საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის გამო, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია, "აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექიმს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (გულ­გრი­ლო­ბა, ესე იგი სა­წარ­მო­ში ან სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თი, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) წა­რუდ­გი­ნა.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (SARS-CoV-2) გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის (COVID-19) დი­აგ­ნო­ზით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, 2021 წლის 11 აგ­ვის­ტოს, შპს "აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­ნი­კის თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბით და უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი და პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე და­ე­ნიშ­ნა.

პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, რის გა­მოც იგი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
1

ამ საცოდავ ბავშვს მამა ყავდა ადვოკატი, იბრძოლა და რაღაც გამოიძია და სხვა ათასობით უპატრონო რომ დაიღუპა იმათი ცოდვა ვის მოეკითხება?

ესკულაპე
0

კომენტარებში, ყველა, აქცენტებს აკეთებს ექიმთა გულგრილობაზე, პროფესიონალური ვალდებულებების უგულვებელყოფაზე, მაგრამ არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი, არიან კი, ეს ექიმები პროფესიონალები? კარგად გვახსოვს 90-ან წლებში, ფასიანი "ინსტიტუტების" ბუმი, როცა ყველა სადარბაზოში და სარდაფში იყო გახსნილი ასეთი "ინსტიტუტები". ერთერთ ასეთში ჩემი ნათესავიც სწავლობდა სამედიცინო განხრით. ამ "ინსტიტუტებში", უპირველესი მოთხოვნა იყო, საფასურის დროული გადახდა, სხვა დანარჩენი არსებითი მნიშვნელობისა არ იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.