საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა
აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

აფხა­ზე­თი იმ პრო­ექ­ტებს კრძა­ლავს, რო­მელ­თა მი­ზა­ნი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბაა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ეხო კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს.

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი აიკ­რძა­ლა და USAID-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჯონ პე­ნე­ლი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ცხად­და.

ამას­თან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კრძა­ლავს, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბაა.

ე.წ. სა­გა­რეო მი­ნის­ტრის, ინალ არ­ძინ­ბას თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და გა­ე­როს სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ნა­კარ­ნა­ხე­ვია "გა­უმჭვირ­ვა­ლე საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბით“.

არ­ძინ­ბა გან­მარ­ტავს, რომ USAID-ს აფხა­ზეთ­ში უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პრო­ექტ, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 8 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და და ე.წ. სა­მი­ნის­ტრომ ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა­რი მი­ი­ღო, თუმ­ცა ის „პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ბუნ­დო­ვან ფორ­მუ­ლი­რე­ბებს" შე­ი­ცავ­და.

"ამ პრო­ექ­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს გა­მო­იკ­ვე­თა დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მე­ბის შექ­მნა ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ფორ­მა­ტებ­ში, რათა დამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, მათ შო­რის ლტოლ­ვი­ლებს შო­რის”, – გა­ნა­ცხა­და არ­ძინ­ბამ.

მისი თქმით, „ბუნ­დო­ვა­ნი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი“ ემ­სა­ხუ­რე­ბა მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას - „სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ხელ­შე­წყო­ბის­თვის“, ასე­ვე ეხე­ბა USAID-ის ოფი­ცი­ა­ლურ სტრა­ტე­გი­ას, აფხა­ზე­თი ამ დო­კუ­მენ­ტში ით­ვლე­ბა „ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად“, და ყვე­ლა ქმე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლია „ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა“ და „კრემ­ლის მავ­ნე გავ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­კენ“.

„აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლია შემ­დე­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი: USAID-ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ჯონ პე­ნე­ლი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი USAID-ის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით აღარ იქ­ნე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, იკ­რძა­ლე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბაა. აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ და­ამ­ტკი­ცებს ბუნ­დო­ვან და არა­ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც სრუ­ლად არ ასა­ხავს პრო­ექ­ტის მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს“, - გან­მარ­ტავს არ­ძინ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

საკუთარი ხალხის მტერია ეს მალაკასოსი ფსბ ს აგენტი.

ი.კ
1

მოვა დრო, აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს და არა აფხაზები, უბრალოდ იქ მათი ხსენებაც კი არ იქნება. ოსეთიც მას მოჰყვება და ოსები აქეთ შეგვეხვეწებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის დაფინანსებული პროექტები აიკრძალა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებას კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა.

ე.წ. საგარეო მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების საჭიროება ნაკარნახევია "გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით“.

არძინბა განმარტავს, რომ USAID-ს აფხაზეთში უნდა განეხორციელებინა პროექტ, რომლის ბიუჯეტი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა და ე.წ. სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა ის „პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს" შეიცავდა.

"ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის”, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, „ბუნდოვანი მიზნები და ამოცანები“ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას - „სოციალური პირობების შექმნას აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის“, ასევე ეხება USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიას, აფხაზეთი ამ დოკუმენტში ითვლება „ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“, და ყველა ქმედება მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.

„აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: USAID-ის რეგიონალური დირექტორი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, იკრძალება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაამტკიცებს ბუნდოვან და არაზუსტ ინფორმაციას, რომელიც სრულად არ ასახავს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს“, - განმარტავს არძინბა.