პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი 41-ვე მუშა ცოცხლად გამოიყვანეს - ​​"ვირთხა მაღაროელების" წარმატებული სპეცოპერაცია ინდოეთში ​​
17 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი 41-ვე მუშა ცოცხლად გამოიყვანეს - ​​"ვირთხა მაღაროელების" წარმატებული სპეცოპერაცია ინდოეთში ​​

ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში მაშ­ვე­ლებ­მა ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში ჩა­მონ­გრე­უ­ლი გვი­რა­ბის ნან­გრე­ვებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მუ­შა­კე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ოპე­რა­ცია და­ას­რუ­ლეს. მათ მი­წის­ქვე­შეთ­ში 17 დღე გა­ა­ტა­რეს.

შუ­ად­რეს უტა­რა­ხან­დის შტა­ტის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ 41-ვე ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს. გვი­რა­ბი 17 დღის წინ 4,5 კმ სიღ­რმე­ზე ჩა­ინ­გრა.

  • გვი­რა­ბის ჩან­გრე­ვის შემ­დეგ, რო­გორც კი პირ­ვე­ლი ხვრე­ლი გა­ბურ­ღეს, საფრ­თხე­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ა­წო­დეს საკ­ვე­ბი, წყა­ლი და ჟანგბა­დი. თუმ­ცა იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ადრე თუ გვი­ან ჟანგბა­დის დე­ფი­ცი­ტი და­ი­წყე­ბო­და, რაც უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ასზე მეტი ადა­მი­ა­ნია იყო ჩარ­თუ­ლი. მთა­ვა­რი იყო ნან­გრე­ვებ­ში ბე­ტო­ნის მი­ლის გაყ­ვა­ნა, რი­თიც ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წის­ქვე­შე­თი­დან გა­მო­აღ­წევ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლებ­მა ბოლო ხუთი მეტ­რი გა­ბურ­ღეს, რის შემ­დე­გაც 57 მეტ­რი­ა­ნი მი­ლით მუ­შე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოყ­ვა­ნა და­ი­წყეს.

ორ­შა­ბათს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო მაშ­ველ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფი, რო­მელ­საც ინ­დო­ეთ­ში "ვირ­თხა მა­ღა­რო­ე­ლებს" ​​ეძა­ხი­ან. ისი­ნი ძი­რი­თა­დად მუ­შა­ო­ბენ ქვა­ნახ­ში­რის მა­ღა­რო­ებ­ში, ძა­ლი­ან ვიწ­რო სივ­რცე­ებ­ში.

უტარ­ხან­დის შტა­ტის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა, პუშ­კარ სინგ და­მიმ გან­მარ­ტა, რომ მუ­შა­ო­ბა თა­ვი­დან ნელა მი­დი­ო­და, რად­გან აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ნან­გრე­ვებ­ში ბურ­ღვი­სას მუდ­მი­ვად ეჯა­ხე­ბო­და ლი­თო­ნის დაბ­რკო­ლე­ბებს.

მუ­შე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბის ად­გილ­ზე ბა­ნა­კი მო­ა­წყვეს და მათ­თან შეხ­ვედ­რას ელოდ­ნენ. ად­გილ­ზე ჰქონ­დათ ჩან­თე­ბი ტან­საც­მლით და ყვე­ლა­ფე­რით, რაც მათ სჭირ­დე­ბო­დათ, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აფრ­თხი­ლათ, რომ ხალ­ხის მი­წი­დან ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვან­დნენ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­ლის ღი­ობ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი იდგა. 4,5 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გვი­რა­ბი ჩრდი­ლო­ეთ ჰი­მა­ლა­ის შტატ უტა­რა­ხან­დში გზის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი იყო.

გვი­რა­ბის ჩა­მონ­გრე­ვის მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია, მაგ­რამ ამ რე­გი­ონ­ში ხში­რად ხდე­ბა მე­წყე­რე­ბი, მი­წისძვრე­ბი და წყალ­დი­დო­ბე­ბი.

-------
0

სასიხარულოა! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

17 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი 41-ვე მუშა ცოცხლად გამოიყვანეს - ​​"ვირთხა მაღაროელების" წარმატებული სპეცოპერაცია ინდოეთში ​​

17 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი 41-ვე მუშა ცოცხლად გამოიყვანეს - ​​"ვირთხა მაღაროელების" წარმატებული სპეცოპერაცია ინდოეთში ​​

ჩრდილოეთ ინდოეთში მაშველებმა ჰიმალაის მთებში ჩამონგრეული გვირაბის ნანგრევებში ჩარჩენილი მუშაკების გადასარჩენად ოპერაცია დაასრულეს. მათ მიწისქვეშეთში 17 დღე გაატარეს.

შუადრეს უტარახანდის შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ 41-ვე ადამიანი გადაარჩინეს. გვირაბი 17 დღის წინ 4,5 კმ სიღრმეზე ჩაინგრა.

  • გვირაბის ჩანგრევის შემდეგ, როგორც კი პირველი ხვრელი გაბურღეს, საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანებს მაქსიმალურად მიაწოდეს საკვები, წყალი და ჟანგბადი. თუმცა იყო საშიშროება, რომ ადრე თუ გვიან ჟანგბადის დეფიციტი დაიწყებოდა, რაც უარყოფით გავლენას მათ მდგომარეობაზე.

სამაშველო ოპერაციაში ასზე მეტი ადამიანია იყო ჩართული. მთავარი იყო ნანგრევებში ბეტონის მილის გაყვანა, რითიც ადამიანები მიწისქვეშეთიდან გამოაღწევდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ბოლო ხუთი მეტრი გაბურღეს, რის შემდეგაც 57 მეტრიანი მილით მუშების ზედაპირზე ამოყვანა დაიწყეს.

ორშაბათს სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო მაშველთა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ინდოეთში "ვირთხა მაღაროელებს" ​​ეძახიან. ისინი ძირითადად მუშაობენ ქვანახშირის მაღაროებში, ძალიან ვიწრო სივრცეებში.

უტარხანდის შტატის მთავრობის მეთაურმა, პუშკარ სინგ დამიმ განმარტა, რომ მუშაობა თავიდან ნელა მიდიოდა, რადგან აღჭურვილობა ნანგრევებში ბურღვისას მუდმივად ეჯახებოდა ლითონის დაბრკოლებებს.

მუშების ახლობლებმა ნანგრევების ადგილზე ბანაკი მოაწყვეს და მათთან შეხვედრას ელოდნენ. ადგილზე ჰქონდათ ჩანთები ტანსაცმლით და ყველაფერით, რაც მათ სჭირდებოდათ, თუმცა ხელისუფლებამ გააფრთხილათ, რომ ხალხის მიწიდან ამოყვანის შემდეგ მათ საავადმყოფოებში გადაიყვანდნენ.

შემთხვევის ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მილის ღიობთან სასწრაფო დახმარების მანქანები იდგა. 4,5 კილომეტრიანი გვირაბი ჩრდილოეთ ჰიმალაის შტატ უტარახანდში გზის მშენებლობის პროექტის ნაწილი იყო.

გვირაბის ჩამონგრევის მიზეზები უცნობია, მაგრამ ამ რეგიონში ხშირად ხდება მეწყერები, მიწისძვრები და წყალდიდობები.