მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?
ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას, უამ­რა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მის გა­მოწ­ვე­ვის გარ­და, მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის "გაღ­ვი­ძე­ბა“ შე­უძ­ლია და ეს საფრ­თხე უკვე საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რია.

რო­დე­საც ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფენა დნო­ბას იწყებს და ზღვე­ბი და ოკე­ა­ნე­ე­ბი თბე­ბა, არ­ქტი­კულ წყლებ­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლე ჩნდე­ბა. იც­ვლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა გე­ოგ­რა­ფია, რად­გან ახა­ლი პა­თო­გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნე­ბენ მცე­ნა­რე­ებს, ცხო­ვე­ლებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, თა­ვის არე­ალს აფარ­თო­ვე­ბენ.

მა­გა­ლი­თად, ალას­კა­ში, სა­დაც ზამ­თრის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა, ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის 4 გრა­დუ­სით გა­ი­ზარ­და, მთე­ლი ეკო­სის­ტე­მა ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის.

ზღვის ყი­ნუ­ლი დნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მალე, ეს კი იწ­ვევს ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბებს. ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნე­ბი მცი­რე ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც წყლის ნა­კა­დებ­ში მოძ­რა­ო­ბენ. შე­დე­გად ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს თევ­ზებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე. ტბე­ბი იც­ვლი­ან ზო­მას, ზღვის ცხე­ლი ტალ­ღე­ბი უფრო ხში­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა და ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან საკ­ვე­ბის ახა­ლი წყა­რო­ე­ბი მო­ი­ძი­ონ.

ნებ­რას­კას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ჰა­როლდ მან­ტე­რის პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გის, და­ნი­ელ ბრუკ­სის თქმით, წარ­სუ­ლი პან­დე­მი­ე­ბი ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის დროს წარ­მო­იშ­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია, შიმ­ში­ლო­ბა და კონ­ფლიქ­ტე­ბი. შემ­დეგ ისი­ნი და­ა­ცხრეს კლი­მა­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბით. ვიდ­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლებს ბი­ოს­ფე­როს გაღ­ვი­ვე­ბას, პა­თო­გე­ნე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ გავ­რცე­ლე­ბას ადა­მი­ა­ნებ­ში, ფერ­მე­რულ ცხო­ვე­ლებ­სა და ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში.

”პლა­ნე­ტა არის ევო­ლუ­ცი­უ­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ნაღ­მი. ახლა ჩვენ ვართ კლი­მა­ტის აქ­ტი­ვო­ბის დაჩ­ქა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, უნდა ვე­ლო­დოთ, უფრო გან­ვი­თა­რე­ბად და­ა­ვა­დე­ბებს. სწო­რედ ეს გან­ვი­თა­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო გა­მოწ­ვე­უ­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით, ამ­ძაფ­რებს სი­ღა­რი­ბეს, შიმ­შილს, გვალ­ვას, კონ­ფლიქტსა და მიგ­რა­ცი­ას“, - ამ­ბობს და­ნი­ელ ბრუკ­სი.

  • პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით ასე მი­დის:

ტემ­პე­რა­ტუ­რა იმა­ტებს, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს ნა­ლექ­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბა­ზე, ქა­რის ფორ­მებ­სა და მზის შუ­ქის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე; ეს ზრდის ციკ­ლო­ნე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის, გვალ­ვე­ბი­სა და სი­ცხის ტალ­ღე­ბის სიმ­ძი­მეს, რაც თა­ვის მხრივ გავ­ლე­ნას ახ­დენს პა­თო­გე­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, გა­ფან­ტვა­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქო­ლე­რის, ტი­ფის, ფი­ლა­რი­ო­ზის, მა­ლა­რი­ის, ყვი­თე­ლი ცხე­ლე­ბი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან.

თბილ­მა კლი­მატ­მა შე­საძ­ლოა, და­შა­ლოს მი­ძი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც აქ­ტი­უ­რი პა­თო­გე­ნე­ბი. ვირუ­სებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს შე­უძ­ლი­ათ ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "იცო­ცხლონ“ ყი­ნულ­ში და არა­ვის აქვს წარ­მოდ­გე­ნა, კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩაფ­ლუ­ლი ყი­ნუ­ლო­ვან ნი­ა­და­გებ­სა და მყინ­ვა­რებ­ში.

ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ ალას­კას მუდ­მივ ყი­ნულ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ასო­ბით უძ­ვე­ლე­სი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი, რომ­ლე­ბიც მდგრა­დია ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ, ხოლო ტი­ბე­ტის მყინ­ვა­რებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს 33 უძ­ვე­ლე­სი და მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ვირუ­სი, რომ­ლე­ბიც სულ მცი­რე 11000 წლის წი­ნან­დე­ლია. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
2

ბაქტერიები და ვირუსები გლობალურად ბევრს არაფერს წყვეტენ, ადამის მოდგმა უხსოვარი დროიდან მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის მათ და როგორც წესი, ადრე თუ გვიან იმარჯვებს მათზე... მთავარი, რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ისაა, რომ ამ პლანეტის გარდა ჩვენ სხვა საცხოვრებელი არ გვაქვს და არც გვექნება, - მარსზე ასაშენებელი კოლონიები მხოლოდ უსაქმური მილიარდერების მოსაწველი რეკლამაა, აღარარსებულ ცენტრ პოინტში სჯობს უძრავი ქონების შეძენა... ამის გასააზრებლად სულაც არაა საჭირო, ყველანი გრეტა ტუნბერგებად გადავიქცეთ - გლობალური პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის დროს დედა ბუნებამ სრული სიცხადით დაგვანახა, რა სჭირდება დედამიწას და რამხელა რეგენერაციის უნარი გააჩნია, მაგრამ ისევ ბრმების თვალსაწიერიდან გვიჯობს სეირის ყურება ... მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთმა ადამის მოდგმა სამოთხიდან გამოაძევა, ადამიანები გამუდმებით ახალი სამოთხის შექმნის მცდელობაში არიან და დედამიწა კი ჯოჯოხეთს უფრო ემსგავსება, ალბათ იმიტომ, რომ ის აკრძალული ხილი მეორე მხრიდან ჩაკბიჩა....

:)
4

ერთაოზ ბრეგვაძე რო პასუხობს ბიძია-ბაბუას, არ მიფიქრია მაგაზე, ვალები მაქო, ისე ვარ მეც.... სანამ ახლით შემაშინებთ, ჯერ იგი მითხარით, კორონა სად და რაფერ გაქრა:)) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?

ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინეს ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ - კლიმატის ცვლილება გამოიწვევს ახალ პანდემიებს?

კლიმატის ცვლილებას, უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმის გამოწვევის გარდა, მიძინებული ვირუსებისა და ბაქტერიების "გაღვიძება“ შეუძლია და ეს საფრთხე უკვე საკმაოდ რეალურია.

როდესაც ყინულის სქელი ფენა დნობას იწყებს და ზღვები და ოკეანეები თბება, არქტიკულ წყლებში ახალი სიცოცხლე ჩნდება. იცვლება დაავადებათა გეოგრაფია, რადგან ახალი პათოგენები, რომლებიც აზიანებენ მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს, თავის არეალს აფართოვებენ.

მაგალითად, ალასკაში, სადაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა, ბოლო 60 წლის განმავლობაში, თითქმის 4 გრადუსით გაიზარდა, მთელი ეკოსისტემა ცვლილებას განიცდის.

ზღვის ყინული დნება ჩვეულებრივზე მალე, ეს კი იწვევს ფიტოპლანქტონის რაოდენობის ცვლილებებს. ფიტოპლანქტონები მცირე ორგანიზმებია, რომლებიც წყლის ნაკადებში მოძრაობენ. შედეგად ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს თევზებსა და ფრინველებზე. ტბები იცვლიან ზომას, ზღვის ცხელი ტალღები უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება და ძუძუმწოვრები იძულებულები ხდებიან საკვების ახალი წყაროები მოიძიონ.

ნებრასკას უნივერსიტეტის სახელმწიფო მუზეუმის ჰაროლდ მანტერის პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის ბაქტერიოლოგის, დანიელ ბრუკსის თქმით, წარსული პანდემიები ძირითადად კლიმატის ცვლილებების დროს წარმოიშვა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დესტაბილიზაცია და იძულებითი მიგრაცია, შიმშილობა და კონფლიქტები. შემდეგ ისინი დააცხრეს კლიმატის სტაბილურობის დაბრუნებით. ვიდრე კლიმატის ცვლილება გააგრძელებს ბიოსფეროს გაღვივებას, პათოგენები გააგრძელებენ გავრცელებას ადამიანებში, ფერმერულ ცხოველებსა და ველურ ბუნებაში.

”პლანეტა არის ევოლუციური უბედური შემთხვევების ნაღმი. ახლა ჩვენ ვართ კლიმატის აქტივობის დაჩქარების პერიოდში, უნდა ველოდოთ, უფრო განვითარებად დაავადებებს. სწორედ ეს განვითარებადი დაავადებები, რომლებიც უფრო გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, ამძაფრებს სიღარიბეს, შიმშილს, გვალვას, კონფლიქტსა და მიგრაციას“, - ამბობს დანიელ ბრუკსი.

  • პროცესი დაახლოებით ასე მიდის:

ტემპერატურა იმატებს, რაც გავლენას ახდენს ნალექსა და ტენიანობაზე, ქარის ფორმებსა და მზის შუქის რაოდენობაზე; ეს ზრდის ციკლონების, წყალდიდობების, გვალვებისა და სიცხის ტალღების სიმძიმეს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს პათოგენების გადარჩენაზე, გაფანტვასა და რეპროდუქციაზე, რაც დაკავშირებულია ქოლერის, ტიფის, ფილარიოზის, მალარიის, ყვითელი ცხელებისა და სხვა დაავადებების გავრცელებასთან.

თბილმა კლიმატმა შესაძლოა, დაშალოს მიძინებული, მაგრამ მაინც აქტიური პათოგენები. ვირუსებსა და ბაქტერიებს შეუძლიათ ათასწლეულების განმავლობაში "იცოცხლონ“ ყინულში და არავის აქვს წარმოდგენა, კიდევ რა შეიძლება იყოს ჩაფლული ყინულოვან ნიადაგებსა და მყინვარებში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ალასკას მუდმივ ყინულში აღმოაჩინა ასობით უძველესი მიკროორგანიზმი, რომლებიც მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ, ხოლო ტიბეტის მყინვარებში გამოავლინეს 33 უძველესი და მანამდე უცნობი ვირუსი, რომლებიც სულ მცირე 11000 წლის წინანდელია. წყარო

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ეკა დარჩიაშვილმა