მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს
კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს

პორ­ტუ­გა­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს სა­სა­მარ­თლო დავა ელო­დე­ბა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს ცრუ და­პი­რე­ბე­ბის გამო, მათ ისე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­დეს, რო­მელ­მაც თან­ხე­ბი და­ა­კარ­გვი­ნათ. ისი­ნი მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფეხ­ბურ­თე­ლის­გან $1 მი­ლი­არ­დზე მეტს ითხო­ვენ.

საქ­მე ისაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ყვე­ლა­ზე დიდ­მა ბირ­ჟამ, Binance-მა 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში რო­ნალ­დუს­თან პარტნი­ო­რო­ბით "CR7"-ის სა­ხელ­წო­დე­ბით ახა­ლი NFT გა­მო­უშ­ვა. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი NFT, სა­ხელ­წო­დე­ბით "Bored Ape"

პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში რო­ნალ­დუ ამ­ბობ­და, რომ მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "CR7"-ის შე­ძე­ნით NFT-ის სამ­ყა­როს შეც­ვლიდ­ნენ და ფეხ­ბურ­თი ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებ­და.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში კო­ლექ­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი NFT 77$ ღირ­და, თუმ­ცა 1 წლის შემ­დეგ მისი ფასი $1-ზე ჩა­მო­ვი­და. რის გა­მოც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩა. მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, რო­ნალ­დუს­გან Binance-ის რეკ­ლა­მი­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ონ­ლა­ინ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბი­სად­მი 500%-ით გა­ზარ­და.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის თქმით, კრიშ­ტი­ა­ნუმ ხალ­ხს უბიძ­გა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის Binance გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, სა­ბო­ლო­ოდ კი "არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­ში" ჩა­ე­დოთ თა­ვი­ან­თი თან­ხა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რო­ნალ­დუ ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­ემ­ხი­ლა, რამ­დენს უხ­დი­და კომ­პა­ნია რეკ­ლა­მის­თვის, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა.

სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მა DeVere Group-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ი­ჯელ გრინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ რო­ნალ­დუს ბრა­ლი არაა ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა და უფრო დიდ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე: "ვფიქ­რობ, ყუ­რა­დღე­ბა მსოფ­ლიო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დამ­წე­სებ­ლებ­ზე უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ", - ამ­ბობს გრი­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად ატე­ხი­ლი აურ­ზა­უ­რი­სა, რო­გორც ჩანს, რო­ნალ­დუ და Binance კვლავ აპი­რე­ბენ მო­მა­ვალ­ში ერ­თად მუ­შა­ო­ბას. 28 ნო­ემ­ბერს ფეხ­ბურ­თლმა X-ის პლატ­ფორ­მა­ზე ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­შიც კომ­პა­ნი­ას­თან მუ­შა­ო­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­ნიშ­ნებ­და.

ცნო­ბის­თვის, NFT არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვე­ბი, რო­მელ­თა ყიდ­ვა და გა­ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მა არ გა­აჩ­ნი­ათ, ანუ ისი­ნი მხო­ლოდ ციფ­რუ­ლად არ­სე­ბო­ბენ. ზო­გა­დად, ისი­ნი ონ­ლა­ინ არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის სა­კუთ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

0

ეეეხ...მასე რაც აქუბარდიამ რეკლამა უკეთა რჩეულიშვილის აფერისტულ ბიზნესს და დაეხმარა ხალხის გაღლეტვაში, რა ფული ეყოფა?

Levan
0

ვერავინ მოაწყვიტოს რონალდოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს

კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს - რას ედავებიან პორტუგალიელ ვარსკვლავს

პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო დავა ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კრიშტიანუს ცრუ დაპირებების გამო, მათ ისეთი ინვესტიციები ჩადეს, რომელმაც თანხები დააკარგვინათ. ისინი მიღებული ზარალის სანაცვლოდ, ფეხბურთელისგან $1 მილიარდზე მეტს ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდმა ბირჟამ, Binance-მა 2022 წლის ნოემბერში რონალდუსთან პარტნიორობით "CR7"-ის სახელწოდებით ახალი NFT გამოუშვა. ფეხბურთელის თქმით, ეს ვირტუალური აქტივები გულშემატკივრებისთვის მისგან გაკეთებული საჩუქარი იყო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT, სახელწოდებით "Bored Ape"

პარტნიორობის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში რონალდუ ამბობდა, რომ მისი გულშემატკივრები "CR7"-ის შეძენით NFT-ის სამყაროს შეცვლიდნენ და ფეხბურთი ახალ საფეხურზე გადაინაცვლებდა.

Proud to be partnering with @binance

Together we’ll give you the opportunity to own an iconic piece of sports history.

I’m excited to take this journey with all of you. Let’s change the NFT game with #Binance. pic.twitter.com/SNSCMHggct
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) June 23, 2022

2022 წლის ნოემბერში კოლექციიდან ყველაზე იაფფასიანი NFT 77$ ღირდა, თუმცა 1 წლის შემდეგ მისი ფასი $1-ზე ჩამოვიდა. რის გამოც ათასობით ადამიანი წაგებული დარჩა. მოსარჩელეების მტკიცებით, რონალდუსგან Binance-ის რეკლამირებამ საზოგადოების ინტერესი ონლაინ კრიპტო ვალუტებით ვაჭრობისადმი 500%-ით გაზარდა.

მოსარჩელეების თქმით, კრიშტიანუმ ხალხს უბიძგა, ინვესტიციებისთვის Binance გამოეყენებინათ, საბოლოოდ კი "არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებში" ჩაედოთ თავიანთი თანხა. ისინი მიიჩნევენ, რომ რონალდუ ვალდებული იყო გაემხილა, რამდენს უხდიდა კომპანია რეკლამისთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა.

საკონსულტაციო ფირმა DeVere Group-ის ხელმძღვანელმა, ნაიჯელ გრინმა განაცხადა, რომ მხოლოდ რონალდუს ბრალი არაა ასეთი სიტუაციის შექმნა და უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე: "ვფიქრობ, ყურადღება მსოფლიო რეგულაციების დამწესებლებზე უნდა გადავიტანოთ", - ამბობს გრინი.

Cooking something up with @Cristiano…

Stay tuned. pic.twitter.com/OxqJ435bp3
— Binance (@binance) November 28, 2023

მიუხედავად ატეხილი აურზაურისა, როგორც ჩანს, რონალდუ და Binance კვლავ აპირებენ მომავალში ერთად მუშაობას. 28 ნოემბერს ფეხბურთლმა X-ის პლატფორმაზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც კომპანიასთან მუშაობის სამომავლო გეგმების შესახებ მიანიშნებდა.

ცნობისთვის, NFT არის ვირტუალური აქტივები, რომელთა ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათ მატერიალური ფორმა არ გააჩნიათ, ანუ ისინი მხოლოდ ციფრულად არსებობენ. ზოგადად, ისინი ონლაინ არსებული ფოტოებისა და ვიდეოების საკუთრების აღსანიშნავად გამოიყენება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა