მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს" - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლუკა კურტანიძეს ექომაგება
"იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს" - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლუკა კურტანიძეს ექომაგება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რა დრო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ცნო­ბილ სპორ­ტსმენს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს კა­რის­კენ მი­უ­თი­თა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა.

ვრცე­ლი პოს­ტი, რო­მე­ლიც კო­მი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის აღ­მას­კო­მის გან­ცხა­დე­ბა

"ჩვენ­თვის, ისე­ვე რო­გორც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ცნო­ბი­ლი გახ­და ერთი უსი­ა­მოვ­ნო და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რაც წინ უძღო­და სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ამას­წინ­დელ სა­ან­გა­რი­შო ყრი­ლო­ბას. რო­გორც ირ­კვე­ვა, ყრი­ლო­ბა­ზე მი­სუ­ლი ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი ფა­ლა­ვა­ნი, მსოფ­ლი­ოს ორგზის და ევ­რო­პის ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, ორი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე არა­სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი აღ­მოჩ­ნდა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­თვის.

რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, როცა მან მოკ­რძა­ლე­ბით ითხო­ვა ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა, ჯერ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა თა­მაზ გე­გე­ში­ძემ, მერე კი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კა­რის­კენ მი­ა­ნიშ­ნეს - აქ შენი ად­გი­ლი არ არის, ყრი­ლო­ბა­ზე არა­ვის მო­უწ­ვე­ვი­ხა­რო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ჩვე­ნი სპორ­ტის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის აღ­მას­კო­მის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი ყრი­ლო­ბის დარ­ბაზ­ში სა­პა­ტიო სტუმ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას და­ეს­ვათ, იქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­წინ ზურ­გი შე­აქ­ცი­ეს და კა­რის­კენ მი­უ­თი­თეს.

ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა თქმა უნდა, ვერ გა­ა­მარ­თლებს ის ფორ­მა­ლუ­რი მო­ტი­ვი, რომ კურ­ტა­ნი­ძე ყრი­ლო­ბა­ზე მოწ­ვე­ულ­თა სი­ა­ში არ ყო­ფი­ლა და არც ის, რომ შე­საძ­ლო სტუმ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე ყრი­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი წი­ნას­წარ არ გა­უფრ­თხი­ლე­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა ვერც ყრი­ლო­ბის რეგ­ლა­მენ­ტი (თუ რო­მე­ლი­მე პა­რაგ­რა­ფი ამ­გვარს ით­ვა­ლის­წი­ნებს), ან შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის წეს­დე­ბი­სა (თუ ასე­თი რამ წეს­დე­ბის რო­მე­ლი­მე მუხ­ლით რე­გუ­ლირ­დე­ბა).

ამას­თან ერ­თად, არ­სე­ბობს ეთი­კუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბის წესი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს პა­ტი­ვი ვცეთ და და­ვა­ფა­სოთ ერ­თმა­ნე­თი, გა­ვუფრ­თხილ­დეთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და ღირ­სე­ბას.მით უმე­ტეს, თუ ამ ადა­მი­ანს გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვაწ­ლი აქვს ქარ­თულ სპორ­ტში, კონ­კრე­ტუ­ლად კი - ჭი­და­ო­ბა­ში;მით უმე­ტეს, თუ ეს ადა­მი­ა­ნი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას;მით უმე­ტეს, თუ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წი­ნა­შე შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მეტი იყოს, ვიდ­რე იმ ყრი­ლო­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა.

ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცია, ისე­ვე, რო­გორც ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია, არ გახ­ლავთ რო­მე­ლი­მე კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აქვს შე­ზღუ­დუ­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. პი­რი­ქით, ფე­დე­რა­ცი­ის სტა­ტუ­სი­სა და ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის ჭი­და­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­ვა­ლეა ერ­თგვა­რი ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­როს გულ­შე­მატ­კივ­რებს, მათ შო­რის, ვე­ტე­რან ფა­ლავ­ნებს, იმ ხალ­ხს, ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც ჭი­და­ო­ბა ეროვ­ნულ სპორ­ტად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ გვყავს მრა­ვა­ლი დიდი ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­თა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბა­საც და სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც.

ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის დღე­ვან­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბო­ლომ­დე არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე აკის­რია. ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ერთი ეპი­ზო­დია ამ სა­ერ­თო სუ­რათ­ში. სხვა­თა შო­რის, ფე­დე­რა­ცი­ის ბოლო ყრი­ლო­ბა, რო­გორც ჩანს, და­ხუ­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მე­დი­ის­თვი­საც, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ექ­ნე­ბო­და ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი ჭი­და­ო­ბა­ში დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მათ შო­რის, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი კარს მოგ­ვად­გა, ჩვენ კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ორი ლი­ცენ­ზი­ან­ტი გვყავს ჭი­და­ო­ბა­ში.ვფიქ­რობთ, სა­ერ­თო საქ­მის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ფე­დე­რა­ცი­ას არა მხო­ლოდ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე, სხვა ვე­ტე­რა­ნი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და სპორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მი­ეწ­ვია ამ ყრი­ლო­ბა­ზე, რათა ერ­თად გვემ­სჯე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოთხწლე­უ­ლის უმ­თავ­რეს შე­ჯიბ­რე­ბა­ზე - პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წარ­მა­ტე­ბულ გა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.სეოკ-ი იმე­დოვ­ნებს, რომ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცია, მისი მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფი საღი გო­ნე­ბით შე­ა­ფა­სებს აქ გა­მოთ­ქმულ ჩვენს გულ­წრფელ გუ­ლის­ტკი­ვილს და თუ ასე მოხ­დე­ბა, ამ ჯგუფს დას­კვნის გა­კე­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმაც არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყრი­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ისა­უბ­რა. ჩემ­პი­ო­ნი წერ­და, რომ ჯერ პრე­ზი­დენ­ტმა გეგა გე­გე­ში­ძემ მი­ა­ნიშ­ნა, რომ იქ ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი... შემ­დეგ კი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა­უ­თხრა, რომ მას ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და და კა­რის­კენ მი­უ­თი­თა.

"ძა­ლი­ან დავმცირ­დი....! ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა და წა­მო­ვე­დი...!“ - წერ­და კურ­ტა­ნი­ძე. წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

სამწუხაროა

დათიკო დაჩია
0

გეგეშიძეზე დიდი ხანია ისმის :შიდა ორგზის აგენტიაო,ამბობენ ასე,აგენტიაო,არის თუარა მან უკეთ იცის,მაგრამ მისი ასეთი საქციელი,არა მარტო ჭიდაობის ფედერაციას,არამედ მთლიანად ქვეყანას ვნებს და ასეთი ხალხი ყველა სფეროდან უნდა განდევნოს ქართველმა ხალხმა,უნდა განიდევნონ და მოიკვეთონ,როგორც ხორცმეტები და საკუთარ სახლკარ მშენებლები..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს" - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლუკა კურტანიძეს ექომაგება

"იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს" - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლუკა კურტანიძეს ექომაგება

რამდენიმე დღის წინ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ხელმძღვანელობამ ცნობილ სპორტსმენს ლუკა კურტანიძეს კარისკენ მიუთითა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

ვრცელი პოსტი, რომელიც კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, საკმაოდ კრიტიკულია ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს ლუკა კურტანიძეს.

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება

"ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დამაფიქრებელი ინციდენტის შესახებ, რაც წინ უძღოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ამასწინდელ საანგარიშო ყრილობას. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორი ოლიმპიური მედლის მფლობელი ლუკა კურტანიძე არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის.

როგორც თვითონ ამბობს, როცა მან მოკრძალებით ითხოვა ყრილობაზე დასწრების უფლება, ჯერ ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, მერე კი გენერალურმა მდივანმა კარისკენ მიანიშნეს - აქ შენი ადგილი არ არის, ყრილობაზე არავის მოუწვევიხარო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სპორტისთვის თავდადებული და განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი ყრილობის დარბაზში საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილ ადგილას დაესვათ, იქ შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ზურგი შეაქციეს და კარისკენ მიუთითეს.

ფედერაციის ხელმძღვანელთა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს ის ფორმალური მოტივი, რომ კურტანიძე ყრილობაზე მოწვეულთა სიაში არ ყოფილა და არც ის, რომ შესაძლო სტუმრობის თაობაზე ყრილობის ორგანიზატორები წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამ შემთხვევაში, არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ყრილობის რეგლამენტი (თუ რომელიმე პარაგრაფი ამგვარს ითვალისწინებს), ან შესაბამისი მუხლი ფედერაციის წესდებისა (თუ ასეთი რამ წესდების რომელიმე მუხლით რეგულირდება).

ამასთან ერთად, არსებობს ეთიკური და ზნეობრივი კანონები, ურთიერთობის წესი და ელემენტარული კეთილგონიერება, რომელიც გვავალდებულებს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სახელს და ღირსებას.მით უმეტეს, თუ ამ ადამიანს გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართულ სპორტში, კონკრეტულად კი - ჭიდაობაში;მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა ჭიდაობის ფედერაციას;მით უმეტეს, თუ მისი დამსახურება ქართული სპორტის წინაშე შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე იმ ყრილობაზე შეკრებილი ადამიანებისა.

ჭიდაობის ფედერაცია, ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, არ გახლავთ რომელიმე კერძო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს კერძო ინტერესების შესაბამისად და აქვს შეზღუდული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პირიქით, ფედერაციის სტატუსისა და ქართული სპორტისთვის ჭიდაობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა მოვალეა ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს გულშემატკივრებს, მათ შორის, ვეტერან ფალავნებს, იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ჭიდაობა ეროვნულ სპორტად იქცა საქართველოში. ჩვენ გვყავს მრავალი დიდი ჩემპიონი, რომელთა ცოდნა-გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია და გამოსაყენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ჩამოცილებულია ფედერაციის მმართველობასაც და სამწვრთნელო საქმიანობასაც.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭიდაობის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების, ქართული სპორტის გულშემატკივრების წინაშე აკისრია. ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული სამწუხარო ამბავი ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათში. სხვათა შორის, ფედერაციის ბოლო ყრილობა, როგორც ჩანს, დახურული აღმოჩნდა მედიისთვისაც, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნებოდა ლეგიტიმური კითხვები ჭიდაობაში დღეს არსებულ ვითარებასთან და არაერთი მიმართულებით პოზიციების დათმობასთან დაკავშირებით.

მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები კარს მოგვადგა, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ლიცენზიანტი გვყავს ჭიდაობაში.ვფიქრობთ, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, ფედერაციას არა მხოლოდ ლუკა კურტანიძე, სხვა ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტის ხელმძღვანელი სტრუქტურების წარმომადგენლებიც მიეწვია ამ ყრილობაზე, რათა ერთად გვემსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე - პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.სეოკ-ი იმედოვნებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მისი მმართველი ჯგუფი საღი გონებით შეაფასებს აქ გამოთქმულ ჩვენს გულწრფელ გულისტკივილს და თუ ასე მოხდება, ამ ჯგუფს დასკვნის გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა გაუჭირდეს".

შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე მომხდარ ინციდენტზე ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში თავად ისაუბრა. ჩემპიონი წერდა, რომ ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მიანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი... შემდეგ კი გენერალურმა მდივანმაუთხრა, რომ მას ყრილობაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა და კარისკენ მიუთითა.

"ძალიან დავმცირდი....! ძალიან მეტკინა და წამოვედი...!“ - წერდა კურტანიძე. წაიკითხეთ ასევე: