მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი, ვინც შვილი ჯარში გაუშვა, ირაკლი ალასანია იყო... რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინა" - აქუბარდია
"ერთადერთი, ვინც შვილი ჯარში გაუშვა, ირაკლი ალასანია იყო... რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინა" - აქუბარდია

რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს შვი­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­ეშ­ვა და არა სა­ხელ­მწი­ფო თვითმფრი­ნა­ვით სას­წავ­ლებ­ლად?! - ერ­თა­დერ­თი ვინც მახ­სენ­დე­ბა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო, რო­მელ­მაც შვი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­უშ­ვა! - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან, „თავ­დაც­ვის კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას გა­ა­კე­თა.

აქუ­ბარ­დი­ამ "თავ­დაც­ვის კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს “რეპ­რე­სი­უ­ლი“ უწო­და და რო­გორც გა­ნა­ცხა­და, სა­ჭი­როა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ჯარ­ში წას­ვლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რდე­ლად.

"რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის, მთავ­რო­ბის რო­მე­ლი წევ­რის შვი­ლი ჯარ­ში წა­ვი­და? ასე­თი რამ ვი­ცით? - არ ვი­ცით! ერ­თა­დერ­თი ვინც მახ­სენ­დე­ბა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო, რო­მელ­მაც შვი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­უშ­ვა. ეს კარ­გი იყო, მაგ­რამ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და იგი­ვე მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და არა სა­ხელ­მწი­ფო თვითმფრი­ნა­ვით გა­ეშ­ვა შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად?! ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, “თავ­დაც­ვის კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პარ­ლა­მენ­ტის მიერ ახ­ლად­მი­ღე­ბუ­ლი “თავ­დაც­ვის კო­დექ­სით“ წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა სტუ­დენ­ტი გა­და­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლობს. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, ეს არ შე­ე­ხე­ბა სტუ­დენტს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლობს; ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენტს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან დის­ტან­ცი­უ­რად იღებს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს მხო­ლოდ ის პირი, რო­მე­ლიც არის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტი, სწავ­ლე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე, თუ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა სრუ­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით. მათ­თვის კა­ნო­ნი წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის რამ­დე­ნი­მე ფორ­მის შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ად­გენს: - რე­ზერ­ვის უმ­ცრო­სი ოფიც­რის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა; სტუ­დენ­ტე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა (4 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად/ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე დღე); სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის სა­ხე­ე­ბი­დან (ვა­დე­ბი­დან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერ­თის შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ნამდვილად მსახურობდა, ალასანიას ბიჭი ჯარში, ჩემს ახლობელთან ერთად იყო..ძალიან აქებდა, თავდაბალი ბიჭი ყოფილა...ჩვეულებრივ მსახურობდა, როგორც რიგითი!

სურენა
0

ეგ კარგი კითხვაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ერთადერთი, ვინც შვილი ჯარში გაუშვა, ირაკლი ალასანია იყო... რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინა" - აქუბარდია

"ერთადერთი, ვინც შვილი ჯარში გაუშვა, ირაკლი ალასანია იყო... რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინა" - აქუბარდია

რატომ არ შეიძლებოდა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა! - აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ტრიბუნიდან, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

აქუბარდიამ "თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს “რეპრესიული“ უწოდა და როგორც განაცხადა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯარში წასვლის მოტივაციის გასაზრდელად.

"რომელიმე პოლიტიკოსის, მთავრობის რომელი წევრის შვილი ჯარში წავიდა? ასეთი რამ ვიცით? - არ ვიცით! ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა. ეს კარგი იყო, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინათ და არა სახელმწიფო თვითმფრინავით გაეშვა შვილი სასწავლებლად?! ამ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ დამოკიდებულებები არ იცვლება“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად კი, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს.

აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.