კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე
სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე

"გა­ლა­კტი­ო­ნის მუზა - მერი შერ­ვა­ში­ძე სე­ნაკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და! სა­კა­ლან­და­რიშ­ვი­ლოს წმ. გი­ორ­გის ტაძ­რის ეზო­შია მა­მა­მი­სის - პრო­კო­ფი შერ­ვა­ში­ძი­სა და 2 ძმის საფ­ლა­ვი... ცი­ცი­ნო ყუ­რაშ­ვი­ლის სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნა" - ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ ახალ­ხან გავ­რცელ­და. უნი­კა­ლურ ცნო­ბებს და ფო­ტო­ებს ცი­ცი­ნო ყუ­რაშ­ვი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გვაწ­ვდის...

- ახ­ლა­ხან აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ლა­კტი­ო­ნის შე­დევ­რის ად­რე­სა­ტი, არის­ტოკ­რა­ტიზ­მი­სა და სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი, თა­ვა­დის ასუ­ლი მერი (მა­რი­ამ) პრო­კო­ფის ასუ­ლი შარ­ვა­ში­ძე, 1889 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ახალ სე­ნაკ­ში და­ბა­დე­ბუ­ლა, ეს გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რად­გან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ დრო­ი­სათ­ვის თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა ოჯა­ხე­ბი ძი­რი­თა­დად სოფ­ლად, სა­კუ­თარ მა­მუ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დნენ; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ტრა­დი­ცი­ად იყო დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, პირ­ველ შვილ­ზე ქალს მშობ­ლი­ურ სახ­ლში უნდა მო­ემ­შო­ბი­ა­რე­ბი­ნა. მოხ­და ისე, რომ 1867 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა, ალექ­სან­დრე III და­ამ­ტკი­ცა "ფოთი-თბი­ლი­სის” რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 1871წელს ფო­თი­დან და­ი­წყო.

იმას, რომ რკი­ნიგ­ზამ დაბა სე­ნაკ­ზე გა­ი­ა­რა და პა­ტა­რა სოფ­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა თან­და­თან ქა­ლა­ქუ­რი ტი­პის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტად გარ­და­იქ­მნა, სწო­რედ თეკ­ლა­თე­ლი მხე­ი­ძე­ე­ბის მონ­დო­მე­ბამ და ინი­ცი­ა­ტი­ვამ შე­უ­წყო ხელი. კერ­ძოდ, სე­ნა­კი-ფო­თის რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი გახ­ლდათ მდი­და­რი მრეწ­ვე­ლი, კორ­ნე­ლი ბო­როზ­დი­ნის თქმით "აქა­უ­რი როტ­შილ­დი", გრი­გოლ ბეჟა­ნის ძე მხე­ი­ძე - მერი შარ­ვა­ში­ძის ბა­ბუა...

მერი...

აქ, ნოვო-სე­ნაკ­ში (თა­ვი­დან ასე უწო­დებ­დნენ ახ­ლად და­არ­სე­ბულ და­ბას) სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ მაზ­რის სოფ­ლე­ბი­დან გლე­ხე­ბი, ხე­ლოს­ნე­ბი, ვაჭ­რე­ბი, ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ 1882 წელს ახალ სე­ნაკ­ში მარ­ტვი­ლი­დან სა­მეგ­რე­ლოს სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლიც გად­მო­ი­ტა­ნეს და ქა­ლაქს სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მათი მშობ­ლე­ბიც შე­ე­მა­ტა.

თედო სა­ხო­კია იგო­ნებ­და: სე­ნა­კი ცენ­ტრა­ლურ და და­სახ­მარ ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და მთე­ლი სა­მეგ­რე­ლოს სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სათ­ვის. აქ იყო ფოთი-თბი­ლი­სის (ბა­ქომ­დე ჯერ არ იყო გაყ­ვა­ნი­ლი რკი­ნიგ­ზა) რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი. მის­ვლა-მოს­ვლა თბი­ლისს, ქუ­თა­ის­სა და სხვა რკი­ნიგ­ზის ხაზ­ზე მდე­ბა­რე ად­გი­ლებ­თან, მარ­ტვილ­თან შე­და­რე­ბით ერთი-ათად გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი იყო. აქ იყო სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მაზ­რი­სა: აფ­თი­ა­ქი, ორკლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ხა­ზი­ნა, აბა­ნო, სა­ტუ­სა­ღო... აქ იყო ერთი ინ­გლი­სე­ლის ეზო-ბაღი, სა­დაც იზ­რდე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტრო­პი­კუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, ჩვენ ეს სას­წა­უ­ლად მიგ­ვაჩ­ნდა. იყო ბუხ­რი­ა­ნი სახ­ლე­ბიც. სე­ნა­კე­ლე­ბი მზის სი­ნათ­ლეს არ ჯერ­დე­ბოდ­ნენ და ღა­მით ხე­ლოვ­ნუ­რად ანა­თებ­დნენ და­ბას ნავ­თის ლამ­პე­ბით...“( თედო სა­ხო­კია"რო­გორ ვიზ­რდე­ბო­დით ძვე­ლად).

ვინ იყო და რას წარ­მო­ად­გენ­და ახა­ლი სე­ნა­კის მა­შინ­დე­ლი არის­ტოკ­რა­ტია, რო­გო­რი იყო გა­რე­მო და ყოფა, სა­დაც და­ი­ბა­და და იზ­რდე­ბო­და "კნი­ა­ჟნა" მერი?

კ.ბო­როზ­დი­ნის თქმით, აქა­უ­რი არის­ტოკ­რა­ტე­ბი "ქორ­წილ­სა და ტი­რილს დი­დის ამ­ბით იხ­დიდ­ნენ. 1886 წლის მა­ი­სის თვე­ში ერთი ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი მოხ­და: ტა­ძარ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს აფხა­ზე­თის მთა­ვარ­თა შთა­მო­მა­ვალ­მა, 47 წლის თა­ვად­მა პრო­კო­ფი ლე­ვა­ნის ძე შარ­ვა­ში­ძემ და სე­ნა­კე­ლი თა­ვა­დის, გრი­გოლ ბეჟა­ნის ძე მხე­ი­ძის 23 წლის ასულ­მა, ნი­ნომ. ქორ­წილს ეს­წრე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პა­ტარ­ძა­ლი- ნინო მხე­ი­ძე გახ­ლდათ ზე­მოთ არა­ერ­თხელ ნახ­სე­ნე­ბი, სა­მეგ­რე­ლო­სა და სე­ნაკ­ში საკ­მა­ოდ პა­ტივ­სა­ცე­მი მხე­ი­ძე­ე­ბის გვა­რი­სა და ოჯა­ხის შვი­ლი.

გა­ვი­და დრო, 1889 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ნინო მხე­ი­ძემ მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში, დე­დის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­შო­ბი­ა­რა და ტყუ­პე­ბი მერი და ლე­ვა­ნი და­ი­ბად­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ ერთი თვის თავ­ზე, ლე­ვა­ნი მეტ­რი­კუ­ლი წიგ­ნის ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით "გა­ცი­ვე­ბით" გარ­და­იც­ვა­ლა და სე­ნა­კის სოფ.ნა­ტო­ჩა­ოს(ახ­ლან­დე­ლი სა­კა­ლან­და­რიშ­ვი­ლოს) გო­რა­ზე აღ­მარ­თულ XIII სა­უ­კუ­ნის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს.

მერი შარ­ვა­ში­ძის იშ­ვი­ა­თი ფოტო

მალე შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ისევ ტყუ­პე­ბი და­ი­ბად­ნენ, ამ­ჯე­რად გო­გო­ნე­ბი: ელე­ნე და თა­მა­რი. ხუთი წლის იყო მერი, 1894 წელს მა­მა­მი­სი, არ­ტი­ლე­რი­ის პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი, თა­ვა­დი შარ­ვა­ში­ძე, გა­და­იყ­ვა­ნეს აჭა­რა­ში, მი­ხე­ი­ლის ცი­ხე­სი­მაგ­რის მე­თა­უ­რად.

სწო­რედ ამ წელს და­ი­ბა­და ანა, სა­ვა­რა­უ­დოდ ბა­თუმ­ში, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ოჯა­ხი უკვე ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც პრო­კო­ფი შარ­ვა­ში­ძე ბა­თუ­მის სა­თათ­ბი­როს წევ­რა­დაც იყო არ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ.

  • 1895 წლის 5 დე­კემ­ბერს ბა­თუმ­ში ახ­ლან­დე­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩის და­სა­წყის­ში მდე­ბა­რე მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის აწ უკვე დან­გრე­ულ ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ნათ­ლეს 6 წლის მერი შარ­ვა­ში­ძე, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლით - მა­რი­ა­მი. მისი ნათ­ლი­ე­ბი იყ­ვნენ: თა­ვა­დი ალექ­სან­დრე ანა­ტო­ლის ძე ბა­რი­ა­ტინ­სკი და კონ­სტან­ტი­ნე ოლ­დენ­ბურ­გე­ლის მე­უღ­ლე გრა­ფი­ნია აგ­რა­ფი­ნა.

1900 წელს პრო­კო­ფი ლე­ვა­ნის ძე შარ­ვა­ში­ძე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბით გა­დად­გა. იმა­ვე, წელს ერთი წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ნა­ბო­ლა­რა - გი­ორ­გი პრო­კო­ფის ძე შარ­ვა­ში­ძე, ისიც სე­ნაკ­ში ნა­ტო­ჩა­ოს წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. იმა­ვე, წელს ერთი წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ნა­ბო­ლა­რა-- გი­ორ­გი პრო­კო­ფის ძე შარ­ვა­ში­ძე, ისიც სე­ნაკ­ში ნა­ტო­ჩა­ოს წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს.

თა­ვა­დი პრო­კო­ფი ლე­ვა­ნის ძე შარ­ვა­ში­ძე

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი 1906 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და აქე­დან ჰქონ­და მე­რის სამ­შობ­ლოს, დე­დუ­ლე­თის და სა­ნა­თე­სა­ოს სიყ­ვა­რუ­ლი.

პრო­კო­ფი შარ­ვა­ში­ძე 1906-1907წლებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს წევ­რად აირ­ჩი­ეს. ის იყო რუ­სე­თის I და III მოწ­ვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი სო­ხუ­მის ოკ­რუ­გი­დან და ბა­თუ­მის ოლ­ქი­დან. ამი­ტომ XX სა­უ­კუ­ნის ათი­ან წლებ­ში შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ამ დრო­ი­სათ­ვის თა­ვა­დის ასუ­ლი მერი უკვე 15-16 წლი­სა იქ­ნე­ბო­და. პე­ტერ­ბურ­გში მე­რიმ და მის­მა დებ­მა სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს და თა­ვი­ან­თი წარ­მო­მავ­ლო­ბის წყა­ლო­ბით იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ წრე­ებ­ში ტრი­ა­ლებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა""კნი­ა­ჟნა“ მე­რის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის, არის­ტოკ­რა­ტიზ­მის, გა­ნათ­ლე­ბის, დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის გამო დე­დოფ­ლის ფრე­ი­ლი­ნად იქნა და­ნიშ­ნუ­ლი და 1916 წლამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და პე­ტერ­ბურ­გის სა­მე­ფო კარ­ზე, სა­დაც სი­ლა­მა­ზი­სა და სი­ნა­ტი­ფის ეტა­ლო­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

მერი შერ­ვა­ში­ძე ფრე­ი­ლი­ნას მო­ოქ­რო­ვილ სა­მოს­ში

მერი და მისი დები იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქი­და­ნაც რომ ხში­რად სტუმ­რობ­დნენ სე­ნაკს და ნა­თე­სა­ვებს, იმ­დრო­ი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ფო­ტოც ადას­ტუ­რებს(ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­და­ნაა გად­მო­ღე­ბუ­ლი).

1914 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს სე­ნაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 75 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი პრო­კო­ფი ლე­ვა­ნის ძე შარ­ვა­ში­ძე (1840-1914). სე­ნა­კელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პა­ტი­ვი მი­ა­გო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გე­ნე­რალ მა­ი­ორს, დუ­მის სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატს, არა­ერ­თი ორ­დე­ნის კა­ვა­ლერს.

