საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება
უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი - აშშ-ის მე-16 პრე­ზი­დენ­ტი მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რია. მის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მიღ­წე­ვას თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს: მან მო­ნო­ბა და­ას­რუ­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა, რი­თაც ქვე­ყა­ნა დაშ­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

თუმ­ცა ლინ­კოლ­ნის გა­ტა­ცე­ბებ­ზე შე­და­რე­ბით ნაკ­ლებს სა­უბ­რო­ბენ. ცნო­ბი­ლია, რომ მას უყ­ვარ­და სპორ­ტი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ჭი­და­ო­ბით - ის­ტო­რი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ლინ­კოლ­ნის სპორ­ტულ­მა მიღ­წე­ვებ­მა მისი, რო­გორც ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შეს.

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი 1809 წელს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქოხ­ში, სა­დაც აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა, არც შუ­შის ფან­ჯრე­ბი იყო, არც ნორ­მა­ლუ­რი ავე­ჯი. რთუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ის მშობ­ლებს სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბებს მი­ეჩ­ვია: კა­ფავ­და ტყეს, ჭრი­და შე­შას. საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ მო­ე­მა­ტა, რო­დე­საც 9 წლის ასაკ­ში დედა და­კარ­გა.

მისი გა­სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე თვალ­სა­ჩი­ნო იყო - უკვე მა­შინ, თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, დიდი იყო. 16 წლის ასაკ­ში ლინ­კოლ­ნი 188 სმ იყო, ხოლო როცა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, უკვე 193 სმ. ამას­თან, ის სა­ერ­თოდ არ ამა­ყობ­და ასე­თი აღ­ნა­გო­ბით. ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას წიგ­ნე­ბის კი­თხვას ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

  • მისი ასე­თი ზო­მე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც ხელს უშ­ლი­და: მშობ­ლე­ბის სახ­ლი იმ­დე­ნად პა­ტა­რა იყო, რომ წელ­ში გას­წო­რე­ბაც არ შე­ეძ­ლო, რის გა­მოც ოჯახ­ში სულ დას­ცი­ნოდ­ნენ.

ფი­ზი­კუ­რი ძა­ლით ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას ლინ­კოლ­ნი მას შემ­დე­გაც აგ­რძე­ლებ­და, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. ის­ტო­რი­კო­სი დო­რის კერნს გუდ­ვი­ნი წერ­და:

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი გემ­ბან­ზე ის­ვე­ნებ­დნენ, რო­დე­საც ლინ­კოლნმა გა­და­წყვი­ტა, ისე­თი ძალა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც "ათას­ში ერთ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია“.

მან აიღო ცული და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ცერა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თე­ბით ეჭი­რა. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა სცა­დეს იგი­ვეს გან­მე­ო­რე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ“.

ის­ტო­რი­კო­სი და "მეტ­რო­პო­ლი­ტენ-მუ­ზე­უ­მის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჰა­როლდ ჰოლ­ცე­რი ჰყვე­ბო­და: "არა­ნა­ი­რი ეჭვი არ არ­სე­ბობს, რომ ლინ­კოლ­ნი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ის ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყო, რაც იმ ეპო­ქის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობ­და და სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი - დარ­ბო­და და ჭი­და­ობ­და“.

ლინ­კოლნს მარ­თლაც უყ­ვარ­და ჭი­და­ო­ბა, რო­მე­ლიც ბი­ძამ, მორ­დე­კა­იმ შე­აყ­ვა­რა. 21 წლის ასაკ­ში ოლ­ქის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და კლა­სი­კურ გრეპ­ლინ­გში, რო­მე­ლიც 1904 წელს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შე­ი­ტა­ნეს, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. 1831 წელს ლინ­კოლნმა ოჯა­ხი და­ტო­ვა და ნიუ-სე­ი­ლემ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში კლერ­კად და­საქმდა.

  • ის­ტო­რი­კო­სი კარლ სენდბერ­გი წერ­და, რომ ერთხელ, ბან­ქოს ერ­თმა მო­თა­მა­შემ, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის კო­ლე­გას დიდი თან­ხა მო­უ­გო. ლინ­კოლ­ნი კი ამ მო­თა­მა­შეს და­ე­ნიძ­ლა­ვა, რომ ვის­კის კასრს ას­წევ­და და ისე და­ლევ­და და თუ ამას შე­ას­რუ­ლებ­და, მის კო­ლე­გას ფულს და­უბ­რუ­ნებ­დნენ. აბ­რა­ამ­მა სა­ნაძ­ლეო უმარ­ტი­ვე­სად შე­ას­რუ­ლა.

ჭო­რე­ბი ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ ფი­ზი­კურ ძა­ლას ფლობ­და, სწრა­ფად გავ­რცელ­და მთელ სო­ფელ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­და Clary’s Grove Boys ბი­ნად­რობ­და. მათ­მა ლი­დერ­მა - ჯეკ არმსტრონ­გმა ლინ­კოლ­ნი გა­მო­იწ­ვია.

ორ­თაბ­რძო­ლა პირ­და­პირ მა­ღა­ზი­ის კარ­თან შედ­გა. ის­ტო­რი­კო­სი რო­ჯერ ნორ­ტო­ნი ბრძო­ლას ასე ახა­სი­ა­თებ­და: "არმსტრონ­გი ფი­ზი­კუ­რად ბევ­რად პა­ტა­რა იყო, ვიდ­რე ლინ­კოლ­ნი, თუმ­ცა ხა­რი­ვით ძლი­ე­რი იყო. რა­ღაც პე­რი­ო­დი ისი­ნი წრე­ზე და­დი­ოდ­ნენ, შემ­დეგ შე­ეკრნენ, და­ი­წყეს ჭი­და­ო­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ცდით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნეს

არმსტრონ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა მძიმ­დე­ბო­და, როცა ბო­ლოს, ლინ­კოლ­ნი ორი­ვე ხე­ლით შე­ეკ­რა და რო­გორც თო­ჯი­ნა ისე ან­ჯღ­რია. არმსტრონ­გის ბან­დის წევ­რებს ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნათ და აბ­რა­ა­მი მა­ღა­ზი­ის კე­დელ­თან მი­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა და­მარ­ცხე­ბულ­მა ლი­დერ­მა მათ უბ­რძა­ნა, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლინ­კოლ­ნი და არმსტრონ­გი და­მე­გობ­რდნენ და აბ­რა­ა­მი მას "რუს დათვს“ ადა­რებ­და.

ბრძო­ლამ ლინ­კოლ­ნი ქა­ლა­ქის გმი­რად გა­და­აქ­ცია. მო­მა­ვალ­ში უამ­რავ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყველ­გან გა­ი­მარ­ჯვა. მი­უ­ხე­და­ვად რბი­ლი ხა­სი­ა­თი­სა, ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს არ ინ­დობ­და, მე­ტიც, ხში­რად "თრეშ-თოქს“ იყე­ნებ­და. ერთხელ, მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მან მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: "არ არ­სე­ბობს ჩემ­ზე მსხვი­ლი ხვა­დი და ეს ჩემი ტე­რი­ტო­რი­აა. თუ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბით ამას, გა­ი­ლე­სოს რქე­ბი და და­მი­პი­რის­პირ­დეს“. მსურ­ვე­ლე­ბი არ გა­მოჩ­ნდნენ.

  • 1836 წელს ლინ­კოლ­ნი სა­მარ­თალ­მა გა­ი­ტა­ცა, თუმ­ცა ჭი­და­ო­ბას თავი არ და­ა­ნე­ბა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 300 ბრძო­ლა გა­მარ­თა და მხო­ლოდ ერთხელ, სამ­ხედ­როს­თან, ჰენკ ტომპსონ­თან და­მარ­ცხდა. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მას აღარ უჭი­და­ვია.

1860 წელს ლინ­კოლნმა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ის­ტო­რი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ სპორ­ტულ­მა მიღ­წე­ვებ­მა მის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში დიდი როლი ითა­მა­შა - მო­ჭი­და­ვის წარ­სუ­ლი გა­ზე­თებ­ში გავ­რცელ­და, უბ­რა­ლო ხალ­ხმა ამ ის­ტო­რი­ე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ლინ­კოლნში ძლი­ე­რი ლი­დე­რი და­ი­ნა­ხეს.

