მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტამბოლი - მარსელის რეისზე ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა
სტამბოლი - მარსელის რეისზე ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქალს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­სით სტამ­ბო­ლი­დან მარ­სელ­ში მიფ­რი­ნავ­და, მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბის თქმით, თვითმფრი­ნა­ვი ჯერ კი­დევ მი­წა­ზე იყო, როცა ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა.

ერთ-ერთი მგზავ­რის გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნის შემ­სწრე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი ჩანს.

თვითმფრი­ნა­ვი სტამ­ბო­ლი­დან მარ­სელ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, როცა ქალს ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, იქვე ემ­შო­ბი­ა­რა. მას სა­ბი­ჰა გო­კჩე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მე­დი­კო­სებ­მა გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა. ექი­მე­ბი მად­ლი­ერ­მა მგზავ­რებ­მა ბო­ლოს ტა­ში­თაც კი და­ა­ჯილ­დო­ვეს.

ახალ­შო­ბი­ლი­სა და მისი დე­დის ვი­ნა­ო­ბა კვლავ უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც წე­რენ, ჩვი­ლი და დედა თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

რო­გორც Pegasus-ის ავი­ა­ხა­ზე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, ორ­სულ ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა მა­შინ და­ე­წყო, როცა ეკი­პა­ჟი აფ­რე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა მას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, შემ­დეგ კი სამ­შო­ბი­ა­როდ თვითმფრი­ნა­ვის უკა­ნა ნა­წილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მგზავ­რის გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ჩაჰ­ყავს ახალ­შო­ბი­ლი ექიმ ქალ­ბა­ტონს თვითმფრი­ნა­ვი­დან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი, შემ­დგო­მი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით ახ­ლომ­დე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თვითმფრი­ნავ­ში მშო­ბი­ა­რო­ბა საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, რად­გან რო­გორც წესი, ფეხ­მძი­მე ქა­ლებს მე­სა­მე ტრი­მესტრში ფრე­ნის უფ­ლე­ბას აღარ აძ­ლე­ვენ. სა­მე­დი­ცი­ნო სა­ა­ვი­ა­ციო ფირ­მა, MedAire აღ­ნიშ­ნავს, რომ ცაში მშო­ბი­ა­რო­ბა, სა­შუ­ა­ლოდ, 26 მი­ლი­ო­ნი მგზავ­რი­დან მხო­ლოდ ერთს უწევს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 75 ბავ­შვი გაჩ­ნდა თვითმფრი­ნავ­ში.

MedAire-ის დი­რექ­ტორ­მა, პა­უ­ლო ალ­ვეს­მა 2018 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თვითმფრი­ნა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლია მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის. ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი მოჰ­ყავს: "ერთი მხრივ, ჰა­ე­რი უფრო თხე­ლია, ამი­ტომ ბავ­შვს სუნ­თქვა უჭირს. მე­ო­რე მხრივ, მშო­ბი­ა­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დედა-შვილს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ გა­ვუ­წევთ. კი­დევ ერთი მი­ნუ­სი ისაა, რომ თვითმფრი­ნა­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი დაშ­ვე­ბაც დიდ დროს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი..."

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
2

მშობიარობა მარსელში იყო დაგეგმილი.

Rezo
2

ადრე ასეთი ლეგენდა მსმენია: თუკი ბავშვი თვითმფრინავში დაიბადება, ნებისმიერი ქვეყნის მოქააქეობის არჩევა შეუძლიაო. არ ვიცი, რამდენად მართალია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სტამბოლი - მარსელის რეისზე ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

სტამბოლი - მარსელის რეისზე ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

რამდენიმე დღის წინ, ქალს, რომელიც საერთაშორისო რეისით სტამბოლიდან მარსელში მიფრინავდა, მშობიარობა დაეწყო. თვითმფრინავის მგზავრების თქმით, თვითმფრინავი ჯერ კიდევ მიწაზე იყო, როცა ქალმა იმშობიარა.

ერთ-ერთი მგზავრის გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, იშვიათი მოვლენის შემსწრე ადამიანების გაოცებული სახეები ჩანს.

<iframe width="656" height="369" src="https://www.youtube.com/embed/27ArMkkKQxk" title="Woman gives birth on airplane as shocked passengers gawk" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

თვითმფრინავი სტამბოლიდან მარსელში უნდა გაფრენილიყო, როცა ქალს ტკივილები დაეწყო და და იძულებული გახდა, იქვე ემშობიარა. მას საბიჰა გოკჩენის საერთაშორისო აეროპორტის მედიკოსებმა გაუწიეს დახმარება. ექიმები მადლიერმა მგზავრებმა ბოლოს ტაშითაც კი დააჯილდოვეს.

ახალშობილისა და მისი დედის ვინაობა კვლავ უცნობია, თუმცა როგორც წერენ, ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

როგორც Pegasus-ის ავიახაზების თანამშრომლები ჰყვებიან, ორსულ ქალს მშობიარობა მაშინ დაეწყო, როცა ეკიპაჟი აფრენისთვის ემზადებოდა. ბორტგამცილებლებმა მას პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი სამშობიაროდ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გადაიყვანეს.

მგზავრის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩაჰყავს ახალშობილი ექიმ ქალბატონს თვითმფრინავიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი, შემდგომი დახმარების აღმოსაჩენად, სასწრაფო დახმარების მანქანით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმფრინავში მშობიარობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან როგორც წესი, ფეხმძიმე ქალებს მესამე ტრიმესტრში ფრენის უფლებას აღარ აძლევენ. სამედიცინო საავიაციო ფირმა, MedAire აღნიშნავს, რომ ცაში მშობიარობა, საშუალოდ, 26 მილიონი მგზავრიდან მხოლოდ ერთს უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო საუკუნის განმავლობაში დაახლოებით 75 ბავშვი გაჩნდა თვითმფრინავში.

MedAire-ის დირექტორმა, პაულო ალვესმა 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითმფრინავი ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ადგილია მშობიარობისთვის. ამის დასამტკიცებლად მას რამდენიმე მიზეზი მოჰყავს: "ერთი მხრივ, ჰაერი უფრო თხელია, ამიტომ ბავშვს სუნთქვა უჭირს. მეორე მხრივ, მშობიარობის გართულების შემთხვევაში, დედა-შვილს სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ გავუწევთ. კიდევ ერთი მინუსი ისაა, რომ თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვებაც დიდ დროსთანაა დაკავშირებული..."

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა