კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?
მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება  "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმს 40-ზე მეტი დრო­ნი და­ეს­ხა თავს.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეს არის ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბის იე­რი­ში ყი­რი­მის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ზე.

"ღა­მით აღიკ­ვე­თა კი­ე­ვის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა სა­ა­ვი­ა­ციო ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ობი­ექ­ტებ­ზე“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ყი­რი­მის და რუ­სუ­ლი "ტე­ლეგ­რა­მის" არ­ხე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ ღა­მით აფეთ­ქე­ბე­ბი ის­მო­და ქერჩში, ფე­ო­დო­სი­ა­სა და ძველ ყი­რიმ­ში. კერ­ძოდ, ათზე მეტი აფეთ­ქე­ბა ქერჩში და­ფიქ­სირ­და და რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა ფე­ო­დო­სი­ა­ში

ერთ-ერთი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხის" ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვებ­მა ყი­რიმ­ში ნავ­თო­ბის სა­ცავ­ზე თავ­დას­ხმა სცა­დეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ­მა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს კი­დევ 4 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და ორი აზო­ვის ზღვის თავ­ზე და­ა­კა­ვეს.

"სა­ზღვაო ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის ნავ­თო­ბის სა­წყო­ბის­კენ მიფ­რი­ნავ­და ორი თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის დრო­ნი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჩა­მო­აგ­დო. პირ­ვე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჰა­ერ­ში აფეთ­ქდა - ნავ­თო­ბის სა­წყო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი და­ე­ცა, მე­ო­რე კი 70 მეტრზე და­ე­ცა. არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერთ-ერთი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" წერს, რომ ქერჩში და­ზი­ან­და B.E.-ს სა­ხე­ლო­ბის ზა­ლი­ვის გემთმშე­ნებ­ლო­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, თავ­დას­ხმის გამო ოკუ­პან­ტებ­მა ყი­რი­მის ხიდი 4 სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­კე­ტეს.

მოძ­რა­ო­ბა შე­წყდა 3.25 სა­ათ­ზე და აღ­დგა 7.37 სა­ათ­ზე. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით შე­წყვე­ტი­ლი იყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბაც.

რუ­სეთს 2014 წლი­დან ანექ­სი­რე­ბუ­ლი აქვს ყი­რიმ­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო და სხვა ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის რუ­სე­თის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ქერ­ჩის, იგი­ვე ყი­რი­მის ხიდი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს აკავ­ში­რებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან. 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და 2023 წლის ივ­ლის­ში ხიდ­ზე ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და, რა­მაც ობი­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

10 დრონი ვინ აჩუქა უკრაინას? - ვინ გაიმეტა?

Marvel
3

მოსკოვში აღარ დარჩა ჩასალეწი შუშაა? :))) უკრაინა დროზე უშველე თავს ამ საწამლავისაგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება  "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას ოკუპირებულ ყირიმს 40-ზე მეტი დრონი დაესხა თავს.

მათივე შეფასებით, ეს არის ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავების იერიში ყირიმის საჰაერო სივრცეზე.

"ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ყირიმის და რუსული "ტელეგრამის" არხები იუწყებიან, რომ ღამით აფეთქებები ისმოდა ქერჩში, ფეოდოსიასა და ძველ ყირიმში. კერძოდ, ათზე მეტი აფეთქება ქერჩში დაფიქსირდა და რამდენიმე ძლიერი აფეთქება ფეოდოსიაში

ერთ-ერთი "ტელეგრამარხის" ცნობით, თვითმფრინავებმა ყირიმში ნავთობის საცავზე თავდასხმა სცადეს.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს კიდევ 4 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ორი აზოვის ზღვის თავზე დააკავეს.

"საზღვაო ნავთობტერმინალის ნავთობის საწყობისკენ მიფრინავდა ორი თვითმფრინავის ტიპის დრონი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაგდო. პირველი უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში აფეთქდა - ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე მხოლოდ ფრაგმენტები დაეცა, მეორე კი 70 მეტრზე დაეცა. არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" წერს, რომ ქერჩში დაზიანდა B.E.-ს სახელობის ზალივის გემთმშენებლობა. მათივე ცნობით, თავდასხმის გამო ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტეს.

მოძრაობა შეწყდა 3.25 საათზე და აღდგა 7.37 საათზე. რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში ხიდზე ძლიერი აფეთქებები მოხდა, რამაც ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა.