საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეფეს საქართველომ" თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო
"ეფეს საქართველომ" თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

„ეფეს სა­ქარ­თვე­ლომ“ თი­ა­ნეთ­ში, სი­მო­ნი­ან­თხე­ვის სა­ტყეო უბან­ში, ტყის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნახ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყო. გუ­შინ ხე­ე­ბის დარ­გვის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თნენ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად. მათ ჯერ და­ა­სუფ­თა­ვეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია და შემ­დეგ დარ­გეს ხე­ე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“ „ტყის მე­გობ­რის“ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აღ­დგე­ნი­ლი ფარ­თო­ბის ხან­გრძლივ­ვა­დი­ან მოვ­ლა­ზეც იზ­რუ­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“ პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ზე ზრუნ­ვის მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ პროგ­რა­მა­ში "ტყის მე­გო­ბა­რი". ლუდი „EFES Special“ „ტყის მე­გობ­რის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იზ­რუ­ნებს თი­ა­ნე­თის სა­ტყეო უბან­ში 12 ჰექ­ტა­რი ტყის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. პრო­ექ­ტის შე­დე­გად გა­ი­ხა­რებს 36 000 ხე, შემ­ცირ­დე­ბა სათ­ბუ­რი აი­რე­ბის ემი­სია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „EFES Special-ის“ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე.

„მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა „ეფეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მთა­ვა­რი და დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. „ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“ პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ზე ზრუნ­ვის მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ პროგ­რა­მა­ში და ლუდი „EFES Special“, „ტყის მე­გობ­რის“ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, თი­ა­ნე­თის სა­ტყეო უბან­ში 12 ჰექ­ტა­რი ტყის გა­ნახ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს. ლუდი მომ­ხმა­რე­ბელს ახალ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. გარ­და ამ ჩარ­თუ­ლო­ბი­სა, რაც გუ­ლის­ხმობს ტყის გა­ნახ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და ხელ­შე­წყო­ბას, პრო­დუქ­ტის კო­მუ­ნი­კა­ცია და არსი სრუ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია გა­რე­მოს­დაც­ვით კამ­პა­ნი­ა­ზე, ლუ­დის ბოთლზე და­ტა­ნე­ბუ­ლია QR კოდი და მისი დას­კა­ნე­რე­ბით, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და ტყის მე­გო­ბა­რი,“ - გან­მარ­ტავს „ეფეს სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თე­ვან ჟვა­ნია.

“მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი პლატ­ფორ­მა „ტყის მე­გო­ბა­რი“ ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით წელს, ზა­ფხულ­ში შე­იქ­მნა და ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ მათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სწრა­ფად გა­მო­უჩ­ნდა, „ეფეს სა­ქარ­თვე­ლო“ გახ­და პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გახ­და „ტყის მე­გო­ბა­რი“. სწო­რედ ისი­ნი იზ­რუ­ნე­ბენ თი­ა­ნე­თის სა­ტყეო უბან­ში ტყის გა­ნახ­ლე­ბა­ზე. მო­მა­ვა­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 ჰექ­ტარ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტყის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ჩვენ აქ მი­ვი­ღებთ ბუ­ნე­ბას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბულ ტყის ეკო­სის­ტე­მას, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას, რო­გო­რი­ცაა ეკო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელ­საც მო­ი­ტანს, რად­გან ეს ტე­რი­ტო­რია სი­ო­ნის ტბას­თან ახ­ლო­საა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თვის თვალ­საზ­რი­სით,“ - აღ­ნიშ­ნავს ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნა­თია იორ­და­ნიშ­ვი­ლი.

