მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში" - ალიევი
"სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში" - ალიევი

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბობს შან­სი, და­ი­წყოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, პირ­ვე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ახ­ლა­ხან გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში- ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ე­რე­ბი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ვფიქ­რობ, ეს პო­ზი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ADA-ს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

პო­ლო­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ია­კობ კა­რე­ი­ბამ ილ­ჰამ ალი­ევს კი­თხა, ხე­დავს თუ არა რა­ი­მე შანსს რე­გი­ო­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის მიერ ერ­თგვა­რი ბე­ნე­ლუქ­სის მო­დე­ლის შექ­მნი­სათ­ვის.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი მო­დე­ლის შექ­მნა სავ­სე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რია და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან დის­კუ­სი­ის დროს ეს სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლეს.

ილ­ჰამ ალი­ე­ვის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მოხ­დე­ბა დიდ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის, რად­გან ეს არის მი­წო­დე­ბის სან­დო წყა­რო, ინ­ტერ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც კარ­გია და რაც მე­გობ­რო­ბა­შია გა­დაზ­რდი­ლი.

"არ­სე­ბობს შან­სი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სათ­ვის, რომ და­ვი­წყოთ პრო­ცე­სი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით მა­ინც. შე­იძ­ლე­ბა ჯერ ად­რეა ვი­ლა­პა­რა­კოთ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვი­წყოთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით. და ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახ­ლა­ხან ერთ-ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­მი­ე­რე­ბი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს იქ. ვფიქ­რობ, ეს პო­ზი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია.

ვფიქ­რობ, ამას ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი გავ­ლე­ნა შე­უძ­ლია ჰქონ­დეს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. თუ მა­გა­ლი­თად შევ­ხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ბოლო წლე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის მან­ძილ­ზე, ჩვენ ვხე­დავთ, თუ რო­გორ არის ორი ქვე­ყა­ნა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებს ორი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თო პრო­ექ­ტებს ურ­თი­ერთ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და რო­გორ გახ­და ეს ორი ქვე­ყა­ნა ერ­თად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ევ­რო­პი­სათ­ვის, ვიდ­რე ისი­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ ცალ-ცალ­კე. შე­უძ­ლია სომ­ხეთს შე­უ­ერ­თდეს ამ უკვე არ­სე­ბულ პრო­ექ­ტებს? დიახ, როცა ხელს მო­ვა­წერთ სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია. რა წვლი­ლი შე­უძ­ლია სომ­ხეთს შე­ი­ტა­ნოს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, ამ ეტაპ­ზე ეს ღია კი­თხვაა, რად­გან აქ არა მარ­ტო უფ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, არა­მედ მხა­რე­ებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯანს უკვე აქვთ დიდი კონ­ტრი­ბუ­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნავ­თო­ბის მილ­სა­დე­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მილ­სა­დე­ნე­ბი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, სარ­კი­ნიგ­ზო გზე­ბი, ენერ­გო კა­ბე­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი. სულ ახ­ლა­ხან, ბა­ქო­ში შედ­გა სამი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა, ეს უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლი გახ­და. ჩვენ გვაქვს სამმხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტი, არა მარ­ტო თავ­დაც­ვის, არა­მედ სხვა სფე­რო­ებ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეკო­ნო­მი­კი­სა და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სრუ­ლად იზი­ა­რებს ამ ხედ­ვას, ჩვენ კვლავ არ გვაქვს ნა­თე­ლი პო­ზი­ცია სომ­ხე­თის მხრი­დან, თუ ვიგ­რძნობთ მათ­გან ამას, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­წყე­ბა. ისი­ნი უფრო უსაფრ­თხოდ იგ­რძნო­ბენ თავს. ჩვენ­მა ქარ­თველ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მოხ­დე­ბა დიდ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის. რად­გან ეს არის სან­დო წყა­რო მი­წო­დე­ბი­სა, ეს არის ინ­ტერ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც კარ­გია და რაც მე­გობ­რო­ბა­შია გა­დაზ­რდი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი 1
2

ასეთი ტიპის ინტეგრაცია ადრევე უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ნაციონალისტურმა შხამმა ტვინი აურია იმდროინდელ ლიდერებს და ათასი უბედურება დააწია, შედეგად, საკუთარ ქვეყნებს. აზერბაიჯანის ნავთობი, საქართველოს სატრანსპორტო ჰაბი, სომხეთის მძლავრი ემიგრაცია და მწარმოებლური უნარ-ჩვევები - ამ საწყისი რესურსებით შეიძლებოდა ამიერკავკასიის კონსოლიდაცია. ახლა ცოტა გვიანაა, მაგრამ, დრონი მეფობენ, ვნახოთ. 

mzirali
67

ბაქოს პოლიტიკურ კულისებში ალაპარაკდნენ ,,ბორჩალოს " მხარის დაბრუნებაზე... ,,სტრატეგიული პარტნიორის " შემდგომი ექსპანსიის მიმართულება????!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში" - ალიევი

"სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში" - ალიევი

სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პოლონელმა ჟურნალისტმა იაკობ კარეიბამ ილჰამ ალიევს კითხა, ხედავს თუ არა რაიმე შანსს რეგიონული ინტეგრაციისათვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ერთგვარი ბენელუქსის მოდელის შექმნისათვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელის შექმნა სავსებით რეალისტურია და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დისკუსიის დროს ეს საკითხიც განიხილეს.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, რადგან ეს არის მიწოდების სანდო წყარო, ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი.

"არსებობს შანსი სამხრეთ კავკასიისათვის, რომ დავიწყოთ პროცესი, კონსულტაციებით მაინც. შეიძლება ჯერ ადრეა ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონსულტაციებით. და ვფიქრობ, პირველი კონსულტაციები გაიმართა საქართველოში, ახლახან ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს იქ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია.

ვფიქრობ, ამას ძალიან პრაქტიკული გავლენა შეუძლია ჰქონდეს ამ თანამშრომლობაზე. თუ მაგალითად შევხედავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ბოლო წლების, დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის ორი ქვეყანა ინტეგრირებული, როგორ ახორციელებს ორი ქვეყანა საერთო პროექტებს ურთიერთ სარგებლიანობისათვის და როგორ გახდა ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე. შეუძლია სომხეთს შეუერთდეს ამ უკვე არსებულ პროექტებს? დიახ, როცა ხელს მოვაწერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ბუნებრივია. რა წვლილი შეუძლია სომხეთს შეიტანოს ამ თანამშრომლობაში, ამ ეტაპზე ეს ღია კითხვაა, რადგან აქ არა მარტო უფლებებზეა საუბარი, არამედ მხარეებს აქვთ ვალდებულებებიც. საქართველოს და აზერბაიჯანს უკვე აქვთ დიდი კონტრიბუცია ამ მიმართულებით, ნავთობის მილსადენები, ბუნებრივი აირის მილსადენები, ტრანსპორტირება, სარკინიგზო გზები, ენერგო კაბელი, უსაფრთხოების საკითხები. სულ ახლახან, ბაქოში შედგა სამი ქვეყნის, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ეს უკვე ტრადიციული გახდა. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, არა მარტო თავდაცვის, არამედ სხვა სფეროებში, რომელიც მოიცავს ეკონომიკისა და ა.შ. საქართველოს მთავრობა სრულად იზიარებს ამ ხედვას, ჩვენ კვლავ არ გვაქვს ნათელი პოზიცია სომხეთის მხრიდან, თუ ვიგრძნობთ მათგან ამას, ჩვენ შეგვიძლია დაწყება. ისინი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის. რადგან ეს არის სანდო წყარო მიწოდებისა, ეს არის ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.