ოჯა­ხის უფ­რო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შარ­ვა­ში­ძე­ე­ბი ქუ­თა­ის­ში და­ბი­ნავ­დნენ, ამ­ბო­ბენ, სწო­რედ აქ ნახა გა­ლა­კტი­ონ­მა "თა­ვი­სი" მერი, ალ­ბათ სწო­რედ მა­შინ და­წე­რა ლექ­სი, რო­მე­ლიც 1915 წელს, სწო­რედ მე­რის პე­ტერ­ბურ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბის წელს და­ი­ბეჭ­და და პო­ე­ტის­თვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი გა­მოდ­გა: 1918 წელს მერი შარ­ვა­ში­ძემ ქუ­თა­ის­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის ადი­უ­ტანტზე გი­გუ­შა ერის­თავ­ზე (გი­ორ­გი ნი­კო­ლო­ზის ძე ქსნის ერის­თა­ვი) და შემ­დეგ ოჯახ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. როცა თვალს გა­და­ავ­ლებ ზე­მოთ მო­თხრო­ბილ ამ­ბებს და ხე­დავ, რომ ამ­დე­ნი რამ აკავ­ში­რებ­და ამ პა­ტა­რა ქა­ლაქთან შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯახს, ჩნდე­ბა გან­ცდა, რომ მერი არა მარ­ტო და­ი­ბა­და აქ, აქ აღი­ზარ­და კი­დეც მის დებ­თან ერ­თად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი­სა და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. პე­ტერ­ბურ­გში წას­ვლამ­დე ძი­რი­თა­დად ახალ სე­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, ან ხან­გრძლი­ვად სტუმ­რობ­და მას. აქ­ვეა მე­რის მა­მის და ძმე­ბის ძვალთშე­სა­ლა­გიც. თუმ­ცა, ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მერი შარ­ვა­ში­ძე-ერის­თა­ვი­სა, მისი დედა და დები ემიგ­რა­ცი­ა­ში უცხო მი­წამ მი­ი­ბა­რა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

ძალიან ვისიამოვნე. კარგი სტატიაა. ვამაყობ სენაკით და სენაკელებით. 

სენაკელი
5

ჩემი პატარა ლამაზი სენაკი,სახელიც განსხვავებული აქვს-სალოცავი-ყველგან ეკლესია მონასტრებია თეკლათის დედათა მონასტერში ინახება იოანე ნათლისმცემლის თითი,წელიწადში 2 ჯერ შეგიძლიათ ემთხვიოთ 7 ივლისს და 11 სექტემბერს.ჩვენთანაა დავანებული სენაკელი წმინდა ალექსი ბერი მენჯის მთავარანგელოზთა ტაძრის ეზოში მობრძანდით და მოილოცეთ დიდ მადლს ეზიარებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე

სენაკელი არისტოკრატის ქალიშვილი, რომელიც გალაკტიონის მუზად იქცა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მერიზე: ორი ტრაგედია შერვაშიძეების ოჯახში და გზა სამეგრელოდან პეტერბურგამდე

"გალაკტიონის მუზა - მერი შერვაშიძე სენაკში დაიბადა და გაიზარდა! საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის ტაძრის ეზოშია მამამისის - პროკოფი შერვაშიძისა და 2 ძმის საფლავი... ციცინო ყურაშვილის საოცარი აღმოჩენა" - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში სულ ახალხან გავრცელდა. უნიკალურ ცნობებს და ფოტოებს ციცინო ყურაშვილი ექსკლუზიურად გვაწვდის...

- ახლახან აღმოჩნდა, რომ გალაკტიონის შედევრის ადრესატი, არისტოკრატიზმისა და სილამაზის ეტალონი, თავადის ასული მერი (მარიამ) პროკოფის ასული შარვაშიძე, 1889 წლის 17 ოქტომბერს ახალ სენაკში დაბადებულა, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან, როგორც ცნობილია, იმ დროისათვის თავადაზნაურთა ოჯახები ძირითადად სოფლად, საკუთარ მამულებში ცხოვრობდნენ; აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოში ტრადიციად იყო დამკვიდრებული, პირველ შვილზე ქალს მშობლიურ სახლში უნდა მოემშობიარებინა. მოხდა ისე, რომ 1867 წელს რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე III დაამტკიცა "ფოთი-თბილისის” რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა 1871წელს ფოთიდან დაიწყო.

იმას, რომ რკინიგზამ დაბა სენაკზე გაიარა და პატარა სოფლური დასახლება თანდათან ქალაქური ტიპის დასახლებულ პუნქტად გარდაიქმნა, სწორედ თეკლათელი მხეიძეების მონდომებამ და ინიციატივამ შეუწყო ხელი. კერძოდ, სენაკი-ფოთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი დამფინანსებელი გახლდათ მდიდარი მრეწველი, კორნელი ბოროზდინის თქმით "აქაური როტშილდი", გრიგოლ ბეჟანის ძე მხეიძე - მერი შარვაშიძის ბაბუა...

მერი...

აქ, ნოვო-სენაკში (თავიდან ასე უწოდებდნენ ახლად დაარსებულ დაბას) სრულიად ახალი ტიპის ცხოვრების დასაწყებად და საცხოვრებლად ჩამოვიდნენ მაზრის სოფლებიდან გლეხები, ხელოსნები, ვაჭრები, ამას დაემატა ისიც, რომ 1882 წელს ახალ სენაკში მარტვილიდან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელიც გადმოიტანეს და ქალაქს სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლებიც შეემატა.

თედო სახოკია იგონებდა: სენაკი ცენტრალურ და დასახმარ ადგილად ითვლებოდა მთელი სამეგრელოს სამღვდელოებისათვის. აქ იყო ფოთი-თბილისის (ბაქომდე ჯერ არ იყო გაყვანილი რკინიგზა) რკინიგზის სადგური. მისვლა-მოსვლა თბილისს, ქუთაისსა და სხვა რკინიგზის ხაზზე მდებარე ადგილებთან, მარტვილთან შედარებით ერთი-ათად გაადვილებული იყო. აქ იყო სხვადასხვა დაწესებულებები მაზრისა: აფთიაქი, ორკლასიანი სასწავლებელი, ხაზინა, აბანო, სატუსაღო... აქ იყო ერთი ინგლისელის ეზო-ბაღი, სადაც იზრდებოდა სხვადასხვა ტროპიკული და კულტურული მცენარეები, ჩვენ ეს სასწაულად მიგვაჩნდა. იყო ბუხრიანი სახლებიც. სენაკელები მზის სინათლეს არ ჯერდებოდნენ და ღამით ხელოვნურად ანათებდნენ დაბას ნავთის ლამპებით...“( თედო სახოკია,,როგორ ვიზრდებოდით ძველად).

ვინ იყო და რას წარმოადგენდა ახალი სენაკის მაშინდელი არისტოკრატია, როგორი იყო გარემო და ყოფა, სადაც დაიბადა და იზრდებოდა "კნიაჟნა" მერი?

კ.ბოროზდინის თქმით, აქაური არისტოკრატები "ქორწილსა და ტირილს დიდის ამბით იხდიდნენ. 1886 წლის მაისის თვეში ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ტაძარში ჯვარი დაიწერეს აფხაზეთის მთავართა შთამომავალმა, 47 წლის თავადმა პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძემ და სენაკელი თავადის, გრიგოლ ბეჟანის ძე მხეიძის 23 წლის ასულმა, ნინომ. ქორწილს ესწრებოდნენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. პატარძალი- ნინო მხეიძე გახლდათ ზემოთ არაერთხელ ნახსენები, სამეგრელოსა და სენაკში საკმაოდ პატივსაცემი მხეიძეების გვარისა და ოჯახის შვილი.

გავიდა დრო, 1889 წლის 15 ოქტომბერს, ტრადიციისამებრ, ნინო მხეიძემ მშობლების ოჯახში, დედის მზრუნველობის ქვეშ იმშობიარა და ტყუპები მერი და ლევანი დაიბადნენ. სამწუხაროდ ერთი თვის თავზე, ლევანი მეტრიკული წიგნის ჩანაწერის მიხედვით "გაცივებით" გარდაიცვალა და სენაკის სოფ.ნატოჩაოს(ახლანდელი საკალანდარიშვილოს) გორაზე აღმართულ XIII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

მერი შარვაშიძის იშვიათი ფოტო

მალე შარვაშიძეების ოჯახში ისევ ტყუპები დაიბადნენ, ამჯერად გოგონები: ელენე და თამარი. ხუთი წლის იყო მერი, 1894 წელს მამამისი, არტილერიის პოდპოლკოვნიკი, თავადი შარვაშიძე, გადაიყვანეს აჭარაში, მიხეილის ციხესიმაგრის მეთაურად.

სწორედ ამ წელს დაიბადა ანა, სავარაუდოდ ბათუმში, რადგან ამ პერიოდში ოჯახი უკვე ბათუმში ცხოვრობდა, სადაც პროკოფი შარვაშიძე ბათუმის სათათბიროს წევრადაც იყო არჩეული სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.