„ტყის მე­გობ­რის“ მი­ზა­ნია გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად, ასე­ვე მის­ცეს ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­უ­ა­რონ და გა­ა­ხა­რონ ტყე­ე­ბი. „ტყის მე­გო­ბა­რი“ გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­ფი­ნან­სო ინი­ცი­ა­ტი­ვის (BIOFIN) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით მომ­ზად­და და მისი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოა. პლატ­ფორ­მა რო­გორც ფი­ზი­კურ პი­რებს, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბის აღ­დგე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზობს, რო­გორც მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით, ასე­ვე, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

„ტყის მე­გობ­რის“ პლატ­ფორ­მა­ზე დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 969 მო­ხა­ლი­სე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა შე­მო­წი­რუ­ლო­ბამ 454, ხოლო კორ­პო­რა­ტი­ულ­მა 64 923 ლარი შე­ად­გი­ნა. შე­ძე­ნი­ლია 29 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტყის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და მა­სა­ლე­ბი. სულ მალე პლატ­ფორ­მა­ზე 2024 წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ტყის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტე­ბი და­ე­მა­ტე­ბა.

EFES Special გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლუ­დის სე­რი­აა, რო­მე­ლიც ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით იხარ­შე­ბა. ხან­გრძლი­ვი ხარ­შვის, ცივი ფილტრა­ცი­ი­სა და და­ვარ­გე­ბის შე­დე­გად კი, სას­მე­ლი მსუ­ბუქ და რბილ გე­მოს იძენს. გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ფუთ­ვა, გემო და ღია ფე­რის ლუდი მომ­ხმა­რე­ბელს ახალ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. პრო­დუქ­ტის კო­მუ­ნი­კა­ცია და არსი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია გა­რე­მოს­დაც­ვით კამ­პა­ნი­ა­ზე - ახა­ლი EFES-ის შე­ძე­ნი­სას ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბი ტყის მე­გო­ბა­რი!

შევ­ხვდე­ბით ჩვენს აღ­დგე­ნილ ტყე­ში!

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ფულის გათეთრების ახალი მეთოდი,თიანეთს ტყეები ნამდვილად არ აკლია,ეხლა ამ 3 ჰექტარზე ჩაატარებენ 30 მილიონის სამუშაოს,სინამდვილეში 1 მილიონსაც არ დახარჯავენ,დანარჩენი ჯიბეში.ცოტა რთული სქემა მაინც მოიფიქრეთ. ტყეში ტყეს რგავდე არ გამიგია...

2021
3

კამერების წინ და პიარისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეფეს საქართველომ" თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

"ეფეს საქართველომ" თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

„ეფეს საქართველომ“ თიანეთში, სიმონიანთხევის სატყეო უბანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. გუშინ ხეების დარგვის პროცესში ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად. მათ ჯერ დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დარგეს ხეები. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“ „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.

შეგახსენებთ, რომ „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". ლუდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ პროექტის ფარგლებში იზრუნებს თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „EFES Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე.

„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება „ეფეს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი და დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში და ლუდი „EFES Special“, „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში, თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე იზრუნებს. ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. გარდა ამ ჩართულობისა, რაც გულისხმობს ტყის განახლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას, პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე, ლუდის ბოთლზე დატანებულია QR კოდი და მისი დასკანერებით, მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე და ტყის მეგობარი,“ - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია.

“მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წელს, ზაფხულში შეიქმნა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათ მხარდამჭერები სწრაფად გამოუჩნდა, „ეფეს საქართველო“ გახდა პირველი კომპანია, რომელიც გახდა „ტყის მეგობარი“. სწორედ ისინი იზრუნებენ თიანეთის სატყეო უბანში ტყის განახლებაზე. მომავალი სამი წლის განმავლობაში 12 ჰექტარზე განხორციელდება ტყის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ აქ მივიღებთ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტყის ეკოსისტემას, რომელიც შეასრულებს ყველა ფუნქციას, როგორიცაა ეკოლოგიური და სოციალური, ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, რადგან ეს ტერიტორია სიონის ტბასთან ახლოსაა და მნიშვნელოვანია რეკრეაციული დატვირთვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

„ტყის მეგობრის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები. „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს, როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

„ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალურმა შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა. შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები. სულ მალე პლატფორმაზე 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.

EFES Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე - ახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

R