მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები - რას აცხადებს თბილისის მერი
როდის აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები - რას აცხადებს თბილისის მერი

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე და დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ილუ­მი­ნა­ცია 15 დე­კემ­ბერს სა­ზე­ი­მოდ აინ­თე­ბა, 16 დე­კემ­ბერს კი სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი გა­იხ­სნე­ბა.

ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 15 დე­კემ­ბერს მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნო სი­ნი­ო­რო­ნი ბენდთან ერ­თად.

"15 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს, 20:00 სა­ათ­ზე, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე და მას­თან ერ­თად დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ილუ­მი­ნა­ცია აინ­თე­ბა სა­ზე­ი­მოდ. მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას, ყვე­ლას ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს მობ­რძან­დით სა­ღა­მოს, 20:00 სა­ათ­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­დგე­ნა მო­ე­წყო­ბა, რო­მე­ლიც შო­ბის ამ­ბავს და ნაძ­ვის ხის დად­გმის ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, ჯა­დოს­ნუ­რი შოუს და­სას­რულს, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა ბენ­დი იტა­ლი­ი­დან.

მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 16 დე­კემ­ბერს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი გვაქვს სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის დაგ­ხსნა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა. სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბით და ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით მორ­თულ გა­რე­მო­ში სტუმ­რებს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბის და ტკბი­ლე­უ­ლის ფეს­ტი­ვა­ლი უმას­პინ­ძლებს, მო­ე­წყო­ბა სა­ცი­გუ­რაო ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი, სა­მე­წარ­მეო და აგ­რო­ბა­ზა­რი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი არ­ტის­ტე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი, სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტე­ბი, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

ლო­კა­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს არის: ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­და­ნი და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე დე­და­ე­ნის ბაღ­ში იქ­ნე­ბა სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი. რაც მთა­ვა­რია, დე­და­ე­ნის ბაღ­ში პა­ტა­რებს თოვ­ლის ბა­ბუ­ას სახ­ლი, ელ­ფე­ბის სა­ხე­ლოს­ნო და ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კი დახ­ვდე­ბათ. სა­ა­ხალ­წლო სო­ფე­ლი 7 იან­ვარს, მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­თი და­ი­ხუ­რე­ბა“,-აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როდის აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები - რას აცხადებს თბილისის მერი

როდის აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები - რას აცხადებს თბილისის მერი

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 15 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგება იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი ბენდთან ერთად.

"15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია აინთება საზეიმოდ. მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველას ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით საღამოს, 20:00 საათზე. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს, ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის დაგხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი ელოდება. საახალწლო დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები.

ლოკაციებს რაც შეეხება, ეს არის: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში იქნება საახალწლო სოფელი. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება“,-აღნიშნა კალაძემ.