მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს
რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს

მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით გუნ­თან ერ­თად 10 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში და­გეგ­მი­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. „რაც არ მიმ­ღე­რია“ - ასე ჰქვია პრო­ექტს, რომ­ლი­თაც მომ­ღე­რა­ლი ნიკა ნიკ­ვაშ­ვილ­თან, ახა­ლი თა­ო­ბის მუ­სი­კო­სებ­თან და სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა.

- მე­რაბ, რა რე­პერ­ტუ­არს შე­ას­რუ­ლებთ და იქ­ნე­ბა თუ არა პრე­მი­ე­რე­ბი?

- მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი - რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა ის სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, მხო­ლოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბით და ასე­ვე შე­ვას­რუ­ლებ კომ­პო­ზი­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც არ მიმ­ღე­რია. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ნიკა ნიკ­ვაშ­ვილ­თან, ლუ­კას­თან, ლა­შას­თან, ლიზი რა­მიშ­ვილ­თან და ამ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ ხალ­ხს, ვის­თან ერ­თა­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა მოვ­დი­ვარ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ დავ­ცილ­დით, ჩვენ ერ­თნი ვართ და ასე დარ­ჩე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. უბ­რა­ლოდ, ამ კონ­კრე­ულ პრო­ექ­ტში ახა­ლი თა­ო­ბა შე­მო­ვი­ერ­თეთ, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ იზი­ა­რებ მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არამ­ხო­ლოდ ამ რე­პერ­ტუ­ა­რის, არა­მედ ზო­გა­დად მუ­სი­კის მი­მართ.

- „რაც არ მიმ­ღე­რია“ - რო­გორ და­ი­ბა­და ეს იდეა და რას უნდა ელო­დეს მა­ყუ­რე­ბე­ლი 10 დე­კემ­ბერს?

თეო ჯორ­ბე­ნა­ძე / პრო­ექ­ტის კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­დი­უ­სე­რი - რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩემ­თან მო­ვი­და მე­რა­ბის პრო­დი­უ­სე­რი გია გო­გო­რიშ­ვი­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტის შექ­მნის სურ­ვი­ლით. რო­დე­საც და­ვი­წყე ფიქ­რი რა იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო, რა­ტომ­ღაც მა­შინ­ვე გაჩ­ნდა კონ­ცეფ­ცია - „რაც არ მიმ­ღე­რია“ და ცხა­დია, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზაც კონ­ცეპტArt-ის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბილ ახა­ლი თა­ო­ბის ვირ­ტუ­ოზ მუ­სი­კო­სებს და­უ­კავ­შირ­და. ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­პა­სუ­ხის­გმებ­ლოა, რად­გან საქ­მე ეხე­ბა არ­ტისტს, ვის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მნე­ბო­და სიმ­ღე­რე­ბი. ის იყო და არის ინ­სპი­რა­ცია მრა­ვა­ლი ავ­ტო­რის­თვის. ამ რა­ო­დე­ნო­ბის სიმ­ღე­რე­ბი ჩვე­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძის გარ­და, არც ვიცი რო­მე­ლი­მე მომ­ღერ­ლის­თვის თუ მი­უ­ძღვნი­ათ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ რე­პერ­ტუ­არ­მა დროს გა­უძ­ლო და ახა­ლი თა­ო­ბის­თვი­საც ახ­ლო­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. 10 დე­კემ­ბრის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფაქ­ტუ­რა იქ­მნე­ბა ნიკა ნიკ­ვაშ­ვილ­თან, ორ­კესტრთან და „ახ­ლებ­თან“ ერ­თად. ყო­ველ დღე რა­ღაც ახა­ლი იდეა იბა­დე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ტე­რე­სოდ და მხი­ა­რუ­ლად, ხან­და­ხან რეკ­ვი­ზი­ტში ვის­კი გვე­მა­ტე­ბა

- ლუკა, რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

ლუკა თო­ფუ­რია - ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ტონ მერბთან ერ­თად სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს მის მი­მართ და ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოს­თან ერ­თად სა­სი­ა­მოვ­ნოც არიც მას­თან მუ­შა­ო­ბა. ზო­გა­დად პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი მუ­სი­კო­სიც შე­მო­დის იმ­დე­ნი ახა­ლი ხელ­წე­რაა, ვცდი­ლობთ ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი შევ­მა­ტოთ იმ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცით და გვიყ­ვარს. სა­ინ­ტე­რე­სოა რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პრო­ცე­სი, ყვე­ლა­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვართ და ეს ამ­ბა­ვიც გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ხა­რია.

ლაშა დე­ი­სა­ძე: - მე­რაბ­თან ერ­თად დაკ­ვრა ბავ­შვო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს, რად­გან სულ მეს­მო­და მისი სიმ­ღე­რე­ბი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვარ. ჩვენ ძი­რი­თა­დად ჯაზ­ში ვართ და ჩვენს ცოდ­ნას აქ რომ ვი­ყე­ნებთ სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თე­ზი გა­მო­დის.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბოს
1

ესეცა,ესეც მღერის კიდევ?

ggg
2

გალკინი როდისღა ჩამოიყვანეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს

რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს

მერაბ სეფაშვილი შემოქმედებით გუნთან ერთად 10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი პრემიერისთვის ემზადება. „რაც არ მიმღერია“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც მომღერალი ნიკა ნიკვაშვილთან, ახალი თაობის მუსიკოსებთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგება.

- მერაბ, რა რეპერტუარს შეასრულებთ და იქნება თუ არა პრემიერები?

- მერაბ სეფაშვილი - რა თქმა უნდა, იქნება ის სიმღერები, რომლებიც მაყურებელმა იცის, მხოლოდ განსხვავებული ვერსიებით და ასევე შევასრულებ კომპოზიციებს, რომლებიც არ მიმღერია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ნიკა ნიკვაშვილთან, ლუკასთან, ლაშასთან, ლიზი რამიშვილთან და ამ შემადგენლობასთან მუშაობა. მაგრამ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავცილდით, ჩვენ ერთნი ვართ და ასე დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. უბრალოდ, ამ კონკრეულ პროექტში ახალი თაობა შემოვიერთეთ, დიდი ბედნიერებაა, რომ იზიარებ მათ დამოკიდებულებას არამხოლოდ ამ რეპერტუარის, არამედ ზოგადად მუსიკის მიმართ.

- „რაც არ მიმღერია“ - როგორ დაიბადა ეს იდეა და რას უნდა ელოდეს მაყურებელი 10 დეკემბერს?

თეო ჯორბენაძე / პროექტის კრეატიული პროდიუსერი - რამდენიმე თვის წინ, ჩემთან მოვიდა მერაბის პროდიუსერი გია გოგორიშვილი ახალი პროექტის შექმნის სურვილით. როდესაც დავიწყე ფიქრი რა იქნებოდა საინტერესო, რატომღაც მაშინვე გაჩნდა კონცეფცია - „რაც არ მიმღერია“ და ცხადია, მისი განხორციელების გზაც კონცეპტArt-ის გარშემო შემოკრებილ ახალი თაობის ვირტუოზ მუსიკოსებს დაუკავშირდა. ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის გამორჩეულად საპასუხისგმებლოა, რადგან საქმე ეხება არტისტს, ვისთვისაც სპეციალურად იქმნებოდა სიმღერები. ის იყო და არის ინსპირაცია მრავალი ავტორისთვის. ამ რაოდენობის სიმღერები ჩვენი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის გარდა, არც ვიცი რომელიმე მომღერლისთვის თუ მიუძღვნიათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ რეპერტუარმა დროს გაუძლო და ახალი თაობისთვისაც ახლობელი და საინტერესოა. 10 დეკემბრისთვის სრულიად ახალი მუსიკალური ფაქტურა იქმნება ნიკა ნიკვაშვილთან, ორკესტრთან და „ახლებთან“ ერთად. ყოველ დღე რაღაც ახალი იდეა იბადება, რეპეტიციებიც შესაბამისად, მიმდინარეობს საინტერესოდ და მხიარულად, ხანდახან რეკვიზიტში ვისკი გვემატება

- ლუკა, როგორია მუშაობის პროცესი?

ლუკა თოფურია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ მერბთან ერთად სცენაზე გამოსვლა, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ძალიან საპასუხისმგებლოსთან ერთად სასიამოვნოც არიც მასთან მუშაობა. ზოგადად პროექტში რამდენი მუსიკოსიც შემოდის იმდენი ახალი ხელწერაა, ვცდილობთ ჩვენი ხედვები შევმატოთ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც ბავშვობიდან ვიცით და გვიყვარს. საინტერესოა რეპეტიციების პროცესი, ყველანი თანატოლებივით ვართ და ეს ამბავიც განსაკუთრებით მიხარია.

ლაშა დეისაძე: - მერაბთან ერთად დაკვრა ბავშვობაში მოგზაურობას ჰგავს, რადგან სულ მესმოდა მისი სიმღერები. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ჩვენ ძირითადად ჯაზში ვართ და ჩვენს ცოდნას აქ რომ ვიყენებთ საინტერესო სინთეზი გამოდის.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fconceptart.ge%2Fvideos%2F724292806219640%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="316" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R