საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა?
2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია 2011 წლამ­დე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, იქამ­დე გა­ცე­მუ­ლი ვიდ­რე ამოქ­მედ­დე­ბო­და ე.წ. ჩი­პი­ა­ნი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. ამი­ტომ, მისი თქმით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლა. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცი­ი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შე­ჯერ­დნენ.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი, თვი­თონ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც ექ­ნე­ბათ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც არ აქვთ ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­თი პი­რა­დო­ბე­ბის მოწ­მო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დავა, პი­რო­ბი­თად, მაქ­სი­მუმ 500-1000 კაცი იქ­ნე­ბა, მეტი არა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რა­ზეც შევ­ჯერ­დით დღეს, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბი­თად ამა­ზე შევ­ჯერ­დეთ, რომ ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, რო­მე­ლიც არის 2011 წლამ­დე გა­ცე­მუ­ლი, ანუ იქამ­დე გა­ცე­მუ­ლი ვიდ­რე ამოქ­მე­დე­ბო­და ჩი­პი­ა­ნი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის გა­მოც­ვლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, მათი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 500-1000 კაცი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, დღეს მოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თოდ არ აქვს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ანი­ჭებს არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის მქონ­დე ადა­მი­ა­ნებ­საც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას, რაც ასე­თად უნდა დარ­ჩეს. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერს.

მისი თქმით, მთე­ლი ეს შფოთ­ვა უკავ­შირ­დე­ბო­და 2011 წლამ­დე გა­ცე­მულ პი­რა­დო­ბებს.

"თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ყვე­ლა ის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას, თა­რიღ­ზე შევ­ჯერ­დე­ბით, მაგ­რამ პი­რო­ბი­თად 1-ელი მარ­ტი­დან 230 ათა­სი, თუ რამ­დე­ნიც არის, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გა­უქ­მდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბით ხმას ვე­რა­ვინ მის­ცემს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ დარ­ჩე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 500 კაცი, არა­მარ­ტო რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ იღებს ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას, აქ სა­უ­ბა­რი არ არის ფი­ზი­კუ­რად აღე­ბა­ზე, არ­სე­ბობს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის გა­მოც მის მი­მართ ვერ იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბით ჯამ­ში 180 კაცი არის, მათ­გან 64 არის ვინც რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო არ იღებს ელექტრო­ნულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას. ჯამ­ში ეს რი­ცხვი, რო­დე­საც გა­უქ­მდე­ბა ძვე­ლი პი­რა­დო­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ 500-მდე გა­ი­ზარ­დოს. ამი­ტომ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პრობ­ლე­მა მო­იხ­სნე­ბა. ერ­თის მხრივ, მხარს და­ვუ­ჭერთ „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც აძ­ლევს არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ ამას და­ე­მა­ტე­ბა ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­უქ­მდე­ბა ყვე­ლა ძვე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. გა­უქ­მდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 230 000 ძვე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და ამას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
2

უფასოდ გამოცვალეთ, ხალხი ცოდვაა, კი დუღს ეკონომიკა მაგრამ, ხალხისთვის არა

ბრაზიანი
2

აღარ იციან ამ გაჭირვებულ ხალხს როგორ წაგლიჯონ ფული ეხლა ეს მოიგონეს უფასოდ მაინც გამოგვიცვალონ რახან აუცილებელია ჯიბეების ხომ უნდა გაივსო ხალხი ვის ადარდებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა?

2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები იურიდიულ ძალას დაკარგავს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა?

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, უფრო კონკრეტულად, იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები. ამიტომ, მისი თქმით, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა და განმარტა, რომ ამ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე შეჯერდნენ.

"რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიერ იყო ინიცირებული, თვითონ ეს კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა, ასეთი პირადობების მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა, პირობითად, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. გამომდინარე იქიდან, რომ რაზეც შევჯერდით დღეს, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები. შესაბამისად, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვს ხმის მიცემის უფლება. მისი განმარტებით, „ევროპელი სოციალისტების“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონდე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას, რაც ასეთად უნდა დარჩეს. კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობებს.

"თავიდან ბოლომდე, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, თარიღზე შევჯერდებით, მაგრამ პირობითად 1-ელი მარტიდან 230 ათასი, თუ რამდენიც არის, პირადობის მოწმობა გაუქმდება. შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ხმას ვერავინ მისცემს. აქედან გამომდინარე შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება დაახლოებით 500 კაცი, არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, საქართველოში არის დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, აქ საუბარი არ არის ფიზიკურად აღებაზე, არსებობს ისეთი ფიზიკური მდგომარეობა, რომლის გამოც მის მიმართ ვერ იქნება გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობა. ასეთი დაახლოებით ჯამში 180 კაცი არის, მათგან 64 არის ვინც რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას. ჯამში ეს რიცხვი, როდესაც გაუქმდება ძველი პირადობები, შეიძლება მაქსიმუმ 500-მდე გაიზარდოს. ამიტომ, თავიდან ბოლომდე პრობლემა მოიხსნება. ერთის მხრივ, მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც აძლევს არაელექტრონული პირადობის მოწმობის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებას, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა. გაუქმდება დაახლოებით 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ამას ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.