132 წლის შემ­დეგ, ლინ­კოლ­ნი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში მოხ­ვდა, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც მისი სპორ­ტუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა კვლავ აგ­რძე­ლებს სი­ცო­ცხლეს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურ
7

ღმერთო ჩემო რაღაც ეს პრეზიდენტი მგონია ჩემის აზრით ის ვინც რომელმაც საახალწლოდ შეიწყალა ინდაური ოხ ღმერთო ძალიან საინტერესოა რატომ შეიწყალა მაინდამაინც ინდაური და სხვა რომელიმე ცხოველი ფრინველი საინტერესოა ხომ?ხო ალბათ იმიტომ რომ ღმერთო დამეთანხმებით რომ იდაურები ლამაზები ჭკვიანები არიან და ამიტომ მოუვიდა აზრად შეწყალება საახალწლოდ მაგრამ მოდი ვნახოთ მამალი მამლები ესენიც ისე ყოჩაღად ვაშკაცურად ამაყად დადიან როგორც ინდაურები და ასევე სხვებიც იხვებიც გოჭებიც წიწილებიც ხბოებიც თხებიც და ა.შ. და ა შ.მოკლედ ღმერთო ამ კაცს უყვარდა ბუნება თქვენ ღმერთი ადამიანები ცხოველები ფრინველები მაგრამ ალბათ მეტის გაკეთება ვერ შეძლო სამწუხაროდ მეტის შეწყალება ვერ შეძლო ალბათ მალე გამოსწორდება

სოლომონ ნორტეპი
4

აბრაამ ლინკოლნს! თავიდან , შეძენიდან ძვირი, მაგრამ მერე მუქთი მუშახელი , ნუ მონობა გააუქმა . მას არ შეუქმნია ეს სისტემა. მართალია მემამულეები ცენტრს უძვირებდნენ ჩაბარების ფასს ნედლეულს მაგრამ ამის ფასად ? რა მსხვერპლის ფასად დაუჯდა ამერიკას აბრაამ ლინკოლნის მეტიჩრობა!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება

უდიდესი ფიზიკური ძალა, 300 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი და ჩემპიონობა - პრეზიდენტობამდე დიდ სპორტში - აბრაამ ლინკოლნის, როგორც მოჭიდავის ცხოვრება

აბრაამ ლინკოლნი - აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მის სახელმწიფოებრივ მიღწევას თითქმის ყველა იცნობს: მან მონობა დაასრულა და სამოქალაქო ომში გაერთიანებას გამარჯვება მოუტანა, რითაც ქვეყანა დაშლისგან გადაარჩინა.

თუმცა ლინკოლნის გატაცებებზე შედარებით ნაკლებს საუბრობენ. ცნობილია, რომ მას უყვარდა სპორტი, გატაცებული იყო ჭიდაობით - ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ლინკოლნის სპორტულმა მიღწევებმა მისი, როგორც ძლიერი პოლიტიკოსის იმიჯის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.

აბრაამ ლინკოლნი 1809 წელს გაჭირვებული ფერმერების ოჯახში დაიბადა. ქოხში, სადაც აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა თავისი ცხოვრების პირველი წლები გაატარა, არც შუშის ფანჯრები იყო, არც ნორმალური ავეჯი. რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, ის მშობლებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდა და მძიმე სამუშაო პირობებს მიეჩვია: კაფავდა ტყეს, ჭრიდა შეშას. საქმე განსაკუთრებით მაშინ მოემატა, როდესაც 9 წლის ასაკში დედა დაკარგა.

მისი გასაოცარი ფიზიკური მონაცემები ბავშვობიდანვე თვალსაჩინო იყო - უკვე მაშინ, თანატოლებთან შედარებით, დიდი იყო. 16 წლის ასაკში ლინკოლნი 188 სმ იყო, ხოლო როცა სრულწლოვანი გახდა, უკვე 193 სმ. ამასთან, ის საერთოდ არ ამაყობდა ასეთი აღნაგობით. ფიზიკურ მუშაობას წიგნების კითხვას ამჯობინებდა.

  • მისი ასეთი ზომები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხელს უშლიდა: მშობლების სახლი იმდენად პატარა იყო, რომ წელში გასწორებაც არ შეეძლო, რის გამოც ოჯახში სულ დასცინოდნენ.

ფიზიკური ძალით ხალხის გაოცებას ლინკოლნი მას შემდეგაც აგრძელებდა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ისტორიკოსი დორის კერნს გუდვინი წერდა:

"რესპუბლიკური პარტიის წევრები გემბანზე ისვენებდნენ, როდესაც ლინკოლნმა გადაწყვიტა, ისეთი ძალა ეჩვენებინა, რომელიც "ათასში ერთ ადამიანს გააჩნია“.

მან აიღო ცული და რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ცერა და საჩვენებელი თითებით ეჭირა. ყველაზე ძლიერმა მეზღვაურებმა სცადეს იგივეს განმეორება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ“.

ისტორიკოსი და "მეტროპოლიტენ-მუზეუმის“ ვიცე-პრეზიდენტი ჰაროლდ ჰოლცერი ჰყვებოდა: "არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ლინკოლნი ფიზიკურად ძალიან განვითარებული ადამიანი იყო. ის ყოველთვის ფორმაში იყო, რაც იმ ეპოქის ადამიანებისთვის ძალიან იშვიათია. ახალგაზრდობაში ძალიან ბევრს მუშაობდა და სპორტით იყო დაკავებული - დარბოდა და ჭიდაობდა“.

ლინკოლნს მართლაც უყვარდა ჭიდაობა, რომელიც ბიძამ, მორდეკაიმ შეაყვარა. 21 წლის ასაკში ოლქის ჩემპიონი გახდა კლასიკურ გრეპლინგში, რომელიც 1904 წელს ოლიმპიურ თამაშებზე შეიტანეს, ხოლო მოგვიანებით, თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გახდა. 1831 წელს ლინკოლნმა ოჯახი დატოვა და ნიუ-სეილემში დასახლდა, სადაც პატარა მაღაზიაში კლერკად დასაქმდა.

  • ისტორიკოსი კარლ სენდბერგი წერდა, რომ ერთხელ, ბანქოს ერთმა მოთამაშემ, მომავალი პრეზიდენტის კოლეგას დიდი თანხა მოუგო. ლინკოლნი კი ამ მოთამაშეს დაენიძლავა, რომ ვისკის კასრს ასწევდა და ისე დალევდა და თუ ამას შეასრულებდა, მის კოლეგას ფულს დაუბრუნებდნენ. აბრაამმა სანაძლეო უმარტივესად შეასრულა.

ჭორები ახალგაზრდაზე, რომელიც უზარმაზარ ფიზიკურ ძალას ფლობდა, სწრაფად გავრცელდა მთელ სოფელში, სადაც ადგილობრივი ბანდა Clary’s Grove Boys ბინადრობდა. მათმა ლიდერმა - ჯეკ არმსტრონგმა ლინკოლნი გამოიწვია.

ორთაბრძოლა პირდაპირ მაღაზიის კართან შედგა. ისტორიკოსი როჯერ ნორტონი ბრძოლას ასე ახასიათებდა: "არმსტრონგი ფიზიკურად ბევრად პატარა იყო, ვიდრე ლინკოლნი, თუმცა ხარივით ძლიერი იყო. რაღაც პერიოდი ისინი წრეზე დადიოდნენ, შემდეგ შეეკრნენ, დაიწყეს ჭიდაობა, მაგრამ პირველი ცდით გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

არმსტრონგის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდებოდა, როცა ბოლოს, ლინკოლნი ორივე ხელით შეეკრა და როგორც თოჯინა ისე ანჯღრია. არმსტრონგის ბანდის წევრებს ეს ამბავი არ მოეწონათ და აბრაამი მაღაზიის კედელთან მიაყენეს, თუმცა დამარცხებულმა ლიდერმა მათ უბრძანა, რომ თავი დაენებებინათ. მოგვიანებით, ლინკოლნი და არმსტრონგი დამეგობრდნენ და აბრაამი მას "რუს დათვს“ ადარებდა.

ბრძოლამ ლინკოლნი ქალაქის გმირად გადააქცია. მომავალში უამრავ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ყველგან გაიმარჯვა. მიუხედავად რბილი ხასიათისა, ის მოწინააღმდეგეებს არ ინდობდა, მეტიც, ხშირად "თრეშ-თოქს“ იყენებდა. ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, მან მაყურებელს მიმართა: "არ არსებობს ჩემზე მსხვილი ხვადი და ეს ჩემი ტერიტორიაა. თუ ვინმე არ ეთანხმებით ამას, გაილესოს რქები და დამიპირისპირდეს“. მსურველები არ გამოჩნდნენ.

  • 1836 წელს ლინკოლნი სამართალმა გაიტაცა, თუმცა ჭიდაობას თავი არ დაანება. 12 წლის განმავლობაში მან 300 ბრძოლა გამართა და მხოლოდ ერთხელ, სამხედროსთან, ჰენკ ტომპსონთან დამარცხდა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მას აღარ უჭიდავია.

1860 წელს ლინკოლნმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ისტორიკოსები თვლიან, რომ სპორტულმა მიღწევებმა მის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი როლი ითამაშა - მოჭიდავის წარსული გაზეთებში გავრცელდა, უბრალო ხალხმა ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ, ლინკოლნში ძლიერი ლიდერი დაინახეს.

132 წლის შემდეგ, ლინკოლნი ჭიდაობის ეროვნული დიდების დარბაზში მოხვდა, რისი მეშვეობითაც მისი სპორტული მემკვიდრეობა კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე