მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიმატის ცვლილების სამიტი ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში - გარემოს დაცვისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, თუ ბიზნეს გარიგებების დადების შესაძლებლობა: დეტალები დუბაიდან
კლიმატის ცვლილების სამიტი ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში - გარემოს დაცვისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, თუ ბიზნეს გარიგებების დადების შესაძლებლობა: დეტალები დუბაიდან

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­მი­ტი და­ი­წყო, რო­მე­ლიც 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ბევ­რის­თვის ირო­ნი­უ­ლია ის ფაქ­ტი, რომ სა­მი­ტი იმარ­თე­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბწარ­მო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს ტოპ 10 ქვე­ყა­ნას შო­რის არის.

ეს სა­კი­თხი დიდი ხა­ნია გან­ხილ­ვი­სა და კრი­ტი­კის სა­ბა­ბია გა­რე­მოს დამ­ცველ­თა ნა­წი­ლის მხრი­დან, თუმ­ცა კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი ახლა დუ­ბა­ი­ში არი­ან და მსჯე­ლო­ბენ კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

  • სა­მი­ტის გახ­სნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლ­ზი, რომ­ლის მი­მარ­თვაც დამ­სწრე­ე­ბის­თვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა და ტა­შიც და­იმ­სა­ხუ­რა.

"დე­და­მი­წა ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის, ჩვენ ვე­კუთ­ვნით დე­და­მი­წას“, - თქვა ჩარლზ­მა. მე­ფემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ უფრო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბა მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა ინ­დუსტრი­ა­ში.

"ცვლი­ლე­ბებს შევ­ძლებთ ერ­თად მუ­შა­ო­ბით, ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ჩვე­ნი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბას. ჩვენს მოქ­მე­დე­ბებს უნდა მოჰ­ყვეს შე­დე­გი“, - აღ­ნიშ­ნა ჩარლზ­მა. მეფე ამ­ბობს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხე აღარ არის შო­რე­უ­ლი რის­კი და ეს საფრ­თხე უკვე ჩვენ­თა­ნაა.

"დე­და­მი­წა ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის, ჩვენ ვე­კუთ­ვნით დე­და­მი­წას“ - მეფე ჩარლ­ზი

სი­ტყვით გა­მო­ვი­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში, რო­მელ­მაც ლი­დე­რებს მი­მარ­თა და თქვა, რომ მხო­ლოდ მათ მიერ მი­ღე­ბულ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შე­უძ­ლია "დე­და­მი­წა გან­კურ­ნოს".

"პო­ლა­რუ­ლი ყი­ნუ­ლე­ბი, მყინ­ვა­რე­ბი ჩვენ თვალ­წინ ქრე­ბა რაც იწ­ვევს ნგრე­ვას მსოფ­ლი­ო­ში, ხდე­ბა მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, ზღვის დო­ნის მა­ტე­ბა", - თქვა გუ­ტე­რე­შე­მა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით კლი­მა­ტის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ქვე­ყა­ნა 30 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­მო­ყოფს. მუ­ჰა­მენ ბინ ზაიდ ალ ნა­ჰი­ა­ნის თქმით, მას სურს ეს ფული გა­მო­ი­ყე­ნონ ღა­რიბ­მა ქვეყ­ნებ­მა რათა გა­უმკლავ­დნენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნას.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ო­ვა­ნია, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მიტს ეს­წრე­ბი­ან ნავ­თო­ბით მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი ნავ­თო­ბის ტოპ ათ ყვე­ლა­ზე მსხვილ მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის არის. ნავ­თობ სა­ხელ­მწი­ფო­ში კლი­მა­ტის სა­მი­ტის გა­მარ­თვა უკვე სა­კა­მა­თო სა­კი­თხი იყო.

გა­რე­მოს დამ­ცველ­თა დიდი ნა­წი­ლის შეშ­ფო­თე­ბა მას შემ­დეგ გამ­ძაფ­რდა, რაც BBC-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რე­ა­ლუ­რად, არაბ­თა სა­ა­მი­რო­ე­ბი გეგ­მავ­და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მი­ტი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

გა­რე­მოს ზო­გი­ერ­თი დამ­ცვე­ლი და მათ შო­რის ცნო­ბი­ლი გრე­ტა თუნ­ბერ­გი ამ­ბობს, რომ მსგავს სა­მი­ტებს არა­ნა­ი­რი სი­კე­თე არ მო­აქვს და მხო­ლოდ არაფ­რის­მომ­ცემ სი­ტყვებს ვის­მენთ, რე­ა­ლურ და შე­დე­გის მომ­ტან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი არა­ვინ იღებს.

სა­მიტს ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ეს ქვეყნები ისედაც აპოკალიფსურ პირობებში ცხოვრობენ და არა მგონია დანარჩენი ოაზისების ბედი ადარდებდეთ!!!!

სამართალი
0

მანქანით რომ დაგრიალებთ, იმას მიხედეთ (ბენზინს თქვენ მოიხმართ).

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კლიმატის ცვლილების სამიტი ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში - გარემოს დაცვისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, თუ ბიზნეს გარიგებების დადების შესაძლებლობა: დეტალები დუბაიდან

კლიმატის ცვლილების სამიტი ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში - გარემოს დაცვისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, თუ ბიზნეს გარიგებების დადების შესაძლებლობა: დეტალები დუბაიდან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტი დაიწყო, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ბევრისთვის ირონიულია ის ფაქტი, რომ სამიტი იმართება იმ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ნავთობწარმოების თვალსაზრისით, მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანას შორის არის.

ეს საკითხი დიდი ხანია განხილვისა და კრიტიკის საბაბია გარემოს დამცველთა ნაწილის მხრიდან, თუმცა კრიტიკის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ახლა დუბაიში არიან და მსჯელობენ კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

  • სამიტის გახსნის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი, რომლის მიმართვაც დამსწრეებისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა და ტაშიც დაიმსახურა.

"დედამიწა ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ვეკუთვნით დედამიწას“, - თქვა ჩარლზმა. მეფემ აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით მუშაობა მწვანე ალტერნატივებზე, როგორიცაა მაგალითად განახლებადი ენერგიის გამოყენება ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიაში.

"ცვლილებებს შევძლებთ ერთად მუშაობით, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სამყაროს არსებობას. ჩვენს მოქმედებებს უნდა მოჰყვეს შედეგი“, - აღნიშნა ჩარლზმა. მეფე ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების საფრთხე აღარ არის შორეული რისკი და ეს საფრთხე უკვე ჩვენთანაა.

"დედამიწა ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენ ვეკუთვნით დედამიწას“ - მეფე ჩარლზი

სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში, რომელმაც ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ მხოლოდ მათ მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებებს შეუძლია "დედამიწა განკურნოს".

"პოლარული ყინულები, მყინვარები ჩვენ თვალწინ ქრება რაც იწვევს ნგრევას მსოფლიოში, ხდება მეწყერი, წყალდიდობები, ზღვის დონის მატება", - თქვა გუტერეშემა.

  • აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის განცხადებით კლიმატის პრობლემის გადასაჭრელად ქვეყანა 30 მილიარდ დოლარს გამოყოფს. მუჰამენ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის თქმით, მას სურს ეს ფული გამოიყენონ ღარიბმა ქვეყნებმა რათა გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების გავლენას.

განსაკუთრებით მნიშვნელოოვანია, რომ კლიმატის ცვლილების სამიტს ესწრებიან ნავთობით მდიდარი ქვეყნების ლიდერები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძელი ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ტოპ ათ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანას შორის არის. ნავთობ სახელმწიფოში კლიმატის სამიტის გამართვა უკვე საკამათო საკითხი იყო.

გარემოს დამცველთა დიდი ნაწილის შეშფოთება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც BBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეალურად, არაბთა საამიროები გეგმავდა კლიმატის ცვლილების სამიტი გამოეყენებინა ნავთობისა და გაზის შეთანხმებების გასაფორმებლად.

გარემოს ზოგიერთი დამცველი და მათ შორის ცნობილი გრეტა თუნბერგი ამბობს, რომ მსგავს სამიტებს არანაირი სიკეთე არ მოაქვს და მხოლოდ არაფრისმომცემ სიტყვებს ვისმენთ, რეალურ და შედეგის მომტან გადაწყვეტილებებს კი არავინ იღებს.

სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.