საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა "ფეისბუქზე" პალესტინის მხარდამჭერი ფოტო გააზიარა - რა გამოხმაურება მოჰყვა CIA-ს ოფიცრის პოსტს?
ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა "ფეისბუქზე" პალესტინის მხარდამჭერი ფოტო გააზიარა - რა გამოხმაურება მოჰყვა CIA-ს ოფიცრის პოსტს?

CIA-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სა­კუ­თარ Facebook გვერ­დზე პა­ლეს­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ფოტო გა­ა­ზი­ა­რა - შემ­თხვე­ვა 7 ოქ­ტომ­ბრის მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ მოხ­და.

Financial Times-ი აგენ­ტის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ჯა­რო­ებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის კა­რი­ე­რის ანა­ლი­ტი­კო­სია და ფარ­თო გა­მოც­დი­ლე­ბას ფლობს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა ას­პექ­ტში. ფე­ის­ბუ­ქის ცალ­კე­ულ პოს­ტში, დაზ­ვერ­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სელ­ფი, წარ­წე­რით: "თა­ვი­სუ­ფა­ლი პა­ლეს­ტი­ნა“.

"ოფი­ცე­რი კა­რი­ე­რის ანა­ლი­ტი­კო­სია, რო­მელ­საც აქვს ფარ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა ას­პექ­ტში და ეს პოს­ტი [პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის] არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სი­ტუ­ა­ცი­ის მცოდ­ნე პირ­მა.

"CIA-ს ოფიც­რე­ბი მო­წო­დე­ბულ­ნი არი­ან ანა­ლი­ტი­კუ­რი ობი­ექ­ტუ­რო­ბის­კენ, რაც არის ჩვე­ნი, რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი. რა თქმა უნდა, აგენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს არ ამ­ცი­რებს მათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ანა­ლი­ზი­სად­მი“, - ნათ­ქვა­მია CIA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

არც ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფისს და არც თეთრ სახ­ლს შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ამ დრო­ის­თვის, აგენ­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან ყვე­ლა პოს­ტი წაშ­ლი­ლია.

CIA-ს უფ­რო­სი ოფიც­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პოს­ტი ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ ის­რა­ელ-ჰა­მა­სის ომმა აშშ-ის მთავ­რო­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­ი­დე­ნი მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ის­რა­ელს, მთავ­რო­ბის ასო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხელი მა­წე­რეს ღია წე­რილს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი უკვე ხმა­მაღ­ლა აკ­რი­ტი­კე­ბენ ბა­ი­დე­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა კვლავ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა:

ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ამ გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვა სტი­უ­არტ სელ­დო­ვი­ცი, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლში ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს მსა­ხუ­რობ­და - მან მუს­ლი­მან გამ­ყიდ­ველს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიდი მოადე
0

ასე მალე დაავიწყდა ა.შ.შ.-ს 11 სექტემბერი? მაშინ თვითონ მთელი აზია შეაზანზარეს, ავღანეთში შევარდნენ, ტერორისტებს დასდევდნენ მთელ მსოფლიოში, ომი გააჩაღეს! დღეს ტერორისტებს უჭერენ მხარს? თუ მაინცდამაინც ამერიკელები უნდა დახოცონ და ნიუ-იორკის ცენტრი დაანგრიონ, რომ მიხვდნენ რა ხდება მსოფლიოში? 

 რა ქნან ებრაელებმა? ტერორის ქვეშ იცხოვრონ? როცა უნდათ დემოკრატიაა მთავარი პრინციპი, როცა აწყობთ ავტორიტარიზმს მიმართავენ. 

 ეს მარტო ამერიკას არ ეხება, თუ გაქვთ პრეტენზია და ძალა, თუ აღიარებ დასავლურ ღირებულებებს, არც რუსეთის შემოჭრა უნდა დაეშვათ საქართველოში, არც უკრაინაში, არც სირიის ომი უნდა დაეშვათ, არც იორდანიის და კიდე უამრავი...

თამაზი
0

გავკარი ამისთანა დემოკრატიას, თვითონაც ვეღარ გაუგიათ რა უნდათ. თუ ატრაკებდა, ბოლომდე მიწოლოდა, რარას წაშალა პოსტი და ფოტოები.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა "ფეისბუქზე" პალესტინის მხარდამჭერი ფოტო გააზიარა - რა გამოხმაურება მოჰყვა CIA-ს ოფიცრის პოსტს?

ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანმა "ფეისბუქზე" პალესტინის მხარდამჭერი ფოტო გააზიარა - რა გამოხმაურება მოჰყვა CIA-ს ოფიცრის პოსტს?

CIA-ს მაღალჩინოსანმა საკუთარ Facebook გვერდზე პალესტინის მხარდამჭერი ფოტო გააზიარა - შემთხვევა 7 ოქტომბრის მოულოდნელი თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა.

Financial Times-ი აგენტის ვინაობას არ ასაჯაროებს. როგორც ცნობილია, ის კარიერის ანალიტიკოსია და ფართო გამოცდილებას ფლობს ახლო აღმოსავლეთის ყველა ასპექტში. ფეისბუქის ცალკეულ პოსტში, დაზვერვის მაღალჩინოსანმა ასევე გამოაქვეყნა სელფი, წარწერით: "თავისუფალი პალესტინა“.

"ოფიცერი კარიერის ანალიტიკოსია, რომელსაც აქვს ფართო გამოცდილება ახლო აღმოსავლეთის ყველა ასპექტში და ეს პოსტი [პალესტინის დროშის] არ იყო გამიზნული პოზიციის გამოხატვა კონფლიქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა სიტუაციის მცოდნე პირმა.

"CIA-ს ოფიცრები მოწოდებულნი არიან ანალიტიკური ობიექტურობისკენ, რაც არის ჩვენი, როგორც სააგენტოს ძირითადი საფუძველი. რა თქმა უნდა, აგენტებს შეუძლიათ ჰქონდეთ პირადი შეხედულებები, მაგრამ ეს არ ამცირებს მათ ვალდებულებას მიუკერძოებელი ანალიზისადმი“, - ნათქვამია CIA-ს განცხადებაში.

არც ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს და არც თეთრ სახლს შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის, აგენტის სოციალური გვერდიდან ყველა პოსტი წაშლილია.

CIA-ს უფროსი ოფიცრის სოციალური მედიის პოსტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ისრაელ-ჰამასის ომმა აშშ-ის მთავრობაში განხეთქილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, მთავრობის ასობით წარმომადგენელმა და საარჩევნო კამპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა ხელი მაწერეს ღია წერილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამერიკელი დიპლომატები უკვე ხმამაღლა აკრიტიკებენ ბაიდენის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მათი უმეტესობა კვლავ აშშ-ის პრეზიდენტის ერთგული რჩება:

ნიუ-იორკის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა სტიუარტ სელდოვიცი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თეთრ სახლში ობამას ადმინისტრაციის დროს მსახურობდა - მან მუსლიმან გამყიდველს შეურაცხყოფა მიაყენა.