპლი სასჯელის გამოტანისას 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი 22 წლის. 9 წლის ესტელ მუზანის საქმე მაშინ გაიხსნა, როცა ფურნირე უკვე ციხეში იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფურნირეს მეუღლე მონიკ ოლივიე დაეხმარა სისასტიკეების ჩადენაში და ქალს იმავე წელს, მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

"ყველაზე გამოცდილი სერიული მკვლელები"

ბოლო სასამართლო პროცესი აგებულია ბრიტანელი სტუდენტის ჯოანა პერიშის მკვლელობის გარშემო, რომელიც მუშაობდა ინგლისურის ასისტენტად პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოსერში. იგი 1990 წლის მაისში მოკლეს.

2018 წელს ფურნირემ მკვლელობა აღიარა, 2021 წელს კი ციხეში გარდაიცვალა. მას შემდეგ გამოძიება დანაშაულში ოლივიეს თანამონაწილეობის გარემოებებს იძიებს.

გოგონამ ადგილობრივ გაზეთში განათავსა განცხადება, სადაც წერდა, რომ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა. მიშელ ფურნირე რეკლამას გამოეხმაურა და ახალგაზრდა მასწავლებელი ქალაქში შესახვედრად მიიწვია.

ჯოანა პერიში ჩავიდა საფრანგეთში ინგლისურის მასწავლებლად. იგი მოკლეს 1990 წელს.

პერიშის ოჯახის ადვოკატის, სტეფანი პოტიეს თქმით, ჯოანა, სერიული მკვლელის შემდეგი სამიზნე გახდა, მონიკ ოლივიე კი დანაშაულის თანამონაწილე.

"ჯოანა პერიში ცოცხალი დარჩებოდა, მონიკ ოლივიე რომ არ ყოფილიყო იქ მისი გატაცების დღეს“, - ხაზგასმით აღნიშნა პოტიემ. "სწორედ ოლივიეს წყალობით ეს გატაცებები, გაუპატიურებები და მკვლელობები შესაძლებელი გახდა. ეს იყო მისი ცხოვრების აზრი. ეს იყო ორი სრულყოფილი კრიმინალის ბოროტი ალიანსი, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ".

"თქვენ გაასამართლებთ, რადგან ის (მონიკ ოლივიე) აღიარებს ყველა ფაქტს და ის არ გაასაჩივრებს თქვენს გადაწყვეტილებას”, - განუცხადა ოლივიეს ადვოკატმა რიჩარდ დელგენმა, ქალის ადვოკატმა ნაფიც მსაჯულებს მიმართა, რომ მისმა კლიენტმა გადაწყვიტა დანაშაული ეღიარებინა.

დასკვნით სიტყვაში მთავარმა პროკურორმა ჰიუ ჟულსმა თქვა, რომ ოლივიე იყო ფურნირეს იდეალური თანამზრახველი.

"ეს წყვილი ალბათ ყველაზე გამოცდილი სერიული მკვლელებია ბოლო 50 წლის განმავლობაში საფრანგეთსა და ბელგიაში. გაუპატიურება და მკვლელობა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც სუპერმარკეტში სიარული“, - თქვა მან...წყარო