მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პერუში 4 მუმიფიცირებული ბავშვის ცხედარი იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ: "ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან"
პერუში 4 მუმიფიცირებული ბავშვის ცხედარი იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ: "ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან"

პე­რუ­ში, ლი­მას ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს უბან­ში 4 მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს - ით­ვლე­ბა, რომ ისი­ნი სულ მცი­რე 1000 წლის არი­ან.

მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის Sporting Cristal-ის სა­ვარ­ჯი­შო სტა­დი­ონ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­მო­ჩე­ნი­ლი მუ­მი­ე­ბის საფ­ლა­ვე­ბი შე­მაღ­ლე­ბულ გო­რაკ­ზე იპო­ვეს.

მკვლე­ვა­რე­ბი თვლი­ან, რომ ბავ­შვე­ბი იჩ­მას (ინ­კე­ბის პე­რი­ო­დამ­დე მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის სა­ზო­გა­დო­ე­ბა) კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი იყ­ვნენ. მათი ნაშ­თე­ბი შე­მაღ­ლე­ბულ გო­რაკ­ზე, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის მუ­მი­ის გვერ­დით იპო­ვეს. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, ცხედ­რებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ მსხვერ­პლშე­წირ­ვას­თან.

"მუ­მი­ის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ამ მუ­მი­ე­ბის სა­ხით. მათი ბალ­ზა­მი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შეხ­ვე­ვი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია და მა­სა­ლა გან­სხვავ­დე­ბა პე­რუ­ში სხვა დროს ნა­პოვ­ნი ნაშ­თე­ბის­გან. მალე ალ­ბათ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­თხრა­საც და­ვი­წყებთ. ვფიქ­რობთ, რომ ეს და­სახ­ლე­ბა მხო­ლოდ ამ 5 მუ­მი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა“,- აცხა­დებს არ­ქე­ო­ლოგ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლუის ტა­კუ­და.

ლიმა სავ­სეა მდი­და­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბით; 2023 წელს ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ლი­მა­ში 3000 წლის მუ­მია აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ლი­მას მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მი­უ­ხე­და­ვად, პე­რუ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია მე-15 სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი მაჩუ-პიქჩუ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უდი­დე­სი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
2

უკვე არაფრის დაჯერება აღარ შეიძლება ხელოვნურ მუმიები რაღა მაქინაციებზე აღარ მიდის ძველ სამარხები ანადგურებენ ცხოველების ადამიანების ნაშთებიდან აკოწიწწბენ და მერე სენსაციად ასაღებენ რომ გაყიდონ

mzirali
5

აცტეკბის და ინკების ცივილიზაცია დრეს აღიქმება როგორც ტერორისტული, რომელიც თავის ხალხს ანადგურებდა<<<

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პერუში 4 მუმიფიცირებული ბავშვის ცხედარი იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ: "ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან"

პერუში 4 მუმიფიცირებული ბავშვის ცხედარი იპოვეს - რას ამბობენ მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ: "ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან"

პერუში, ლიმას ერთ-ერთ უძველეს უბანში 4 მუმიფიცირებული ბავშვის სხეული აღმოაჩინეს - ითვლება, რომ ისინი სულ მცირე 1000 წლის არიან.

მჭიდრო დასახლებაში დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის Sporting Cristal-ის სავარჯიშო სტადიონთან მიმდინარეობს. აღმოჩენილი მუმიების საფლავები შემაღლებულ გორაკზე იპოვეს.

მკვლევარები თვლიან, რომ ბავშვები იჩმას (ინკების პერიოდამდე მცხოვრები ხალხის საზოგადოება) კულტურის ნაწილი იყვნენ. მათი ნაშთები შემაღლებულ გორაკზე, ზრდასრული ადამიანის მუმიის გვერდით იპოვეს. არქეოლოგების თქმით, ცხედრებს არანაირი კავშირი არ აქვთ მსხვერპლშეწირვასთან.

"მუმიის დამუშავებისა და მუმიფიცირებული ადამიანის დაკრძალვის სრულიად განსხვავებული მიდგომა აღმოვაჩინეთ ამ მუმიების სახით. მათი ბალზამირების საშუალებები, შეხვევისას გამოყენებული ტექნოლოგია და მასალა განსხვავდება პერუში სხვა დროს ნაპოვნი ნაშთებისგან. მალე ალბათ, მიმდებარე ტერიტორიების გათხრასაც დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ ეს დასახლება მხოლოდ ამ 5 მუმიით არ შემოიფარგლება“,- აცხადებს არქეოლოგთა გუნდის ხელმძღვანელი ლუის ტაკუდა.

ლიმა სავსეა მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებით; 2023 წელს ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ რამდენიმე მუმია აღმოაჩინეს. რამდენიმე თვის წინ, არქეოლოგებმა ლიმაში 3000 წლის მუმია აღმოაჩინეს. ლიმას მდიდარი ისტორიის მიუხედავად, პერუში ყველაზე ცნობილია მე-15 საუკუნის შუა ხანებში გაშენებული მაჩუ-პიქჩუ, რომელიც ქვეყნის უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა...წყარო