  • 1895 წლის 5 დეკემბერს ბათუმში ახლანდელი აბაშიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის აწ უკვე დანგრეულ ეკლესიაში მონათლეს 6 წლის მერი შარვაშიძე, ნათლობის სახელით - მარიამი. მისი ნათლიები იყვნენ: თავადი ალექსანდრე ანატოლის ძე ბარიატინსკი და კონსტანტინე ოლდენბურგელის მეუღლე გრაფინია აგრაფინა.

1900 წელს პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა. იმავე, წელს ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ნაბოლარა - გიორგი პროკოფის ძე შარვაშიძე, ისიც სენაკში ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმავე, წელს ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა ნაბოლარა-- გიორგი პროკოფის ძე შარვაშიძე, ისიც სენაკში ნატოჩაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

თავადი პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე

შერვაშიძეების ოჯახი 1906 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და აქედან ჰქონდა მერის სამშობლოს, დედულეთის და სანათესაოს სიყვარული.

პროკოფი შარვაშიძე 1906-1907წლებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს. ის იყო რუსეთის I და III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სოხუმის ოკრუგიდან და ბათუმის ოლქიდან. ამიტომ XX საუკუნის ათიან წლებში შარვაშიძეების ოჯახი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, ამ დროისათვის თავადის ასული მერი უკვე 15-16 წლისა იქნებოდა. პეტერბურგში მერიმ და მისმა დებმა საუკეთესო განათლება მიიღეს და თავიანთი წარმომავლობის წყალობით იმპერიის დედაქალაქის საზოგადოების მაღალ წრეებში ტრიალებდნენ. რაც შეეხება, ,"კნიაჟნა“ მერის, არაჩვეულებრივი სილამაზის, არისტოკრატიზმის, განათლების, დახვეწილი მანერების გამო დედოფლის ფრეილინად იქნა დანიშნული და 1916 წლამდე იმყოფებოდა პეტერბურგის სამეფო კარზე, სადაც სილამაზისა და სინატიფის ეტალონად იყო აღიარებული.

მერი შერვაშიძე ფრეილინას მოოქროვილ სამოსში

მერი და მისი დები იმპერიის დედაქალაქიდანაც რომ ხშირად სტუმრობდნენ სენაკს და ნათესავებს, იმდროიდან შემორჩენილი რამდენიმე ფოტოც ადასტურებს(ფოტოები ინტერნეტიდანაა გადმოღებული).

1914 წლის დეკემბრის ბოლოს სენაკში ავადმყოფობის შემდეგ 75 წლისა გარდაიცვალა გენერალ-მაიორი პროკოფი ლევანის ძე შარვაშიძე (1840-1914). სენაკელმა საზოგადოებამ პატივი მიაგო რუსეთის იმპერიის გენერალ მაიორს, დუმის სათათბიროს დეპუტატს, არაერთი ორდენის კავალერს.

ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ შარვაშიძეები ქუთაისში დაბინავდნენ, ამბობენ, სწორედ აქ ნახა გალაკტიონმა "თავისი" მერი, ალბათ სწორედ მაშინ დაწერა ლექსი, რომელიც 1915 წელს, სწორედ მერის პეტერბურგიდან დაბრუნების წელს დაიბეჭდა და პოეტისთვის წინასწარმეტყველური გამოდგა: 1918 წელს მერი შარვაშიძემ ქუთაისში ჯვარი დაიწერა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტზე გიგუშა ერისთავზე (გიორგი ნიკოლოზის ძე ქსნის ერისთავი) და შემდეგ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. როცა თვალს გადაავლებ ზემოთ მოთხრობილ ამბებს და ხედავ, რომ ამდენი რამ აკავშირებდა ამ პატარა ქალაქთან შარვაშიძეების ოჯახს, ჩნდება განცდა, რომ მერი არა მარტო დაიბადა აქ, აქ აღიზარდა კიდეც მის დებთან ერთად ბებია-ბაბუებისა და ახლო ნათესავების გარემოცვაში. პეტერბურგში წასვლამდე ძირითადად ახალ სენაკში ცხოვრობდა, ან ხანგრძლივად სტუმრობდა მას. აქვეა მერის მამის და ძმების ძვალთშესალაგიც. თუმცა, ბედის უკუღმართობით უკვე დაოჯახებული მერი შარვაშიძე-ერისთავისა, მისი დედა და დები ემიგრაციაში უცხო მიწამ მიიბარა.