საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომის პაპი კვლავ შეუძლოდ არის - რას ამბობენ ვატიკანში?
რომის პაპი კვლავ შეუძლოდ არის - რას ამბობენ ვატიკანში?

რო­მის პაპი ფრან­ცის­კე, გრი­პის გარ­თუ­ლე­ბის გამო, კვლავ შე­უძ­ლო­დაა.

დღეს ვა­ტი­კა­ნის ყო­ველკ­ვი­რე­ულ სა­ერ­თო აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლა პა­პის თა­ნა­შემ­წეს და­ე­ვა­ლა.

"ამ გრი­პის გამო ჯერ კი­დევ ცუ­დად ვარ. სა­უ­ბა­რი მი­ჭირს",- ასე გა­დას­ცეს დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს პა­პის ნათ­ქვა­მი. ვა­ტი­კა­ნის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მე­დი­კო­სებ­მა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა გა­მო­რი­ცხეს.

ექი­მე­ბის რჩე­ვით, სამ­შა­ბათს პა­პის დუ­ბა­ი­ში ვი­ზი­ტიც ჩა­ი­შა­ლა. "მსუ­ბუ­ქი გრი­პის სიმპტო­მე­ბის გამო", რო­გორც ამას ვა­ტი­კა­ნი ამ­ბობ­და, ფრან­ცის­კემ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც გა­ა­უქ­მა.

  • პა­პის თა­ნა­შემ­წემ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ პაპი ფრან­ცის­კე დუ­ბა­ი­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რას მა­ინც და­ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რო­გორ.

ფრან­ცის­კეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის დიდი ის­ტო­რია აქვს. ივ­ნის­ში მას მუც­ლის თი­აქ­რის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ცხრა დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რა. 2021 წლის ივ­ნის­ში პაპს მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­აც გა­უ­კეთ­და და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას რა­დი­კუ­ლი­ტიც აწუ­ხებს. ფრან­ცის­კე 30 წლი­საც არ იყო, როცა მას ფილ­ტვის ერთი ნა­წი­ლის ამო­ღე­ბა დას­ჭირ­და. ად­რინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, პაპს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ თუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლის, თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურო
1

გრიპი კი არა, ძლივს დადის ბაიდენი და ამხელა სახელმწიფოს მართავს

შეიძლება "მართავს" ცოტა გადამეტებულია, მაგრამ ხომ ვითომ?

ჯოტია ცაავა
0

მაპატიოს უფალმა,მიხედავს ამასწინანდელი ვახშმის სტუმრები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რომის პაპი კვლავ შეუძლოდ არის - რას ამბობენ ვატიკანში?

რომის პაპი კვლავ შეუძლოდ არის - რას ამბობენ ვატიკანში?

რომის პაპი ფრანცისკე, გრიპის გართულების გამო, კვლავ შეუძლოდაა.

დღეს ვატიკანის ყოველკვირეულ საერთო აუდიენციაზე სიტყვით გამოსვლა პაპის თანაშემწეს დაევალა.

"ამ გრიპის გამო ჯერ კიდევ ცუდად ვარ. საუბარი მიჭირს",- ასე გადასცეს დარბაზში შეკრებილ მრევლს პაპის ნათქვამი. ვატიკანის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიკოსებმა ფილტვების ანთება გამორიცხეს.

ექიმების რჩევით, სამშაბათს პაპის დუბაიში ვიზიტიც ჩაიშალა. "მსუბუქი გრიპის სიმპტომების გამო", როგორც ამას ვატიკანი ამბობდა, ფრანცისკემ სხვა ღონისძიებებიც გააუქმა.

  • პაპის თანაშემწემ დღეს განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ყოველწლიურ შეხვედრას მაინც დაესწრებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როგორ.

ფრანცისკეს ჯანმრთელობის პრობლემების დიდი ისტორია აქვს. ივნისში მას მუცლის თიაქრის ოპერაცია ჩაუტარდა და ცხრა დღე საავადმყოფოში გაატარა. 2021 წლის ივნისში პაპს მსხვილი ნაწლავის ოპერაციაც გაუკეთდა და როგორც ცნობილია, მას რადიკულიტიც აწუხებს. ფრანცისკე 30 წლისაც არ იყო, როცა მას ფილტვის ერთი ნაწილის ამოღება დასჭირდა. ადრინდელი განცხადების თანახმად, პაპს გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ ჯანმრთელობის პრობლემები პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლის, თანამდებობას დატოვებს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა