მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეფი მილის" ჯადოსნურ ყუთში ყველა ბავშვისთვის წარმატების გასაღებია - "მაკდონალდსის" ეს ინიციატივა  ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს  - ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე
"ჰეფი მილის" ჯადოსნურ ყუთში ყველა ბავშვისთვის წარმატების გასაღებია - "მაკდონალდსის" ეს ინიციატივა  ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს  - ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

„მაკ­დო­ნალდსის“ ერ­თგულ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ბავ­შვებ­მა უკვე იცი­ან, რომ „ჰეფი მილ­ში“ ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­თა­მა­შო­ებ­თან ერ­თად მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ზე და მათი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზებ­ზე მო­თხრო­ბი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბიც ხვდე­ბათ. წიგ­ნე­ბის ახალ სე­რი­ა­ში „პა­ტა­რე­ბი დიდი ოც­ნე­ბე­ბით“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი ფორ­მით არის მი­წო­დე­ბუ­ლი და მათ მო­ტი­ვი­ა­ცი­ას აძ­ლევს თა­ვა­დაც იშ­რო­მონ და მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას.

ჰეფი მი­ლის წიგ­ნებს უკვე ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. მშობ­ლებს ახა­რებთ, რომ მათი შვი­ლე­ბი გემ­რი­ე­ლი მე­ნი­უს და­გე­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებ­საც ეც­ნო­ბი­ან. ფსი­ქო­ლო­გე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შვებს უფრო და­ა­ახ­ლო­ვებს წიგ­ნებ­თან. მე­ო­რე მხრივ, წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის გაც­ნო­ბა ბავ­შვე­ბის­თვის წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია მათი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში.

ფსი­ქო­ლო­გი ლალი ბად­რი­ძის თქმით, „მაკ­დო­ნალდსის“ ეს სი­ახ­ლე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დე­საც ბავ­შვი მი­დის მაკ­დო­ნალ­დში და გემ­რი­ელ მე­ნი­უს­თან ერ­თად „ჰეფი მი­ლის“ ჯა­დოს­ნურ ყუთ­ში აღ­მო­ა­ჩენს სა­თა­მა­შო­ებს და ახლა უკვე წიგ­ნებ­საც?

- რო­გორც კი ეს კი­თხვა და­მის­ვით, მა­შინ­ვე ჩემი ბავ­შვო­ბა გა­მახ­სენ­და. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე დე­დამ მო­მი­ტა­ნა შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, არ ვი­ცო­დი შიგ­ნით რა იყო. ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც არ იცი რა სი­ურპრი­ზი გე­ლო­დე­ბა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემი სა­ჩუ­ქა­რი თო­ჯი­ნა აღ­მოჩ­ნდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მას შემ­დეგ რამ­დე­ნი სა­ჩუ­ქა­რი მი­მი­ღია, მაგ­რამ ის ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი დღემ­დე მახ­სოვს. სი­ურპრიზს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვის­თვის, მაკ­დო­ნალდს ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბა გა­მოს­დის - რო­დე­საც ბავ­შვი მი­დის თა­ვის საყ­ვა­რელ მაკ­დო­ნალდსში, და ამ დროს იქ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ხვდე­ბა. ეს სა­თა­მა­შო იქ­ნე­ბა თუ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი, რო­მე­ლიც მას კი­დევ უფრო მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს იყოს ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­რმა­ვე­ბი­სათ­ვის იმ ფაქტს, რომ ჰეფი მი­ლის ყუთ­ში მას ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი დახ­ვდე­ბა?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სი­ურპრი­ზის ყუთი ბავ­შვმა თვი­თონ გახ­სნას. მაკ­დო­ნალდსის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შვებს წიგ­ნებს უფრო შე­აყ­ვა­რებს. ბავ­შვებს რა უყ­ვართ? მოქ­მე­დე­ბა, თავ­გა­და­სა­ვა­ლი, სი­ურპრი­ზე­ბი. რო­დე­საც ბავ­შვს უბ­რა­ლოდ აძ­ლევ წიგნს და ეუბ­ნე­ბი, წა­ი­კი­თხე, ის ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს. მის­თვის გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის წიგ­ნი, რო­მე­ლიც სი­ურპრი­ზით, თავ­გა­და­სა­ვა­ლით, აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვი როცა მოქ­მე­დე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი მის­თვის უფრო ძვირ­ფა­სია. მაკ­დო­ნალდსის წიგ­ნე­ბის სე­რი­ის გა­მოშ­ვე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ მალე აღ­მო­ვა­ჩენთ კო­ლექ­ცი­ო­ნერ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა სე­რია აქვს შე­ნა­ხუ­ლი და ისე­ვე უფრთხილ­დე­ბა თი­თო­ე­ულ წიგნს, რო­გორც ჩვენს თა­ო­ბა­ში მაკ­დო­ნალდსის სა­თა­მა­შო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ებს ვი­ნა­ხავ­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაკ­დო­ნალდსი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ებს და ჰეფი მილი ყო­ველ­თვის შეძ­ლებს თა­ო­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხოს.

- ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის „ჰეფი მი­ლის“ სა­შუ­ა­ლე­ბით მი­წო­დე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა. რა ეფექ­ტია აქვს ამას ბავ­შვე­ბის­თვის?

- რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია. ბავ­შვებ­ზე ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს გმი­რუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. მო­ზარდს ყო­ველ­თვის აქვს სურ­ვი­ლი გმი­რის და გა­დამ­რჩე­ნე­ლის როლ­ში იყოს. რო­დე­საც ის რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას კი­თხუ­ლობს, თვი­თო­ნაც უნდა რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ბავ­შვი სწავ­ლობს სხვა ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბით, მი­ბაძ­ვით.

- რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის რომ ბავ­შვებს სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია ავუ­მაღ­ლოთ?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ვი­გოთ ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი. ჯერ უნდა გა­ვარ­კვი­ოთ, რა არის მისი მი­ზა­ნი, რას უნდა მიღ­წი­ოს. შემ­დეგ კი ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის გზა უნდა და­ვა­ნა­ხოთ რომ სწავ­ლა­შია. თუ ბავ­შვმა არ იცის რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში მას სწავ­ლა და სხვა უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­ად­გე­ბა, ის ამის მი­მართ ინ­ტე­რესს არ გა­მო­ავ­ლენს. გარ­და ამი­სა, სა­ო­ცა­რი გა­რე­მოა „მაკ­დო­ნალდსში“. ბავ­შვე­ბი, პა­ტა­რე­ბი რომ მყავ­და, ხში­რად და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი „მაკ­დო­ნალდსში“ გა­და­მიხ­დია და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბი წა­მოვ­სულ­ვართ. ჟრი­ა­მუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბი, მათ­ზე მზრუნ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლი - მეტი რა გვინ­და. მაკ­დო­ნალდსის გა­რე­მო ბავ­შვე­ბის­თვის პირ­ველ რიგ­ში არის კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ სივ­რცე­ში ბავ­შვებს იმ დო­ზით თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ, რაც ხში­რად სხვა სივ­რცე­ებ­ში არ აქვთ.

- ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და გა­ჯე­ტე­ბის მი­მართ რო­გორ უნდა ჩა­ვა­ნაც­ვლოთ წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით?

- წიგ­ნის კი­თხვის შეყ­ვა­რე­ბის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი რე­ცეპ­ტი მაქვს. ბავ­შვს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უნდა და­უჯ­დე და უკი­თხო წიგ­ნე­ბი. მხო­ლოდ მი­თი­თე­ბა, რომ წიგ­ნი წა­ი­კი­თხე, ეს უსარ­გებ­ლოა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა აკე­თოთ ერ­თად. ერ­თად ვი­კი­თხოთ, ერ­თად ვი­თა­მა­შოთ, ერ­თად დავ­დგათ სპექ­ტაკ­ლე­ბი, ამა­ში მთე­ლი ოჯა­ხი უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ჯე­ტებს, აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს დრო­ის შე­ზღუდ­ვა. ბავ­შვმა უნდა იცო­დეს, რომ ის ამით დღე­ში ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვმა რო­დე­საც იცის, რომ ამ აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ, მას უკვე მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით სხვა აქ­ტი­ვო­ბა ელო­დე­ბა, ის უკვე ამას აღარ გა­აპ­რო­ტეს­ტებს. ყვე­ლა­ზე ცუდი მიდ­გო­მაა, რო­დე­საც მშო­ბე­ლი ბავ­შვს უკ­რძა­ლავს გა­ჯეტს და თვი­თონ არის მთე­ლი დღე მას­ში ჩარ­თუ­ლი. ამ დროს ბავ­შვს უჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ ის და­ჩაგ­რეს. ამი­ტომ ჯობს, რომ ჩვენც წიგ­ნი ავი­ღოთ და ბავ­შვი ამა­ში მოგ­ვბა­ძავს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაია
0

აქ არ იყო, ელტონ ჯონის ცხოვრებაზე წიგნი? როგორიც არ ნდა იყოს, როგორც ხელოვანი, არ მინდა მისი ცხოვრება და ორიენტაცია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებიც ყურადღების ცენტრში იყოს! ყველაფერს კარგად უნდა შერჩევა! 

JH
0

წიგნს გააჩნია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჰეფი მილის" ჯადოსნურ ყუთში ყველა ბავშვისთვის წარმატების გასაღებია - "მაკდონალდსის" ეს ინიციატივა  ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს  - ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

"ჰეფი მილის" ჯადოსნურ ყუთში ყველა ბავშვისთვის წარმატების გასაღებია - "მაკდონალდსის" ეს ინიციატივა  ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს  - ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

„მაკდონალდსის“ ერთგულმა მომხმარებელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ „ჰეფი მილში“ ტრადიციული სათამაშოებთან ერთად მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებზე და მათი წარმატების მიღწევის გზებზე მოთხრობილი საინტერესო წიგნებიც ხვდებათ. წიგნების ახალ სერიაში „პატარები დიდი ოცნებებით“ წარმატებული ადამიანების ისტორიები ბავშვებისათვის გასაგები ფორმით არის მიწოდებული და მათ მოტივიაციას აძლევს თავადაც იშრომონ და მიაღწიონ წარმატებას.

ჰეფი მილის წიგნებს უკვე ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მშობლებს ახარებთ, რომ მათი შვილები გემრიელი მენიუს დაგემოვნებასთან ერთად, საინტერესო წიგნებსაც ეცნობიან. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა ბავშვებს უფრო დააახლოვებს წიგნებთან. მეორე მხრივ, წარმატების ისტორიების გაცნობა ბავშვებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია მათი მომავლის შექმნაში.

ფსიქოლოგი ლალი ბადრიძის თქმით, „მაკდონალდსის“ ეს სიახლე ძალიან პოზიტიური გავლენის მატარებელია ბავშვებისათვის.

- რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც ბავშვი მიდის მაკდონალდში და გემრიელ მენიუსთან ერთად „ჰეფი მილის“ ჯადოსნურ ყუთში აღმოაჩენს სათამაშოებს და ახლა უკვე წიგნებსაც?

- როგორც კი ეს კითხვა დამისვით, მაშინვე ჩემი ბავშვობა გამახსენდა. არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთ დღესასწაულზე დედამ მომიტანა შეფუთული საჩუქარი, არ ვიცოდი შიგნით რა იყო. ის მომენტი, როდესაც არ იცი რა სიურპრიზი გელოდება, ძალიან სასიამოვნოა. ჩემი საჩუქარი თოჯინა აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, მას შემდეგ რამდენი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ის ლამაზად შეფუთული საჩუქარი დღემდე მახსოვს. სიურპრიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, მაკდონალდს ასეთი დღესასწაულის მოწყობა გამოსდის - როდესაც ბავშვი მიდის თავის საყვარელ მაკდონალდსში, და ამ დროს იქ სასიამოვნო მოულოდნელობა ხვდება. ეს სათამაშო იქნება თუ საინტერესო წიგნი, რომელიც მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს იყოს ბედნიერი და წარმატებული.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისა და წიგნის სიყვარულის გაღრმავებისათვის იმ ფაქტს, რომ ჰეფი მილის ყუთში მას ლამაზი და საინტერესო წიგნი დახვდება?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიურპრიზის ყუთი ბავშვმა თვითონ გახსნას. მაკდონალდსის ეს ინიციატივა ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს. ბავშვებს რა უყვართ? მოქმედება, თავგადასავალი, სიურპრიზები. როდესაც ბავშვს უბრალოდ აძლევ წიგნს და ეუბნები, წაიკითხე, ის ნაკლებ ინტერესს გამოხატავს. მისთვის გაცილებით საინტერესოა ის წიგნი, რომელიც სიურპრიზით, თავგადასავალით, აქვს მოპოვებული. ბავშვი როცა მოქმედებაშია ჩართული, მიღებული შედეგი მისთვის უფრო ძვირფასია. მაკდონალდსის წიგნების სერიის გამოშვება ძალიან კარგი ინიციატივაა და დარწმუნებული ვარ, სულ მალე აღმოვაჩენთ კოლექციონერ ბავშვებს, რომლებსაც ყველა სერია აქვს შენახული და ისევე უფრთხილდება თითოეულ წიგნს, როგორც ჩვენს თაობაში მაკდონალდსის სათამაშოების კოლექციებს ვინახავდით. დარწმუნებული ვარ, მაკდონალდსი ამ ინიციატივას კიდევ უფრო გააფართოებს და ჰეფი მილი ყოველთვის შეძლებს თაობების გამოწვევებს უპასუხოს.

- ქართველი ბავშვებისთვის „ჰეფი მილის“ საშუალებით მიწოდებულია მსოფლიოში წარმატებული ადამიანების წარმატების ფორმულა. რა ეფექტია აქვს ამას ბავშვებისთვის?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისაბაძი მაგალითია. ბავშვებზე ყოველთვის მუშაობს გმირული მაგალითები. მოზარდს ყოველთვის აქვს სურვილი გმირის და გადამრჩენელის როლში იყოს. როდესაც ის რეალური ადამიანის წარმატების ისტორიას კითხულობს, თვითონაც უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს. ბავშვი სწავლობს სხვა ადამიანის ყურებით, მიბაძვით.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ბავშვებს სწავლის მოტივაცია ავუმაღლოთ?

- პირველ რიგში უნდა გავიგოთ ბავშვის ინტერესები. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის მისი მიზანი, რას უნდა მიღწიოს. შემდეგ კი ამ მიზნის მიღწევის გზა უნდა დავანახოთ რომ სწავლაშია. თუ ბავშვმა არ იცის რომ წარმატების მიღწევაში მას სწავლა და სხვა უნარ-ჩვევები გამოადგება, ის ამის მიმართ ინტერესს არ გამოავლენს. გარდა ამისა, საოცარი გარემოა „მაკდონალდსში“. ბავშვები, პატარები რომ მყავდა, ხშირად დაბადების დღეები „მაკდონალდსში“ გადამიხდია და ყოველთვის ძალიან კმაყოფილი და ბედნიერები წამოვსულვართ. ჟრიამული, ბედნიერი ბავშვები, მათზე მზრუნველი პერსონალი - მეტი რა გვინდა. მაკდონალდსის გარემო ბავშვებისთვის პირველ რიგში არის კონტაქტის საშუალება და თავისუფლება. ამ სივრცეში ბავშვებს იმ დოზით თავისუფლებას ვაძლევთ, რაც ხშირად სხვა სივრცეებში არ აქვთ.

- ბავშვების სიყვარული კომპიუტერებისა და გაჯეტების მიმართ როგორ უნდა ჩავანაცვლოთ წიგნის სიყვარულით?

- წიგნის კითხვის შეყვარების მხოლოდ ერთადერთი რეცეპტი მაქვს. ბავშვს პატარაობიდანვე უნდა დაუჯდე და უკითხო წიგნები. მხოლოდ მითითება, რომ წიგნი წაიკითხე, ეს უსარგებლოა. ყველაფერი უნდა აკეთოთ ერთად. ერთად ვიკითხოთ, ერთად ვითამაშოთ, ერთად დავდგათ სპექტაკლები, ამაში მთელი ოჯახი უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება გაჯეტებს, აქ აუცილებლად უნდა იყოს დროის შეზღუდვა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ამით დღეში ერთ საათზე მეტხანს არ უნდა იყოს დაკავებული. ბავშვმა როდესაც იცის, რომ ამ აქტივობის შემდეგ, მას უკვე მშობლის ჩართულობით სხვა აქტივობა ელოდება, ის უკვე ამას აღარ გააპროტესტებს. ყველაზე ცუდი მიდგომაა, როდესაც მშობელი ბავშვს უკრძალავს გაჯეტს და თვითონ არის მთელი დღე მასში ჩართული. ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის დაჩაგრეს. ამიტომ ჯობს, რომ ჩვენც წიგნი ავიღოთ და ბავშვი ამაში მოგვბაძავს.

R