სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეტაკება სამართალდამცველებთან, დამწვარი ავტობუსები და ჩამსხვრეული ვიტრინები - ძალადობრივი დემონსტრაცია დუბლინში: რას აპროტესტებდნენ მოქალაქეები (ფოტოები)
შეტაკება სამართალდამცველებთან, დამწვარი ავტობუსები და ჩამსხვრეული ვიტრინები - ძალადობრივი დემონსტრაცია დუბლინში: რას აპროტესტებდნენ მოქალაქეები (ფოტოები)

ირ­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ დუბ­ლინ­ში წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არე­უ­ლო­ბა იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტმა ძა­ლა­დობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო, პრო­ტეს­ტი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთი პირი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ალ­ჟი­რე­ლი მა­მა­კა­ცი, თავს და­ეს­ხა დუბ­ლი­ნის ერთ-ერთ სკო­ლას­თან მო­ქა­ლა­ქე­ებს, რის შე­დე­გა­დაც ხუთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, მათ შო­რის სამი ბავ­შვია.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ირ­ლან­დი­ის სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ მოხ­და­რი სწო­რედ შერ­ბი­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ბრა­ლია.

მათ დაწ­ვეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი, შე­იჭრ­ნენ მა­ღა­ზი­ებ­ში, ჩა­ამ­სხვრი­ეს ვიტ­რი­ნე­ბი, მოხ­და შე­ტა­კე­ბა სპეც­რაზ­მე­ლებ­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­და­ნაც კი გა­ის­რო­ლა, ბა­რე­ბი­დან და რეს­ტორ­ნე­ბი­დან ის­როდ­ნენ სკა­მებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მონ­სტან­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცეს­ში 400-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზეც.

გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ირ­ლან­დი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, ელენ მა­კენ­ტემ და თქვა, რომ ის რაც დუბ­ლი­ნის ქუ­ჩებ­ში მოხ­და, "აუ­ტა­ნე­ლია“. მი­სი­ვე თქმით, "მა­ნი­პუ­ლა­ცი­ურ ელე­მენ­ტებს არ უნდა მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ნგრე­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ“. კო­მი­სარ დრიუ ჰა­რი­სის თქმით, არე­უ­ლო­ბის უკან დგას "სრუ­ლი­ად გი­ჟუ­რი ძალა, რო­მელ­საც ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე იდე­ო­ლო­გია ამოძ­რა­ვებს“.

  • თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 50 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. მა­მა­კაცს თვი­თო­ნაც მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სხვა დამ­ნა­შა­ვეს ისი­ნი არ ეძე­ბენ.

შემ­თხვე­ვა დუბ­ლი­ნის დრო­ით, 13:30 სა­ათ­ზე, სკო­ლის წინ მოხ­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ხუთი წლის გო­გო­ნას, 30 წლამ­დე ქალს და 50 წლამ­დე მა­მა­კაცს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ ხუთი წლის ბიჭს და ექ­ვსი წლის გო­გო­ნას. ბიჭი უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რი­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ შე­საძ­ლო ტე­რო­რიზ­მზე, თუმ­ცა ახლა სი­ტყვა ტე­რო­რიზმს აღარ ახ­სე­ნე­ბენ და იკ­ვლე­ვენ თავ­დას­ხმის მო­ტივს.

"ჯერ ად­რეა მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი, ჩვენ და­ვა­კა­ვეთ ერთი პირი და მო­ტივს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს“, - აცხა­დებს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

პო­ლი­ცი­ამ ხალ­ხის და­შაშ­ლე­ლად ხელ­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. მე­დი­ის კი­თხვა­ზე, თუ რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ისი­ნი, პა­სუ­ხობ­დნენ, რომ მე­დია არ ამ­ხელ­და სი­მარ­თლეს იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ.

ამ დრო­ის­თვის დუბ­ლინ­ში სიმ­შვი­დეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უმა.გუგუ
1

მშვიდობა ორითვით ისვენებს... 

ჩავალ და დალაგდება ყველაფერი.

Iasha
16

საიდან მოხვედით ეს ანტი ევროპელი ტროლები? ჩიტაში უნდა გაგაზავნოთ კაცმა.იქ იგრძნობთ პიროვნულ თავისუფლებას)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შეტაკება სამართალდამცველებთან, დამწვარი ავტობუსები და ჩამსხვრეული ვიტრინები - ძალადობრივი დემონსტრაცია დუბლინში: რას აპროტესტებდნენ მოქალაქეები (ფოტოები)

შეტაკება სამართალდამცველებთან, დამწვარი ავტობუსები და ჩამსხვრეული ვიტრინები - ძალადობრივი დემონსტრაცია დუბლინში: რას აპროტესტებდნენ მოქალაქეები (ფოტოები)

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში არეულობა იყო. საზოგადოების პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო, პროტესტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი, სავარაუდოდ, ალჟირელი მამაკაცი, თავს დაესხა დუბლინის ერთ-ერთ სკოლასთან მოქალაქეებს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვია.

აქციის მონაწილეები ირლანდიის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მოხდარი სწორედ შერბილებული პოლიტიკის ბრალია.

მათ დაწვეს ავტობუსები, შეიჭრნენ მაღაზიებში, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, მოხდა შეტაკება სპეცრაზმელებთან, არსებული ინფორმაციით, ზოგიერთმა დემონსტრანტმა ცეცხლსასროლი იარაღიდანაც კი გაისროლა, ბარებიდან და რესტორნებიდან ისროდნენ სკამებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტანტების შეჩერების პროცესში 400-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული. მათივე ცნობით, განხორციელდა თავდასხმა პოლიციელებზეც.

განცხადება გააკეთა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ელენ მაკენტემ და თქვა, რომ ის რაც დუბლინის ქუჩებში მოხდა, "აუტანელია“. მისივე თქმით, "მანიპულაციურ ელემენტებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საშინელი ტრაგედია ნგრევისთვის გამოიყენონ“. კომისარ დრიუ ჰარისის თქმით, არეულობის უკან დგას "სრულიად გიჟური ძალა, რომელსაც ულტრამემარჯვენე იდეოლოგია ამოძრავებს“.

  • თავდასხმაში ბრალდებული 50 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მამაკაცს თვითონაც მიყენებული აქვს ჭრილობები. სამართალდამცველები ამბობენ, რომ სხვა დამნაშავეს ისინი არ ეძებენ.

შემთხვევა დუბლინის დროით, 13:30 საათზე, სკოლის წინ მოხდა. პოლიციის ცნობით, ხუთი წლის გოგონას, 30 წლამდე ქალს და 50 წლამდე მამაკაცს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული. ნაკლებად მძიმე დაზიანებები აქვთ ხუთი წლის ბიჭს და ექვსი წლის გოგონას. ბიჭი უკვე საავადმყოფოდან გაწერილია.

თავდაპირველად სამართალდამცველები საუბრობდნენ შესაძლო ტერორიზმზე, თუმცა ახლა სიტყვა ტერორიზმს აღარ ახსენებენ და იკვლევენ თავდასხმის მოტივს.

"ჯერ ადრეა მოტივზე საუბარი, ჩვენ დავაკავეთ ერთი პირი და მოტივს გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

პოლიციამ ხალხის დაშაშლელად ხელკეტები გამოიყენა. მედიის კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდნენ ისინი, პასუხობდნენ, რომ მედია არ ამხელდა სიმართლეს იმიგრაციის შესახებ.

ამ დროისთვის დუბლინში სიმშვიდეა.