კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს, სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო?
პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს,  სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო?

ბრედ პი­ტის და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ვა­ჟის, პაქ­სის 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ახ­ლა­ხანს მო­ექ­ცა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­შინ 16 წლის პაქ­სი მა­მას "მსოფ­ლიო დო­ნის ახ­ვარს" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ის "სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია". პაქსმა პოს­ტი პი­რა­დი "ინ­სტაგ­რა­მის" ის­ტო­რი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ატ­ვირ­თა, სა­დაც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და და­მა­ტე­ბუ­ლი.

2020 წლის პოს­ტში პაქსმა ფოტო ატ­ვირ­თა, რო­მელ­ზეც ბრედ პიტს "ოს­კა­რით" აჯილ­დო­ვე­ბენ და მას მა­მის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი წარ­წე­რა და­ურ­თო. ის წერ­და, რომ ვარ­სკვლავ­თან ცხოვ­რე­ბა მის­თვის და მისი უმ­ცრო­სი და-ძმე­ბის­თვის მუდ­მი­ვი ჯო­ჯო­ხე­თი იყო.

ახლა, რო­დე­საც სამი წლის წი­ნან­დე­ლი პოს­ტის ში­ნა­არ­სი გა­სა­ჯა­როვ­და, 59 წლის პიტ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი მე­დი­ას­თან ალა­პა­რაკ­დნენ. მათი თქმით, ამ პოს­ტის გახ­მა­უ­რე­ბა, ბრე­დის­თვის დამ­თრგუნ­ვე­ლია. The Sun-თან ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა ისა­უბ­რა:

"სამ­წუ­ხა­როა იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ ხა­ტა­ვენ ბრედს ცუდ ადა­მი­ა­ნად, რად­გან ეს სი­მარ­თლის­გან ძა­ლი­ან შორ­საა".

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ პიტი თი­თო­ე­ულ შვილს დიდ პა­ტივს სცემს და ურ­ჩევ­ნია, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას "ღირ­სე­უ­ლი დუ­მი­ლით" შეხ­ვდეს.

"ის (პაქ­სი) მშობ­ლებ­ზე იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობს, საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, ასე რომ, ეს მის­გან უჩ­ვე­უ­ლო საქ­ცი­ე­ლია",- ამ­ბობს წყა­რო მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

ან­ჯე­ლი­ნამ პაქ­სი 2007 წელს ვი­ეტ­ნამ­ში ყოფ­ნი­სას იშ­ვი­ლა. ბი­ჭუ­ნა სამი წლის იყო, როცა ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­მა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ მი­ა­ტო­ვა.

"ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხეთს და­ამ­სგავ­სე" ,- ადა­ნა­შა­უ­ლებ­და პაქ­სი მა­მას 2020 წლის პოს­ტში.

"შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ თავს და და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს ის უთხრა, რაც გინ­და, მაგ­რამ ოდეს­მე სი­მარ­თლეს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. ასე რომ, მა­მის დღეს გი­ლო­ცავ, შე სა­ძა­გე­ლო ადა­მი­ა­ნო!!!"

"შენს ოთხ უმ­ცროს შვილს სა­ერ­თოდ არ უწევ ან­გა­რიშს და არც მათ­და­მი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­გაჩ­ნია. როცა მათ სი­ახ­ლო­ვეს ხარ, ში­შით კან­კა­ლე­ბენ. დრო­დად­რო ამ­ტკი­ცებ, რომ სა­ში­ნე­ლი და სა­ზი­ზღა­რი ადა­მი­ა­ნი ხარ. ვე­რას­დროს მიხ­ვდე­ბი რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნე ჩემს ოჯახს, რად­გან ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არც კი გა­გაჩ­ნია", - წერ­და მა­მა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი პაქ­სი. ოთხი უმ­ცრო­სი შვი­ლი, ვის­ზეც ბიჭი ლა­პა­რა­კობ­და, უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ზა­ჰა­რა (18 წლის) და წყვი­ლის სამი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი: შა­ი­ლო (17 წლის) და 15 წლის ტყუ­პი - ნოქ­სი და ვი­ვი­ე­ნი.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კი, კაცო!
0

სამადლოდ გაზარდა ამხელა ვირი და ბერო, მადლიო, ისეა მაგის საქმე.

ჯოლი
8

სირცხვილი ჯოლის ქალობას ბავშვებით სპეკულირებს და უღირსად იქცევა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს, სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო?

პიტისა და ჯოლის ვაჟის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს,  სკანდალად იქცა - რას ამბობს ბრედთან დაახლოებული წყარო?

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ვაჟის, პაქსის 2020 წელს გამოქვეყნებული პოსტი ახლახანს მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მაშინ 16 წლის პაქსი მამას "მსოფლიო დონის ახვარს" უწოდებს და ამბობს, რომ ის "საშინელი ადამიანია". პაქსმა პოსტი პირადი "ინსტაგრამის" ისტორიების განყოფილებაში ატვირთა, სადაც მხოლოდ მეგობრები ჰყავდა დამატებული.

2020 წლის პოსტში პაქსმა ფოტო ატვირთა, რომელზეც ბრედ პიტს "ოსკარით" აჯილდოვებენ და მას მამის დღისადმი მიძღვნილი წარწერა დაურთო. ის წერდა, რომ ვარსკვლავთან ცხოვრება მისთვის და მისი უმცროსი და-ძმებისთვის მუდმივი ჯოჯოხეთი იყო.

ახლა, როდესაც სამი წლის წინანდელი პოსტის შინაარსი გასაჯაროვდა, 59 წლის პიტთან დაახლოებული წყაროები მედიასთან ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ამ პოსტის გახმაურება, ბრედისთვის დამთრგუნველია. The Sun-თან ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ისაუბრა:

"სამწუხაროა იმის ყურება, როგორ ხატავენ ბრედს ცუდ ადამიანად, რადგან ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა".

მანვე დასძინა, რომ პიტი თითოეულ შვილს დიდ პატივს სცემს და ურჩევნია, რომ ამ სიტუაციას "ღირსეული დუმილით" შეხვდეს.

"ის (პაქსი) მშობლებზე იშვიათად ლაპარაკობს, საკმაოდ თავშეკავებულია, ასე რომ, ეს მისგან უჩვეულო საქციელია",- ამბობს წყარო მედიასთან საუბარში.

ანჯელინამ პაქსი 2007 წელს ვიეტნამში ყოფნისას იშვილა. ბიჭუნა სამი წლის იყო, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა.

"ჩემთვის უახლოესი ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთს დაამსგავსე" ,- ადანაშაულებდა პაქსი მამას 2020 წლის პოსტში.

"შესაძლოა, საკუთარ თავს და დანარჩენ სამყაროს ის უთხრა, რაც გინდა, მაგრამ ოდესმე სიმართლეს ნათელი მოეფინება. ასე რომ, მამის დღეს გილოცავ, შე საძაგელო ადამიანო!!!"

"შენს ოთხ უმცროს შვილს საერთოდ არ უწევ ანგარიშს და არც მათდამი თანაგრძნობა გაგაჩნია. როცა მათ სიახლოვეს ხარ, შიშით კანკალებენ. დროდადრო ამტკიცებ, რომ საშინელი და საზიზღარი ადამიანი ხარ. ვერასდროს მიხვდები რამხელა ზიანი მიაყენე ჩემს ოჯახს, რადგან ამის შესაძლებლობა არც კი გაგაჩნია", - წერდა მამაზე გაბრაზებული პაქსი. ოთხი უმცროსი შვილი, ვისზეც ბიჭი ლაპარაკობდა, უნდა ყოფილიყვნენ ზაჰარა (18 წლის) და წყვილის სამი ბიოლოგიური შვილი: შაილო (17 წლის) და 15 წლის ტყუპი - ნოქსი და ვივიენი.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა