მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს საქართველოზე"
"ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს საქართველოზე"

ჩვე­ნი სტუ­მა­რია სა­ქარ­თვე­ლოს გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი რუ­სუ­დან ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქარ­თვე­ლი გი­დე­ბი სტუმ­რებს მარ­ტო ხინ­კალ­სა და ხა­ჭა­პურს კი არ ვთა­ვა­ზობთ, ვცდი­ლობთ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა არა­ერ­თხელ მო­უნ­დეთ. იყო გიდი, ნიშ­ნავს, რომ შენი ქვეყ­ნის ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, კულ­ტუ­რა, ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­დე. მე ეს არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ვარ. სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი გა­ვი­ა­რე, გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე და ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის გიდი ვარ. ვინც ამ სფე­რო­შია, უმე­ტე­სო­ბის­თვის გი­დო­ბა მე­ო­რე პრო­ფე­სი­აა. ჩვე­ნი პრო­ფე­სია მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის და გე­ოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნას არ მო­ი­თხოვს, მას ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც სჭირ­დე­ბა, რად­გან ბევ­რნა­ირ ადა­მი­ან­თან გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა­ფერს ტუ­რის­ტის თვა­ლით უნდა უყუ­რო. მათ ყვე­ლა თე­მა­ზე უნდა ესა­უბ­რო და სი­მარ­თლე აუხ­სნა, რად­გან ზო­გი­ერთს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი გი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-3 წლის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ და კაც­მა არ იცის, რას ეუბ­ნე­ბი­ან ტუ­რის­ტებს...

აზი­ე­ლებს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ ჩვე­ნი ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა - ისი­ნი აქ იაფი დას­ვე­ნე­ბის და კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლოს გამო ჩა­მო­დი­ან. ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­კა­დი ევ­რო­პი­დან და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან მო­დის. ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან: მა­ო­ცე­ბენ ინ­ტე­ლექ­ტით, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სით და სიყ­ვა­რუ­ლით... ლიტ­ვე­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი მყავ­და, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი იცოდ­ნენ, რომ ვკი­თხე, სა­ი­დან და რო­გორ ის­წავ­ლეთ-მეთ­ქი, სკო­ლი­და­ნო, მი­პა­სუ­ხეს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სკო­ლის პროგ­რა­მა­ში იყო შე­ტა­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მოკ­ლე ის­ტო­რია. ამი­ტომ შუ­ახ­ნის ხალ­ხმა ბევ­რი რამ იცის სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფე­ბი შე­მო­დი­ან შუა აზი­ი­და­ნაც - ძი­რი­თა­დად, ყა­ზა­ხე­ბი და უზ­ბე­კე­ბი. ისეთ ამ­ბებს მე­კი­თხე­ბი­ან, მიკ­ვირს. რამ­დე­ნი­მემ არ­მა­ზის, ბა­გი­ნე­თი­სა და ძვე­ლი მცხე­თის ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვი­ყე­ვიო, მთხო­ვა. ჩვე­ნი ის­ტო­რია იმ­დე­ნად კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ერთი ტური ვა­ჩუ­ქე - არ­მა­ზიც და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე და ბა­გი­ნე­თიც. გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
4

და რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებას?ეს ულტრა ლიბერალიზმი სრულ კრახამდე მიგვიყვანს,ასეთი რამ ლიბერალურ ევროპაშიც კი არ ხდება,მაინც და მაინც გვინდა რომ ყველამ ბანანის რესპუბლიკა დაგვიძახოს?? :)

ნინა
8

წელს სტუმარი მყავდა და საექსკურსიო ავტობუსით ვისარგებლეთ.გიდი,გარდა იმისა,რომ ისტორიულ ფაქტებსა და თარიღებს ურევდა(ჩავუსწორე,რაზეც მიპასუხა,ხვალ მაინც არ ემახსოვრებათო არაფერი),მიშას აღმშენებლობაზე კითხულობდა ლექციებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს საქართველოზე"

"ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს საქართველოზე"

ჩვენი სტუმარია საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი რუსუდან ჯაფარიძე, რომელიც ამ საინტერესო პროფესიაზე გვესაუბრება:

- ქართველი გიდები სტუმრებს მარტო ხინკალსა და ხაჭაპურს კი არ ვთავაზობთ, ვცდილობთ ჩვენი მეგობრები გახდნენ და საქართველოში სტუმრობა არაერთხელ მოუნდეთ. იყო გიდი, ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, ზედმიწევნით კარგად იცოდე. მე ეს არ გამჭირვებია, რადგან პროფესიით ისტორიკოსი ვარ. სპეციალური კურსი გავიარე, გამოცდებიც ჩავაბარე და ახლა საერთაშორისო სტანდარტის გიდი ვარ. ვინც ამ სფეროშია, უმეტესობისთვის გიდობა მეორე პროფესიაა. ჩვენი პროფესია მხოლოდ ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნას არ მოითხოვს, მას ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება, რადგან ბევრნაირ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, ყველაფერს ტურისტის თვალით უნდა უყურო. მათ ყველა თემაზე უნდა ესაუბრო და სიმართლე აუხსნა, რადგან ზოგიერთს ჩვენს ქვეყანაზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ბოლო წლებში ძალიან მომრავლდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული გიდები, რომლებიც საქართველოში 2-3 წლის წინ ჩამოვიდნენ და კაცმა არ იცის, რას ეუბნებიან ტურისტებს...

აზიელებს ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი ისტორია და კულტურა - ისინი აქ იაფი დასვენების და კარგი სამზარეულოს გამო ჩამოდიან. ყველაზე ინტელექტუალური ნაკადი ევროპიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან მოდის. ყველაზე სასიამოვნო ტურისტული ჯგუფები ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოდიან: მაოცებენ ინტელექტით, ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესით და სიყვარულით... ლიტველი ექიმების ჯგუფი მყავდა, ქართული ანბანი იცოდნენ, რომ ვკითხე, საიდან და როგორ ისწავლეთ-მეთქი, სკოლიდანო, მიპასუხეს. საბჭოთა პერიოდში სკოლის პროგრამაში იყო შეტანილი თითოეული რესპუბლიკის მოკლე ისტორია. ამიტომ შუახნის ხალხმა ბევრი რამ იცის საქართველოზე. ძალიან კარგი ჯგუფები შემოდიან შუა აზიიდანაც - ძირითადად, ყაზახები და უზბეკები. ისეთ ამბებს მეკითხებიან, მიკვირს. რამდენიმემ არმაზის, ბაგინეთისა და ძველი მცხეთის ისტორიაზე მოგვიყევიო, მთხოვა. ჩვენი ისტორია იმდენად კარგად იცოდნენ, რომ ერთი ტური ვაჩუქე - არმაზიც დავათვალიერებინე და ბაგინეთიც. გააგრძლეთ კითხვა