მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის ლავროვის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე, ეს საქართველოს ინტერესებშია?" - ექსპერტი
"როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის ლავროვის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე,  ეს საქართველოს ინტერესებშია?" - ექსპერტი

ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ სკო­პი­ე­ში ეუ­თოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის 30-ე სხდო­მა და­ი­წყო. მი­ნის­ტე­რი­ალ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სკო­პი­ე­ში იმ­ყო­ფე­ბა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი და უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში ჩა­ვი­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვიც. მის ჩას­ვლას ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. სერ­გეი ლავ­რო­ვის თვითმფრი­ნავს ბულ­გა­რეთ­მა სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრა, ამის მი­ზე­ზად კი ბორტზე მა­რია ზა­ხა­რო­ვას ყოფ­ნა და­სა­ხელ­და. ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ეუ­თოს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე ჩა­სას­ვლე­ლად მარ­შრუ­ტის შეც­ვლა დას­ჭირ­და.

მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში 57 ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი ევ­რო­პი­სა და მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათ შო­რი­საა უკ­რა­ი­ნის ომი და მიგ­რა­ცი­ის თე­მე­ბი.

მი­ნის­ტე­რი­ალს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ ეს­წრე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. დმიტ­რო კუ­ლე­ბა ეუ­თოს მი­ნის­ტე­რი­ალს ბო­ი­კოტს უცხა­დებს, მას­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის დას­წრე­ბის გამო. უკ­რა­ი­ნას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი და სკო­პი­ე­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც ისი­ნი იღე­ბენ.

ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ალს ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის­კენ მო­უ­წო­დებ­და ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტია "ლელო". პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ლე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, მი­ბა­ძოს უკ­რა­ი­ნის, ლი­ე­ტუ­ვის, ლატ­ვი­ი­სა და ეს­ტო­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დოს სხდო­მას. ამას­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა, რომ თუ ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და­ეს­წრე­ბა ეუ­თოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ალს, უნდა ჰქონ­დეს ძა­ლი­ან მკა­ფიო ან­ტი­რუ­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი და გა­მო­ხა­ტოს ბო­ი­კო­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც შე­იძ­ლე­ბა სხდო­მის და­ტო­ვე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტოს.

მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, ეუ­თოს ფორ­მა­ტი და სხვა ფორ­მა­ტე­ბიც უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა იგი პარ­ლა­მენ­ტში მე­დი­ის მიერ დას­მულ კი­თხვას, უნდა მი­ი­ღოს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეუ­თოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ეუ­თოს წევ­რი ქვე­ყა­ნაა, გარ­და ამი­სა, სკო­პი­ე­ში სა­მიტს და­ეს­წრე­ბი­ან აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჟო­ზეპ ბო­რე­ლი.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტი უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. როცა იქ ჩა­დი­ან ბლინ­კე­ნი და ბო­რე­ლი და არ ჩა­დის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მი­ნი­მუმ გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა ასე­თი რამ. ეუთო არის ის ფორ­მა­ტი, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი და მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ჩვე­ნი მხრი­დან ეს ფორ­მა­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ჩვენს ეროვ­ნულ სა­კი­თხებ­ზე. მათ შო­რის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი, რა თქმა უნდა, არის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­ნის­ტე­რი­ა­ლის თა­ო­ბა­ზე "სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ ისა­უბ­რა. ის ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ სკო­პი­ე­ში მიმ­დი­ნა­რე ხდო­მა­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლის დას­წრე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა რუ­სე­თის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ტო­ნით, შე­სა­ბა­მი­სად, მისი შე­ფა­სე­ბით, ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე მი­ნის­ტრი "იმას გა­ა­კე­თებს, რაც აქამ­დე გა­უ­კე­თე­ბია“.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ სა­ქარ­თვე­ლო ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის და უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­და.

"ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბო­და, თუ სა­ქარ­თვე­ლო და­ი­კა­ვებ­და ისეთ პო­ზი­ცი­ას, რო­გორც და­ი­კა­ვა უკ­რა­ი­ნამ ან ბალ­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, რა­ტომ არ უნდა იჯ­დეს ჩვე­ნი სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა პი­რის­პირ. ყვე­ლა­ფერს, რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მარ­ტო თა­მაზ გინ­ტუ­რის სიკ­ვდი­ლი არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ შენ რა­ღაც ფორ­მით გა­მო­ხა­ტო პრო­ტეს­ტი. გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა თქვას, რად­გან ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტია, იქ არის მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვე­ნი სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იყოს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც რა­ღაც აზრი უნდა ჰქონ­დეს, რომ­ლი­თაც შენ შენი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს ატა­რებ, არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ის გა­მარ­თლე­ბა ექ­ნე­ბო­და, რომ შენ რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად დად­გე­ბო­დი უკ­რა­ი­ნას­თან და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ერ­თად და იტყო­დი, რომ რად­გან ამას აკე­თებს რუ­სე­თი - მე აი, ამი­ტომ ამ შეკ­რე­ბას ბო­ი­კოტს ვუ­ცხა­დებ. ეს იქ­ნე­ბო­და გა­სა­გე­ბი, ჩემ­თვი­საც ეს იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და, თუ ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი ექ­ნე­ბო­და, ის კი არა, რომ რა­ღაც მორ­ცხვი ბავ­შვი­ვით კუ­თხე­ში აი­ტუ­ზე­ბა და ხმას არ ამო­ი­ღებს და მერე შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ "უიმე, დედა ჩვენ მშვი­დო­ბა გვინ­და და ომი არ გვინ­და და კარ­გი ხალ­ხი ვართ“. თუ ამის სათ­ქმე­ლად ჩა­ვი­და, სჯობ­და, რომ არ ჩა­სუ­ლი­ყო. თუ ის ასე ვთქვათ, ად­გე­ბა და ლავ­როვს სი­ლას გა­აწ­ნის (ვერ­ბა­ლუ­რად ვგუ­ლის­ხმობ) და სათ­ქმელს იტყვის, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ირ­ჩე­ვა, რა თქმა უნდა, ეს კარ­გი იქ­ნე­ბა. მე ამის იმე­დი არ მაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კონ­ტექ­სტში ბუ­ნებ­რი­ვია სჯობ­და, რომ არ წა­სუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ისე­თი ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით, რო­გო­რიც არის ეს­ტო­ნე­თი, ლიტ­ვა, ლატ­ვია და უკ­რა­ი­ნა, ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი.

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჩუ­მად ზის რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პი­რის­პირ, ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რობს ოკუ­პა­ცი­ა­ზე, არ ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის უბ­რა­ლოდ აქ ჯდო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია? ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში, რომ გუ­შინ და გუ­შინ­წინ რუ­სე­თის დუ­მი­დან და­წყე­ბუ­ლი, რომ არ დარ­ჩა არ­ცერ­თი უწყე­ბა რუ­სეთ­ში ზა­ხა­რო­ვას ჩათ­ვლით, რო­მე­ლიც არ აქებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ­ბობს, რომ "რა კარ­გად იქ­ცე­ვაო“, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში?

რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი რას გა­ა­კე­თებს? - რაც აქამ­დე გა­უ­კე­თე­ბია, იმას გა­ა­კე­თებს. აქამ­დე მისი არ­ცერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ბი­ჯი არ მახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით და სა­ერ­თოდ მისი კრი­ტი­კუ­ლი ტონი არ მახ­სოვს. მარ­ტო რუ­სეთ­თან კი არა, სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს მისი კრი­ტი­კუ­ლი ტონი.

დღეს რუ­სე­თი მარ­თლა კეთ­რო­ვა­ნი და გა­რი­ყუ­ლია. მცი­რე შემ­თხვე­ვე­ბი არის, მა­გა­ლი­თად: ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი, ოღონდ ეუთო-ს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზეც, რო­გორ მო­ექ­ცე­ვი­ან ლავ­როვს, მა­გა­საც და­ვი­ნა­ხავთ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას პირ­და­პირ შე­ა­ფურ­თხებს, (არა პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ასე­თი) მას მო­ექ­ცე­ვი­ან ისე, რო­გორც არა­რა­ო­ბას და ეს იქ­ნე­ბა სწო­რი. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო უნდა ექ­ცე­ო­დეს ლავ­როვს, რო­გორც არა­რა­ო­ბას და ეს სწო­რი იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცე­ვა, ეს არის არას­წო­რი“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ასეთი ექსპერტები რომ ყავს ოპოზიციას იმიტო აქვთ შესაბამისი რეიტინგიც.არჩევნებამდე ეცადეთ გაანულოთ თქვენი მხარდამჭერების რიცხვი აბა ჰე და აბა ჰო.

კუკარაჩა
4

რაო ბატონო ექსპერტებო, ნაციონალებო და ხალხმოძულეებო, აბა რა უნდა ექნა დარჩიაშვილს, წყალი მიესხა ლავროვისთვის თუ დედა ეგინებინა თქვე ვაიპატრიოტებო და უვიცებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის ლავროვის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე, ეს საქართველოს ინტერესებშია?" - ექსპერტი

"როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის ლავროვის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე,  ეს საქართველოს ინტერესებშია?" - ექსპერტი

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალის 30-ე სხდომა დაიწყო. მინისტერიალში ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. სკოპიეში იმყოფება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. მის ჩასვლას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცეში შესვლაზე უარი უთხრა, ამის მიზეზად კი ბორტზე მარია ზახაროვას ყოფნა დასახელდა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს მინისტერიალზე ჩასასვლელად მარშრუტის შეცვლა დასჭირდა.

მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის თემები.

მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო. უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არც ისინი იღებენ.

ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელსაც მონაწილეობაზე უარისკენ მოუწოდებდა ოპოზიციურმა პარტია "ლელო". პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიბაძოს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის გადაწყვეტილებას და ბოიკოტი გამოუცხადოს სხდომას. ამასთანავე, პოლიტიკოსმა თქვა, რომ თუ ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები და გამოხატოს ბოიკოტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სხდომის დატოვებაში გამოიხატოს.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეუთოს ფორმატი და სხვა ფორმატებიც უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ასე გამოეხმაურა იგი პარლამენტში მედიის მიერ დასმულ კითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაში, რომელსაც უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ, რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო.

კობახიძის განცხადებით, საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, გარდა ამისა, სკოპიეში სამიტს დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.

"გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მინისტერიალის თაობაზე "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა. ის ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებასაც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ილია დარჩიაშვილი არ გამოირჩევა რუსეთის მიმართ კრიტიკული ტონით, შესაბამისად, მისი შეფასებით, ეუთო-ს მინისტერიალზე მინისტრი "იმას გააკეთებს, რაც აქამდე გაუკეთებია“.

მისი განმარტებით, უკეთესი იქნებოდა, თუ საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის პოზიციას დაიკავებდა.

"ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ საქართველო დაიკავებდა ისეთ პოზიციას, როგორც დაიკავა უკრაინამ ან ბალტიის სახელმწიფოებმა, აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი, რატომ არ უნდა იჯდეს ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირისპირ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მარტო თამაზ გინტურის სიკვდილი არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ რაღაც ფორმით გამოხატო პროტესტი. გასაგებია, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რადგან ეს საერთაშორისო ფორმატია, იქ არის მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელიც იყოს. მონაწილეობას და არ მონაწილეობასაც რაღაც აზრი უნდა ჰქონდეს, რომლითაც შენ შენი ქვეყნის ინტერესებს ატარებ, არმონაწილეობას ის გამართლება ექნებოდა, რომ შენ როგორც ოკუპირებული ქვეყანა, უკრაინის მსგავსად დადგებოდი უკრაინასთან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად და იტყოდი, რომ რადგან ამას აკეთებს რუსეთი - მე აი, ამიტომ ამ შეკრებას ბოიკოტს ვუცხადებ. ეს იქნებოდა გასაგები, ჩემთვისაც ეს იქნებოდა მისაღები. მეორე ვარიანტი, მონაწილეობაც გასაგები და მისაღები იქნებოდა, თუ ამ მონაწილეობას აზრი ექნებოდა, ის კი არა, რომ რაღაც მორცხვი ბავშვივით კუთხეში აიტუზება და ხმას არ ამოიღებს და მერე შეიძლება თქვას, რომ "უიმე, დედა ჩვენ მშვიდობა გვინდა და ომი არ გვინდა და კარგი ხალხი ვართ“. თუ ამის სათქმელად ჩავიდა, სჯობდა, რომ არ ჩასულიყო. თუ ის ასე ვთქვათ, ადგება და ლავროვს სილას გააწნის (ვერბალურად ვგულისხმობ) და სათქმელს იტყვის, ამ მხრივ საქართველო გამოირჩევა, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. მე ამის იმედი არ მაქვს, შესაბამისად, ამ კონტექსტში ბუნებრივია სჯობდა, რომ არ წასულიყო და საქართველო აღმოჩნდებოდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და უკრაინა, ეს იქნებოდა კარგი.

როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე, არ ამბობს, რომ ამ ადამიანის უბრალოდ აქ ჯდომა მიუღებელია, ეს საქართველოს ინტერესებშია? ის არის საქართველოს ინტერესებში, რომ გუშინ და გუშინწინ რუსეთის დუმიდან დაწყებული, რომ არ დარჩა არცერთი უწყება რუსეთში ზახაროვას ჩათვლით, რომელიც არ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ "რა კარგად იქცევაო“, ეს არის საქართველოს ინტერესებში?

რაც შეეხება დარჩიაშვილი რას გააკეთებს? - რაც აქამდე გაუკეთებია, იმას გააკეთებს. აქამდე მისი არცერთი გამორჩეული ნაბიჯი არ მახსოვს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით და საერთოდ მისი კრიტიკული ტონი არ მახსოვს. მარტო რუსეთთან კი არა, საერთოდ არ მახსოვს მისი კრიტიკული ტონი.

დღეს რუსეთი მართლა კეთროვანი და გარიყულია. მცირე შემთხვევები არის, მაგალითად: ეუთო-ს მინისტერიალი, ოღონდ ეუთო-ს მინისტერიალზეც, როგორ მოექცევიან ლავროვს, მაგასაც დავინახავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას პირდაპირ შეაფურთხებს, (არა პირდაპირი გაგებით, მაგრამ დამოკიდებულება იქნება ასეთი) მას მოექცევიან ისე, როგორც არარაობას და ეს იქნება სწორი. პირველ რიგში, საქართველო უნდა ექცეოდეს ლავროვს, როგორც არარაობას და ეს სწორი იქნება. როგორც საქართველო იქცევა, ეს არის არასწორი“, - განაცხადა რუხაძემ.

იხილეთ ასევე: