მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი - მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა" - ბექა ბასილაია
"7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი - მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა" - ბექა ბასილაია

7 ნო­ემ­ბერს თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და და ეს მომ­დი­ნა­რე­ობ­და ოლი­გარქ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მხრი­დან, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლით, რაც ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი იყო მი­ნი­მუმ, თან­ხვედ­რა­ში მო­დი­ო­და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­თან , - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ბა­სი­ლა­ი­ას თქმით, 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მა­სა­ლე­ბია.

"ის, რაც 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი­სას გან­ხორ­ცი­ელ­და, ამას თა­ვის დრო­ზეც ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა მი­ცე­მუ­ლი და დღე­საც ვა­ცხა­დებთ, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თა­ვის დრო­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აიღო და გა­დად­გა.

შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­პე­ტი­ე­ბი, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი და მა­ნამ­დე რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, ეს რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი იყო, რა თქმა უნდა, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბო­და. მათ შო­რის, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის" როლი იქ­ნე­ბო­და ეს თუ, 7 ნო­ემ­ბრამ­დე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ამ პრო­ცე­სებ­ში ბუ­ნებ­რი­ვია, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და, ის ამ ინ­ტე­რე­სებს არც მა­ლავ­და. ამავდრო­უ­ლად, მისი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბი, რომ რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს ემ­თხვე­ო­და, ეს იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო, ხოლო მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბამ კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბას ცდი­ლობ­და.

7 ნო­ემ­ბერს თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და და ეს მომ­დი­ნა­რე­ობ­და ოლი­გარქ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მხრი­დან, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლით, რაც ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი იყო მი­ნი­მუმ, თან­ხვედ­რა­ში მო­დი­ო­და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, 7 ნო­ემ­ბერ­ზე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი არის და იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო და გა­დად­გა", - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 20 დე­კემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცებოო
0

არაადამიანთა პარტია უნდა გერქვათ თქვენ

sooooos!!!
1

ასეთი ადვოკატები არცხვენენ კეთილსინდისიერ ადვოკათა კორპუსს. ადვოკატთა ასოციაციამ უნდა შიტანოს ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილება რომლის თანახმადაც, შუწყვიტოს უფლებამოსილება ისეთ ადვოკატს ვინც პოლიტიკოსობას იჩემებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი - მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა" - ბექა ბასილაია

"7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი - მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა" - ბექა ბასილაია

7 ნოემბერს თავისი წინაპირობები ჰქონდა და ეს მომდინარეობდა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რაც ორკესტრირებული იყო მინიმუმ, თანხვედრაში მოდიოდა რუსეთის ინტერესებთან , - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბასილაიას თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, პოლიტიკური დევნის მასალებია.

"ის, რაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას განხორციელდა, ამას თავის დროზეც ჰქონდა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი შეფასება მიცემული და დღესაც ვაცხადებთ, სისხლის სამართლებრივი გადაცდომა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არ ყოფილა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიღო და გადადგა.

შესაბამისად, პერიპეტიები, თუ რამ განაპირობა 2007 წლის 7 ნოემბერი და მანამდე როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები იყო, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები იკვეთებოდა. მათ შორის, ტელეკომპანია “იმედის" როლი იქნებოდა ეს თუ, 7 ნოემბრამდე მიმდინარე მოვლენები, ამ პროცესებში ბუნებრივია, ბადრი პატარკაციშვილს თავისი ინტერესები ჰქონდა, ის ამ ინტერესებს არც მალავდა. ამავდროულად, მისი მოტივაციები, რომ რუსულ ინტერესებს ემთხვეოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, ხოლო მოვლენათა განვითარებამ კიდევ უფრო მეტად დაადასტურა, რომ რუსეთი საქართველოში არეულობას ცდილობდა.

7 ნოემბერს თავისი წინაპირობები ჰქონდა და ეს მომდინარეობდა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რაც ორკესტრირებული იყო მინიმუმ, თანხვედრაში მოდიოდა რუსეთის ინტერესებთან. შესაბამისად, 7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა", - განაცხადა ბასილაიამ.

7 ნოემბრის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.