საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მთავარი მზვერავის კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია
უკრაინის მთავარი მზვერავის  კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რის კი­რილ ბუ­და­ნო­ვის მე­უღ­ლე მძი­მე მე­ტა­ლე­ბის მო­წამ­ვლის დი­აგ­ნო­ზით კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, მათ შო­რის "ბა­ბე­ლი“ წერს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ა­ნა ბუ­და­ნო­ვა ამ­ჟა­მა­დაც სა­ა­ვამდყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მთავ­რდე­ბა, შემ­დეგ კი ექი­მე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ იქ­ნე­ბა“, - უყ­ვე­ბა "ბა­ბელს“ წყა­რო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­დან (ГУР).

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­და­ნო­ვას ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდა, "არა­ნა­ი­რად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყო­ფით ან სამ­ხედ­რო საქ­მე­ში".

"ამ ნივ­თი­ე­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თულ მო­წამ­ვლა­ზე მი­უ­თი­თებს“, - აცხა­დებს წყა­რო.

თვი­თონ ბუ­და­ნოვს მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, მის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, აცხა­დე­ბენ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში.

"Украинской правда-ს“ მი­ხედ­ვით, ძა­ლო­ვან ბლოკ­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბუ­და­ნო­ვის მე­უღ­ლე "სა­ვა­რა­უ­დოდ, საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­წამ­ლეს“.

"ის ცუ­დად ყოფ­ნა­ზე კარ­გა ხანს ჩი­ო­და, ამი­ტო­მაც გა­ი­კე­თა ანა­ლი­ზე­ბი, რა­მაც მო­წამ­ვლა და­ა­დას­ტუ­რა“, - ამ­ბო­ბენ რეს­პო­დენ­ტე­ბი.

მათი თქმით, ГУР-ის სხვა­დას­ხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­საც აღ­მო­აჩ­ნდათ მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი.

"რამ­დე­ნა­დაც ბუ­და­ნო­ვის ცოლი პა­ტა­რა წო­ნის ადა­მი­ა­ნია, მას უფრო ადრე გა­მო­უვ­ლინ­და. ასე­ვე მო­წამ­ვლა რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­საც აღ­მო­აჩ­ნდა: ისი­ნი უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რად დი­დე­ბი არი­ან და ვერ ამ­ჩნევ­დნენ, ახლა ისი­ნიც მკურ­ნა­ლო­ბენ“, - ამ­ბობს სა­დაზ­ვერ­ვოს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"РБК-Украина-ს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ბუ­და­ნო­ვის ცო­ლის მოკ­ვლის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბას ატა­რებს.

შიდა დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ვა­ლე­რი კონ­დრა­ტი­უ­კი "მე­დუ­ზას“ ესა­უბ­რა.

"ახლა ვე­ლა­პა­რა­კე კი­რილს და და­მი­დას­ტუ­რა მო­წამ­ვლის ფაქ­ტი. კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ზი­ან­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მას­თან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში მოხ­და მო­წამ­ვლა.

გა­ნი­ხი­ლე­ბა ვერ­სია, თუ სად შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო მო­წამ­ვლა და ვინ იყ­ვნენ იმ დროს გარ­შე­მო. თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს მო­წამ­ვლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ამი­ტომ ამ ვერ­სი­ის ნამ­დვი­ლო­ბას ეს გა­რე­მო­ე­ბა არ­თუ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დრა­ტი­უკ­მა.

მან ასე­ვე ივა­რა­უ­და, რომ ბუ­და­ნო­ვის ცოლი რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ეს ვერ­სია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. წყა­რო

კი­რი­ლი და მა­რი­ა­ნა ბუ­და­ნო­ვა 2013 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ეს ბუ­და­ნო­ვის­თვის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. მისი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია. 2020 წელს უმაღ­ლეს რა­და­ში ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს პარ­ტი­ი­დან კენ­ჭი იყა­რა. 2021 წელს კი­ე­ვის მე­რის მრჩე­ვე­ლი გახ­და კო­რუფ­ცი­ის აღ­კვე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ამდენი კონსერვის ნაჭამი, მოიწამლა ქალი.

ვახტანგი -71
0

სულ ბოლო ინფორმაციებით უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, ბუდანოვის ცოლი "სავარაუდოდ მოიწამლა საკვებით".

მოწამვლა ასევე დაუდასტურდა დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს (ГУР) კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. დაზვერვის წარმომადგენლის განცხადებით „დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

მისივე თქმით, თავად კირილ ბუდანოვი და ГУР -ის თანამშრომლების უმეტესობა მართლაც რუსული სპეცსამსახურების მუდმივი სამიზნეებია.

რაც შეეხება მარიანა ბუდანოვას მდგომარეობას - ის ამჟამად გადის მკურნალობის კურს, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია.

ასევე საინტერესოა ბუდანოვის მიერ უკრაინელი ჟურნალისტისათვის გუშინ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ის თავის ცოლთან ერთად თურმე კარგა ხანია რაც მის კაბინეტში ცხოვრობენ???...

პ.ს. ნუთუ უკრაინის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რ სამ­მარ­თვე­ლოში (ГУР) შეაღწიეს რუსეთის სპეცსამსახურებმა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინის მთავარი მზვერავის კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია

უკრაინის მთავარი მზვერავის  კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - ერთ-ერთი ვერსიით, ამაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის კირილ ბუდანოვის მეუღლე მძიმე მეტალების მოწამვლის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია, მათ შორის "ბაბელი“ წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მარიანა ბუდანოვა ამჟამადაც საავამდყოფოში იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს.

"მკურნალობის კურსი მთავრდება, შემდეგ კი ექიმების კონტროლის ქვეშ იქნება“, - უყვება "ბაბელს“ წყარო თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან (ГУР).

მან ასევე აღნიშნა, რომ ნივთიერება, რომელიც ბუდანოვას ორგანიზმში აღმოჩნდა, "არანაირად არ გამოიყენება ყოფით ან სამხედრო საქმეში".

"ამ ნივთიერების ორგანიზმში აღმოჩენა კონკრეტული ადამიანის მიზანმიმართულ მოწამვლაზე მიუთითებს“, - აცხადებს წყარო.

თვითონ ბუდანოვს მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნება, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებენ სპეცსამსახურებში.

"Украинской правда-ს“ მიხედვით, ძალოვან ბლოკში ამტკიცებენ, რომ ბუდანოვის მეუღლე "სავარაუდოდ, საკვების გამოყენებით მოწამლეს“.

"ის ცუდად ყოფნაზე კარგა ხანს ჩიოდა, ამიტომაც გაიკეთა ანალიზები, რამაც მოწამვლა დაადასტურა“, - ამბობენ რესპოდენტები.

მათი თქმით, ГУР-ის სხვადასხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ მოწამვლის ნიშნები.

"რამდენადაც ბუდანოვის ცოლი პატარა წონის ადამიანია, მას უფრო ადრე გამოუვლინდა. ასევე მოწამვლა რამდენიმე თანამშრომელსაც აღმოაჩნდა: ისინი უბრალოდ ფიზიკურად დიდები არიან და ვერ ამჩნევდნენ, ახლა ისინიც მკურნალობენ“, - ამბობს სადაზვერვოს თანამშრომელი.

"РБК-Украина-ს“ ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბუდანოვის ცოლის მოკვლის მცდელობის საქმეზე, გამოძიებას ატარებს.

შიდა დაზვერვის ყოფილი მეთაური ვალერი კონდრატიუკი "მედუზას“ ესაუბრა.

"ახლა ველაპარაკე კირილს და დამიდასტურა მოწამვლის ფაქტი. კონკრეტული ორგანოები დაზიანდა, თუმცა ამ ეტაპზე მკურნალობა წარმატებით დასრულდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მასთან გამომძიებლები მუშაობენ და ცდილობენ გაარკვიონ, რა გარემოებებში მოხდა მოწამვლა.

განიხილება ვერსია, თუ სად შეიძლება მომხდარიყო მოწამვლა და ვინ იყვნენ იმ დროს გარშემო. თუმცა ამ ადამიანებს მოწამვლის განსაკუთრებული ნიშნები არ აღენიშნებათ, ამიტომ ამ ვერსიის ნამდვილობას ეს გარემოება ართულებს“, - განაცხადა კონდრატიუკმა.

მან ასევე ივარაუდა, რომ ბუდანოვის ცოლი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს, თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არ არის. წყარო

კირილი და მარიანა ბუდანოვა 2013 წელს დაქორწინდნენ. ეს ბუდანოვისთვის მეორე ქორწინებაა. მისი მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგია. 2020 წელს უმაღლეს რადაში ვიტალი კლიჩკოს პარტიიდან კენჭი იყარა. 2021 წელს კიევის მერის მრჩეველი გახდა კორუფციის აღკვეთის მიმართულებით.

იხილეთ ასევე:

ავტორი ანრი კურტანიძე