სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოცარი სტრესის ფონზე დავიწყე ჩემი წარმომავლობის ძიება, ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - როგორ გახდა თამუნა მუსერიძე უამრავი ოჯახის იმედი და რით მოხიბლა BBC?
"საოცარი სტრესის ფონზე დავიწყე ჩემი წარმომავლობის ძიება, ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - როგორ გახდა თამუნა მუსერიძე უამრავი ოჯახის იმედი და რით მოხიბლა BBC?

2023 წელს "ფე­ის­ბუ­ქის" პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტის თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბით BBC და­ინ­ტე­რეს­და და თა­მუ­ნას დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფილ­მის პრე­მი­ე­რა იან­ვრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია და­გეგ­მი­ლი... ამას­თან, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მიმ­დი­ნა­რე წელს BBC-ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა.

- ყვე­ლა­ფე­რი შარ­შან დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც BBC-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­და, გა­დამ­ღებ ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. მათ ტყუ­პი გო­გოს ის­ტო­რია უნა­ხავთ, რის შემ­დეგ მომ­მარ­თეს. თუმ­ცა თა­ვა­დაც მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და სხვა­დას­ხვა სა­ხის კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით წლე­ბის წინ რაც ხდე­ბო­და. გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, დიდი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მაქ­სი­მუმ 3 კვი­რა­ში გა­მო­ვა, რომ­ლის გა­და­ღე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, წე­სით, კარ­გი უნდა გა­მო­ვი­დეს.

- 2023 წელს BBC-ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდი. გი­ლო­ცავ.

- მად­ლო­ბა, ოღონდ, ამ გავ­ლე­ნი­ან ქალ­ში ის კი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ვი­ღა­ცა­ზე მაქვს გავ­ლე­ნა, ნიშ­ნავს იმას, რომ გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნა­ზე მო­ვახ­დი­ნე გავ­ლე­ნა. ეს მოვ­ლე­ნა არა მარ­ტო იმ ადა­მი­ა­ნის ქვე­ყა­ნა­ში გახ­და ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი, არა­მედ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

- სა­სი­ხა­რუ­ლო ისიც არის, რომ ამ 100-გავ­ლე­ნი­ან ქალს შო­რის ქარ­თვე­ლი აქამ­დე არ ყო­ფი­ლა...

- ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი ვარ. რა თქმა უნდა, ამას ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი. მით უმე­ტეს, როცა სა­ო­ცა­რი სტრე­სის ფონ­ზე და­ვი­წყე ჩემი წარ­მო­მავ­ლო­ბის ძი­ე­ბა. როცა ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, იმ ხალ­ხის­თვის, ვინც მაკ­რი­ტი­კებ­და, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩემი საქ­ცი­ე­ლი. ამ­ბობ­დნენ, რომ სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ოჯა­ხი შე­ვარ­ცხვი­ნე და ა.შ. თუმ­ცა ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და.

- თქვენ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ჯგუფ­მა, შენ­მა აქ­ტი­ვო­ბამ ბევრ ადა­მი­ანს დიდი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა - ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი აპოვ­ნი­ნა...

- ეს ჯგუ­ფი უკვე იმ­ხე­ლაა, ვი­ღაც რომ შე­მო­დის და და­წერს, ამა და ამ პი­როვ­ნე­ბას ვე­ძე­ბო, ვი­ღაც მი­უ­წერს, ჩემი ახ­ლო­ბე­ლი­აო და უკვე ჩვე­ნი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ერ­თმა­ნეთს თა­ვად­ვე უკავ­შირ­დე­ბი­ან. მო­ვა­ხერ­ხეთ და სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი გავ­ხა­დეთ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მაა... და­ახ­ლო­ე­ბით 800 ოჯა­ხია, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნე­თი მო­ძებ­ნეს... თუმ­ცა აქ არ ით­ვლე­ბა ის ხალ­ხი, ვინც ტეს­ტე­ბით იპო­ვა. იგუ­ლის­ხმე­ბა ისი­ნი, ვინც ინ­ფორ­მა­ცია ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა.

- თა­ვად რას გრძნობ ასეთ დროს?

- ალ­ბათ, სი­ა­მა­ყეს. ჩემი გო­გო­ე­ბით ვა­მა­ყობ, რომ­ლებ­მაც ჩემ­სა­ვით ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­და­დეს... მარ­ტოს გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- ამ­დე­ნი რამ შე­ძე­ლი და ეს საქ­მე რის­თვი­საც და­ი­წყე, იმას ჯერ ვერ მი­ა­გე­ნი...

- ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი, ვფიქ­რობ, კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. რა­ღა­ცის გამო რა­ღაც უნდა დათ­მო. ისე გა­მო­ვი­და, რომ ვერ მი­ვი­ღე ის, რაც მინ­დო­და, მაგ­რამ მი­ვი­ღე ის, რა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

- გაქვს იმე­დი, რომ ოდეს­მე მი­ი­ღებ იმას, რაც გინ­დო­და და გინ­და?

- არ ვიცი, აქამ­დე ძა­ლი­ან შე­მარ­თუ­ლად ვი­ყა­ვი, დიდი იმე­დი მქონ­და და მე­გო­ნა, აქამ­დე მის ყუ­რამ­დე მიღ­წე­უ­ლი არ იყო, მაგ­რამ ახლა, როცა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ კი არა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ჩემი კვლე­ვა-ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, იმე­დი ნელ-ნელა იშ­რი­ტე­ბა.

- მახ­სოვს, მე­უღ­ლემ გი­თხრა, "რო­დე­საც ამ იმედს და­კარ­გავ", მა­შინ იპო­ვიო...

- ძა­ლით დავ­კარ­გო იმე­დი? ამ­ბა­ვი არ ნელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, იმე­დი მე­წუ­რე­ბა.

- რო­გო­რია, როცა ოჯა­ხის­თვის ნაშ­ვი­ლე­ბი ხარ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გრძნო­ბაა?

- აქ ერ­თმა­ნეთს ორი ემო­ცია ეჯა­ხე­ბა - ერთი მად­ლი­ე­რე­ბის ჩემი მშობ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც აღ­მზარ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­დეს ჩემს გაზ­რდა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში და მე­ო­რე ემო­ცია, ტკი­ვი­ლი, წყე­ნა იმ მშობ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ეს არ გა­ა­კე­თეს. კი მე­უბ­ნე­ბი­ან, რა იცი, რა მოხ­და და ნუ ხარ ნა­წყე­ნიო. ნა­წყე­ნი ვარ იმი­ტომ, რომ მათ ჩემ­თვის არ იბ­რძო­ლეს... არა­ვინ იცის, მა­შინ რა დრო იყო და რის გავ­ლა მო­უ­წი­ათ. მაგ­რამ ჩემი თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვუ­ყუ­რებ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის მო­სა­ძებ­ნად რამ­დე­ნი რამ გა­ვა­კე­თე, უბ­რა­ლოდ, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ეს ყვე­ლაფ­რი მე შევ­ძე­ლი. მან კი არა­ფე­რი, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­წყე­ნია.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა ის გარ­დაც­ვლი­ლი იყოს?

- ალ­ბათ ასე­ცაა, მაგ­რამ ვი­ღაც ახ­ლო­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვი, ცო­ცხა­ლი რო­გორ არ არის?

- ე.ი. ვი­ღაც რა­ღა­ცას მა­ლავს..

- სა­ვა­რა­უ­დოდ.

ერთ-ერთი უცხო­უ­რი მე­დი­ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძესთნ

- ვინც გაგ­ზარ­და, მათ­თვის რო­გო­რი შვი­ლი იყა­ვი?

- ალ­ბათ არ ვი­ყა­ვი ისე­თი შვი­ლი, რო­გო­რე­ბიც ისი­ნი ჩვენ­თვის იყ­ვნენ. მათ სი­ცო­ცხლე­ში რომ მცოდ­ნო­და, აყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი, ამაგს ას­მა­გად გა­და­ვიხ­დი­დი, მაგ­რამ ვერ­ცერ­თი შვი­ლი ვერ იხ­დის მშობ­ლის ამაგს. ვერ­ცერ­თი ვერ გა­მო­ხა­ტავს სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას ისე, რო­გორც ამას მშობ­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ხე­ლის გულ­ზე ერ­ბოკ­ვერ­ცხს შვი­ლე­ბი დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით ვერ აკე­თე­ბენ. ამი­ტომ, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა მაქვს, რომ მცოდ­ნო­და, ამ­ხე­ლა რა­ღაც გა­ა­კე­თეს ჩემ­თვის, 1000-მა­გად და­ვა­ფა­სებ­დი. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ ვა­ფა­სებ­დი.

- რას ეტყო­დი შენს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს და მას, ვინც, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით, შენ­ზე უარი თქვა?

- მად­ლო­ბას, მაგ­რამ მათ, ვინც დამთმო, ვე­ტყო­დი, რომ დე­და­ჩემს ასე ფარ-ხმლის დაყ­რა არ ეკად­რე­ბო­და. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა მი­ზე­ზით მოხ­და ჩემი გაშ­ვი­ლე­ბა, ჩემი თავი მო­პა­რეს, ვი­ღა­ცის და­ძა­ლე­ბით გა­მაშ­ვი­ლეს, თუ სხვა. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოვ­ჩნდი.

- შენი უფ­რო­სი შვი­ლი სან­დრო, ალ­ბათ, ამ საქ­მე­ში ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ხე­დუ­ლია. რას გე­უბ­ნე­ბა?

- კი­დევ ვერ იპო­ვე? მოდი სახ­ლში... სან­დრო დი­დად არ გა­ნიც­დის ამ ფაქტს, რად­გან მის­თვის დე­და­ჩე­მი ყვე­ლა­ფე­რი იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. პა­ტა­რე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ ამ ყვე­ლა­ფერს და სან­დროც ამ ამ­ბავს სიმ­ძაფ­რით ვერ აღიქ­ვამს... ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ვი­ღაც, სა­დღაც, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი როცა იგებს, რომ აყ­ვა­ნი­ლია, ან მას შვი­ლი აკ­ლია, პირ­ვე­ლი, ვი­საც უკავ­შირ­დე­ბა, მე ვარ. გარ­და ამი­სა, გუ­შინ­წინ გა­და­ცე­მა გა­ვი­და, ამე­რი­კა­ში მო­პა­რულ­მა ბიჭ­მა დედა რო­გორ იპო­ვა. გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი კი გა­ი­კე­თა და შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი იპო­ვა, მაგ­რამ მან უთხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ჯგუ­ფი „ვე­ძებ,“ და­უ­კავ­შირ­დი და და­გეხ­მა­რე­ბი­ა­ნო. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი რა­მაა.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- მოკ­ლედ გახ­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმე­დი, და­საყ­რდე­ნი, დამ­ხმა­რე....

- ეს მეც არ მე­გო­ნა... ამ ყვე­ლაფ­რი­დან რა დას­კვნაც შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნო, ისაა, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბის დროს დე­დე­ბი სრულ სიბ­ნე­ლე­ში, მორ­ჩი­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. დე­დებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბავ­შვი მო­უკ­ვდათ, რომ შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ და ამას მარ­ტი­ვად ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ... ეს თა­ვის­თა­ვად იმას ნიშ­ნავს, რომ მა­შინ სის­ტე­მა ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მო­წყო­ბი­ლი და არა ხალ­ხის­თვის. ეს დე­დე­ბი რე­ა­ლუ­რად დღეს გა­მო­ფხიზ­ლდნენ და ბრძო­ლა იმის­თვის უწევთ, რის­თვი­საც 30-35 წლის წინ ვერ იბ­რძო­ლეს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი ყვე­ლამ იპო­ვოს, მაგ­რამ იმ წლებს ხომ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი აა­ნა­ზღა­უ­რებს, რაც მათ შვი­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რეს.

- რას ელო­დე­ბი 2024 წლის­გან?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რას. მგო­ნია, რომ მე­ო­რე „აფეთ­ქე­ბა“ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქე­დან და­ი­წყე­ბა. იმი­ტომ, რომ უკვე მაქვს სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვთან­ხმდე­ბი, რად­გან BBC-ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, ჯერ ფილ­მი გა­ვი­დეს და ამა თუ იმ სა­კი­თხზე შემ­დგომ მოხ­დეს სხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­და­ნაა. ვნა­ხოთ, ამ ყვე­ლა­ფერს მას მერე გან­ვი­ხი­ლავ, რაც ფილ­მი გავა და რა­ღა­ცებს ხმა­მაღ­ლაც ვი­ტყვი. მთა­ვა­რი, რა­საც ვი­სურ­ვებ, არის იმას მი­ვაღ­წი­ოთ, რა­სავ ვი­თხოვთ, ანუ კა­ნო­ნის შეც­ვლას. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რი. სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რი არის ფურ­ცე­ლი, რო­მე­ლიც დგე­ბო­და და დგე­ბა და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მამ­დე. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რი, მაგ­რამ მისი ნახ­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს, მათ შო­რის, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, - არა­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერთ მო­ქა­ლა­ქეს. ამის ახ­სნა ისაა, მე რომ გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ვარ, მე რომ ჩემს სა­აქ­ტო ჩა­ნა­წერ­ზე წვდო­მა არ მაქვს, არც შენ უნდა გქონ­დეს. მიმ­დი­ნა­რე სა­აქ­ტო ჩა­ნა­წე­რის ამო­ნა­წერს კი მოგ­ცე­მენ, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა და­რე­გის­ტრირ­დე­ბა. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა გაშ­ვი­ლე­ბულ ბავ­შვს ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს.

- ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელ­ზე?

- არ ვი­თხოვთ იმას, გვი­თხრან, ვინ არი­ან ჩვე­ნი მშო­ბე­ლი, ვი­თხოვთ, გვი­თხრან, რო­დის? სად და­ვი­ბა­დეთ და რა გვა­რე­ბი ვართ. იქ­ნებ ამას რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ვაღ­წი­ოთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რას ელო­დე­ბი 2024 წლის­გან?
0

... კიდო... მენდალს!

ლილუ
1

აქედან დასკვნა. უშვილო შვილებმა არც იფიქროთ ბავშვის აყვანა.!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საოცარი სტრესის ფონზე დავიწყე ჩემი წარმომავლობის ძიება, ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - როგორ გახდა თამუნა მუსერიძე უამრავი ოჯახის იმედი და რით მოხიბლა BBC?

"საოცარი სტრესის ფონზე დავიწყე ჩემი წარმომავლობის ძიება, ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - როგორ გახდა თამუნა მუსერიძე უამრავი ოჯახის იმედი და რით მოხიბლა BBC?

2023 წელს "ფეისბუქის" პოპულარული ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებლის, ჟურნალისტის თამუნა მუსერიძის საქმიანობით BBC დაინტერესდა და თამუნას დახმარებით, საქართველოში დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმის პრემიერა იანვრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი... ამასთან, თამუნა მუსერიძე მიმდინარე წელს BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.

- ყველაფერი შარშან დეკემბერში დაიწყო, როდესაც BBC-ის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადამღებ ჯგუფს საქართველოში გაშვილებასთან დაკავშირებით სიუჟეტის გაკეთება უნდოდა. მათ ტყუპი გოგოს ისტორია უნახავთ, რის შემდეგ მომმართეს. თუმცა თავადაც მოძიებული ჰქონდათ და სხვადასხვა სახის კვლევა ჩატარებული, საქართველოში ამ კუთხით წლების წინ რაც ხდებოდა. გადაწყვეტილი იყო, დიდი დოკუმენტური ფილმის გადაღება. ეს ნამუშევარი მაქსიმუმ 3 კვირაში გამოვა, რომლის გადაღება დაახლოებით 10 თვე მიმდინარეობდა... ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, წესით, კარგი უნდა გამოვიდეს.

- 2023 წელს BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდი. გილოცავ.

- მადლობა, ოღონდ, ამ გავლენიან ქალში ის კი არ იგულისხმება, რომ ვიღაცაზე მაქვს გავლენა, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ მოვლენაზე მოვახდინე გავლენა. ეს მოვლენა არა მარტო იმ ადამიანის ქვეყანაში გახდა ინტერესის ობიექტი, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

- სასიხარულო ისიც არის, რომ ამ 100-გავლენიან ქალს შორის ქართველი აქამდე არ ყოფილა...

- ისე მოხდა, რომ საქართველოდან პირველი ვარ. რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. მით უმეტეს, როცა საოცარი სტრესის ფონზე დავიწყე ჩემი წარმომავლობის ძიება. როცა ნათესავებისა და ახლობლებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც მაკრიტიკებდა, მიუღებელი იყო ჩემი საქციელი. ამბობდნენ, რომ სამარცხვინო ნაბიჯი გადავდგი, ოჯახი შევარცხვინე და ა.შ. თუმცა ალბათ, ეს ყველაფერი ღირდა.

- თქვენმა სოციალურმა ჯგუფმა, შენმა აქტივობამ ბევრ ადამიანს დიდი სიხარული მიანიჭა - ადამიანებს ერთმანეთი აპოვნინა...

- ეს ჯგუფი უკვე იმხელაა, ვიღაც რომ შემოდის და დაწერს, ამა და ამ პიროვნებას ვეძებო, ვიღაც მიუწერს, ჩემი ახლობელიაო და უკვე ჩვენი ჩარევის გარეშე ერთმანეთს თავადვე უკავშირდებიან. მოვახერხეთ და საძიებო სისტემა ავტომატური გავხადეთ, რაც საქართველოში პირველი საძიებო სისტემაა... დაახლოებით 800 ოჯახია, რომელთაც ერთმანეთი მოძებნეს... თუმცა აქ არ ითვლება ის ხალხი, ვინც ტესტებით იპოვა. იგულისხმება ისინი, ვინც ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ ჩვენგან დამოუკიდებლად მოიპოვა.

- თავად რას გრძნობ ასეთ დროს?

- ალბათ, სიამაყეს. ჩემი გოგოებით ვამაყობ, რომლებმაც ჩემსავით ყველაფერი გვერდზე გადადეს... მარტოს გამიჭირდებოდა.

- ამდენი რამ შეძელი და ეს საქმე რისთვისაც დაიწყე, იმას ჯერ ვერ მიაგენი...

- ცხოვრებაში ყველაფერი, ვფიქრობ, კანონზომიერია. რაღაცის გამო რაღაც უნდა დათმო. ისე გამოვიდა, რომ ვერ მივიღე ის, რაც მინდოდა, მაგრამ მივიღე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი.

- გაქვს იმედი, რომ ოდესმე მიიღებ იმას, რაც გინდოდა და გინდა?

- არ ვიცი, აქამდე ძალიან შემართულად ვიყავი, დიდი იმედი მქონდა და მეგონა, აქამდე მის ყურამდე მიღწეული არ იყო, მაგრამ ახლა, როცა მთელმა საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ გაიგო ჩემი კვლევა-ძიების შესახებ, იმედი ნელ-ნელა იშრიტება.

- მახსოვს, მეუღლემ გითხრა, "როდესაც ამ იმედს დაკარგავ", მაშინ იპოვიო...

- ძალით დავკარგო იმედი? ამბავი არ ნელდება, უბრალოდ, იმედი მეწურება.

- როგორია, როცა ოჯახისთვის ნაშვილები ხარ. განსხვავებული გრძნობაა?

- აქ ერთმანეთს ორი ემოცია ეჯახება - ერთი მადლიერების ჩემი მშობლების მიმართ, რომლებმაც აღმზარდეს და ყველაფერი ჩადეს ჩემს გაზრდაში, განათლებაში და მეორე ემოცია, ტკივილი, წყენა იმ მშობლების მიმართ, რომლებმაც ეს არ გააკეთეს. კი მეუბნებიან, რა იცი, რა მოხდა და ნუ ხარ ნაწყენიო. ნაწყენი ვარ იმიტომ, რომ მათ ჩემთვის არ იბრძოლეს... არავინ იცის, მაშინ რა დრო იყო და რის გავლა მოუწიათ. მაგრამ ჩემი თავიდან გამომდინარე, რომ ვუყურებ, ბიოლოგიური დედის მოსაძებნად რამდენი რამ გავაკეთე, უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფრი მე შევძელი. მან კი არაფერი, ეს ჩემთვის ძალიან საწყენია.

- ხომ შეიძლება ის გარდაცვლილი იყოს?

- ალბათ ასეცაა, მაგრამ ვიღაც ახლობელი, ნათესავი, ცოცხალი როგორ არ არის?

- ე.ი. ვიღაც რაღაცას მალავს..

- სავარაუდოდ.

ერთ-ერთი უცხოური მედიის გადამღები ჯგუფი თამუნა მუსერიძესთნ

- ვინც გაგზარდა, მათთვის როგორი შვილი იყავი?

- ალბათ არ ვიყავი ისეთი შვილი, როგორებიც ისინი ჩვენთვის იყვნენ. მათ სიცოცხლეში რომ მცოდნოდა, აყვანილი ვიყავი, ამაგს ასმაგად გადავიხდიდი, მაგრამ ვერცერთი შვილი ვერ იხდის მშობლის ამაგს. ვერცერთი ვერ გამოხატავს სიყვარულს და პატივისცემას ისე, როგორც ამას მშობლები იმსახურებენ. ხელის გულზე ერბოკვერცხს შვილები დედისგან განსხვავებით ვერ აკეთებენ. ამიტომ, დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ მცოდნოდა, ამხელა რაღაც გააკეთეს ჩემთვის, 1000-მაგად დავაფასებდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვაფასებდი.

- რას ეტყოდი შენს გარდაცვლილ მშობლებს და მას, ვინც, ნებისმიერი მიზეზით, შენზე უარი თქვა?

- მადლობას, მაგრამ მათ, ვინც დამთმო, ვეტყოდი, რომ დედაჩემს ასე ფარ-ხმლის დაყრა არ ეკადრებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გაშვილება, ჩემი თავი მოპარეს, ვიღაცის დაძალებით გამაშვილეს, თუ სხვა. მათგან განსხვავებით, მე მებრძოლი ადამიანი აღმოვჩნდი.

- შენი უფროსი შვილი სანდრო, ალბათ, ამ საქმეში ნაწილობრივ ჩახედულია. რას გეუბნება?

- კიდევ ვერ იპოვე? მოდი სახლში... სანდრო დიდად არ განიცდის ამ ფაქტს, რადგან მისთვის დედაჩემი ყველაფერი იყო. ძალიან უყვარდა. პატარები ვერ აღიქვამენ ამ ყველაფერს და სანდროც ამ ამბავს სიმძაფრით ვერ აღიქვამს... ჩემთვის მთავარია, ვიღაც, სადღაც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ქართველი როცა იგებს, რომ აყვანილია, ან მას შვილი აკლია, პირველი, ვისაც უკავშირდება, მე ვარ. გარდა ამისა, გუშინწინ გადაცემა გავიდა, ამერიკაში მოპარულმა ბიჭმა დედა როგორ იპოვა. გენეტიკური ტესტი კი გაიკეთა და შორეული ნათესავი იპოვა, მაგრამ მან უთხრა, საქართველოში არის ჯგუფი „ვეძებ,“ დაუკავშირდი და დაგეხმარებიანო. ეს ჩემთვის უდიდესი რამაა.

მეუღლესთან ერთად

- მოკლედ გახდი ადამიანებისთვის იმედი, დასაყრდენი, დამხმარე....

- ეს მეც არ მეგონა... ამ ყველაფრიდან რა დასკვნაც შემიძლია გამოვიტანო, ისაა, რომ კომუნისტური წყობის დროს დედები სრულ სიბნელეში, მორჩილებაში ცხოვრობდნენ. დედებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი მოუკვდათ, რომ შვილის ნახვის უფლება არ ჰქონდათ და ამას მარტივად ემორჩილებოდნენ... ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ხალხის წინააღმდეგ იყო მოწყობილი და არა ხალხისთვის. ეს დედები რეალურად დღეს გამოფხიზლდნენ და ბრძოლა იმისთვის უწევთ, რისთვისაც 30-35 წლის წინ ვერ იბრძოლეს, რაც ძალიან ცუდია. შეიძლება შვილი ყველამ იპოვოს, მაგრამ იმ წლებს ხომ ვერავინ და ვერაფერი აანაზღაურებს, რაც მათ შვილების გარეშე გაატარეს.

- რას ელოდები 2024 წლისგან?

- აღნიშნული ფილმის პრემიერას. მგონია, რომ მეორე „აფეთქება“ ჩემთან დაკავშირებით აქედან დაიწყება. იმიტომ, რომ უკვე მაქვს სხვადასხვა სახის შემოთავაზება, სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯერჯერობით არ ვთანხმდები, რადგან BBC-ის მთავარი მოთხოვნაა, ჯერ ფილმი გავიდეს და ამა თუ იმ საკითხზე შემდგომ მოხდეს სხვებთან დაკავშირება. შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებიდანაა. ვნახოთ, ამ ყველაფერს მას მერე განვიხილავ, რაც ფილმი გავა და რაღაცებს ხმამაღლაც ვიტყვი. მთავარი, რასაც ვისურვებ, არის იმას მივაღწიოთ, რასავ ვითხოვთ, ანუ კანონის შეცვლას. ყველა ადამიანს აქვს სააქტო ჩანაწერი. სააქტო ჩანაწერი არის ფურცელი, რომელიც დგებოდა და დგება დაბადების მოწმობის გაცემამდე. ყველას აქვს თავისი სააქტო ჩანაწერი, მაგრამ მისი ნახვის უფლება არავის აქვს, მათ შორის, თითოეულ ჩვენგანს, - არავის, საქართველოს არცერთ მოქალაქეს. ამის ახსნა ისაა, მე რომ გაშვილებული ვარ, მე რომ ჩემს სააქტო ჩანაწერზე წვდომა არ მაქვს, არც შენ უნდა გქონდეს. მიმდინარე სააქტო ჩანაწერის ამონაწერს კი მოგცემენ, მას შემდეგ, რაც ახალი დაბადების მოწმობა დარეგისტრირდება. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა გაშვილებულ ბავშვს ჰქონდეს უფლება, საკუთარ თავზე ინფორმაცია მიიღოს.

- ბიოლოგიურ მშობელზე?

- არ ვითხოვთ იმას, გვითხრან, ვინ არიან ჩვენი მშობელი, ვითხოვთ, გვითხრან, როდის? სად დავიბადეთ და რა გვარები ვართ. იქნებ ამას რაღაცნაირად მივაღწიოთ.

წაიკითხეთ ასევე: