მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

აჭა­რის ა/რ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ და ასე­ვე, ბა­თუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის ნა­წილ­მა პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ტო­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კირ­თა­ძემ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი კირ­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ჩა­მოს­ცილ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს და­ვუს­ვათ წერ­ტი­ლი. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვტო­ვებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. ურ­თუ­ლე­სი ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის მხრი­დან, არ იყო მა­ინც და მა­ინც რთუ­ლი, რად­გან იქ იდე­ე­ბის და იდე­ა­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შევ­ძე­ლით. მაგ­რამ რო­დე­საც იდე­ე­ბი­დან იც­ლე­ბა ის საქ­მე, რომ­ლის­თვი­საც ვიბ­რძვი - მა­შინ ამ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გვი­წევს. ჩვენ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავთ. რა თქმა უნდა, ვრჩე­ბით "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ა­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბი და ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თვის. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა იყოს ბოლო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და მან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა და­ტო­ვეს სა­პყრო­ბი­ლე და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა ჩა­მოს­ცილ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამის­თვის გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ახა­ლი პლატ­ფორ­მი­დან“, - გა­ნა­ცხა­და კირ­თა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

რაიო ნაცმოძრაობა იშლებაო დიახ იშლება წყაროზე თქვეს ჰა ჰა ჰა

თენგო
1

სააკაშვილი დაშლის პარტიას და ციხიდან გამოუშვებენ იძახეთ ახლა მიშა მიშა................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია "ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებას.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას“. ურთულესი ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა "ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან, არ იყო მაინც და მაინც რთული, რადგან იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველამ ერთად ძალიან მარტივად შევძელით. მაგრამ როდესაც იდეებიდან იცლება ის საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვი - მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვრჩებით "ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან“, - განაცხადა კირთაძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"