საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ფაქტის აღსანიშნავად, საერთო გამარჯვების ზეიმი გაიმართება.
როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - 14 თუ 15 დეკემბერს.
"იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გვქონდა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ში ან 15-ში, თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 1- ში მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთადერთი პრემიერია ასეთი
ოცნება "დემოკრატიასავითაა" - ხარვეზიანია, მარა მანამდე არსებულ ყველა წყობას ჯობია. მეტი სკვერები, მეტი გამწვანება, ანუ მეტი ჟანგბადი, ლურჯი ავტობუსები და მარშუტკები - ანუ მეტი კომფორტი, ყვითლებისგან განსვავებით. სოკოებივით მომრავლებული სუპერმარკეტები, აფთიაქები და სხვა სამომხმარებლო ობიექტები - ანუ მეტი დასაქმება, მეტი საწარმოები - ანუ მეტი მშპ, მეტი ექსპორტი, მეტი ტურისტი - ანუ ლარის გამყარება. მეტი უფასო სამედიცინო პროექტები - ანუ მეტი ჯანმრთელობა. პენსიონერების საგრძნობი შეღავათები - ანუ მოხუცებზე მეტი ზრუნვა, დაჩების - ეზოიანი კერძო სახლების გაუჩერებელი მშენებლობები, ანუ მეტი გამდიდრებული მოქალაქეები, ციხეებში გამოსწორებული მდგომარეობა, ანუ ნაკლები დაინვალიდება, მეტი ოპოზიციური ტელევიზიები - ანუ სიტყვის მეტი თავისუფლება, გაცილებით ნაკლები განმამტყუნებელი განაჩენი, ანუ სასამართლოს მეტი თავისუფლება, მეტი გზები, მეტი მშენებლობა, ევროინტეგრაცია, უვიზო მიმოსვლა, მშვიდობა, სტაბილურობა, რუსეთის საომარი ქმედებების წინააღმდეგ რეზოლუციებში მონაწილეობა - ანუ ევროპასთან დაახლოება, და ა.შ. P.S. უარგუმენტო ნაცი იტყვის, რავა ღარიბაშვილივით ლაპარაკობსო, სინამდვილეში ღარიბაშვილი ლაპარაკობს ბევრი ჩვენთაგანივით.