მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი წითურის მეგრული მიუზიკლი ბრიტანული აქცენტებით
გიორგი წითურის მეგრული მიუზიკლი ბრიტანული აქცენტებით

შა­ბათს ძმის­შვი­ლი წა­ვიყ­ვა­ნე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. იშ­ვი­ა­თად მეძ­ლე­ვა ხოლ­მე სა­შუ­ა­ლე­ბა სად­მე გა­ვიყ­ვა­ნო ბავ­შვი და რო­გორც კი ‘ოლი­ვე­რი’-ს აფი­შა ვნა­ხე მა­შინ­ვე მო­ვე­ლა­პა­რა­კე ჩე­მებს. ყვე­ლა გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. მათ შო­რის მეც. თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ზიკ­ლე­ბი.

ღრმა ბავ­შვო­ბა­ში ეზო­ში როცა ვთა­მა­შობ­დით მე­ზობ­ლის ბავ­შვმა გვი­თხრა ეზო­ში სა­თა­მა­შოდ ჩა­მო­სულ ბავ­შვებს რომ ობო­ლი ვარო. ყვე­ლას ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და დე­და­მი­სი რომ დე­ი­და აღ­მოჩ­ნდა და რა­ღაც­ნა­ი­რი მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რულთ ავივ­სეთ მის მი­მართ. ცოტა ხან­ში არ­და­დე­გე­ბი დაგ­ვე­წყო და რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე და­ი­წყეს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა (მა­შინ ერთი იყო სულ) შუ­ა­დღეს სა­ბავ­შვო ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა. ჰოდა ერთ დღე­საც და­ი­წყო ‘ოლი­ვე­რი’. ნა­ნა­ხი მქონ­და და სა­შინ­ლად მიყ­ვარ­და ეს მი­უ­ზიკ­ლი. მივ­ვარ­დი ფან­ჯა­რას და ჩავ­ძა­ხე ობოლს, მალე ამო­დი მეთ­ქი. ვის­ხე­დით ტე­ლე­ვი­ზორ­თან, ორ­ცხო­ბი­ლებს ვაკ­ნა­ტუ­რებ­დით და ვტი­რო­დით.

ვერც მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში ნა­ნა­ხი ვერ­სია გა­და­ურ­ჩა ჩემს ცრემ­ლებს. ფო­ი­ე­ში გა­მო­სულ­მა და­ვი­ნა­ხე ანა გორ­გა­ძე, რო­მელ­საც წლე­ბია ვიც­ნობ­დი და სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა­ლურ ნა­წილს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2-3 სი­ტყვა გავცვა­ლეთ და გი­ორ­გი წი­თუ­რიც, რე­ჟი­სო­რი, მო­ვი­და. ანამ გა­მაც­ნო და მა­ლე­ვე სა­დღაც გა­უ­ჩი­ნარ­და.

ადა­მი­ა­ნი რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეს შემ­დეგ ამო­ი­სუნ­თქებ და მო­ეშ­ვე­ბი სწო­რედ ისე იყო. სა­ხუ­მა­რო ნამ­დვი­ლად არ არის რე­გი­ო­ნი­დან ბავ­შვე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნო და ‘ოლი­ვე­რი’ ათა­მა­შო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე და თა­ნაც ინ­გლი­სურ ენა­ზე.

ჩვენ ხომ სულ გვგო­ნია რომ დე­და­ქა­ლაქ­ში თუ არ ცხოვ­რობ სა­ერ­თოდ რო­გორ ცხოვ­რობ და ჰოდა სი­სუ­ლე­ლეა ეგ. აგერ ეს კაცი და­დი­ო­და თურ­მე კვი­რა­ში 3 ჯერ სა­მეგ­რე­ლო­ში თბი­ლი­სი­დან და ბოლო 3 თვე სა­ერ­თო­დაც გა­და­ცხოვ­რე­ბუ­ლა რომ ეს ბრი­წყინ­ვა­ლე წარ­მოდ­გე­ნა გვე­ნა­ხა ჩვენ თბი­ლის­ში.

სპე­კტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას ისე დი­ნა­მი­უ­რად იც­ვლე­ბო­და სცე­ნე­ბი და ისე კარ­გად ჰქონ­დათ გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნის სივ­რცე რომ ნა­თე­ლი იყო თუ რამ­ხე­ლა შრო­მა იყო ჩა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. ქა­ო­სის შეგ­რძნე­ბაც კარ­გად მოჰ­ქონ­და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას. მღე­როდ­ნენ გა­და­სა­რე­ვად და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჰქონ­და გმი­რე­ბი გაშ­ლი­ლი რე­ჟი­სორს. ფე­ი­გი­ნის მოძ­რა­ო­ბა­ში ჯეკ ბე­ღუ­რას სიმ­სუ­ბუ­ქე ვი­ცა­ნი და მაგ­რად გა­მარ­თო ამან. ფრი­ად კარ­გი მიგ­ნე­ბა იყო და ამ შანსს ვე­რაფ­რით გა­ვუშ­ვებ­დი ხე­ლი­დან, რომ თა­ვად რე­ჟი­სორ­თან გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი თუ არა. გა­ე­ღი­მა

გი­ორ­გი წი­თუ­რი

- ჯეკ ბე­ღუ­რა ხომ იდა­ლუ­რი არამ­ზა­დაა. ჰოდა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა რომ მი­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა მსა­ხი­ო­ბი რა მინ­დო­და მის­გან. მინ­დო­და სხე­უ­ლი­თაც არამ­ზა­და ყო­ფი­ლი­ყო. მი­მოხვრა­ში რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ტყუ­ი­ლი, გარ­ყვნი­ლე­ბა და ამით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა. რომ გი­თხრა მარ­ტი­ვი იყო თქო მო­გა­ტყუ­ებ. ბავ­შვებ­თან უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლად უნდა იყო. თქვენ­სას მო­ე­წო­ნა?

ვუ­პა­სუ­ხე, რომ მგო­ნი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მო­წე­ვა მინ­დო­და და გა­ხა­რე­ბულ­მა გა­ვა­ტა­ნე ბავ­შვი მა­მა­მისს. რა­ღაც­ნა­ი­რად მე­რი­დე­ბო­და ბავ­შვთან მო­წე­ვა. აი ეგ როცა მო­მე­რი­და მა­შინ მივ­ხვდი, რომ გაზ­რდი­ლიც ვარ და ჩემი ად­გი­ლი ნორ­მა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნამ­დვი­ლად არის. ისე მა­ინ­ტე­რე­სებ­და დე­ტა­ლე­ბი სი­გა­რე­ტი შევ­თა­ვა­ზე და უჰ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეწ­ვე­ვი­თო. ლო­გის­ტი­კა ჰო რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და და ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ მეთ­ქი, ვკი­თხე.

გი­ორ­გი წი­თუ­რი

- ზო­გა­დად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი კი იყო, მაგ­რამ ახლა უკვე გა­კე­თე­ბულ საქ­მეს რომ ვუ­ყუ­რებ ისე­თი შეგ­რძნე­ბა გა­მიჩ­ნდა, თით­ქოს ეს მე არ ჩა­მი­დე­ნია. ახ­ლაც მიკ­ვირს ან რო­გორ დავ­თან­ხმდი, ან რა­ტომ გავ­რის­კე. ალ­ბათ მეც კარ­გი არამ­ზა­და ვარ. უბ­რა­ლოდ მინ­დო­და თა­ნა­მედ­რო ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ოლი­ვე­რი და მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ისე, რომ თა­ვად დრო­ში არა­ფე­რი შე­მეც­ვა­ლა. ძლი­ან მი­ხა­რია რომ ჯე ბე­ღუ­რა ამო­ი­ცა­ნით. ბევ­რი სხვა ელე­მენ­ტი იყო რა­მაც აშ­კა­რად გა­ა­მარ­თლა. მა­ყუ­რე­ბელ­მა არ მო­ი­წყი­ნა, მე­ტიც, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და.

აშ­კა­რად ინ­ტერ­ვი­უს­კენ მი­დი­ო­და საქ­მე და ისე გა­მი­ტა­ცა ამ ამ­ბავ­მა მეთ­ქი წი­ნა­აღ­მდე­გი ჰო არ იქ­ნე­ბით, ბა­რემ, სა­ნამ ამ ერთ ღერს მოვ­წევთ და ახარ­ხარ­და თქვენც არა­გი­შავთ მგო­ნიო. გვა­რი­ა­ნად რომ ვი­ხორ­ხო­ცეთ ამა­ზე, გა­ვაგ­რძე­ლეთ

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­დის დად­გა, იყო თუ არა წამი როცა ფიქ­რობ­დით არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და?

- სცე­ნა­ზე ავე­დით თუ არა მივ­ხვდი, ტყუ­ლად რომ არ ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლი­სი­დან მარ­ტვილ­ში. შე­იძ­ლე­ბა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის მონ­დო­მე­ბა რომ ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც­ნა­ი­რად აზარ­ტი მო­მე­მა­ტა. გა­ინ­ტე­რე­სებთ რთუ­ლი იყო თუ არა რე­გი­ონ­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე ‘ოლი­ვე­რის’ დად­გმა ? რომ გი­თხრათ სულ არ იყო რთუ­ლი მეთ­ქი, და­მი­ჯე­რებთ ? ჰოდა ეგ არის.

- ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია ? საკ­მა­ოდ რთუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბია ან ნა­წარ­მო­ებ­ში. თა­ნაც გა­მოც­დილ მსა­ხი­ო­ბებს უჭირთ მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ბა.

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ად­ვი­ლად აუ­ღეს ალღო. პა­ტა­რე­ბი არი­ან და ზო­გა­დად შიში, ხომ უცხოა მათ­თვის. ფე­ი­გი­ნია სა­თა­მა­შო? რა პრობ­ლე­მაა? აბა ზრდას­რუ­ლი არ­ტიტ­სი ათას­ჯერ და­ფიქ­რდე­ბა ეთა­მა­შა თუ არა ეს ადა­მი­ა­ნის გამრყვნე­ლი არამ­ზა­და.

მა­ყუ­რე­ბელ­საც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მხო­ლოდ ჩე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ არ მე­ფიქ­რა რა მა­გა­რია მეთ­ქი. სპექ­ტაკ­ლი აშ­კა­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლია. იმე­დი მაქვს ამა­ზე არ გა­ჩერ­დე­ბით. კი­დევ გაქვთ რამე, რა­ზეც მუ­შა­ობთ?

- არის კი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვე­ბის მონ­დო­მე­ბა იმ­ხე­ლაა, მე­ეჭ­ვე­ბა ‘ოლი­ვერ­ზე’ გავ­ჩერ­დეთ. თუმ­ცა ჯერ უნდა შე­ვის­ვე­ნოთ, პა­ტა­რა ამ­ბა­ვი ხომ არაა ამ ასაკ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე სამ­ჯერ გა­მო­გიყ­ვა­ნონ ბის­ზე.

- ვახ რა მა­გა­რია. სა­ბავ­შვო თე­ატრზე ხომ არ ფიქ­რობთ? იმ­ხე­ლა მუხ­ტია, სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა. მეს­მის რომ უფ­რო­სებ­თან მუ­შა­ო­ბას სულ სხვა ხიბ­ლი აქვს და ბავ­შვებ­თან მეტი ჩარ­ჩო და ბა­რი­ე­რი გაქვთ. ამა­ვე დროს სუ­ლაც არ გვინ­და თქვენ, რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ჟი­სო­რის და­კარ­გვა. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს თე­ატ­რი და კარ­გად მახ­სოვს თქვე­ნი სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოც იყო და თა­მა­მიც.

- დიდი მად­ლო­ბა. აი ამ წამს ვფიქ­რობ, რომ თე­ატ­რი ბავ­შვე­ბის უნდა იყოს. ალ­ბათ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ვარ და მად­ლი­ე­რე­ბას მათ მი­მართ ასე გა­მო­ხა­ტავ. ხვალ ალ­ბათ ცოტა სხვა­ნა­ი­რად ვი­ფიქ­რებ და ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბი ძველ, ლოთ და ზარ­მაც მაგ­რამ ნი­ჭი­ერ უფ­როს მსა­ხი­ო­ბებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამი­ე­რი­დან რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი ჩემი თა­ვის­გან აღარ გა­მიკ­ვირ­დე­ბა. ამა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი რაც ეს წა­მო­წყე­ბაა, სხვა რა ვიცი რა უნდა იყოს.

- და მა­ინც არის თუ არა გან­სხვა­ვე­ბა ზრდას­რულ და ბავ­შვ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის? ანუ მიდ­გო­მის სტი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია თუ, არც ისე?

- ბავ­შვე­ბი ალ­ბათ უფრო გენ­დო­ბი­ან და თან ბევ­რად რის­კი­ა­ნე­ბი არი­ან. ხან­და­ხან მე­რი­დე­ბა კი­დეც ბავ­შვებს რომ ვე­ძა­ხი. მარ­თლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც გა­მიკ­ვირ­და არის მათი პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა. მერ­წმუ­ნეთ დიდი ხა­ნია თე­ატ­რში ვარ და ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ერთი-ორი მსა­ხი­ო­ბის­გან თუ მიგ­ვრძნია. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­შა­ო­ბის სტილს, სი­მარ­თლე გი­თხრთ, რომ არ მცოდ­ნო­და სა­ბავ­შვო პექ­ტაკლს ვდგამ­დი, ვერც მივხდე­ბო­დი სად ვმუ­შა­ობ. არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ო­ბი, ან რე­ჟი­სო­რი თუ დად­გე­ბა, არაა ეს მნიშ­ვნელ­ვა­ნი, მაგ­რამ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ვე­რა­ვინ და­ი­ვი­წყებს, ეგ ზუს­ტად ვიცი. ეს გა­მარ­ჯვე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, და უფრო იმი­ტომ მი­ხა­რია რომ მათ ასე უხა­რი­ათ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს კი­ნო­დან ან თე­ატ­რი­დან სახ­ლში ფე­ხით წას­ვლა. სა­უ­კე­თე­სო დროა ან იმა­ზე იფიქ­რო რაც ნახე, ან მის­გან გა­მოწ­ვე­ულ მო­გო­ნე­ბებს გა­უმკლავ­დე. ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. ჯერ ჰო ძა­ლი­ან მო­მინ­და ჩემი მე­ზო­ბე­ლი მე­პო­ვა. აი ის, ბავ­შვო­ბის. ძა­ლი­ან მო­მინ­და გა­მე­გო სა­დაა, რას ეწია. იქ­ნებ უკვე შვი­ლიც ყავ­და. და მერე კი­დევ ამ კაც­ზე ვფიქ­რობ­დი, რე­ჟი­სორ­ზე. აი მარ­თლა ცოტა ოს­ტაპ ბენ­დე­რი თუ არ ხარ, მარ­ტვილ­ში მი­უ­ზიკ­ლის ინ­გლი­სურ ენა­ზე დად­გმას რო­გორ უნდა მო­კი­დო ხელი?! ან კვი­რა­ში 6-ჯერ ‘პე­რე­ვალს’ რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დე და ან ამ­დენ მონ­დო­მე­ბულ მშო­ბელს?! აი ჯერ საქ­მე ჰო უნდა გიყ­ვარ­დეს და მერე ხომ უნდა გჯე­რო­დეს რომ სწო­რედ ის გა­მო­ვა რაც ჩა­ი­ფიქ­რე?!

მინ­დო­და მა­ნამ­დე მე­ფიქ­რა სა­ნამ სახ­ლში არ მი­ვი­დო­დი, სხვა­ნა­ი­რად ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფერს დავ­წერ­დი. მგო­ნი კი­დევ 2 ჯერ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ‘ოლი­ვე­რი’ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში და ნუ მო­აკ­ლებთ ბავ­შვებს ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას. თქვენც მად­ლო­ბე­ლი დამ­რჩე­ბით, ზუს­ტად ვიცი.

ავ­ტო­რი: თორ­ნი­კე ირე­მაშ­ვი­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გიორგი წითურის მეგრული მიუზიკლი ბრიტანული აქცენტებით

გიორგი წითურის მეგრული მიუზიკლი ბრიტანული აქცენტებით

შაბათს ძმისშვილი წავიყვანე მარჯანიშვილის თეატრში. იშვიათად მეძლევა ხოლმე საშუალება სადმე გავიყვანო ბავშვი და როგორც კი ‘ოლივერი’-ს აფიშა ვნახე მაშინვე მოველაპარაკე ჩემებს. ყველა გახარებული იყო. მათ შორის მეც. თეატრი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიუზიკლები.

ღრმა ბავშვობაში ეზოში როცა ვთამაშობდით მეზობლის ბავშვმა გვითხრა ეზოში სათამაშოდ ჩამოსულ ბავშვებს რომ ობოლი ვარო. ყველას ძალიან გაგვიკვირდა დედამისი რომ დეიდა აღმოჩნდა და რაღაცნაირი მზრუნველობითა და სიყვარულთ ავივსეთ მის მიმართ. ცოტა ხანში არდადეგები დაგვეწყო და როგორც ხდებოდა ხოლმე დაიწყეს ტელევიზიებმა (მაშინ ერთი იყო სულ) შუადღეს საბავშვო ფილმების ჩვენება. ჰოდა ერთ დღესაც დაიწყო ‘ოლივერი’. ნანახი მქონდა და საშინლად მიყვარდა ეს მიუზიკლი. მივვარდი ფანჯარას და ჩავძახე ობოლს, მალე ამოდი მეთქი. ვისხედით ტელევიზორთან, ორცხობილებს ვაკნატურებდით და ვტიროდით.

ვერც მარჯანიშვილში ნანახი ვერსია გადაურჩა ჩემს ცრემლებს. ფოიეში გამოსულმა დავინახე ანა გორგაძე, რომელსაც წლებია ვიცნობდი და სპექტაკლის მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდა. 2-3 სიტყვა გავცვალეთ და გიორგი წითურიც, რეჟისორი, მოვიდა. ანამ გამაცნო და მალევე სადღაც გაუჩინარდა.

ადამიანი რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეს შემდეგ ამოისუნთქებ და მოეშვები სწორედ ისე იყო. სახუმარო ნამდვილად არ არის რეგიონიდან ბავშვები ჩამოიყვანო და ‘ოლივერი’ ათამაშო მარჯანიშვილის სცენაზე და თანაც ინგლისურ ენაზე.

ჩვენ ხომ სულ გვგონია რომ დედაქალაქში თუ არ ცხოვრობ საერთოდ როგორ ცხოვრობ და ჰოდა სისულელეა ეგ. აგერ ეს კაცი დადიოდა თურმე კვირაში 3 ჯერ სამეგრელოში თბილისიდან და ბოლო 3 თვე საერთოდაც გადაცხოვრებულა რომ ეს ბრიწყინვალე წარმოდგენა გვენახა ჩვენ თბილისში.

სპეკტაკლის მსვლელობისას ისე დინამიურად იცვლებოდა სცენები და ისე კარგად ჰქონდათ გათავისებული მსახიობებს სცენის სივრცე რომ ნათელი იყო თუ რამხელა შრომა იყო ჩადებული ყველაფერში. ქაოსის შეგრძნებაც კარგად მოჰქონდა ქორეოგრაფიას. მღეროდნენ გადასარევად და ძალიან საინტერესოდ ჰქონდა გმირები გაშლილი რეჟისორს. ფეიგინის მოძრაობაში ჯეკ ბეღურას სიმსუბუქე ვიცანი და მაგრად გამართო ამან. ფრიად კარგი მიგნება იყო და ამ შანსს ვერაფრით გავუშვებდი ხელიდან, რომ თავად რეჟისორთან გადამემოწმებინა მართალი ვიყავი თუ არა. გაეღიმა

გიორგი წითური

- ჯეკ ბეღურა ხომ იდალური არამზადაა. ჰოდა ძალიან დამეხმარა რომ მიმეხვედრებინა მსახიობი რა მინდოდა მისგან. მინდოდა სხეულითაც არამზადა ყოფილიყო. მიმოხვრაში რომ ეჩვენებინა ტყუილი, გარყვნილება და ამით მიღებული სიამოვნება. რომ გითხრა მარტივი იყო თქო მოგატყუებ. ბავშვებთან უკიდურესად ფრთხილად უნდა იყო. თქვენსას მოეწონა?

ვუპასუხე, რომ მგონი ძალიან მოეწონა. მოწევა მინდოდა და გახარებულმა გავატანე ბავშვი მამამისს. რაღაცნაირად მერიდებოდა ბავშვთან მოწევა. აი ეგ როცა მომერიდა მაშინ მივხვდი, რომ გაზრდილიც ვარ და ჩემი ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში ნამდვილად არის. ისე მაინტერესებდა დეტალები სიგარეტი შევთავაზე და უჰ დიდი სიამოვნებით დაგეწვევითო. ლოგისტიკა ჰო რთული იქნებოდა და ბავშვებთან მუშაობა არ გაგიჭირდათ მეთქი, ვკითხე.

გიორგი წითური

- ზოგადად დაუჯერებელი კი იყო, მაგრამ ახლა უკვე გაკეთებულ საქმეს რომ ვუყურებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს მე არ ჩამიდენია. ახლაც მიკვირს ან როგორ დავთანხმდი, ან რატომ გავრისკე. ალბათ მეც კარგი არამზადა ვარ. უბრალოდ მინდოდა თანამედრო ყოფილიყო ჩემი ოლივერი და მისი თავგადასავალი ისე, რომ თავად დროში არაფერი შემეცვალა. ძლიან მიხარია რომ ჯე ბეღურა ამოიცანით. ბევრი სხვა ელემენტი იყო რამაც აშკარად გაამართლა. მაყურებელმა არ მოიწყინა, მეტიც, ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

აშკარად ინტერვიუსკენ მიდიოდა საქმე და ისე გამიტაცა ამ ამბავმა მეთქი წინააღმდეგი ჰო არ იქნებით, ბარემ, სანამ ამ ერთ ღერს მოვწევთ და ახარხარდა თქვენც არაგიშავთ მგონიო. გვარიანად რომ ვიხორხოცეთ ამაზე, გავაგრძელეთ

- ყველაზე რთული პერიოდი როდის დადგა, იყო თუ არა წამი როცა ფიქრობდით არაფერი გამოვიდოდა?

- სცენაზე ავედით თუ არა მივხვდი, ტყულად რომ არ ვიყავი ჩამოსული თბილისიდან მარტვილში. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვების მონდომება რომ ვიგრძენი, რაღაცნაირად აზარტი მომემატა. გაინტერესებთ რთული იყო თუ არა რეგიონში ინგლისურ ენაზე ‘ოლივერის’ დადგმა ? რომ გითხრათ სულ არ იყო რთული მეთქი, დამიჯერებთ ? ჰოდა ეგ არის.

- ბავშვებთან მუშაობა რთულია ? საკმაოდ რთული პერსონაჟებია ან ნაწარმოებში. თანაც გამოცდილ მსახიობებს უჭირთ მიუზიკლში მონაწილება.

- გაგიკვირდებათ და ადვილად აუღეს ალღო. პატარები არიან და ზოგადად შიში, ხომ უცხოა მათთვის. ფეიგინია სათამაშო? რა პრობლემაა? აბა ზრდასრული არტიტსი ათასჯერ დაფიქრდება ეთამაშა თუ არა ეს ადამიანის გამრყვნელი არამზადა.

მაყურებელსაც ვაკვირდებოდი, მხოლოდ ჩემიდან გამომდინარე რომ არ მეფიქრა რა მაგარია მეთქი. სპექტაკლი აშკარად წარმატებულია. იმედი მაქვს ამაზე არ გაჩერდებით. კიდევ გაქვთ რამე, რაზეც მუშაობთ?

- არის კი. ყოველ შემთხვევაში ბავშვების მონდომება იმხელაა, მეეჭვება ‘ოლივერზე’ გავჩერდეთ. თუმცა ჯერ უნდა შევისვენოთ, პატარა ამბავი ხომ არაა ამ ასაკში მარჯანიშვილის სცენაზე სამჯერ გამოგიყვანონ ბისზე.

- ვახ რა მაგარია. საბავშვო თეატრზე ხომ არ ფიქრობთ? იმხელა მუხტია, სულ არ გამიკვირდება. მესმის რომ უფროსებთან მუშაობას სულ სხვა ხიბლი აქვს და ბავშვებთან მეტი ჩარჩო და ბარიერი გაქვთ. ამავე დროს სულაც არ გვინდა თქვენ, როგორც ზრდასრული ადამიანების რეჟისორის დაკარგვა. მე ძალიან მიყვარს თეატრი და კარგად მახსოვს თქვენი სხვა ნამუშევრები. საინტერესოც იყო და თამამიც.

- დიდი მადლობა. აი ამ წამს ვფიქრობ, რომ თეატრი ბავშვების უნდა იყოს. ალბათ ემოციებით სავსე ვარ და მადლიერებას მათ მიმართ ასე გამოხატავ. ხვალ ალბათ ცოტა სხვანაირად ვიფიქრებ და ისევ დავუბრუნდები ძველ, ლოთ და ზარმაც მაგრამ ნიჭიერ უფროს მსახიობებს. ყოველ შემთხვევაში ამიერიდან რადიკალური ნაბიჯები ჩემი თავისგან აღარ გამიკვირდება. ამაზე რადიკალური რაც ეს წამოწყებაა, სხვა რა ვიცი რა უნდა იყოს.

- და მაინც არის თუ არა განსხვავება ზრდასრულ და ბავშვ მსახიობებს შორის? ანუ მიდგომის სტილი რადიკალურად განსხვავებულია თუ, არც ისე?

- ბავშვები ალბათ უფრო გენდობიან და თან ბევრად რისკიანები არიან. ხანდახან მერიდება კიდეც ბავშვებს რომ ვეძახი. მართლა პროფესიონალები არიან. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა არის მათი პასუხისმგელობა. მერწმუნეთ დიდი ხანია თეატრში ვარ და ასეთი პასუხისმგებლობა, ერთი-ორი მსახიობისგან თუ მიგვრძნია. რაც შეეხება მუშაობის სტილს, სიმართლე გითხრთ, რომ არ მცოდნოდა საბავშვო პექტაკლს ვდგამდი, ვერც მივხდებოდი სად ვმუშაობ. არ ვიცი, მომავალში რომელიმე მსახიობი, ან რეჟისორი თუ დადგება, არაა ეს მნიშვნელვანი, მაგრამ ამ გამოცდილებას ვერავინ დაივიწყებს, ეგ ზუსტად ვიცი. ეს გამარჯვება და წარმატება ძალიან მიხარია, და უფრო იმიტომ მიხარია რომ მათ ასე უხარიათ.

ყველაზე მეტად მიყვარს კინოდან ან თეატრიდან სახლში ფეხით წასვლა. საუკეთესო დროა ან იმაზე იფიქრო რაც ნახე, ან მისგან გამოწვეულ მოგონებებს გაუმკლავდე. ყველაფერზე ვფიქრობდი. ჯერ ჰო ძალიან მომინდა ჩემი მეზობელი მეპოვა. აი ის, ბავშვობის. ძალიან მომინდა გამეგო სადაა, რას ეწია. იქნებ უკვე შვილიც ყავდა. და მერე კიდევ ამ კაცზე ვფიქრობდი, რეჟისორზე. აი მართლა ცოტა ოსტაპ ბენდერი თუ არ ხარ, მარტვილში მიუზიკლის ინგლისურ ენაზე დადგმას როგორ უნდა მოკიდო ხელი?! ან კვირაში 6-ჯერ ‘პერევალს’ როგორ უნდა გაუმკლავდე და ან ამდენ მონდომებულ მშობელს?! აი ჯერ საქმე ჰო უნდა გიყვარდეს და მერე ხომ უნდა გჯეროდეს რომ სწორედ ის გამოვა რაც ჩაიფიქრე?!

მინდოდა მანამდე მეფიქრა სანამ სახლში არ მივიდოდი, სხვანაირად ნამდვილად ვერაფერს დავწერდი. მგონი კიდევ 2 ჯერ იქნება წარმოდგენილი ‘ოლივერი’ მარჯანიშვილში და ნუ მოაკლებთ ბავშვებს ამ სიამოვნებას. თქვენც მადლობელი დამრჩებით, ზუსტად ვიცი.

ავტორი: თორნიკე ირემაშვილი

R