მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან?
"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, სერ­გეი შამ­ბა ამ­ბობს, რომ "ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტი შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს არ უნდა დარ­ჩეთ“.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეძე­ბონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ შამ­ბამ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ამ­ჟა­მად აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთან, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ას­თან ონ­ლა­ინ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. შამ­ბამ და ყოლ­ბა­ი­ამ პირ­და­პირ ეთერ­ში უპა­სუ­ხეს ჟურ­ნა­ლისტ ვანო ჩო­კო­რი­ას კი­თხვებს.

  • "მე არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე და აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს არ მოს­წონს ჩემი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ პრობ­ლე­მის დროს, პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­ბა­რია სა­ჭი­რო. არ არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ერე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან არ ჩხუ­ბო­ბენ, არ ომო­ბენ. ამის მა­გა­ლი­თია მთე­ლი ევ­რო­პა“, - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

მი­სი­ვე თქმით, "აფხა­ზურ და ქარ­თულ მხა­რე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კვლავ აგ­რე­სი­უ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი“.

"ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს შე­იც­ვლე­ბა, მარ­თა­ლია, ომი­დან დიდი დრო გა­ვი­და, უკვე 30 წელი, შე­იძ­ლე­ბა რო­გორ­მე და­ვი­წყოთ რა­ღაც მოძ­რა­ო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­კენ.

მე ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დი სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ას და როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ქარ­თველ ოპო­ნენ­ტებს. ეს იყო ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ჩვენს ხალ­ხებს შო­რის არის კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია მრა­ვა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით ომით და ამ კონ­ფლიქ­ტის და­საძ­ლე­ვად სა­ჭი­როა ვი­სა­უბ­როთ და მოვ­ძებ­ნოთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბი­სა და შემ­დგო­მი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გზე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი შამ­ბამ.

მის პო­ზი­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ. მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და ას­ლან ბჟა­ნი­ას ე.წ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­სა­წყის­ში.

"მახ­სოვს, სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯერ კი­დევ არ არის სა­ღა­მო", - დას­ძი­ნა ყოლ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰეი
9

აფხაზფბო, რატომ გეჯავრებით გულახდილად გვითხარით და მერე მე აგიხსნით.რა გეშველებათ,ეს მარიამ ღვთისმშობლის სამშობლოა, გადარჯულებული ხალხი ცოტა მორიდებულები იყავით. წავიდა ის დრო კაცი რომ გულაობდა და ქალები მუშაობდნენ ოჯახში, გამოდით, გამოიხედეხთ თვალებში, ამბობთ თქვენ ხართ მაგ მიწის პატრონი,სირცხვილი არ გაგაჩნიათ, პირველი საუკუნიდან ვწერთ და ვკითხულობთ, ტქვენ ისევ სხვების ანბანით წერთ, აქაურები ხართ? ეს როგორ, ამიხსენით.

118a
2

შამბა აიდგილარას ერთ ერთი ყველაზე აგერსიული ლიდერი იყო, ზურაბ აჩბასთან ერთად. მათი სიტყვა და საქმე ყოველთვის აცდენილი იყო ერთმანეთს... აფხაზეთში ქართველებისადმი ზიზღის გაღვივებაში მთავარ როლს სწორედ აიდგილარა ასრულებდა 1989 წ. 15-16 ივლისის შეტაკება და მსხვერპლი მაგათ კისერზეა.. ისინი მეთოდურად მიაქანებდნენ აფსუებს ქართვებთან ომისკენ, რადგან მშვიდობიანი გზით დამოუკიდებობას ვერ ასოდეს მიაღწევდნენ.. არძინბამ საკუთარი ავანტურისტული გეგმები რუსეთის დახმარებაზე ააწყო და ამან გაამართლა კიდეც: ომშიც ჩაითრიეს ქართველები, დაამარცხეს და გაწმინდეს აფხაზეთი ქართველებისდგან. მის შემდეგ 30 წელია არც არაფერი გაუკეთებიათ აფხაზეთის აღდგენისათვის, სხვისი შეშვება ქვეყანაში არ სურთ, თავად კი ზარმაცები და მუქტახორები არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან?

"საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგების, თანაცხოვრების გზები“ - რა თქვა სერგეი შამბამ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ ეთერში - შეცვლილი რიტორიკა ოკუპირებული რეგიონიდან?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა დარჩეთ“.

მისი თქმით, აუცილებელია ეძებონ შესაძლებლობები მშვიდობიანად თანაცხოვრებისთვის. ამის შესახებ შამბამ აფხაზეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან და ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბრისას განაცხადა. შამბამ და ყოლბაიამ პირდაპირ ეთერში უპასუხეს ჟურნალისტ ვანო ჩოკორიას კითხვებს.

  • "მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ პრობლემის დროს, პირველ რიგში, საუბარია საჭირო. არ არსებობენ ასეთი ერები, მეზობლები. ახლობლები, რომლებიც ერთმანეთთან არ ჩხუბობენ, არ ომობენ. ამის მაგალითია მთელი ევროპა“, - განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, "აფხაზურ და ქართულ მხარეში ბევრი ადამიანი კვლავ აგრესიულადაა განწყობილი“.

"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს შეიცვლება, მართალია, ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელი, შეიძლება როგორმე დავიწყოთ რაღაც მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ.

მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ კომუნიკაციისთვის სხვადასხვა არხები უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

მის პოზიციას მხარი დაუჭირა ვახტანგ ყოლბაიამ. მისივე თქმით, იგივე განცხადებები გაკეთდა ასლან ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტობის დასაწყისში.

"მახსოვს, საუბარი ეხებოდა ეკონომიკურ ურთიერთობებს, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა კონკრეტული ნაბიჯები. მაგრამ, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ არ არის საღამო", - დასძინა ყოლბაიამ.