კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"
"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"

ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი ახალ­გაზ­რდა შავგვრე­მანს ქალ­თან კოც­ნის დროს და­ა­ფიქ­სი­რეს. მა­შინ სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტურ­და, რომ კაცი ქარ­თველ შეყ­ვა­რე­ბულ ნინო ნი­ნი­ძეს და­შორ­და და ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ფია გა­რევ­სკიხ­თან და­ი­წყო.

რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ნი­ნი­ძემ დეპ­რე­სი­ის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სამ­შობ­ლოს მი­ა­შუ­რა. ნინო ნი­ნი­ძე ერ­თა­დერთ ვაჟ­თან ერ­თად და დე­დას­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი­დან, მცხე­თი­დან და დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი­დან.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ვი­ტორ­გა­ნი ფილმ "მძი­ნა­რე­ე­ბის" პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი მარ­ტო მი­ვი­და. პრე­მი­ე­რა­ზე იყო ნინო ნი­ნი­ძეც. რო­გორც მე­დია წერს, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ გა­ურ­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არც ურ­თი­ერ­თობ­დნენ. რო­გორც ჩანს, ვერ შეძ­ლეს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ვი­ტორ­გა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნი­ნი­ძე ახალ რო­მა­ნებ­ზე არ სა­უბ­რობს. მსა­ხი­ო­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბას სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს და მთლი­ა­ნად არის ჩაფ­ლუ­ლი ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, სა­შას აღ­ზრდა­ში.

51 წლის მაქ­სი­მის ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი ქალი 23 წლის სო­ფია გა­რევ­სკი­ხია. გო­გო­ნას შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. MGIMO-ში სწავ­ლის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­დი გა­და­ვი­და და ახლა ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის.

რა­ტომ და­შორ­დნენ მაქ­სი­მი და ნინო, უც­ნო­ბია. შარ­შან მე­დია წერ­და, მი­ზეი სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იყო. ჭო­რე­ბი ვი­ტორ­გა­ნის ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ გავ­რცელ­და.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვი­ტორ­გა­ნი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ”მე ვცხოვ­რობ­დი მოს­კოვ­ში და ახ­ლაც აქ ვცხოვ­რობ. იმ სახ­ლში, სა­დაც 1979 წლი­დან ვცოვ­რობ­დი.“ - გა­ნა­ცხა­და მა­შინ მსა­ხი­ობ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 29 წლის ნინო ნი­ნი­ძე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ია ნი­ნი­ძის შვი­ლია, წლე­ბია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სხვა­დას­ხვა პრო­ექტსა და ფო­ტო­სე­სი­ა­ში. ნინო ნი­ნი­ძე 2014 წელს ცო­ლად გაჰ­ყვა უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობს კი­რილ პლეტ­ნევს, 2015 წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნინო ნი­ნი­ძემ ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­ში სა­სურ­ველ სა­სი­ძოს­თან მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­თან და­ი­წყო, რო­მე­ლიც უკვე გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო სკან­და­ლურ ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან.

ქსე­ნია მაქ­სი­მის მე­სა­მე ცოლი იყო და ქორ­წი­ნე­ბამ სამ წელს გას­ტა­ნა. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი პლა­ტო­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მა­ზე 5 წლის გახ­და. ქსე­ნი­ამ და მაქ­სიმ­მა და­შო­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. მა­გა­ლი­თად, შე­მოდ­გო­მა­ზე შვი­ლის 5 წლის იუ­ბი­ლე ერ­თად აღ­ნიშ­ნეს, სტუ­მარ­თა შო­რის არ იყ­ვნენ სობ­ჩა­კის ახ­ლან­დე­ლი ქმა­რი ბო­გო­მო­ლო­ვი და ნინო ნი­ნი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
2

ფული, თორემ მაგ დაჭყეტილ კაცთან რა ესაქმებოდა?

ბანდერა
0

რა 29 წელი??ნინო ეხლა არის მინიმუმ 34 წლის!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"

"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"

ოქტომბერში ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი ახალგაზრდა შავგვრემანს ქალთან კოცნის დროს დააფიქსირეს. მაშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ კაცი ქართველ შეყვარებულ ნინო ნინიძეს დაშორდა და ურთიერთობა სოფია გარევსკიხთან დაიწყო.

რუსული მედია წერდა, რომ ნინიძემ დეპრესიისგან თავის დასაღწევად სამშობლოს მიაშურა. ნინო ნინიძე ერთადერთ ვაჟთან ერთად და დედასთან ერთად გარკვეული პერიოდი ნამდვილად თბილისში დაბრუნდა. აქვეყნებდა ფოტოებს ბოტანიკური ბაღიდან, მცხეთიდან და დედაქალაქის ქუჩებიდან.

გასულ შაბათ-კვირას ვიტორგანი ფილმ "მძინარეების" პრემიერას დაესწრო, სადაც მსახიობი მარტო მივიდა. პრემიერაზე იყო ნინო ნინიძეც. როგორც მედია წერს, ისინი ერთმანეთს არ გაურბოდნენ, მაგრამ არც ურთიერთობდნენ. როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება.

ვიტორგანისგან განსხვავებით, ნინიძე ახალ რომანებზე არ საუბრობს. მსახიობი პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავს და მთლიანად არის ჩაფლული ერთადერთი ვაჟის, საშას აღზრდაში.

51 წლის მაქსიმის ახალი საყვარელი ქალი 23 წლის სოფია გარევსკიხია. გოგონას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. MGIMO-ში სწავლის შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვდი გადავიდა და ახლა ინგლისურს ასწავლის.

რატომ დაშორდნენ მაქსიმი და ნინო, უცნობია. შარშან მედია წერდა, მიზეი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები იყო. ჭორები ვიტორგანის ისრაელში გადასვლის შემდეგ გავრცელდა.

თუმცა, რამდენიმე თვეში ვიტორგანი რუსეთში დაბრუნდა. ”მე ვცხოვრობდი მოსკოვში და ახლაც აქ ვცხოვრობ. იმ სახლში, სადაც 1979 წლიდან ვცოვრობდი.“ - განაცხადა მაშინ მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნინო ნინიძე, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

განქორწინების შემდეგ ნინო ნინიძემ ურთიერთობა რუსეთში სასურველ სასიძოსთან მაქსიმ ვიტორგანთან დაიწყო, რომელიც უკვე განქორწინებული იყო სკანდალურ ქსენია სობჩაკთან.

ქსენია მაქსიმის მესამე ცოლი იყო და ქორწინებამ სამ წელს გასტანა. წყვილს საერთო ვაჟი პლატონი ჰყავთ, რომელიც შემოდგომაზე 5 წლის გახდა. ქსენიამ და მაქსიმმა დაშორების შემდეგ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. მაგალითად, შემოდგომაზე შვილის 5 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს, სტუმართა შორის არ იყვნენ სობჩაკის ახლანდელი ქმარი ბოგომოლოვი და ნინო ნინიძე.

წაიკითხეთ ასევე: