კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები - "ეს იყო ნამდვილი ომი..."
ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები - "ეს იყო ნამდვილი ომი..."

2018 წელს, უფა­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სამ­მა ოფი­ცერ­მა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რო­მე­ლიც იქ გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. ეს გახ­და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში. გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვა იმ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ის­გან შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­ნიც­დი­და. და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო არა­ერთ შემ­ზა­რავ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში. BBC-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გო­გო­ნა ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და ეს ხუთი წელი და რა და­ეხ­მა­რა მას გა­დარ­ჩე­ნა­ში.

  • 2018 წლის ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს რუ­სულ მე­დი­ა­ში უფას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნაც და ბრალ­დე­ბუ­ლიც შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

23 წლის გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვამ მუ­შა­ო­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო, მაგ­რამ თვე­ნა­ხე­ვარ­ში სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - ქა­ლაქს უფას და კარ­მას­კა­ლინ­სკის ოლ­ქე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ედუ­არდ მატ­ვე­ე­ვი და სა­ლა­ვატ გა­ლი­ე­ვი და უფას რა­ი­ო­ნის მიგ­რა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პა­ველ ია­რომ­ჩუ­კი. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი 51 წლის იყო, უმ­ცრო­სი 34 წლის.

”მე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მა­მა­ცი ქალი, ალ­ბათ, არ ვი­ჩივ­ლებ­დი”, - ამ­ბობს გულ­ნა­ზი და იქვე დას­ძენს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რა ელო­და მას.

უფას საქ­მე რუ­სეთ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვად იქცა. თა­ვად გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვა ამას იმით ხსნის, რომ ინ­ცი­დენ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, გარ­და ამი­სა, ქა­ლის მამა რე­გი­ო­ნუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, რაც მე­დი­ის­თვის სწრა­ფად გახ­და ცნო­ბი­ლი.

სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სი ოთხი წელი გაგ­რძელ­და. ფა­თხლის­ლა­მო­ვამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა - ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსხვერ­პლი იყო.

ქალი ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად არ და­კავ­ში­რე­ბია, მაგ­რამ პრე­სამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მსხვერ­პლით მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და.

"ჩემს შე­სა­ხებ უამ­რა­ვი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. მახ­სოვს, და­ბეჭ­დეს ინ­ტერ­ვიუ ერთ-ერთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ინ­სტი­ტუ­ტი­დან მიც­ნობ­და, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ამ­ბობ­და, „ის ისე­თი ამ­პარ­ტა­ვა­ნია, ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და სა­ერ­თო ენას ბი­ჭებ­თან. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­ეძ­ლო ამის თქმა. ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად ალო­გი­კუ­რი იყო მსგავ­სი შე­და­რე­ბე­ბი“.

ქალი იხ­სე­ნებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს დად­გა და ფაქ­ტობ­რი­ვად ტკბე­ბო­და, იმით რაც მას შე­ემ­თხვა. "უფას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იცი­ან რო­გორ გა­ა­ლა­მა­ზონ სა­მუ­შაო ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბი. რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია - გა­შა­ლეთ კარ­გი სუფ­რა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა გულ­ნა­ზი გა­ა­ფორ­მებს“, - ასე იწყე­ბო­და ერთ-ერთი სტა­ტია. საქ­მეს ძი­რი­თა­დად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც „პო­ლი­ცი­ის სექს-სკან­და­ლი“. ერთ-ერთ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი ილუსტრი­რე­ბუ­ლი იყო გომ­ბე­შო­სა და გველ­გეს­ლას გა­მო­სა­ხუ­ლი სუ­რა­თით (გა­მო­ცე­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და).

მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იქცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის რე­ი­ტინ­გე­ბის აწე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა და იქ მე­დია არ უშ­ვე­ბენ. ერთ-ერთი პრო­ცე­სის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა ვებ­სა­იტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია: „უფას სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­ფა­ზე და­ხა­ტა, რო­გორ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს იგი“. „უფას კი­როვ­სკის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ კრე­ა­ტი­უ­ლი გა­მოდ­გა, ნა­ხა­ტის ელე­მენ­ტე­ბით“, - ასე იწყე­ბო­და კი­დევ ერთი სტა­ტია სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შე­სა­ხებ.

"ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დავ­დი­ო­დი, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ვცდი­ლობ­დი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემს სი­ტყვებ­ზე“, - ამ­ბობს ფა­თხლის­ლა­მო­ვა.

მას შემ­დე­გაც, რაც 2021 წელს პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­და, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ტონი არ შეც­ვლი­ლა. "გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელს ასო­ბით მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი სურს - გაჩ­ნდა მე­დი­ა­ში სა­თა­უ­რი, რომ ფატხლის­ლა­მო­ვამ შე­ი­ტა­ნას აჩი­ვა­რი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე.

მე­დი­ის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა ანო­ნი­მუ­რო­ბა. მაგ­რამ ული­ა­ნა სკო­ი­ბე­დამ კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­დან - ფატხლის­ლა­მო­ვას ფო­ტო­ე­ბი საც­ვლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის დროს.

ქალი იმ­დე­ნად მძი­მე წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სამ­სა­ხურ­ში არა­ვის აღარ აყავ­და. ”ვცა­დე მოს­კოვ­ში წას­ვლა, მაგ­რამ იქაც მიც­ნეს. ეს კი­დევ ერთი დარ­ტყმა იყო ჩემ­თვის. სი­ტყვი­ე­რად ყვე­ლა მხარს მი­ჭერ­და და ქმე­დე­ბით არა. ისევ უკან დავ­ბრუნ­დი."

"მე­დი­ამ აი­ძუ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­ზე ცუ­დად ეფიქ­რათ და მათ მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას, რად­გან მა­შინ მე არ მქონ­და გამ­ბე­და­ო­ბა და მონ­დო­მე­ბა, რომ რა­ღაც მეთ­ქვა სა­კუ­თარ თავ­ზე", - ამ­ბობს ქალი.

"დიდი როლი ითა­მა­შა იმ ფაქ­ტმა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­კოჰოლს სვამ­დნენ. მე მჯე­რა, რომ მეთ­ქვა, მა­გა­ლი­თად, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ მცე­მეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გი აზრი ჰქონ­და ჩემ­ზე. თუმ­ცა, ისი­ნი არ ეთან­ხმე­ბი­ან იმ ფაქტს, რომ და­მათ­ვრეს“, - გან­მარ­ტავს ფატხლის­ლა­მო­ვა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იმ სა­ღა­მოს, სამ­სა­ხურ­ში იყო, რო­დე­საც უფ­რო­სი კო­ლე­გა მი­უ­ახ­ლოვ­და და უთხრა, რომ ფა­თხლის­ლა­მო­ვას მიგ­რა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მისი უშუ­ა­ლო უფ­რო­სი, ედუ­არდ მატ­ვე­ე­ვი იბა­რებ­და და მის წა­საყ­ვა­ნად კომ­პა­ნი­ის მან­ქა­ნა გაგ­ზავ­ნეს.

"რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე რომ სამი უფ­რო­სი მა­გი­დას­თან ის­ხდნენ შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. ეს ხდე­ბო­და რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში, ჩვენ არ ვი­ყა­ვით რეს­ტო­რან­ში “.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გო­გო­ნას უთხრეს, რომ აღ­ნიშ­ნავ­დნენ "რა­ღაც არარ­სე­ბულ დღე­სას­წა­ულს, კო­მსო­მო­ლის დღეს". სთხო­ვეს ერთი ჭიქა და­ე­ლია.

მატ­ვე­ე­ვი, გა­ლი­ე­ვი და ია­რომ­ჩუ­კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის­თა­ნა­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა, ორი თვის შემ­დეგ, 2019 წლის იან­ვარ­ში, თა­ვად ფატხლის­ლა­მო­ვაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მი­ზე­ზი იყო „პო­ლი­ცი­ე­ლის პა­ტი­ვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა“: ფა­თხლის­ლა­მო­ვას სამ­სა­ხურ­ში ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მათ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ მისი უშუ­ა­ლო უფ­რო­სი აი­ძუ­ლებ­და ამის გა­კე­თე­ბას რა­საც ძა­ლა­დო­ბა მოჰ­ყვა.

საქ­მე არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ფატხლის­ლა­მო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ 600 ათა­სი რუბ­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის, გან­ყო­ფი­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თვის - ინ­სტი­ტუტ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მას ხუთი წელი უნდა ემუ­შა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ებ­ში. სა­სა­მარ­თლო შსს-ს მხა­რი და­უ­ჭი­რა და გო­გო­ნას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ფუ­ლის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­გვა­რად აჩ­ვე­ნებს სხვებს, რომ უმ­ჯო­ბე­სია არ იჩივ­ლოთ, თუ არ გსურთ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­დახ­და“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს იუ­რი­დი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ად­ვო­კატ­მა.

"ნამ­დვილ ომს ჰგავ­და, ვინ ვის და­ა­მარ­ცხებ­და"

სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სი 2021 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გაგ­რძელ­და. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ამ­ტკი­ცებ­და რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.

ჯერ 2019 წელს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ჯგუ­ფურ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და მი­ე­სა­ჯა რე­ა­ლუ­რი ვა­დე­ბი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბაშ­კორ­ტოს­ტა­ნის რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: გა­ლი­ე­ვი და მატ­ვე­ე­ვი გა­ა­მარ­თლეს, ხოლო ია­რომ­ჩუკს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და 4,5 წლამ­დე. თუმ­ცა, 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­მა­რას სა­ერ­თო იუ­რის­დიქ­ცი­ის მე­ექ­ვსე სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე ახა­ლი გან­ხილ­ვის­თვის და­უბ­რუ­ნა ბაშ­კი­რის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს.

შე­დე­გად სა­მი­ვე პო­ლი­ცი­ე­ლი კვლავ დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მატ­ვე­ევ­მა და გა­ლი­ევ­მა შვი­დი წელი მი­უ­სა­ჯეს, ია­რომ­ჩუკს - ხუთ­ნა­ხე­ვა­რი. ცალ­კე სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვეს მი­უ­სა­ჯა ფა­თხლის­ლა­მო­ვას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა 2,9 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით (თუმ­ცა ჯერ არ გა­და­უხ­დი­ათ).

მი­უ­ხე­და­ვად სას­ჯე­ლი­სა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - 2022 წლის აპ­რილ­ში მათ შე­ი­ტა­ნეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სას­ჯე­ლის შეც­ვლის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვლის მო­თხოვ­ნით, რო­მე­ლიც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის კო­ლო­ნი­ა­ში მო­სახ­დელ­თან.

ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის მხა­რე, გო­გო­ნას თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ თა­ვად იყო დამ­ნა­შა­ვე: „ად­ვო­კა­ტებ­მა თქვეს, რომ მიდ­რე­კი­ლი ვი­ყა­ვი ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვის­კენ, რომ ვი­ყა­ვი „სექ­სუ­ა­ლუ­რად გარ­ყვნი­ლი“, ანუ ყვე­ლა მა­მა­კაცს ზედ ვახ­ტე­ბო­დი. ეს ჩემ­თვის შოკი იყო."

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ფა­თხლის­ლა­მო­ვას შემ­თხვე­ვაა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტე­ბი რუ­სეთ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნი­ცა­დეს ძა­ლა­დო­ბის ფარ­თო სპექტრი, ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ამო­რა­ლურ ქცე­ვა­ში ან სვამ­დნენ ალ­კოჰოლს. ისი­ნი ასე­ვე ცდი­ლო­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ამის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად წარ­მო­ჩე­ნას.

სა­ერ­თო ჯამ­ში, რო­გორც ფატხლის­ლა­მო­ვას ად­ვო­კატ­მა ირი­ნა ვა­ლი­ე­ვამ Mediakorset-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცი­ას ათი ად­ვო­კა­ტი ჰყავ­და. ჯამ­ში მათ გო­გო­ნას რვა­ა­სამ­დე შე­კი­თხვა და­უს­ვეს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "ჰკი­თხეს, რო­დის და­ე­წყო მენსტრუ­ა­ცია, ჰქონ­და თუ არა მა­ნამ­დე ანა­ლუ­რი სექ­სი, ჰქონ­და თუ არა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰქონ­და თუ არა სექ­სი ქა­ლებ­თან. ზო­გა­დად, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რომ მო­რა­ლუ­რად გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ იგი“, - თქვა ვა­ლი­ე­ვამ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ნამ­დვილ ომს ჰგავ­და, ვინ ვის და­ა­მარ­ცხებ­და. და მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ჩემი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ან უნ­დო­დათ. მე ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­დე­ქი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ“, - ამ­ბობს ამა­ყად ფატხლის­ლა­მო­ვა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფა­თხლის­ლა­მო­ვას თქმით, მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. მისი მთა­ვა­რი მხარ­და­ჭე­რე­ბი მშობ­ლე­ბი და ად­ვო­კა­ტი ირი­ნა ვა­ლი­ე­ვა იყ­ვნენ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და.

ფა­თხლის­ლა­მო­ვა ახლა 28 წლი­საა. ის ღიად სა­უბ­რობს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ფულს კერ­ძო იუ­რი­დი­უ­ლი პრაქ­ტი­კით შო­უ­ლობს და იღებს ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს. ძა­ლი­ან უყ­ვარს უფა. ასე­ვე ლედი გაგა, ლანა დელ რეი, კეტი პერი, ბრიტ­ნი სპირ­სი, რი­ა­ნა, ბი­ონ­სე და პუ­სი­კეტ დოლ­სი.

"2000-იანი წლე­ბის გან­წყო­ბა მხო­ლოდ ჩე­მია", - გან­მარ­ტავს გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფატხლის­ლა­მო­ვა ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სით სა­უბ­რობს პოპ-მუ­სი­კა­ზე და მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს.

„ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რე­ბის წერა, შე­მიძ­ლია ოც წუთ­ში დავ­წე­რო სიმ­ღე­რა, ეს ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა. მე მჯე­რა, რომ ეს ჩემი სა­ჩუ­ქა­რია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა, ვაღ­მერ­თებ და ყო­ველ­დღე ვუს­მენ. ეს არის ჩემი მხსნე­ლი“, - ამ­ბობს ფატხლის­ლა­მო­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

„კერ­ვა ვიცი. კარ­გად შე­მიძ­ლია ხატ­ვა, მუ­სი­კის კე­თე­ბა. შე­მიძ­ლია გა­სა­ო­ცა­რი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა. შე­მიძ­ლია ელე­გან­ტუ­რად ჩა­ვიც­ვა და გა­ვა­კე­თო ის, რაც მინ­და და ვფიქ­რობ, რომ ამას ვე­რა­ვინ ამიკ­რძა­ლავს და არ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ამ­ბო­ბენ ჩემ­ზე “, - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ფატხლის­ლა­მო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუბილა
0

ასეთი დამ მოხდა კიდევ, პეტრე პირველის დროს. დაწერეთ, დახატეთ, ჩამოაწიკწიკეთ, იქნებ კიდევ ვინმე ქართველმა გაიმეოროს. ვაი თქვენს პატრონს? კი მაგრამ თქვენ ამის გამოაშკარავების უფლება გაქვთ? მაშინ რას ნიშნავს ადამიანის უფლებების შელახვა. დაზარალებულებმა, რომ გიჩივლონ? გაბლატავებულებო, სად დედითქვენისაში შეძვრებით?

დავით
0

ძალადობა ყოვლად გაუმართლებელი და აუცილებლად დასასჯელია!!!!

ვუსურვებ ამ ახალგაზრდა ქალს ყოველუვე საუკეთესოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები - "ეს იყო ნამდვილი ომი..."

ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები - "ეს იყო ნამდვილი ომი..."

2018 წელს, უფაში, პოლიციის განყოფილებაში, სამმა ოფიცერმა ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურა, რომელიც იქ გამომძიებლად მუშაობდა. ეს გახდა ალბათ ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა თანამედროვე რუსეთში. გარდა დანაშაულისა, დაზარალებული გულნაზ ფათხლისლამოვა იმ პერიოდში მედიისგან შევიწროებას განიცდიდა. დაკარგა სამსახური და იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო არაერთ შემზარავ სასამართლო პროცესში. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გოგონა ჰყვება, თუ როგორ ცხოვრობდა ეს ხუთი წელი და რა დაეხმარა მას გადარჩენაში.

  • 2018 წლის ოქტომბრის მიწურულს რუსულ მედიაში უფას პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ამბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დაშავებული გოგონაც და ბრალდებულიც შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.

23 წლის გულნაზ ფათხლისლამოვამ მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაიწყო, მაგრამ თვენახევარში საზარელი დანაშაული მოხდა. ბრალდებულები იყვნენ - ქალაქს უფას და კარმასკალინსკის ოლქების განყოფილებების ხელმძღვანელები, ედუარდ მატვეევი და სალავატ გალიევი და უფას რაიონის მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელები პაველ იარომჩუკი. ყველაზე უფროსი მამაკაცი 51 წლის იყო, უმცროსი 34 წლის.

”მე რომ არ ვყოფილიყავი მამაცი ქალი, ალბათ, არ ვიჩივლებდი”, - ამბობს გულნაზი და იქვე დასძენს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა მას.

უფას საქმე რუსეთში გაუპატიურების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევად იქცა. თავად გულნაზ ფათხლისლამოვა ამას იმით ხსნის, რომ ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციელი იყო, გარდა ამისა, ქალის მამა რეგიონული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, რაც მედიისთვის სწრაფად გახდა ცნობილი.

სისხლის სამართლის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ფათხლისლამოვამ სამსახური დაკარგა - ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი იყო.

ქალი ჟურნალისტებს თავად არ დაკავშირებია, მაგრამ პრესამ გახმაურებული საქმის მსხვერპლით მაშინვე დაინტერესდა.

"ჩემს შესახებ უამრავი სტატია გამოქვეყნდა. მახსოვს, დაბეჭდეს ინტერვიუ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც, როგორც ჩანს, ინსტიტუტიდან მიცნობდა, რომელიც ჩემზე ამბობდა, „ის ისეთი ამპარტავანია, ყოველთვის პოულობდა საერთო ენას ბიჭებთან. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეეძლო ამის თქმა. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვსწავლობდი. ზოგადად ალოგიკური იყო მსგავსი შედარებები“.

ქალი იხსენებს, რომ ადგილობრივი მედია, ბრალდებულის მხარეს დადგა და ფაქტობრივად ტკბებოდა, იმით რაც მას შეემთხვა. "უფას პოლიციის თანამშრომლებმა იციან როგორ გაალამაზონ სამუშაო ნაცრისფერი დღეები. რეცეპტი მარტივია - გაშალეთ კარგი სუფრა, რომელსაც ახალგაზრდა გულნაზი გააფორმებს“, - ასე იწყებოდა ერთ-ერთი სტატია. საქმეს ძირითადად მოიხსენიებდნენ როგორც „პოლიციის სექს-სკანდალი“. ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედიაში პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების შესახებ ამბები ილუსტრირებული იყო გომბეშოსა და გველგესლას გამოსახული სურათით (გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა).

მისი თქმით, სასამართლო პროცესი იქცა ჟურნალისტებისთვის რეიტინგების აწევის საშუალებად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები დახურულ კარს მიღმა განიხილება და იქ მედია არ უშვებენ. ერთ-ერთი პროცესის შემდეგ ადგილობრივმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატია: „უფას სასამართლოში ყოფილმა გამომძიებელმა დაფაზე დახატა, როგორ გააუპატიურეს იგი“. „უფას კიროვსკის რაიონული სასამართლოს დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კრეატიული გამოდგა, ნახატის ელემენტებით“, - ასე იწყებოდა კიდევ ერთი სტატია სასამართლო სხდომის შესახებ.

"ყველა სასამართლო სხდომაზე დავდიოდი, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური აშლილობა მქონდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვცდილობდი პასუხისმგებელი ვყოფილიყავი ჩემს სიტყვებზე“, - ამბობს ფათხლისლამოვა.

მას შემდეგაც, რაც 2021 წელს პოლიცია დამნაშავედ ცნეს და განაჩენი ძალაში შევიდა, პუბლიკაციების ტონი არ შეცვლილა. "გაუპატიურებულ გამომძიებელს ასობით მილიონი რუბლი სურს - გაჩნდა მედიაში სათაური, რომ ფატხლისლამოვამ შეიტანას აჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

მედიის კანონის თანახმად, ჟურნალისტებმა უნდა შეინარჩუნონ ძალადობის მსხვერპლთა ანონიმურობა. მაგრამ ულიანა სკოიბედამ კომსომოლსკაია პრავდაში გამოაქვეყნა მასალები საგამოძიებო საქმიდან - ფატხლისლამოვას ფოტოები საცვლებში სამედიცინო შემოწმების დროს.

ქალი იმდენად მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ის სამსახურში არავის აღარ აყავდა. ”ვცადე მოსკოვში წასვლა, მაგრამ იქაც მიცნეს. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო ჩემთვის. სიტყვიერად ყველა მხარს მიჭერდა და ქმედებით არა. ისევ უკან დავბრუნდი."

"მედიამ აიძულა საზოგადოება ჩემზე ცუდად ეფიქრათ და მათ მიაღწიეს წარმატებას, რადგან მაშინ მე არ მქონდა გამბედაობა და მონდომება, რომ რაღაც მეთქვა საკუთარ თავზე", - ამბობს ქალი.

"დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ დანაშაულებრივ ღონისძიებაზე ადამიანები ალკოჰოლს სვამდნენ. მე მჯერა, რომ მეთქვა, მაგალითად, ფხიზელი ვიყავი, უბრალოდ მცემეს და გააუპატიურეს, იქნებ საზოგადოებას კარგი აზრი ჰქონდა ჩემზე. თუმცა, ისინი არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ დამათვრეს“, - განმარტავს ფატხლისლამოვა BBC-სთან ინტერვიუში.

იმ საღამოს, სამსახურში იყო, როდესაც უფროსი კოლეგა მიუახლოვდა და უთხრა, რომ ფათხლისლამოვას მიგრაციის განყოფილებაში მისი უშუალო უფროსი, ედუარდ მატვეევი იბარებდა და მის წასაყვანად კომპანიის მანქანა გაგზავნეს.

"როდესაც დავინახე რომ სამი უფროსი მაგიდასთან ისხდნენ შოკში ჩავვარდი. ეს ხდებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ჩვენ არ ვიყავით რესტორანში “.

პოლიციელებმა გოგონას უთხრეს, რომ აღნიშნავდნენ "რაღაც არარსებულ დღესასწაულს, კომსომოლის დღეს". სთხოვეს ერთი ჭიქა დაელია.

მატვეევი, გალიევი და იარომჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე გაათავისუფლეს. თუმცა, ორი თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში, თავად ფატხლისლამოვაც გაათავისუფლეს. მიზეზი იყო „პოლიციელის პატივის დამამცირებელი ქმედების ჩადენა“: ფათხლისლამოვას სამსახურში ალკოჰოლის დალევაში დაადანაშაულეს. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მისი უშუალო უფროსი აიძულებდა ამის გაკეთებას რასაც ძალადობა მოჰყვა.

საქმე არ შემოიფარგლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით: შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა სარჩელი ფატხლისლამოვას წინააღმდეგ 600 ათასი რუბლის კომპენსაციისთვის, განყოფილების უნივერსიტეტში სწავლისთვის - ინსტიტუტთან ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მას ხუთი წელი უნდა ემუშავა. შინაგან საქმეთა ორგანოებში. სასამართლო შსს-ს მხარი დაუჭირა და გოგონას სახელმწიფოსთვის ფულის გადახდა დააკისრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამგვარად აჩვენებს სხვებს, რომ უმჯობესია არ იჩივლოთ, თუ არ გსურთ სამსახურის დაკარგვა და დავალიანების გადახდა“, - განუცხადა BBC-ს იურიდიული ინიციატივის ადვოკატმა.

"ნამდვილ ომს ჰგავდა, ვინ ვის დაამარცხებდა"

სისხლის სამართლის პროცესი 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. სამივე ბრალდებული პირველივე დღიდან ამტკიცებდა რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ჯერ 2019 წელს პოლიციელები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში და მიესაჯა რეალური ვადები, მაგრამ მოგვიანებით ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება: გალიევი და მატვეევი გაამართლეს, ხოლო იარომჩუკს სასჯელი შეუმცირდა 4,5 წლამდე. თუმცა, 2020 წლის ნოემბერში, სამარას საერთო იურისდიქციის მეექვსე საკასაციო სასამართლომ საქმე ახალი განხილვისთვის დაუბრუნა ბაშკირის უზენაეს სასამართლოს.

შედეგად სამივე პოლიციელი კვლავ დამნაშავედ ცნეს. მატვეევმა და გალიევმა შვიდი წელი მიუსაჯეს, იარომჩუკს - ხუთნახევარი. ცალკე სასამართლომ სამივეს მიუსაჯა ფათხლისლამოვას მორალური ზიანის ანაზღაურება 2,9 მილიონი რუბლის ოდენობით (თუმცა ჯერ არ გადაუხდიათ).

მიუხედავად სასჯელისა, მსჯავრდებულები მალევე გაათავისუფლეს - 2022 წლის აპრილში მათ შეიტანეს შუამდგომლობა სასჯელის შეცვლის შესახებ პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით, რომელიც არ იყო დაკავშირებული სასჯელის კოლონიაში მოსახდელთან.

ბრალდებულის დაცვის მხარე, გოგონას თქმით, სასამართლოში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ თავად იყო დამნაშავე: „ადვოკატებმა თქვეს, რომ მიდრეკილი ვიყავი ალკოჰოლის დალევისკენ, რომ ვიყავი „სექსუალურად გარყვნილი“, ანუ ყველა მამაკაცს ზედ ვახტებოდი. ეს ჩემთვის შოკი იყო."

გამონაკლისი არც ფათხლისლამოვას შემთხვევაა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები რუსეთში წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ქალები, რომლებმაც განიცადეს ძალადობის ფართო სპექტრი, ადანაშაულებენ ამორალურ ქცევაში ან სვამდნენ ალკოჰოლს. ისინი ასევე ცდილობენ ბრალდებულებისთვის ამის შემამსუბუქებელ გარემოებად წარმოჩენას.

საერთო ჯამში, როგორც ფატხლისლამოვას ადვოკატმა ირინა ვალიევამ Mediakorset-თან ინტერვიუში განაცხადა, პოლიციას ათი ადვოკატი ჰყავდა. ჯამში მათ გოგონას რვაასამდე შეკითხვა დაუსვეს, ზოგიერთი მათგანი დანაშაულთან არ იყო დაკავშირებული. "ჰკითხეს, როდის დაეწყო მენსტრუაცია, ჰქონდა თუ არა მანამდე ანალური სექსი, ჰქონდა თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ჰქონდა თუ არა სექსი ქალებთან. ზოგადად, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მორალურად გაენადგურებინათ იგი“, - თქვა ვალიევამ ინტერვიუში.

"ნამდვილ ომს ჰგავდა, ვინ ვის დაამარცხებდა. და მთელი პროცესის განმავლობაში მათ ჩემი წონასწორობიდან გამოყვაან უნდოდათ. მე ჩემს პოზიციაზე დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამბობდა, რომ ცუდი ადამიანი ვარ“, - ამბობს ამაყად ფატხლისლამოვა BBC-სთან ინტერვიუში.

ფათხლისლამოვას თქმით, მას ფსიქოლოგიური დახმარებისთვის არ მიუმართავს. მისი მთავარი მხარდაჭერები მშობლები და ადვოკატი ირინა ვალიევა იყვნენ, რომელიც ძალიან შეუყვარდა.

ფათხლისლამოვა ახლა 28 წლისაა. ის ღიად საუბრობს თავის გამოცდილებაზე. ფულს კერძო იურიდიული პრაქტიკით შოულობს და იღებს ნებისმიერ საქმეს. ძალიან უყვარს უფა. ასევე ლედი გაგა, ლანა დელ რეი, კეტი პერი, ბრიტნი სპირსი, რიანა, ბიონსე და პუსიკეტ დოლსი.

"2000-იანი წლების განწყობა მხოლოდ ჩემია", - განმარტავს გოგონა ინტერვიუში.

ფატხლისლამოვა ყველაზე ხალისით საუბრობს პოპ-მუსიკაზე და მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობს.

„ძალიან მიყვარს სიმღერების წერა, შემიძლია ოც წუთში დავწერო სიმღერა, ეს ძალიან სწრაფად ხდება. მე მჯერა, რომ ეს ჩემი საჩუქარია. ძალიან მიყვარს მუსიკა, ვაღმერთებ და ყოველდღე ვუსმენ. ეს არის ჩემი მხსნელი“, - ამბობს ფატხლისლამოვა ინტერვიუში.

„კერვა ვიცი. კარგად შემიძლია ხატვა, მუსიკის კეთება. შემიძლია გასაოცარი მაკიაჟის გაკეთება. შემიძლია ელეგანტურად ჩავიცვა და გავაკეთო ის, რაც მინდა და ვფიქრობ, რომ ამას ვერავინ ამიკრძალავს და არ მაინტერესებს რას ამბობენ ჩემზე “, - ამბობს ინტერვიუს ბოლოს ფატხლისლამოვა.