კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი და საიუბილეო კოლექცია უკვე "ბიბლუსის" ქსელში
ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი და საიუბილეო კოლექცია უკვე "ბიბლუსის" ქსელში

წელს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღი­ნიშ­ნა. ქე­თა­თო­სა და „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შე­დე­გად შე­იქ­მნა და გა­მო­ი­ცა უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია და ექ­სკლუ­ზი­უ­რად „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა. კოლ­ქე­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 19 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

„ბიბ­ლუს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღე ზე­ი­მად ვაქ­ცი­ეთ, რად­გან გა­მო­ი­ცა წიგ­ნი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მისი „მშვი­დი ცურ­ვა“, მო­თხრო­ბე­ბი და ლექ­სე­ბი. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე შე­იქ­მნა ირაკ­ლის სა­ხე­ლო­ბის უამ­რა­ვი სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მი­ქარ­წყლა ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღის სევ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვმუ­შა­ობ­დით, რომ ეს დღე შემ­დგა­რი­ყო და მე უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ დღით,“ - გა­ნა­ცხა­და ქე­თა­თომ.

„ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­მა“ მი­ი­ღო ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნოს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ხა­ზით შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია. „ბიბ­ლუს­ში“ თქვენ შე­ი­ძენთ: ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის წიგნს - „რჩე­უ­ლი“, მა­ი­სუ­რებს, ჰუ­დებს, ნაჭ­რის ჩან­თებს, წყლის ბოთ­ლებს, ბლოკ­ნო­ტებს და კალ­მებს, რომ­ლე­ბიც ირაკ­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბი­თაა დაპ­რინ­ტუ­ლი.

„გვი­ხა­რია, რომ ქე­თა­თოს­თან კო­ლა­ბო­რა­ცია შედ­გა. გვაქვს პა­ტი­ვი, მომ­ხმა­რე­ბელს ჩვენს ქსელ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ნივ­თე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ირაკ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ეს კი­დევ ერთი დიდი სა­ჩუ­ქა­რია. გა­მო­ვე­ცით წიგ­ნი, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი 4 ლექ­სია შეს­რუ­ლი ირაკ­ლის სხვა ნაშ­რო­მებ­თან ერტად. წიგ­ნი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, 1000 ცალი გა­მო­ი­ცა და ტი­რა­ჟის ამო­წურ­ვის შემ­დეგ მეტი აღარ გა­მო­ი­ცე­მა,“ - გა­ნა­ცხა­და „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ანა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მისი წამ­ყვა­ნი კი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გახ­ლდათ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი და საიუბილეო კოლექცია უკვე "ბიბლუსის" ქსელში

ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი და საიუბილეო კოლექცია უკვე "ბიბლუსის" ქსელში

წელს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ქეთათოსა და „ბიბლუსი ჯგუფის“ კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და გამოიცა უნიკალური პროდუქცია, რომელიც ლიმიტირებულია და ექსკლუზიურად „ბიბლუსის“ მაღაზიებში გაიყიდება. კოლქეციის პრეზენტაცია ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეზე, 19 ნოემბერს გაიმართა.

„ბიბლუსთან“ თანამშრომლობით, ირაკლის დაბადების დღე ზეიმად ვაქციეთ, რადგან გამოიცა წიგნი, რომელშიც გაერთიანებულია მისი „მშვიდი ცურვა“, მოთხრობები და ლექსები. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე შეიქმნა ირაკლის სახელობის უამრავი სასაჩუქრე ნივთი, რომლებიც სხვადასხვა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად გამიქარწყლა ირაკლის დაბადების დღის სევდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვმუშაობდით, რომ ეს დღე შემდგარიყო და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით,“ - განაცხადა ქეთათომ.

„ბიბლუსი ჯგუფმა“ მიიღო ექსკლუზიური უფლება, რომ საზოგადოებას წარუდგინოს ირაკლი ჩარკვიანის ხაზით შექმნილი უნიკალური პროდუქცია. „ბიბლუსში“ თქვენ შეიძენთ: ირაკლი ჩარკვიანის წიგნს - „რჩეული“, მაისურებს, ჰუდებს, ნაჭრის ჩანთებს, წყლის ბოთლებს, ბლოკნოტებს და კალმებს, რომლებიც ირაკლის ცნობილი ფრაზებითაა დაპრინტული.

„გვიხარია, რომ ქეთათოსთან კოლაბორაცია შედგა. გვაქვს პატივი, მომხმარებელს ჩვენს ქსელში გამორჩეული ნივთები შევთავაზოთ. ირაკლის გულშემატკივრებისთვის ეს კიდევ ერთი დიდი საჩუქარია. გამოვეცით წიგნი, რომელშიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 4 ლექსია შესრული ირაკლის სხვა ნაშრომებთან ერტად. წიგნი შეზღუდული რაოდენობით, 1000 ცალი გამოიცა და ტირაჟის ამოწურვის შემდეგ მეტი აღარ გამოიცემა,“ - განაცხადა „ბიბლუსი ჯგუფის“ ბიზნესგანვითარების დირექტორმა ანა ივანიშვილმა.

ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მისი წამყვანი კი ირაკლი კაკაბაძე გახლდათ.

R