მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი

ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო სამ­ყა­როს ერთ-ერთი უდი­დე­სი წარ­მო­მად­გენ­ლი და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"მწუ­ხა­რე­ბით გა­უ­წყებთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, თა­მარ მე­ფი­სა და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი, ლე­გენ­და­რულ სოპ­რა­ნო, ქალ­ბა­ტონ მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი" - კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნოს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნანა ქავ­თა­რაშ­ვი­ლიც:

"ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი და უდი­დე­სი ქარ­თუ­ლი ოპე­რის ვარ­სკვლა­ვი მე­დეა პეტ­როვ­ნა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია მას­თან სახ­ლში ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნის "ნა­ბუ­კოს" შემ­დეგ. რა კარ­გი დრო იყო და რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა. გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მა­შინ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. მი­დი­ან კო­რი­ფე­ე­ბი და მხო­ლოდ სი­ცა­რი­ე­ლე რჩე­ბა. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მე­დეა პეტ­როვ­ნას სული. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის დიდ მწუ­ხა­რე­ბას. მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის და­კარ­გვა მარ­თლაც დიდი და­ნაკ­ლი­სია სა­ო­პე­რო სამ­ყა­როს­თვის" - წერს ქავ­თა­რაშ­ვი­ლი.

მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა 1954 წელს და­ამ­თავ­რა ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია. იმა­ვე წელს შედ­გა მისი დე­ბი­უ­ტი ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, რის შემ­დეგ იყო ამ თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი და ას­რუ­ლებ­და სოპ­რა­ნოს მთა­ვარ პარ­ტი­ებს: მარო, ეთე­რი და მა­რე­ხი (ფა­ლი­აშ­ვი­ლის "და­ი­სი" და "აბე­სა­ლომ და ეთე­რი"), მზია (თაქთა­ქიშ­ვი­ლის "მინ­დია"), ლელა (ლა­ღი­ძის "ლელა"), ტა­ტი­ა­ნა (ჩა­ი­კოვ­სკის "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი"), ზემ­ფი­რა (რახ­მა­ნი­ნო­ვის "ალე­კო"), ბა­ტერ­ფლაი (სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია, ტო­კიო, 1970).

მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი, აკა­დე­მი­კო­სი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ლა­უ­რე­ა­ტია. ამი­რა­ნაშ­ვილს 2016 წელს ვარ­სკვლა­ვი ოპე­რის წინ სა­ზე­ი­მოდ გა­უხ­სნეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!!! უდიდესი მომღერალი წავიდა...

ერა
0

ნათელში იყოს. დიდი კვალი დატოვა ქართულ ხელოვნებაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სოპრანო მედეა ამირანაშვილი

ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლი და სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი" - კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი.

ცნობილი მეცოსოპრანოს გარდაცვალებას ეხმაურება ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილიც:

"ჩვენი ძვირფასი და უდიდესი ქართული ოპერის ვარსკვლავი მედეა პეტროვნა ამირანაშვილი გარდაიცვალა. ეს ფოტო გადაღებულია მასთან სახლში ჩვენი წარმოდგენის "ნაბუკოს" შემდეგ. რა კარგი დრო იყო და რა კარგად გამოიყურება ქალბატონი მედეა. გიგა ლორთქიფანიძე მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიდიან კორიფეები და მხოლოდ სიცარიელე რჩება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მედეა პეტროვნას სული. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას. მედეა ამირანაშვილის დაკარგვა მართლაც დიდი დანაკლისია საოპერო სამყაროსთვის" - წერს ქავთარაშვილი.

მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).

მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ამირანაშვილს 2016 წელს ვარსკვლავი ოპერის წინ საზეიმოდ გაუხსნეს.