საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი
ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი

ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და პო­ლი­ტი­კით ვაჭ­რო­ბა, ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი და მო­ო­ლი­გარ­ქო ტი­პა­ჟი კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ყვე­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჩემს მიერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი პოსტ სა­არ­ჩევ­ნო პარტნი­ო­რი , - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, მისი გეგ­მა ჩემი გეგ­მა გა­ცხა­დე­ბუ­ლია, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ექ­ნე­ბათ ყრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ა­ფუძ­ნებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს აუ­ცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს უახ­ლო­ეს არ­ჩევ­ნებ­ზე.

"იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც ხან ოპო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა, ხან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ა.შ. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია და ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და პო­ლი­ტი­კით ვაჭ­რო­ბა, ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი და მო­ო­ლი­გარ­ქო ტი­პა­ჟი კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ყვე­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი პოსტ სა­არ­ჩევ­ნო პარტნი­ო­რი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი გეზი, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გე­ბა ყვე­ლა იმ პრინ­ცი­პე­ბი­სად­მი ერ­თგულ სუ­ბი­ექ­ტებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მე­ლიც უკვე ჩა­მოვ­თვა­ლე“ , - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ

მან უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხე­დავს, თუ არა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან თან­ხვედ­რას.

"მე უკვე ჩა­მოვ­თვა­ლე და მკა­ფი­ოდ ვთქვი, პოსტ სა­არ­ჩევ­ნო ყვე­ლა იმ სუ­ბი­ექტთან, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ვგუ­ლის­ხმობ, პო­ლი­ტი­კოს­თან ვის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბით და პო­ლი­ტი­კით ვაჭ­რო­ბა,ოლი­გარ­ქი­უ­ლი ძირ­გა­მომ­პა­ლი სის­ტე­მა, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეროვ­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა, ვის­თვი­საც ცი­ვი­ლი­ზა­ცია და­სავ­ლე­თი­დან მო­დის და არა, მა­გა­ლი­თად, კი­ში­ნი­ო­ვი­დან, ყვე­ლა ასეთ ადა­მი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პოსტ სა­არ­ჩევ­ნო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლო­დი­ნებს, რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ის იმე­დოვ­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა სტა­ტუსს მი­ი­ღებს.

"იმე­დი მაქვს,რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად, ქვე­ყა­ნა, სა­ხელ­მწი­ფო მი­ვი­ღებთ და ამით მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს წინ გა­დავ­დგამთ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ. თუმ­ცა, ეს, რა თქმა უნდა, ვე­რა­ფე­რია ჯერ­ჯე­რო­ბით იმ დიდ მიზ­ნამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე,რო­მელ­საც ჰქვია ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და სრულ­ყო­ფი­ლი წევ­რო­ბა. ამის შემ­დეგ უნდა გახ­ნას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე დის­კუ­სია. მე უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა,რო­მე­ლიც ას­ხი­ვებს სა­პი­რის­პი­როს, ან­ტი­და­სავ­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენს მთელ რიგ ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან ევ­რო­პულ და ეროვ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გახ­დე ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ყო­ფი­ლი წევ­რი. ამი­ტომ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ნაც­ვლდეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყა­სი­დად სა­უბ­რობს, ჩემი შე­ფა­სე­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, დე­მოკ­რა­ტი­ულ, ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. იმე­დი მაქვს, რომ ხვალ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვი­ცით, რომ ეს ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით და არ იმ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თით­ქმის ერთი წე­ლი­წა­დია შე­სას­რუ­ლებ­ლად უკვე აქვს“ , - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
13

ნიკა მელია ძალიან კარგი ადამიანია. მჯერა ბევრს მიაღწევს

natia
1

ინტერვიუდან:- ,,ვის­თვი­საც ცი­ვი­ლი­ზა­ცია და­სავ­ლე­თი­დან მო­დის და არა, მა­გა­ლი­თად, კი­ში­ნი­ო­ვი­დან" :-) სავარაუდოდ რუსეთის რომელიმე ქალაქის დასახელება უნდოდა და შეცდომით მოლდავეთი დაასახელა. ამან არც გეოგრაფია იცის და არც პოლიტიკა, თორემ სწორედ დასავლეთი მიიჩნევს მოლდოვეთს ჩვენზე პოგრესულად და დასავლურად (მისცეს უკვე კანდიდატის სტატუსი). საქართველოში არ მეგულება ადამიანი ვისაც ცივილიზაციის საწყისად კიშინივი მიაჩნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი

ვის განიხილავს ნიკა მელია პოლიტიკურ პარტნიორებად - რას აცხადებს პოლიტიკოსი

ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი ჩემს მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას განმარტებით, მისი გეგმა ჩემი გეგმა გაცხადებულია, უახლოეს პერიოდში ექნებათ ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გადამწყვეტ, მნიშვნელოვან როლს აუცილებლად ითამაშებს უახლოეს არჩევნებზე.

"იქნება ტრადიციული პოლიტიკური პარტია, რომელიც ხან ოპოზიციაში იქნება, ხან ხელისუფლებაში და ა.შ. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია და ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და სტრატეგიული მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა შედგება ყველა იმ პრინციპებისადმი ერთგულ სუბიექტებთან, ადამიანებთან, რომელიც უკვე ჩამოვთვალე“ , - განაცხადა მელიამ

მან უპასუხა კითხვას, ხედავს, თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანხვედრას.

"მე უკვე ჩამოვთვალე და მკაფიოდ ვთქვი, პოსტ საარჩევნო ყველა იმ სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, პოლიტიკოსთან ვისთვისაც მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკოსებით და პოლიტიკით ვაჭრობა,ოლიგარქიული ძირგამომპალი სისტემა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ფასეულობა, ვისთვისაც ცივილიზაცია დასავლეთიდან მოდის და არა, მაგალითად, კიშინიოვიდან, ყველა ასეთ ადამიანთან თანამშრომლობა პოსტ საარჩევნო იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებს, როგორც მელიამ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

"იმედი მაქვს,რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენ ყველა ერთად, ქვეყანა, სახელმწიფო მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ვერაფერია ჯერჯერობით იმ დიდ მიზნამდე მისასვლელ გზაზე,რომელსაც ჰქვია ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და სრულყოფილი წევრობა. ამის შემდეგ უნდა გახნას გაწევრიანების თაობაზე დისკუსია. მე უბრალოდ, წარმოუდგენლად მიმაჩნია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება,რომელიც ასხივებს საპირისპიროს, ანტიდასავლურ დამოკიდებულებას იჩენს მთელ რიგ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ევროპულ და ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით და ასეთი ხელისუფლების პირობებში გქონდეს შესაძლებლობა გახდე ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი. ამიტომ, დემოკრატიული ოპოზიციური ძალების მიერ აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ხელისუფლება, რომელიც ყასიდად საუბრობს, ჩემი შეფასებით, მხოლოდ და მხოლოდ, დემოკრატიულ, ევროპულ ფასეულობებზე. იმედი მაქვს, რომ ხვალ მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ეს ძირითადად განპირობებულია გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და არ იმ 12 პუნქტის შესრულებით, რომელიც "ქართულ ოცნებას“ თითქმის ერთი წელიწადია შესასრულებლად უკვე აქვს“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.