მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები
10:50 / 21-12-2023
"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები
10:50 / 21-12-2023

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა - მსოფ­ლი­ოს მის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ არა­ერთ ურ­თუ­ლეს პრობ­ლე­მას­თან უწევს გამ­კლა­ვე­ბა.

არ არ­სე­ბობს სფე­რო, რო­მელ­ზეც ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, გაჩ­ნდა ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი.

ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რო­გორ აი­სა­ხე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე და რამ­დე­ნად გაზ­რდი­ლია მის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი - მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ რამ­დე­ნი­მე მწვა­ვე პრობ­ლე­მა­ზე.

  • მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა

ერთ-ერთი უდი­დე­სი პრობ­ლე­მა მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბაა.

ეს თემა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­ირ­კვა, გლა­ცი­ა­ლურ­მა ღვარ­ცოფ­მა გა­მო­იწ­ვია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მას შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რაც უკვე ტრა­გე­დია მოხ­და. და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი, ავი­ცი­ლებ­დით თუ არა ამ მას­შტა­ბის ტრა­გე­დი­ას თა­ვი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ სცოდ­ნო­და, მყინ­ვა­რის დნო­ბი­სა და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, არის თუ არა მსგავ­სი საფრ­თხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

მივ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად:

  • შო­ვის ტრა­გე­დია:

2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს, რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

00:00 / 00:00

რო­დე­საც გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ შო­ვის სტი­ქია გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

  • ნა­ხეთ: შო­ვის სტი­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცია

00:00 / 00:00

  • გლა­ცი­ო­ლო­გი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე იმ­ხა­ნად წერ­და:

"უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შო­ვის სტი­ქია იყო გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. სა­ტე­ლი­ტურ სუ­რათ­ზე, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია 5 აგ­ვის­ტოს, ნათ­ლად ჩანს სტი­ქი­ის წარ­მოქ­მნის კერა. კლდო­ვან-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ზვა­ვი წარ­მო­იშ­ვა უშუ­ა­ლოდ კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვარ წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზე, მყინ­ვარ თბი­ლი­სას მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ფერ­დობ­ზე. ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3700-3800 მეტ­რის ინ­ტერ­ვალ­ში. მსგავ­სი ტი­პის კლდო­ვან-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ზვა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და 2014 წლის 17 მა­ისს, მყინ­ვარ დევ­დო­რაკ­ზე.

ზვა­ვის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფერ­დო­ბე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის რღვე­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "მუდ­მივ მზრა­ლო­ბას­თან". უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ისე­თი ფერ­დო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე მუდ­მი­ვად მზრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, უკვე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სე­ზო­ნუ­რო­ბას. ე.ი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვე­ღარ ინარ­ჩუ­ნებს მზრა­ლო­ბას და კარ­გავს სიმ­ტკი­ცეს.

ასეთ პი­რო­ბებ­ში ფერ­დო­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს:

1) თა­ვი­სით;

2) წვი­მის სა­ხით მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად;

3) მცი­რე­დი მი­წისძვრის ბიძ­გის შემ­თხვე­ვა­შიც (რა­საც და­მა­ტე­ბით მო­ნა­ცე­მე­ბი და კვლე­ვა სჭირ­დე­ბა)" - წერ­და გლა­ცი­ო­ლო­გი.

  • მყინ­ვა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე ამ­ჯე­რად Ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის შე­სა­ხებ. ის სა­უბ­რობს საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლავს მყინ­ვა­რის დნო­ბას და ასე­ვე ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტუ­ლად კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის იმ მყინ­ვა­რებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

მისი თქმით, 2000-2010 წლებ­ში, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებ­ში - 75 სმ.

გლა­ცი­ო­ლო­გი ამ ეტაპ­ზე ორ საფრ­თხის­შემ­ცველ მყინ­ვარს გვი­სა­ხე­ლებს, რო­მელ­თა მიმ­დე­ბა­რედ საკ­მა­ოდ დიდი ტბე­ბია წარ­მოქ­მნი­ლი და რაც მო­ნი­ტო­რინგს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს. მკვლე­ვა­რი ასე­ვე ვა­რა­უ­დობს, რომ მყინ­ვა­რე­ბის ასე­თი ტემ­პით დნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2100 წლის­თვის აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა.

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე:

- გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა მყინ­ვა­რე­ბის გე­ო­დე­ზი­უ­რი მა­სის ბა­ლან­სის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კავ­კა­სი­ონ­ზე მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლია. მა­სის ბა­ლან­სი იმის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, თუ რო­გო­რია მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი და მათი სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. 2000-2010 წლებ­ში, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებ­ში 75 სმ.

სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ მყინ­ვა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, ყი­ნუ­ლი თხელ­დე­ბა და სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მათი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­ში­ში ხდე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - დნო­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი გა­მოწ­ვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით.

ამ დროს, გარ­და იმი­სა, რომ მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა მა­ტუ­ლობს, მათ გარ­შე­მო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­ნუ­ლი ფერ­დო­ბე­ბიც იწყებს ლღო­ბას და კარ­გავს სიმ­ტკი­ცეს. ე.ი. მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლღვე­ბა კავ­კა­სი­ო­ნის ფერ­დო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ადრე მუდ­მი­ვად გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გე­ოგ­რა­ფი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეს მოვ­ლე­ნა "მუდ­მი­ვი მზრა­ლო­ბის“ სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

  • თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად მუდ­მი­ვი მზრა­ლო­ბა უკვე აღა­რაა მუდ­მი­ვი და სე­ზო­ნუ­რო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ერთ-ერთი ხე­ლის შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­დე­საც ცხე­ლი ამინ­დის პი­რო­ბებ­ში გამლღვა­ლი ფერ­დო­ბე­ბი სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს და მათი ჩა­მოქ­ცე­ვა ხდე­ბა.

სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის კი­დევ ერთი ხე­ლის შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის არ­სე­ბო­ბა. ასე­თი ტბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მყინ­ვა­რე­ბის ენებ­თან ახ­ლოს წარ­მო­იქ­მნე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მყინ­ვა­რულ ყი­ნულ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში არი­ან, დნო­ბის ტემპს კი­დევ უფრო აჩ­ქა­რე­ბენ. ასე­ვე, აქვთ წყლის დიდი მო­ცუ­ლო­ბის უეც­რად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც, შე­საძ­ლოა, მყინ­ვა­რულ წყალ­მო­ვარ­დნებ­ში, ან ღვარ­ცო­ფებ­ში გარ­და­იქ­მნან. ეს პრო­ცე­სი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც Glacial LakeOutburst Flood (GLOF). კლი­მა­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ფარ­თო­ბი გაზ­რდი­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მთი­ან რე­გი­ონ­ში და მათ შო­რის კავ­კა­სი­ა­შიც.

  • ბოლო თვე­ე­ბის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბით, კავ­კა­სი­ო­ნის ისეთ დიდ მყინ­ვა­რებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა წა­ნე­რი და ლეხ­ზი­რი, საკ­მა­ოდ დიდი ზო­მის ასე­თი ტბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მო­ნი­ტო­რინგს.

- სხვა რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას?

- მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის შე­დე­გად, პირ­ველ რიგ­ში, მცირ­დე­ბა მტკნა­რი წყლის მა­რა­გი, შე­სა­ბა­მი­სად, იკ­ლებს მდი­ნა­რე­უ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნიც. კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი და მასა უკვე იმ­დე­ნად შემ­ცირ­და, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ვე­ლო­დოთ, რომ მყინ­ვა­რულ აუ­ზებ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­იკ­ლებს მდი­ნა­რე­უ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნი.

- რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის

- ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში ეს უკვე ვახ­სე­ნე და აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ამა­ში არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ უნდა და­ზო­გოს - არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, არც ადა­მი­ა­ნუ­რი და არც - ფი­ნან­სუ­რი. პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია ის, რომ არა­ნა­ი­რი ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ისეთ სა­შიშ ზო­ნებ­ში, სა­დაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ფიქ­სირ­დეს.

ამის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში მყინ­ვარ დევ­დო­რა­კის ძირ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ჰესი. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცნო­ბი­ლია, რომ ჯერ კი­დევ მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში დევ­დო­რა­კის მყინ­ვარს ახა­სი­ა­თებ­და გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც თერ­გის ხე­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზას მთლი­ა­ნად კე­ტავ­და, ახა­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ად­გი­ლი ჰქონ­და სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის სრულ უგულ­ვე­ბელ­ყო­ფას, რაც ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სვა­ნეთ­ში მეს­ტი­ა­ჭა­ლა­ზე მშე­ნე­ბა­რე ჰე­სის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უად­გი­ლო ად­გი­ლას შენ­დე­ბა და დიდი რის­კის ქვე­შაა.

გარ­და ამი­სა, რო­დე­საც პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვახ­სე­ნოთ მო­ნი­ტო­რინ­გის და წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ასე­თი სის­ტე­მა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ დევ­დო­რაკ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი ნამ­დვი­ლად არაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის ნამ­დვი­ლი ქსე­ლი შე­იქ­მნას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კეთ­დე­ბო­დეს მო­დე­ლი­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც მოხ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბის გათ­ვლა - რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა დაგ­როვ­დეს ამა­თუ იმ მყინ­ვა­რულ ტბა­ში და გარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რა ფარ­თო­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ფა­როს ღვარ­ცოფ­მა, რა დრო შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ღვარო­ფულ მა­სას ხე­ო­ბა­ში გა­სავ­ლე­ლად და რო­მე­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და სხვა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, პრე­ვენ­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მი­ნი­მუმ იმის­თვის, რომ სტი­ქი­ის შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­ეძ­ლოთ დრო­უ­ლი ევა­კუ­ა­ცია. შო­ვის სტი­ქი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ამ სა­მუ­შა­ო­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე

- რამ­დე­ნი მყინ­ვა­რია კავ­კა­სი­ონ­ზე და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს მყინ­ვა­რე­ბი?

- ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია გა­სულ წელს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, რო­მე­ლიც 2020 წლის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით იყო შედ­გე­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კავ­კა­სი­ონ­ზე 2200-მდე მყინ­ვა­რი იყო სა­ერ­თო ფარ­თო­ბით -1060 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი. ფარ­თო­ბი კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მყინ­ვა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის, იქ­ნე­ბა ეს მტკნა­რი წყლის მა­რა­გი, ეკო­ლო­გი­უ­რი და ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, წარ­სუ­ლი კლი­მა­ტის და გა­რე­მოს რე­კონ­სტრუქ­ცია და ა.შ.

- შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კავ­კა­სი­ო­ნი მყინ­ვა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს?

- ალ­ბათ, ბევ­რს არ მო­ე­წო­ნე­ბა რა­საც ვი­ტყვი, მაგ­რამ 2018 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ეს უკვე დავ­წე­რეთ და აქ უბ­რა­ლოდ, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მყინ­ვა­რე­ბის ასე­თი ტემ­პით დნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2100 წლის­თვის აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გი ამ­ბა­ვი არაა, და ჩვენ გვე­ვა­ლე­ბა ვი­ცო­დეთ, რომ მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ად­გი­ლი ექ­ნე­ბა მთელ რიგ პრო­ცე­სებს, მათ შო­რის - სტი­ქი­ურს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს ასე­თი სწრა­ფი გარ­და­სახ­ვის პი­რო­ბებ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვახ­დი­ნოთ ამ ყვე­ლა­ფერ­თან გო­ნივ­რუ­ლი ადაპ­ტა­ცია. ეს, პირ­ველ რიგ­ში, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სწო­რად და­სახ­ვით და ბუ­ნე­ბის სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რაც ბუ­ნე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

  • ნა­ლე­ქი და წყალ­დი­დო­ბე­ბი

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს, ეს არის წვი­მის დროს მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქი. ყვე­ლას გვახ­სოვს ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში წვი­მის დროს მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად დატ­ბო­რი­ლი ქუ­ჩე­ბი. ქუ­ჩე­ბის დატ­ბორ­ვა, გარ­და იმი­სა, რომ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ასე­ვე ამის მი­ზე­ზი უხვი ნა­ლე­ქიც გახ­ლდათ.

თბი­ლი­სი, დიდი დი­ღო­მი
  • რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ლექთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არამ­დგრა­დია დრო­ის ჭრილ­ში და ასე­ვე, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია სივ­რცუ­ლად, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით მა­ინც ხა­სი­ათ­დე­ბა.

სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქის წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ძი­რი­თა­დად გაზ­რდი­ლია, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რიგ რა­ი­ო­ნებ­ში - შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

"ნა­ლე­ქე­ბის წლი­უ­რი ჯა­მის ცვლი­ლე­ბის ხა­სი­ა­თი უმე­ტე­სად არა­სა­ი­მე­დოა და გა­მოკ­ვე­თილ ტენ­დენ­ცი­ებს ად­გი­ლი არ აქვს (წყა­რო: გა­ე­როს ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე ეროვ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ).

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქე­ბის რე­ჟი­მის ექ­სტრე­მა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ექ­სტრე­მა­ლუ­რად ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წილი ნა­ლე­ქე­ბის წლი­ურ ჯამ­ში, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბა სტი­ქი­უ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი (წყალ­დი­დო­ბა-წყალ­მო­ვარ­დნე­ბი) და გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის (მე­წყრე­ბი, ღვარ­ცო­ფე­ბი) ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, გა­მოვ­ლინ­და შემ­დე­გი ტენ­დენ­ცი­ე­ბი:

ისე­ვე, რო­გორც ნა­ლე­ქის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბის­თვის, ექ­სტრე­მა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბიც, მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­ტა­ბი­ლუ­რი და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

გა­მოვ­ლინ­და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მდგრა­დი ტენ­დენ­ცია. მათ უმე­ტე­სო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სად­გუ­რებ­ზე, ძი­რი­თა­დად, სა­მეგ­რე­ლო­ში და აჭა­რის მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. ეს დაკ­ვირ­ვე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ ნა­ლე­ქის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია აქ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უნდა იყოს სწო­რედ უხვნა­ლე­ქი­ა­ნი შემ­თხვე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბით.

მთი­ან აჭა­რა­სა და რაჭა-ლე­ჩხუმ­ში 5-7%-ით არის გაზ­რდი­ლი უხვი და 2-4%-ით - ექ­სტრე­მა­ლუ­რად უხვი ნა­ლე­ქე­ბის წილი წლი­ურ ჯამ­ში, რაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად უხვი ნა­ლე­ქე­ბის 30-40%-ით, ხოლო ექ­სტრე­მა­ლუ­რის - 50-75%-ით მა­ტე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ამ რა­ი­ო­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­და ყვე­ლა სხვა ექ­სტრე­მა­ლუ­რი ინ­დექ­სის, რო­გო­რი­ცაა უხვნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ნა­ლე­ქე­ბის დღე­ღა­მუ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, ზრდა. შე­დე­გად, რო­გორც ჩანს, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ამ რა­ი­ო­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი სტი­ქი­უ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის რის­კე­ბი", - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში Ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბი­ან, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში ნა­ლე­ქე­ბის ექ­სტრე­მა­ლუ­რი ინ­დექ­სე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ნა­ლე­ქე­ბის წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის ნიშ­ნი­სა, თით­ქმის ყველ­გან და გან­სა­კუთ­რე­ბით, კა­ხეთ­ში და მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში, იზ­რდე­ბა უნა­ლე­ქო პე­რი­ო­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა.

"ამა­ვე დროს, თბი­ლის­ში, თე­ლავ­სა და ლა­გო­დეხ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია, ასე­ვე, ექ­სტრე­მა­ლუ­რად ნა­ლე­ქი­ა­ნი შემ­თხვე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბიც. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, აქ სა­ვა­რა­უ­დოა რო­გორც გვალ­ვე­ბის, ისე წყალ­დი­დო­ბა-წყალ­მო­ვარ­დნე­ბი­სა და სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გახ­ში­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა", - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

  • მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლის­ში დღე-ღა­მე­ში 100 მმ-ზე მეტი ნა­ლე­ქის მოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ, 120 მმ-ზე მე­ტის - 50 წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წე­ლი­წად­ში ერთხელ.

"უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ძლი­ე­რი წვი­მა აღი­ნიშ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აგ­ვის­ტოს. ვაშ­ლი­ჯვრის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 24 სა­ათ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 113 მმ. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა, მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, არ იყო უპ­რე­ცენ­დენ­ტო. იმა­ვე სად­გურ­ზე უფრო მა­ღა­ლი ნა­ლე­ქე­ბი აღი­ნიშ­ნა 1997 (118 მმ) და 1972 (130 მმ) წლებ­ში. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ თბი­ლი­სის სხვა სად­გუ­რე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (200 მმ) აღი­ნიშ­ნა 1962 წელს თბი­ლის­ში, აე­რო­პორ­ტის სად­გურ­ზე.

მრა­ვალ­წლი­ურ სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით, თბი­ლის­ში დღე-ღა­მე­ში 100 მმ-ზე მეტი ნა­ლე­ქის მოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ, 120 მმ-ზე მე­ტის - 50 წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წე­ლი­წად­ში ერთხელ", - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

  • რო­გო­რია ნა­ლექთან და­კავ­ში­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზი - სად შემ­ცირ­დე­ბა და სად მო­ი­მა­ტებს ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, კლი­მა­ტის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გაფ­რქვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, 2041-2070 წ.წ. პე­რი­ოდ­ში ნა­ლე­ქე­ბის წლი­უ­რი ჯამი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლოდ 10%-მდე მცირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად - მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად კი - კა­ხეთ­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქე­ბის კლე­ბა.

გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს სა­მეგ­რე­ლოს და­ბა­ლი ზონა, სა­დაც ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10%-მდე იმა­ტებს. სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, 2071-2100 წ.წ. პე­რი­ოდ­ში, წინა 30-წლი­ან პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ნა­ლე­ქე­ბის ჯამი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იც­ვლე­ბა, იზ­რდე­ბა ან მცირ­დე­ბა 1-6% პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში (წყა­რო: გა­ე­როს ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე ეროვ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ).

ბა­თუ­მი
  • უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლას ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნა­პი­რო­ბებს გარ­კვე­უ­ლი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ:

"ე.წ. და­სავ­ლე­თის ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი, რომ­ლის დრო­საც, ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სავ­ლე­თი­დან, შავი ზღვის გავ­ლით გად­მო­ად­გილ­დე­ბა, სა­დაც მისი ქვე­და ფენა რამ­დე­ნად­მე თბე­ბა, ხდე­ბა ტე­ნით გა­ჯე­რე­ბა, იზ­რდე­ბა არადგრა­დო­ბა და ხმე­ლეთ­ზე ტე­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი შე­მო­იჭ­რე­ბა. და­სავ­ლე­თის ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დრო­ის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მისი გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა მე­ტია გა­ზა­ფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მა­ზე. გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში კავ­კა­სი­ის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სტა­ცი­ო­ნა­ლურ ატ­მოს­ფე­რულ ფრონ­ტებ­ზე იქ­მნე­ბა ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი ციკ­ლო­ნე­ბის წარ­მოქ­მნი­სათ­ვის და მათი შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის ან აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ასე­თი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია მო­იხ­სე­ნე­ბა, რო­გორც ტალ­ღუ­რი აღ­რე­ვე­ბი სამ­ხრე­თი­დან. ამ პრო­ცე­სის დროს ციკ­ლო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ძლი­ე­რი ქარი და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქი. წე­ლი­წა­დის თბილ პე­რი­ოდ­ში ხში­რია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა. ასე­თი ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სის პრო­ცენ­ტუ­ლი გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზა­ფხულ­შია. ლო­კა­ლუ­რი კონ­ვექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ზა­ფხულ­ში", - აცხა­დე­ბენ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

  • რამ­დე­ნად არის გაზ­რდი­ლი წყალ­დი­დო­ბე­ბი­სა და წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხე?

გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე, ბოლო ათწლე­ულ­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის მა­ტე­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და წყალ­მო­ვარ­დნე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი. ქვეყ­ნის რთუ­ლი კლი­მა­ტუ­რი და ოროგ­რა­ფი­უ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წყალ­დი­დო­ბა-წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

წყალ­დი­დო­ბე­ბი და წყალ­მო­ვარ­დნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა მდი­ნა­რის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

  • მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა: იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მდი­ნა­რე­თა აუ­ზე­ბი, აგ­რეთ­ვე, მდ. მტკვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მდ. ალაზ­ნის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო.

სტი­ქი­უ­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის წლი­ურ მსვლე­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი უდი­დე­სი გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა არის აპ­რი­ლი-აგ­ვის­ტო­ში, მე­ო­რე დიდი გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა - შე­მოდ­გო­მის თვე­ებ­შია (ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში), ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დე­სი გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა აპ­რილ-ივ­ლის­შია. სტი­ქი­უ­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის პე­რი­ო­დე­ბი ემ­თხვე­ვა თოვ­ლის ინ­ტენ­სი­ურ დნო­ბა­სა და ხან­გრძლი­ვი ან ძლი­ე­რი წვი­მე­ბის მოს­ვლის პე­რი­ოდს.

  • ნა­ხეთ 2015 წელს, ვე­რეს ხე­ო­ბის ტრა­გე­დი­ი­სას წყალ­მო­ვარ­დნის მო­დე­ლი­რე­ბა

"მწვა­ნე კლი­მა­ტის ფონ­დი­სა (GCF) და შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს (SDC) მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წყალ­დი­დო­ბა/წყალ­მო­ვარ­დნე­ბის საფრ­თხე­ე­ბის რუ­კე­ბის მომ­ზა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი საპ­როგ­ნო­ზო სის­ტე­მის შექ­მნა, რო­მე­ლიც 2025 წლის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი წყალ­დი­დო­ბა/წყალ­მო­ვარ­დნე­ბის შე­სა­ხებ ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბას, რაც შე­საძ­ლო ეკო­ნო­მი­კურ ზა­რალ­სა და ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს", - გვე­უბ­ნე­ბი­ან გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

  • სტა­ტია მომ­ზად­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პროგ­რა­მის “გა­რე­მოს დაც­ვის, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი­სად­მი მე­დე­გო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში” ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ვეს­ტმინ­სტე­რის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დი (WFD) სა­ქარ­თვე­ლო­ში.
  • აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია არ ასა­ხავ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბი­სა და ვეს­ტმინ­სტე­რის დე­მოკ­რა­ტი­ის ფონ­დის მო­საზ­რე­ბებს.

ავ­ტო­რე­ბი:

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ხა­ტია ვარ­დო­სა­ნი­ძე

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის გლა­ცი­ო­ლოგ ლე­ვან ტი­ე­ლი­ძეს

მყინ­ვა­რე­ბი დნე­ბა, მდი­ნა­რე­ებ­ში წყა­ლი მცირ­დე­ბა, მტკნა­რი წყა­ლი ნელ-ნელა "ქრე­ბა" - საფრ­თხე­ე­ბი, რო­მელ­საც ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლის მოშ­ლა ქმნის: რა წე­რია WMO-ს ან­გა­რიშ­ში?

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლიმატი
4

სპილოები, ლომები და ნიანგები წამოვლენ აფრიკიდან თუ ასე დათბა. 

ჯგირ
6

მამა გაბრიელი წინასწარმეტყველებდა - კავკასიონზე მყინვარები დადნებაო და მთელ ტალახს ჩამოუტანსო ბარში დაბ ხოლოდ შიშველი კლდეები დარჩებაო!

ავტორი:

"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები

"ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი  გაქრება" - კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე და საფრთხეები

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა - მსოფლიოს მის შედეგად წარმოქმნილ არაერთ ურთულეს პრობლემასთან უწევს გამკლავება.

არ არსებობს სფერო, რომელზეც ის არ ახდენს გავლენას. კლიმატის ცვლილება აისახება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, გაჩნდა ახალი საფრთხეები.

ამ სტატიაში შევეცდებით გავაანალიზოთ, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე და რამდენად გაზრდილია მისგან მომდინარე საფრთხეები - მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე მწვავე პრობლემაზე.

  • მყინვარების დნობა

ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა მყინვარების დნობაა.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა შოვის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც, როგორც გაირკვა, გლაციალურმა ღვარცოფმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს მას შემდეგ გავიგეთ, რაც უკვე ტრაგედია მოხდა. დავიწყეთ ლაპარაკი, ავიცილებდით თუ არა ამ მასშტაბის ტრაგედიას თავიდან, საზოგადოებას რომ სცოდნოდა, მყინვარის დნობისა და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, არის თუ არა მსგავსი საფრთხეები საქართველოს სხვა ტერიტორიებზე.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

  • შოვის ტრაგედია:

2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როდესაც გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული.

  • ნახეთ: შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია

  • გლაციოლოგი ლევან ტიელიძე იმხანად წერდა:

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.

ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია "მუდმივ მზრალობასთან". უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად, უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში, ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.

ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს:

1) თავისით;

2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად;

3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)" - წერდა გლაციოლოგი.

  • მყინვარების სპეციალისტი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე ამჯერად Ambebi.ge-ს ესაუბრება მყინვარების დნობის შესახებ. ის საუბრობს საფრთხეებზე, რომელიც ახლავს მყინვარის დნობას და ასევე ასახელებს კონკრეტულად კავკასიონის ქედის იმ მყინვარებს, რომელიც ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია.

მისი თქმით, 2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში - 75 სმ.

გლაციოლოგი ამ ეტაპზე ორ საფრთხისშემცველ მყინვარს გვისახელებს, რომელთა მიმდებარედ საკმაოდ დიდი ტბებია წარმოქმნილი და რაც მონიტორინგს აუცილებლად საჭიროებს. მკვლევარი ასევე ვარაუდობს, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება.

ლევან ტიელიძე:

- გასულ წელს ჩატარებულმა მყინვარების გეოდეზიური მასის ბალანსის კვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. მასის ბალანსი იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მყინვარების ფართობი და მათი სისქეში შემცირების ინტენსივობა. 2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში 75 სმ.

სისქეში შემცირება ნიშნავს, რომ მყინვარები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა და სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება - დნობის მაღალი ტემპი გამოწვეულია ტემპერატურის მატებით.

ამ დროს, გარდა იმისა, რომ მყინვარების დნობა მატულობს, მათ გარშემო წლების განმავლობაში გაყინული ფერდობებიც იწყებს ლღობას და კარგავს სიმტკიცეს. ე.ი. მყინვარების დნობის პარალელურად, ლღვება კავკასიონის ფერდობებიც, რომლებიც ადრე მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში იყო. გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეს მოვლენა "მუდმივი მზრალობის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

  • თანამედროვე კლიმატის ცვლილების შედეგად მუდმივი მზრალობა უკვე აღარაა მუდმივი და სეზონურობას ექვემდებარება, რაც სტიქიური პროცესების ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია. ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში შეინიშნება, როდესაც ცხელი ამინდის პირობებში გამლღვალი ფერდობები სიმტკიცეს კარგავს და მათი ჩამოქცევა ხდება.

სტიქიური პროცესების კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბების არსებობა. ასეთი ტბები ხშირ შემთხვევაში, მყინვარების ენებთან ახლოს წარმოიქმნება და იმ შემთხვევაში, თუ მყინვარულ ყინულთან უშუალო კონტაქტში არიან, დნობის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებენ. ასევე, აქვთ წყლის დიდი მოცულობის უეცრად გამოთავისუფლების პოტენციალი, რაც, შესაძლოა, მყინვარულ წყალმოვარდნებში, ან ღვარცოფებში გარდაიქმნან. ეს პროცესი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც Glacial LakeOutburst Flood (GLOF). კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი გაზრდილია მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში და მათ შორის კავკასიაშიც.

  • ბოლო თვეების სატელიტური სურათებით, კავკასიონის ისეთ დიდ მყინვარებზე, როგორებიცაა წანერი და ლეხზირი, საკმაოდ დიდი ზომის ასეთი ტბები შეინიშნება, რაც აუცილებლად საჭიროებს მონიტორინგს.

- სხვა რა პროცესები შეიძლება ახლდეს მყინვარების დნობას?

- მყინვარების დნობის შედეგად, პირველ რიგში, მცირდება მტკნარი წყლის მარაგი, შესაბამისად, იკლებს მდინარეული ჩამონადენიც. კავკასიონის მყინვარების ფართობი და მასა უკვე იმდენად შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ მყინვარულ აუზებში გარკვეულწილად მოიკლებს მდინარეული ჩამონადენი.

- რა არის მნიშვნელოვანი სტიქიის პრევენციისთვის

- ამისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. სხვადასხვა ინტერვიუში ეს უკვე ვახსენე და აქაც გავიმეორებ, რომ სახელმწიფომ ამაში არანაირი რესურსი არ უნდა დაზოგოს - არც მატერიალური, არც ადამიანური და არც - ფინანსური. პრევენციის საშუალებების ამოსავალი წერტილია ის, რომ არანაირი ჰიდროტექნიკური თუ არქიტექტურული პროექტი არ უნდა განხორციელდეს ისეთ საშიშ ზონებში, სადაც მომავალში შეიძლება მსგავსი სტიქიური პროცესები დაფიქსირდეს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ყაზბეგის რაიონში მყინვარ დევდორაკის ძირში აშენებული ჰესი. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მე-19 და მე-20 საუკუნეში დევდორაკის მყინვარს ახასიათებდა გლაციალური ღვარცოფები, რომლებიც თერგის ხეობას და საქართველოს სამხედრო გზას მთლიანად კეტავდა, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სამეცნიერო ცოდნის სრულ უგულვებელყოფას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სრულიად წარმოუდგენელია. იგივე შეიძლება ითქვას სვანეთში მესტიაჭალაზე მშენებარე ჰესის შემთხვევაში, რომელიც სრულიად უადგილო ადგილას შენდება და დიდი რისკის ქვეშაა.

გარდა ამისა, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ მონიტორინგის და წინასწარი შეტყობინების სისტემები. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ დევდორაკზე ფუნქციონირებს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არაა და აუცილებელია, რომ მონიტორინგის ნამდვილი ქსელი შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კეთდებოდეს მოდელირება, რომლის დროსაც მოხდება სხვადასხვა სცენარების გათვლა - რა რაოდენობის წყალი შეიძლება დაგროვდეს ამათუ იმ მყინვარულ ტბაში და გარღვევის შემთხვევაში რა ფართობი შეიძლება დაფაროს ღვარცოფმა, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ღვაროფულ მასას ხეობაში გასავლელად და რომელი დასახლებული პუნქტი შეიძლება მოხდეს სტიქიის ზონაში და სხვა. პარალელურ რეჟიმში, პრევენციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა მინიმუმ იმისთვის, რომ სტიქიის შემთხვევაში მათ შეეძლოთ დროული ევაკუაცია. შოვის სტიქიამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სამუშაოებში აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა.

ლევან ტიელიძე

- რამდენი მყინვარია კავკასიონზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მყინვარები?

- ბოლო ინვენტარიზაცია გასულ წელს გამოვაქვეყნეთ, რომელიც 2020 წლის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იყო შედგენილი. აღნიშნული კვლევის მიხედვით, კავკასიონზე 2200-მდე მყინვარი იყო საერთო ფართობით -1060 კვადრატული კილომეტრი. ფართობი კიდევ უფრო შემცირებული იქნება. მყინვარების არსებობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონისთვის, იქნება ეს მტკნარი წყლის მარაგი, ეკოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, წარსული კლიმატის და გარემოს რეკონსტრუქცია და ა.შ.

- შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში კავკასიონი მყინვარების გარეშე დარჩეს?

- ალბათ, ბევრს არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ეს უკვე დავწერეთ და აქ უბრალოდ, გავიმეორებ, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება. ეს თავისთავად კარგი ამბავი არაა, და ჩვენ გვევალება ვიცოდეთ, რომ მყინვარების გაქრობის პარალელურად, ადგილი ექნება მთელ რიგ პროცესებს, მათ შორის - სტიქიურს. შესაბამისად, გარემოს ასეთი სწრაფი გარდასახვის პირობებში, აუცილებელია მოვახდინოთ ამ ყველაფერთან გონივრული ადაპტაცია. ეს, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებების სწორად დასახვით და ბუნების სწორი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებით გამოვლინდება, რაც ბუნების მდგრადი განვითარების სახელწოდებითაა ცნობილი.

  • ნალექი და წყალდიდობები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ეს არის წვიმის დროს მოსული უხვი ნალექი. ყველას გვახსოვს ბათუმსა და თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე წლის ზაფხულში წვიმის დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩები. ქუჩების დატბორვა, გარდა იმისა, რომ მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემით იყო განპირობებული, ასევე ამის მიზეზი უხვი ნალექიც გახლდათ.

თბილისი, დიდი დიღომი
  • როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექთან დაკავშირებული ცვლილებები არამდგრადია დროის ჭრილში და ასევე, არაერთგვაროვანია სივრცულად, თუმცა გარკვეული კანონზომიერებით მაინც ხასიათდება.

სააგენტოში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ნალექის წლიური რაოდენობა ძირითადად გაზრდილია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში - შემცირებული.

"ნალექების წლიური ჯამის ცვლილების ხასიათი უმეტესად არასაიმედოა და გამოკვეთილ ტენდენციებს ადგილი არ აქვს (წყარო: გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ).

რაც შეეხება ნალექების რეჟიმის ექსტრემალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა ექსტრემალურად ნალექიანი დღეების პროცენტული და რაოდენობრივი წილი ნალექების წლიურ ჯამში, რომლებიც განიხილება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური (წყალდიდობა-წყალმოვარდნები) და გეოლოგიური მოვლენების (მეწყრები, ღვარცოფები) ხელშემწყობი ფაქტორების შეფასებისას, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

ისევე, როგორც ნალექის საშუალო რაოდენობისთვის, ექსტრემალური მახასიათებლების ცვლილებებიც, მთელ ტერიტორიაზე არასტაბილური და არაერთგვაროვანია.

გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე მდგრადი ტენდენცია. მათ უმეტესობას ვაკვირდებით დასავლეთ საქართველოს სადგურებზე, ძირითადად, სამეგრელოში და აჭარის მთიან რაიონებში. ეს დაკვირვება მიუთითებს, რომ ნალექის მატების ტენდენცია აქ განპირობებული უნდა იყოს სწორედ უხვნალექიანი შემთხვევების გახშირებით.

მთიან აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმში 5-7%-ით არის გაზრდილი უხვი და 2-4%-ით - ექსტრემალურად უხვი ნალექების წილი წლიურ ჯამში, რაც რაოდენობრივად უხვი ნალექების 30-40%-ით, ხოლო ექსტრემალურის - 50-75%-ით მატებას შეესაბამება.

ამასთანავე, ამ რაიონებში გამოვლინდა ყველა სხვა ექსტრემალური ინდექსის, როგორიცაა უხვნალექიანი დღეების რაოდენობა და ნალექების დღეღამური მაქსიმალური რაოდენობა, ზრდა. შედეგად, როგორც ჩანს, უკანასკნელ პერიოდში ამ რაიონებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების გააქტიურების რისკები", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამის პარალელურად კი, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში Ambebi.ge-ს ეუბნებიან, ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ნალექების ექსტრემალური ინდექსები მიუთითებს, რომ მიუხედავად ნალექების წლიური რაოდენობის ცვლილების ნიშნისა, თითქმის ყველგან და განსაკუთრებით, კახეთში და მცხეთა-მთიანეთში, იზრდება უნალექო პერიოდების ხანგრძლივობა.

"ამავე დროს, თბილისში, თელავსა და ლაგოდეხში მომატებულია, ასევე, ექსტრემალურად ნალექიანი შემთხვევების გახშირების დამადასტურებელი ტენდენციებიც. გამომდინარე აქედან, აქ სავარაუდოა როგორც გვალვების, ისე წყალდიდობა-წყალმოვარდნებისა და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გახშირების ალბათობა", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • მათივე განმარტებით, თბილისში დღე-ღამეში 100 მმ-ზე მეტი ნალექის მოსვლა შესაძლებელია 20 წელიწადში ერთხელ, 120 მმ-ზე მეტის - 50 წელიწადში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წელიწადში ერთხელ.

"უკანასკნელ პერიოდში თბილისში ძლიერი წვიმა აღინიშნა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს. ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 24 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 113 მმ. აღნიშნული შემთხვევა, მოსული ნალექის რაოდენობის მიხედვით, არ იყო უპრეცენდენტო. იმავე სადგურზე უფრო მაღალი ნალექები აღინიშნა 1997 (118 მმ) და 1972 (130 მმ) წლებში. თუ გავითვალისწინებთ თბილისის სხვა სადგურების დაკვირვების ინფორმაციას, რეკორდული მაჩვენებელი (200 მმ) აღინიშნა 1962 წელს თბილისში, აეროპორტის სადგურზე.

მრავალწლიურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, თბილისში დღე-ღამეში 100 მმ-ზე მეტი ნალექის მოსვლა შესაძლებელია 20 წელიწადში ერთხელ, 120 მმ-ზე მეტის - 50 წელიწადში ერთხელ, ხოლო 140 მმ-ზე მეტი - 100 წელიწადში ერთხელ", - აცხადებენ სააგენტოში.

  • როგორია ნალექთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროგნოზი - სად შემცირდება და სად მოიმატებს ნალექიანობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზირებისთვის გამოყენებული გაფრქვევების ზომიერი სცენარის მიხედვით, 2041-2070 წ.წ. პერიოდში ნალექების წლიური ჯამი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ 10%-მდე მცირდება. ყველაზე მეტად - მცხეთა-მთიანეთში, ყველაზე ნაკლებად კი - კახეთში. დასავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ნალექების კლება.

გამონაკლისს წარმოადგენს სამეგრელოს დაბალი ზონა, სადაც ნალექიანობა დაახლოებით 10%-მდე იმატებს. საუკუნის ბოლოს, 2071-2100 წ.წ. პერიოდში, წინა 30-წლიან პერიოდთან შედარებით, ნალექების ჯამი უმნიშვნელოდ იცვლება, იზრდება ან მცირდება 1-6% პროცენტის ფარგლებში (წყარო: გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ).

ბათუმი
  • უხვი ნალექის მოსვლას ქვეყნის ტერიტორიაზე განაპირობებს გარკვეული სინოპტიკური სიტუაციები, კერძოდ:

"ე.წ. დასავლეთის ცირკულაციური პროცესი, რომლის დროსაც, ცივი ჰაერის მასები ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლეთიდან, შავი ზღვის გავლით გადმოადგილდება, სადაც მისი ქვედა ფენა რამდენადმე თბება, ხდება ტენით გაჯერება, იზრდება არადგრადობა და ხმელეთზე ტენით გაჯერებული შემოიჭრება. დასავლეთის ცირკულაციური პროცესი წელიწადის ყველა დროისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა მისი განმეორებადობა მეტია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. გარკვეულ პირობებში კავკასიის სამხრეთით მდებარე სტაციონალურ ატმოსფერულ ფრონტებზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ციკლონების წარმოქმნისათვის და მათი შემდგომი გადაადგილებისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით.

ასეთი სინოპტიკური სიტუაცია მოიხსენება, როგორც ტალღური აღრევები სამხრეთიდან. ამ პროცესის დროს ციკლონების განვითარებისა და გადაადგილების ადგილებში შეინიშნება ძლიერი ქარი და ატმოსფერული ნალექი. წელიწადის თბილ პერიოდში ხშირია ელჭექი და სეტყვა. ასეთი ცირკულაციური პროცესის პროცენტული განმეორებადობა ყველაზე მაღალი ზაფხულშია. ლოკალური კონვექციური პროცესები, რომლებიც ასევე განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ზაფხულში", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • რამდენად არის გაზრდილი წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების საფრთხე?

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, ბოლო ათწლეულში ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წყალმოვარდნების შემთხვევათა რიცხვი. ქვეყნის რთული კლიმატური და ოროგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, წყალდიდობა-წყალმოვარდნების საფრთხე საკმაოდ მაღალია.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოს თითქმის ყველა მდინარისთვისაა დამახასიათებელი.

  • მათ შორის, განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა: იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მდინარეთა აუზები, აგრეთვე, მდ. მტკვრის მიმდებარე ტერიტორიები და მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო.

სტიქიური წყალმოვარდნების წლიურ მსვლელობაში დასავლეთ საქართველოში პირველი უდიდესი განმეორებადობა არის აპრილი-აგვისტოში, მეორე დიდი განმეორებადობა - შემოდგომის თვეებშია (ოქტომბერ-ნოემბერში), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი განმეორებადობა აპრილ-ივლისშია. სტიქიური წყალმოვარდნების პერიოდები ემთხვევა თოვლის ინტენსიურ დნობასა და ხანგრძლივი ან ძლიერი წვიმების მოსვლის პერიოდს.

  • ნახეთ 2015 წელს, ვერეს ხეობის ტრაგედიისას წყალმოვარდნის მოდელირება

"მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში მიმდინარეობს წყალდიდობა/წყალმოვარდნების საფრთხეების რუკების მომზადება და შესაბამისი საპროგნოზო სისტემის შექმნა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელი წყალდიდობა/წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადებასა და გავრცელებას, რაც შესაძლო ეკონომიკურ ზარალსა და ადამიანთა მსხვერპლს მინიმუმამდე დაიყვანს", - გვეუბნებიან გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • სტატია მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
  • აღნიშნულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.

ავტორები:

ნანა ფიცხელაური

ხატია ვარდოსანიძე

განსაკუთრებული მადლობა სტატიის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის გლაციოლოგ ლევან ტიელიძეს

მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?