სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ეძებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 17 ადამიანს ავტომანქანის ყიდვას შეჰპირდა და მათგან მიღებული 400 ათასზე მეტი ლარით მიიმალა
პროკურატურა ეძებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 17 ადამიანს ავტომანქანის ყიდვას შეჰპირდა და მათგან მიღებული 400 ათასზე მეტი ლარით მიიმალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ შპს "პრე­მი­უმ ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ და­ა­რე­გის­ტრი­რა და ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე ყალ­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ნა­თავ­სა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა, ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მა და ამ გზით, 17 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნი­ლი, ჯამ­ში 416 451,79 ლარი მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც მი­ი­მა­ლა.

"ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (თაღ­ლი­თო­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) და 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბა, 16 ეპი­ზო­დი) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა და ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
1

ჩვენთან მაგას არ იკადრებდა არავინ, შეცდომაა ნამდვილად.

გურგენი
1

მანქანების ჩამოსაყვანადაა წასული,დააცადეტ ადამიანს,ვააა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

პროკურატურა ეძებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 17 ადამიანს ავტომანქანის ყიდვას შეჰპირდა და მათგან მიღებული 400 ათასზე მეტი ლარით მიიმალა

პროკურატურა ეძებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც 17 ადამიანს ავტომანქანის ყიდვას შეჰპირდა და მათგან მიღებული 400 ათასზე მეტი ლარით მიიმალა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს "პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.

"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.